აწეწილი ფიქრები

ხომ შეიძლება ერთხელაც ვერ გაუძლო ადამიანმა ასეთ перепад-ებს, ხასიათისას ვგულისხმობ

სადღაც ზევით ასროლილი, აღმატებულაჟიტირებულაღფრთოვანებულუმაგრესი და მერე უცებ - ბრახ, და... ამ და-ზე ძირითადად умалчиваю
არ ვიცი, ან ისე ხდება რომ მინდა წერა და არ მაქვს დრო და საშუალება, ან თავს ვიკავებ. ხან ისე, ხან - ასე

ეხლა თავი მტკივა, უკან, კეფასთან მიჭერს საოცრად, და საერთოდ, 2-3 დღეა ასეა. ხო, ნუ სამსახურში სტრესის და საქმის და დაძაბულობის გამო. ყველაფერი რომ ჩაივლის (და იმედია ჩაივლის და თან მალე), მერე მომეხსნება? არ ვიცი... ან შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ პროვოცირებას უკეთებს იმას, რასაც ვმალავ სიღრმეში, ჩემს თავსაც კი ვუმალავ და თუ არ ვმალავ, ისეთი ხალისით და იუმორით და სიცილით ვლაპარაკობ ამაზე, თითქოს ძალიან ბედნიერი ვიყო ამით :)))

უბრალოდ, ერთხელ რომ გადაწყვეტ - ვსო, მე აღარ მინდა ცუდად ყოფნა, აააღარ და აღარც ვიქნები - მართლაც მორჩება ამით თითქოს, თუნდაც მიზეზი დარჩეს. და მერე ამ მიზეზს იღებ უბრალოდ, მშვიდად, ღიმილით და ხან სიცილით. შენს თავზე კაიფობ, ამ ყველაფერზე კაიფობ, აბა სხვა რა დაგრჩენია :) ჯობია, მიანც ჯობია იყო მხიარული და მშვიდი... კარგი იქნება რეალური მიზეზი გქონდეს ამის :)))))

როცა ვწერ, არ ვფიქრობ, თითქოს თითები ფიქრობენ, ჩემს გარეშე არსებობენ, ცალკე, დამოუკიდებლად და წერენ, ბეჭდავენ, მე კი ვუყურებ ეკრანს და ვაკვირდები, რა გამოდის ამ თითების ცეკვიდან

ერთი სიმღერა იყო, ძააალიან ძველი, თან არა გავრცელებული, არაგაჰიტებული, იმიტომ რომ ბევრი არ უსმენდა სერიოზულ და კარგ მუსიკას, იმიტომ რომ ის ჯგუფი ალბათ მალე დაიშალა და მერე რამდენი წელი პერიოდულად მახსენდებოდა და ვეძებდი. რა თქმა უნდა არავინ იცოდა :))) და ამ ცოტა ხნის წინ, სადღაც ფორუმებზე აღმოვაჩინე ერთი-ორი ადამიანი, რომლებიც ისტეერიულად იხვეწებოდნენ, ვინმემ გაიხსენეთ ეს ჯგუფი და სიმღერა, თან იქნებ მითხრათ სად ვიშოვოო...
ხოდა, მე ვერ მაგრამ... ნუ მოკლედ, კიდევ ერთი ეძებდა თურმე პარალელურად და სადღაც გა ჩი თა :))))

რატომ გამახსენდა? ისე. იმიტომ რომ იმ სიმღერის ტექსტი რაღაცით მაგონებდა ბიოლის ”глазами клоуна”-ს.
ქართული ჯგუფია. ანუ იყო. როკ ჯგუფი, სტილ ჰეილი ერქვა და სიმღერას - დრო.

ტექსტის ნაგლეჯი:
როცა მე ჩემს სახეზე
ვეღარ ვიშლი გრიმს
როცა ღიმილი მალავს
ჩემში სევდიან გმირს
როცა არ არის
დრო სინანულის
როცა...

აი, ასე :)

"здравствуй грусть и прощай грусть" :)

მალე ახალი წელეfონჩიკი ჩამომივა :) იმედია, ჩამომივა
მალე ზღვაზე წავალ
მალე...

Comments

jaco said…
მალე შენ ახალი ტელეფონით იქნები კურორტზე!:)
და ეგ სიმღერა მაინტერესებს, რაღაც არ მახსოვს ეგ ჯგუფი, მაგრამ ასე მგონია უნდა ვიცნობდე...
© said…
ავქაჩავ სადმე, ან გამოგიგზავნი სადმე, კაკ ხოჩეშ

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..