ჩიკაგო!




ეს სურათები მეგობარი და მეგობრის მეგობარი ბალერინებისგან ”მოვიპარე” :P ;) გასტროლების დროს აქვთ გადაღებული და მოვიხიბლე :)

კვერცხის ფორმა აქვს, და თან ერთ ადგილას შეღრმავებულია, შედიხარ თითქოს და ირეკლავს მთელს (! :D ) ჩიკაგოს.


მიყვარს თანამედროვე ხელოვნების ასეთი... ნიმუშები არ მინდოდა მეთქვა :)))) მაგრამ... მმმ... Artefakt! მოკლედ, ხომ მიმიხვდით?! :)
ისე, იდეაა! მოვძებნი ჩემს ფოტოებშიც და საერთოდ, სხვაგანაც და დავდებ, მსგავს ფოტოებს

Comments

© said…
რა არის სულ სპამები და სპამები! ერთი კარგი კომენტი მინდააა :ცხვირშიმოდუდღუნემეფისინტონაციიანისმაილიკი:

ეს ინტერნეტიც დაღოღავს დღეს რატომღაც და არ მიშლის სპამერების კომენტებს :(

ხო, და რაც შეეხება სურათების ქვედა კუთხეში ლოგოს.... :)))) ხო, მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა დავრეგისტრირდი, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცის ნახვა მინდოდა. ოღონდ ისე, რომ ვერავინ მპოულობს (სახელს და გვარს თუ არ ჩაწერ ნორმალურად, პრინციპში ვინ უნდა გიპოვოს :)))) ) და რაც მთავარია, ვერც მცნობენ :) რაც ფრიად მახარებს არ შევდივარ და არავის ვეკონტაქტები. მოკლედ, გინდა ვყოფილვარ იქ და გინდა არა; აი ამ სურათების მოპოვებაში კი გამომადგააა ;)
jaco said…
თავის მართლება არ გიშველის! მაინც დარეგისტრირდი არაა? და ეს ყველაფერი ჩემი ამხელა თამამი გადაწყვეტილების შემდეგ წამეშალა ყველა „ექაუნთი“!:)))

კარგი, არაუშავს, მოძებნე ვინც გინდა!:) არადა მეც ეგრე ვიყავი ადნაკლასნიკებში, სახელი და გვარითაც ვერავინ მიცნობდა და არც სურათი მეყენა და ვიღაცეებს ვნახულობდი, მაგრამ ეგეს უსარგებლოა:)))

რაც შეეხება სპამერებს! რა იყო კაცო რა შემოსევა გქონია?:D

აჰა შენ ღირებული კომენტი: გადასარევი სურათებია! დიდი სიამოვნებით წავიდოდი ტურსტად;)
© said…
არა, შენს პოსტ აღ.მდე ვიყავი დარეგისტრირებული :)))) ობი ედება პეიოდულად სურათებსაც და ექაუნთსაც. ასე რომ... უკიდეგანოდ მკიდია ასეთი საიტები. ჩემი მიმართულება - ერთადერთი ფორუმი (რომლის მისამართსაც აქ არ ვასახელებ :D ) და ბლოგები ;) :)

ნუ ინტერნეტში სხვადასხვა საინტერესო საიტებზე ძრომიალს არ ვთვლი, ეგ თავისთავად.

მადლობა ღირებული კომენტარისთვის :)

ხო, ნახე, რა, რას დაამსგავსეს აქაურობა, გადაუარეს ჯალალ ელ დინივით :)))
© said…
წავშალეე! წავშალეეე! comment deleted-ებიც კი წავშალე! :)

ასე რომ შემეძლოს ყველაფრის წაშლა, რისაც მინდა, კაი იქნებოდა (ცხოვრებიდან და მეხსიერებიდნ ვგულისხმობ :D )

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..