1 2 3 4 5 ...

კარგი საღამო იყო გუშინ, და ეს გუშინვე მინდოდა დამეწერა, მაგრამ თავი არ მქონდა (პრინციპში არც ტრაკი)

1 - დაბადების დღე (არა ჩემი, მეგობრის), რომელიც მეორე წელია ზუსტად იგივე ფორმატით აღინიშნება, დაჟე დეტალები გამახსენდა შარშანდელი ისეთი ”დამთხვეული”, რომ დაჟე ჟუტკა სტალა :)))) უბრალოდ პერსონაჟები იყო ზოგი შეცვლილი

2 - უფრო კარგი იქნებოდა, სახლში მოსული ცუდად რომ არ გავმხდარიყავი და ახლაც რომ არ ვიყო ცოტა არაკარგად.
რატომ?
:
წითელი ღვინო, რომელიც მოგვიტანეს საჩუქრად, ზა სჩოტ ზავიდენია, მაგრამ ის მაინც მოეტანათ, რაც შევუკვეთეთ. ბევრი არა, ერთი ჭიქაც არ დამილევია მთლიანად, და ეგ მიკვირდა, ასე როგორ იმოქმედა მეთქი.
სიგარეტი - ძალიან ბევრი სიგარეტი, განსაკუთრებით ბევრი იმ ფონზე, რომ 2 თვეზე მეტი არ ვეწეოდი და ბოლო ორი კვირა კი ძალიან იშვიათად და ძალიან ცოტას. და გუშინ გადავწყვიტე, რომ დროა ისევ ვიყიდო თვითონ (მე თვითონ ვერ ვიტან, როცა ამბობენ არ ვეწევიო და სულ ვიღაცის სიგარეტს ეწევიან), ხოდა ვიყიდე და რა თქმა უნდა ტრადიციისამებრ ძალიან ბევრი მოვწიე, ავინაზღაურე ის ორი თვე, თან პროცენტით ავინაზღაურე.
და ან წნევამ ამიწია და ან არ ვიცი რა მომივიდა, ოთხით მივედი საწოლამდე, არა, ტახტზე დავეგდე რასაც ჰქვია, გული მერეოდა, ვიწექი და ვაიძულებდი თავს ფილმისთვის მეყურებინა. დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელი ფილმის მეორე ნახევარი თვალგახელილს მენახა. მერე გამიარა შედარებით

3 - ვერ ვიტან. დავწერე უკვე სხვაგან. არ შემიძლია აქაც არ დავწერო - ვერ ვიტან სიდებილემდე და ბოროტებამდე, გამიზნულ ბოროტებამდე მისულ უტაქტობას. ტორმუზი რომ არ აქვთ და ვერ ხვდებიან, რა ამოძრავებთ, როცა ასე აბრეხვებენ რაღაცეებს. მართლა тупостю пахнет. და არა მარტო. ბანძობაა, საოცარი სიბანძე და ქაჯობა.
საშინელი სწერვა შემიძლია ვიყო, როცა მოვინდომებ. ენა მეყოფა ხანდახან ორად, მაგრამ მყონის იმდენი შეგნება, რომ არ გამოვყო და არ ვთქვა ყოველთვის ის, რაც ენაზე მადგას, თუნდაც გამართლებული იყოს და ამის მორალური უფლება მქონდეს.
კიდევ იცით რა, ნიშნის მოგებით არ ლაპარაკობენ საკუთარ კარგად ყოფნაზე. კარგად თუ ხარ ადამიანი, და თუ დარწმუნებული ხარ რომ მართლა კარგია ის, რაც გაქვს, არ დაიწყებ სხვასთან ამის ასე ხაზგასმას, თითქოს გინდა შეშურდეს და გული გაუსკდეს. ამ დროს ასეთ რაღაცეებზე არ ფიქრობ. და თუ ფიქრობ - შენი პრობლემაა. და თან ადამიანი რომ ხარ და არა ერთუჯრედიანი არსება, უნდა მოტვინო, სად რა და რა ფორმით ”აყრანტალო”. და არ ეჯინებოდე და ეჯიბრებოდე ყველას (და კიდე - გააჩნია ვის. რატომ, თორემ კაი, ხო..). это тупость. და უპირველეს ყოვლისა იმაზევე მეტყველებს ძალიან ცუდად. ცუდად?! ჰმ, მეტს არ ვიტყვი

4 - О ВКУСАХ - СПОРЯТ! ! ! - ასეა, ზოგს კარგი გემოვნება აქვს, ზოგს ძალიან კარგი, ზოგს დახვეწილი და ზოგს კი - ტრაკში (თვალებთან ერთად). ხან დაქვეითება ხდება გემოვნების, დაღმასვლა უკანმოუხედავად და პრი ტომ ვერ შემჩნევა ამის. და თუ არ დაობენ და არაფერს ეუბნებიან ადამიანს ასეთ დროს, მხოლოდ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. ღორის და მარგალიტების შესახებ გამოთქმა რომ არსებობს, ხომ იცით, ასეთი პონტია, რა

5 - ხანდახან ვხვდები რომ ბოროტი სიხარულით მიხარია რაღაც. დიახ! და მაგრა მკიდია ეს ჩემზე ცუდად მეტყველებს თუ არა. რაც კარგად მეტყველებს ისიც საკმარისია, და საკმარისზე მეტი. არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, ამას გერმანულად ჰქვია schadenfroh, ნუ ამ შემთხვევაში მთლად კარგად არ გამოხატავს ეს ჩემს გრძნობას, მაგრამ დაახლოებით მაინც. და უფრო მეტად კმაყოფილი ვიქნები, თუ ცოტა უფრო მეტი საბაბი მომეცემა ასეთი სიხარულისთვის. ცხოვრება, ცხოვრება ჩემო კარგებო, რას არ გასწავლის! :))))

...... - ცხოვრება, ეს არ არის არც ფილმი, არც ჰოლივუდი და საბედნიეროდ არც ბოლივუდი. არ დავიწყებ ფილოსოფოსობას იმაზე, რა არის ცხოვრება. რაც არ უნდა საშინელი იყოს, ყოველთვის გამოინახება რაღაც ისეთი, რომლის გამოც ხვდები, რომ ღირს, და რომლის გამოც ხანდახან ფიზიკურად გრძნობ, როგორ გიყვარს სიცოცხლე.

”Мир-прекрасное место. За него стоит боротся.”
Э.Хэмингуэй

როგორც ერთი სერიოზული და კარგი ფილმის გმირი, ასევე არაჩვეულებრივი მსახიობის (არა, იმას არ ვგულისხმობ, მეორეს ;) :)))) ) პირით ამბობს - Я согласна со вторым (დაბოლოება ჩემი სქესის შესაბამისად გადავაკეთე).

p.s. პოსტმა განიცადა ედიტ-ი :))) ნუ, ჩავამატე, რა, მესამი პუნქტი, რომელიც თურმე გამომრჩენია :)

Comments

ketketa said…
:) ხუთი პუნქტი:) მშვენიერია, ცის:)
რო თვლი რო გაქვს სათქმელი და ამბობ, კარგია:) მე – პას, რიბა, ხიშტი, რაც გინდა დაარქვი, პირში წყალი მაქვს:)
ვსიო პანიმაიუ, სკაზწ ნე მაგუ:))
© said…
:) inagda nujna, ket, nujna, asvabajdaet i ne tol'ko... მეც ვერ ვამბობ ხანდახან სათქმელს, და არ ვამბობ ძალიან ხშირად, მაგრამ ხანდახან უბრალოდ გაიძულებენ და დაჟე ფიქრობ, chto mala. და იცი რა, კიდე, უნდა თქვა, paka garecho, რომ მერე არ გადაგიაროს

არც მინდა რომ ამან გამიაროს... tak ta luchshe
jaco said…
ეეეუუუუfff, რამდენი რამე გქონია დაგროვილი და ამოიღე ხოო? გაგვიზიარე!:) კარგია!;)
P.S. მადლობა მუსიკის გამოგზავნისთვის, ვისიამოვნე, არ მქონდა მოსმენილი:)
© said…
;) :)

p.s. კარგია თუ მოგეწონა და ისიამოვნე სიმღერით. არაფრის :)
Anonymous said…
ძალიან საკაიფო პოსტი იყო, გავერთე )))

ო მაგ კატეგორიაზე კი [საკუთარი კარგის მომყოლთა კატეგორიას ვგულისხმობ]ცალკე დისერტაციების დაცვაა შესაძლებელი.

ისტერიული გამეორება სხვებთან, რა კარგად გაქვს ცხოვრებაში ყველაფერი - სიმართლეს კი არა, საკუთარი თავის დარწმუნების მცდელობას უფრო ჰგავს )
© said…
ვა, დოოდ! კაი ხანია აქ არ დამინახიხარ და მეთქი აღარ შემოდიის. ძალიან კაარგი თუ გაერთე ;)
ს ვაზვრაშჩენიემ :)
Anonymous said…
უი მე სულ გკითხულობ, გუგლ რიდერში ხომ ვხედავ რომ ამატებ და ))

პროსტა ზოგზე არ მეკომენტებინება ))

Big Brother is watching you! :d კიარადა, სულ აქ ვარ :დ
© said…
აჰააა, ძალიან კააარგი :) მაგას ვვარაუდობ, რომ მყავს მკითხველები, რომლებიც უბრალოდ შემოდიან და კითხულობენ, სულ ;) და ხან აკომენტებენ, ხან - არა, ან სულ არა და ერთი-ორი ზეპირსიტყვიერად მეუბნება ხოლმე დაჟე კომენტებს :)))))

ხოოო და ”Big Brother is watching you!” - ამაზე მაგრა ვიკაიფე!საღოლ! კაი იყო :))) მაგარი ხარ, დოდ ;)
Anonymous said…
))

ჰო საერთოდ მასეა, საშუალოდ 10 მკითხველიდან ერთი აკომენტებს ))

ზეპირსიტყვიერი კომენტები არა, მაგრამ ჩემი ერთი მეგობარი და ნუ ამასწინათ ჩემი დაც გამოვიდა პრეტენზიით, რომ შენი ცხოვრების ამბებს ბლოგიდან ვიგებთ, რაუბედურებააო :D

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..