Она - 13 (8)

.

1-13

შიგნით ურტყამდა, შიგ გულში. ბასები (?). თან გადაჩვეული იყო. ’რამდენი ხანია ასეთ ადგილას არ ვყოფილვარ’. თვალები დახუჭა და ცოტა ხანი ასე გაჩერდა. გრძნობდა მოძრაობას. გარშემო. რაღაცნაირად შენელებულს და თან გიჟურს. გაახილა. ’ვერ ვიტან, რა, ამ განათების ხარჯზე წყვეტილად რომ ჩანს მოძრაობები და სახეები. იდიოტურად ლამაზი. უშნო. სულელური. ცარიელი. დაექსტაზებული. წაშლილი. არაფრისმთქმელი. ისევ დახუჭა და ჩაება. ასე ჩაება. გიჟურად. სწრაფად. თავდავიწყება... იცლებოდა. ’ისე, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დასაცლელად’. უბრალოდ, როცა უცებ მოუნდებოდა, არასოდეს იყო ამის საშუალება და სიტუაცია, და დაგეგმილად ასეთი რაღაცის გაკეთება არ უყვარდა. განწყობა უნდა, რა...

- არა, არა, ცარიელი წყალი! უ ლიმ ნოდ! - ძლივს გადაფარა, არა, რა გადაფარა?! ამ ხმაურს რა გადაფარავდა... უბრალოდ გააგონა ხმა, ”სტოიკაზე” ნახევრად გადაწოლილმა. მერე ჩამოჯდა. მაღლა იგრძნო თავი. მისაყუდებელი? უხ...
თავით ანიშნა ამდლობა. აღარ ჰქონდა ყვირილის თავი. ნახევარი გამოცალა ერთბაშად. არა, მეტი. და საათზე დაიხედა. ’ნეტა როდემდე უნდა ვიყო აქ?’

მერე ზრდილობიანად ცდილობდა მოეშორებინა ვიღაც. გამოუვიდა. მერე კიდევ ცდილობდა. ამასთან გაჭირდა. და დასჭირდა სახის შეცვლა, მიმიკის. პრინციპში, რა, ბევრი არაფერი. თხელი თითები მაგრად მოუჭირა ჭიქას, ისე, რომ იგრძნო - ცოტაც და დაიმსხვრეოდა, და წარბი ასწია. მეტი არაფერი. ასე შეხედა. და საკმარისი აღმოჩნდა. მიუხვდა. გამოფხიზლდა თითქოს. და გაეცალა.
არც აღელვებულა. ვიღაცას გადახედა გვერდზე და ცეცხლი სთხოვა. გემრიელი იყო რატომღაც, უცებ...

მოდიო, უთხრეს. იქ. იმ დროს. არც უკითხავს - რატომ? ვინ? ვერც მოასწრებდა, რომ ნდომებოდა. გათიშეს.
უბრალოდ ადგა და წავიდა. და ახლა იჯდა. ხან იჯდა. და ელოდებოდა. რას, ან ვის? - აზრზე არ იყო. მერე იცლებოდა. მერე ისევ ჯდებოდა. სვამდა. ღრმად ისუნთქვდა. ცოტას ლაპარაკობდა. უშვებდა ბოლს, რომელიც არ ჩანდა ამ ბოლში. და ისევ თავიდან.

’შეიძლება დღეს არც არაფერი. შეიძლება ტყუილად მოვედი. ან შეიძლება არც. და ვერც გავიგო. შეიძლება უკვე მოხდა რაღაც. შეიძლება იყვნენ. და წავიდნენ. რა ვიცი, აბა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. მე ხომ მოვედი და...’

ჩამოსრიალდა სკამიდან. ერთხელ კიდევ შევიდა თვალდახუჭული, ხელებაწეული, აჰყვა ”მუსიკას”. ’არა, ეს მუსიკა არ არის’.

- შეგიძლია წახვიდე
ძალიან ახლოს იყო. ყურთან. სხვანაირად ვერც გაიგებდა. სუნთქვაც? არა, სუნთქვა არ გაუგია. ეტყობა არ სუნთქავდა. თვალები გაახილა. ’მიდი და გაიგე ახლა, ამდენ ხალხში. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია რომ შემიძლია წავიდე.’ ისევ დახუჭა და ცოტა ხანი კიდევ გააგრძელა...

.........................................................................................................................................................................

უკან დაჯდა და ისევ დახუჭა თვალები. ’კაია, რომ დავტოვე. თვალდახუჭული ტარება არ გამომდის ჯერ-ჯერობით’. ჩაეცინა და მისამართი უთხრა.
ხმას ხედავდა.... სუნთქვასაც? არა, სუნთქვა არ გაუგია. ეტყობა არ სუნთქავდა...

Comments

jaco said…
კლუბი ზენი? თუ ნაით ოფისი? ალბათ უფრო ზენი:)
© said…
ჰა ჰაააააააა! :)))))))))

მოდი, არ გიპასუხებ, ყველაფერს ხომ არ გავშიფრავ ;) არჩევანის თავისუფლებაა და რომელი კლუბიც გინდა, ის ჩათვალე... :))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..