Posts

Showing posts from January, 2008

lier

არსებობს ბევრი სახის ტყული მე ერთ-ერთი ნაირსახეობის ორ ქვესახეობაზე მინდა შევაჩერო ყურადღება გვიან, გარკვეული ხნის, ხანდახან დიდი ხნის მერე რომ იგებ, რომ მოგატყუეს/გატყუებდნენ ორი ქვეჯგუფი: 1. როცა გაიგებ და გაცოფდები, გადაირევი, გაგიტყდება, გეწყინება, გეტკინება 2. როცა გაგეცინება მაგრა, შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ აუცილებლად გაგეცინება, ჩაგეცინება, ’რაში სჭირდებოდა’ - იფიქრებ, ’ფუ, რა ბანძობაა’ - იტყვი. სხვებსაც მოუყვები და გააცინებ. მაგრამ პირველისგან განსხვავებით - გეკიდება. მეორე - უბრალოდ გახვედრებს რა უკიდეგანოდ გკიდია და ალბათ გეკიდა კიდეც. პირველი - არა, მტკივნეულია ორივე გამოვცადე

მშვიდად. უბრალოდ

Image
წუხელ თოვდა ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი გენახე და ძილში თბილად დაგეხურე მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს

უბრალოდ ხმამაღლა ვფიქროდბი

რა იმპულსური ვარ ხო, იმპულსური ვარ აშკარად. ძალიან. რაღაც საკითხებში არ არის ეს ცუდი ალბათ. მაგრამ არა ყოველთვის. ხანდახან საშიშია. კიდევ კარგი, ძირითადად ვახერხებ და ვთოკავ თავს, არ ვუშვებ რომ იმპულსურად ვიმოქმედო და ასე მივიღო დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, ემოციებს აყოლილმა. თუმცა ყოველთვის ვერ მომიხერხებია და ზოგჯერ კარგიც ყოფილა ეს, ზოგჯერ - მინანია ტაკავა ჟიზნ’

დაგროვილი

. ”ცუდად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი ალბათ მიგონებს ახლაც ზოზია...” ვიავადმყოფე. 3 დღე ვიწექი და + 2 დღე ნახევრადწამოწოლილი. ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ძალიან ბევრი დრო. არასაკმარისი - გადაწყვეტილებების მისაღებად. კიდევ უფრო ავირიე. ვიცი, ვიცი რომ არ უნდა ჩავუფიქრდე ასეთ რაღაცეებს, თორემ გავრეკავ. ხოდა გავრეკე. მგონია რომ გალიაში ვარ. და კედლებს ვაწყდები. გამოსვლა მინდა. ხან მგონია რომ მოძრავ ბორბალში ვარ ციყვივით, რომელიც ატრიალებს, ატრიალებს და არ ჩერდება. რომ გაჩერდეს - ეს დასასრულს ნიშნავს. ფუ, რა. აი რა არის ახლა ეს? ერთს მივხვდი ზუსტად - აღარ შემიძლია ეს ”ვიღაცაზე მუშაობა”, აღარ შემიძლია, გულს მირევს ეს სავალდებულო 10:00-18:30 შუალედი, აი მართლა აღარ შემიძლია. უნდა იყო, უნდა მიხვიდე 10 საათზე, უნდა იმუშაო, უნდა შეისვენო, უნდა დარჩე 18:30... კაკ მინიმუმ... გუშინ ვლაპარაკობდი. თავისუფალი პროფესია მინდა მეთქი. აი, მაგალითად წიგნების კითხვაში რომ მიხდიდნენ ფულს რა მაგარი იქნებოდა! მხატვრული და ჩემთვის საინტერესო ლიტერატურის კითხვაში. ოღონდ წესების, დროში და სხვა რაღაცეებში შეზღუდ

დიალოგი - რეკლამა :))

. -გამოვქლიავდი უი, 6 დაწყებულა. რა კაია - ხო, თითქმის გადაგორდა დღე - ხო, კიდე კაი - სადმე მიდიხარ მერე? - არა, სად ჯანდაბაში წავიდე 1, 20 თეთრით? :)) ძალიანაც რომ მინდოდეს - ვააა. რა იცი, იქნებ გპატიჟებს ვინმე? - კი, როგორ არა! ვინ დამპატიჟებს მე უბადრუკს :)))) - ეჰ, жизнь наша жестянка :))))) - :))))))))) - а мы жестянщики :))))) - :)))))))) ნერჟავეიკებიც ხომ არ ვართ? :)) - კი, იმენნა ტეფალი და რამე. იმიტომაც არ გვეკრობა არავინ :))))) - :)))))))))))) - ტეფალის გული - ხო აზრზე ხარ, რომ დავჟანგდეთ მერე ხო ვაბშე :)))) - :)))) რეკლამა, აი მზეზე რომ არის: დიიიდი კორიდა იქნება მზეზეეე. აი, მასეთი ხმით: ”მას ტეფალის გული აქვს! არ იკრავს! ” - :)))))))

ცრემლი

. ერთ-ერთი იმ არაჩვეულებრივ საღამოთაგანი, როცა საოცრად გინდა, ფეხით იარო ბევრი, ამ თოვლში და ამ ნახშირ-ბენზინ-რევოლუცია-ერთჯერადპარკებ-დაძაბულობა-დაღლილობა-და ათასჯანდაბაგარეულ მაგრამ მაინც სუფთა და რაღაცნაირად დადებითად დამუხტულ ჰაერში. ერთი მეგობარი მაინც მოიძებნება ასეთი, ვინც ამ ამბავში აგყვება და არ ეზარება - პირიქით, ეხალისება ფეხით ბოდიალი, თუნდაც ჩუმად, შიგადაშიგ თქვენებური მხიარული კომენტარებით და გადაბჟირებით და იარეს ბევრი, ბევრი, ბევრი...... მერე მეტროში (ხო, ყველაზე სწრაფი და ოპტიმალური ტრანსპორტია ხანდახან) გაიყო გზები. გაჩერება - სადგურის მოედანი. ხალხი მატარებელს ელოდება. გვინია და ამ დროს რა თქმა უნდა აგვიანებს ”ცხოვრების ეტლის სადარებელი” მოსვლას. ბრმა ქალი ჩონგურით (?) ხელში. ხალხი - არეული. ჭრელი. თინეიჯერი წყვილი რომელიც საზიზღრად ლოშნის ერთმანეთს. ხანშიშესული სიმპათიური ქალი. სევდიანად ჩაფიქრებული. კიდევ ერთი ახალგზარდა წყვილი. რაღაცნაირი სითბოთი შეჰყურებენ ერთმანეთს. ბიჭი პერიოდულად ხელზე კოცნის გოგოს და მერე იხუტებს. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ღი

მთვარის ასული

... (ნაწყვეტი) დაისხამს ღვინოს, ოდნავ ასწევს მაღლა - За дураков! - მოსვამს ცოტას. დადგამს. ისევ ჭამს. ცოტა ხანში ისევ აიღებს ჭიქას, რაღაცის თქმას აპირებს, გადაიფიქრებს, ისე მოსვამს... რ. ინანიშვილი
. творить хочется исписать бумагу красками чудить творить хочется идти на атаку талант будить творить хочется излить душу себя не беречь творить хочется все рассказать а потом все стереть

draft

. იცი ეს რას ჰგავს? - მშობიარობას რა ვიცი? - ვიცი!!! ადგილს ვერ პოულობ გინდა რომ ამოთქვა რად გინდა ფიცი? ეს არის უბრალოდ გარითმული აზრები. ფიქრი. ლექსები? - არა! უბრალოდ დაგროვდა სათქმელი ერთბაშად მომაწვა დუმილი კმარა არ გჯერა? - მერე რა თუკი არ გიგრძვნია ვერაფრით მიხვდები: თითქოს მთელს სხეულში რაღაცა გეღვრება - აზრები. სიტყვები ნელ-ნელა ივსება თბილია საოცრად დახუჭე თვალი და უცებ იწყება და ვეღარ ჩერდები და რჩება კვალი ქაღალდზე შხეფების მელანში დასვრილი ფიქრების ჯარი გათავდა. დაწერე ღიმილი სახეზე - ჩამდგარი ქარი

’08

რამდენი ხანია არ დამიწერია არაფერი დამიწერია რაც მოხდა და რაც არ მოხდა არც ის დამიწერია რა ხდებოდა დეკემბერში არც ის დამიწერია როგორ დამთავრდა ის წელი არც ის, როგორ შევხვდი ახალ წელს დიდ ოჯახურ წრეში ძალიან ლამაზად და თბილად არც ის, მერე როგორ წავედი მეგობართან ერთად კლუბში და არც ის, სად დავდიოდი და სად ვიყავი მთელი ის ღამე და მერე 9 საათზე როგორ მოვედი სახლში არც ის, პირველ იანვარს როგორ ვიწექი მთელი დღე ლოგინში, მოწამლული და ტელევიზორს ვუყურებდი არც ის, სად ვიბოდიალე ორ იანვარს და რამდენი მეგობარი ვნახე არც ის, როგორი მოკლე სამუშაო დღეები მქონდა სამში და ოთხში და რა ბედნიერი ვიყავი დღისით რომ გავდიოდი აქედან და სადაც მინდოდა მივდიოდი და რასაც მინდოდა ვაკეთებდი არც ის, როგორ შევხვდი შობას და ბოლომდე მაინც ვერ გავძელი ეკლესიაში არც ის, რამხელა და როგორი ივენთი გვქონდა, სამსახურეობრივი, და სად და რა ვაკეთე/თ იქ და როგორი დრო გავატარე და ვისთან ერთად და ა.შ. არც ის, რამდენი ვიარე ფეხით ამ არაჩვეულებრივ თოვლიან დღეებში არც ის, რა განწყობა მქონდა მთელი ეს თვე, რა ცვლილებები, რას ველოდი, რ