Posts

Showing posts from November, 2009

Carpe diem/მიყვარს!!!

დღეს დილით დაიწყო, нахлынула რასაც ჰქვია, ტალღა. და სანამ ეს ტალღა გადაივლიდეს, სანამ გულის კოვზთან რაღაც ძალიან სასიამოვნოს ვგრძნობ, თუ შეიძლება ითქვას - "სასიამოვნოდ гложет", სანამ ისე სავსე ვარ, რომ გადმოდის დადებითი ემოცია, მინდა carpe diem მოვახდინო :) მინდა ეს "пугающий приступ счастья" რაღაცნაირად სიტყვებადაც ვაქციო ნაწილობრივ და აქ ჩავიჭირო, დავტოვო, მინდა დავწერო, რომ მიყვარს მიყვარს მზე და მზის ენერგიაზე ვმუშაობ მიყვარს ზაფხული და ზამთარიც მიყვარს (როცა კომფორტულად ვგრძნობ თავს) გვირილები მიყვარს! სითბო მიყვარს. სიცხეც. და სინათლე! მე მზე მიყვარს მიყვარს "გემრიელად" როცა მაცვია მიყვარს საქმეს რომ ვაკეთებ, რომელიც კარგად გამომდის და შედეგს ვხედავ მიყვარს, ჩემი დანახვა რომ უხარიათ მიყვარს, რომ ვუყვარვარ მიყვარს ჩემი მეგობრები! ვგიჟდები, ისე მიყვარს :) ყველა! ყველა სხვადასხვანაირად (მეტად და ნაკლებად-ს არ ვგულისხმობ). ძალიან მიყვარს! მიყვარს სიცილი. ვგიჟდები, ისე მიყვარს. სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. ხუმრობა მიყვარს და იუმორი, მიყვარს, როცა ესმით და

რა არის იგი weekendიიი, ჩიტივით გაგვიფრინდეეებააა

გქონიათ, ასე, წვეთი არ დაგილევია და გგონია, რომ მთვრალი ხარ? მანქანაში სავარძელში ცოტა დაბლა რომ ჯდები, რომ თავი მიადო სკამს და ფანჯარას რომ დაბლა წევ ყინვაში?! :) საერთო განწყობა და სხვისი სიმთვრალე გადამდებია :) თუმცა ამ შეგრძნებებს მაინც არ შეუშლია ხელი, რომ მანქანაში უკანა გზაზე უზომოდ ბევრი გვეცინა და გვეხუმ-გევმხიარულა :) აი ზუსტად ისე, ნასვამს რომ გაგეხსნება და ვეღარ ჩერდები და ყველაფერზე რომ კაიფობ :) წუხელ ღამე სახლში დაბრუნებული თავს ვგრძნობდი როგორც ბევრ ალკოჰოლ მიღებული და ოთხით მივედი ლოგინამდე. არა და წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია იქ! клянусь честью... ну падла буду! არც დამჭირვებია "დასაქოქად". კარგი მუსიკა, ბევრი ხალხი და წითელი ფორთოხლის წვენი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 3 საათის განმავლობაში მცირე პაუზებით მეცეკვა :) დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები, რომ დიდი ხანია ასეთ საღამოზე "ვოცნებობთ" (ნუ, ოცნება ცოტა ზედმეტი და ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ იყოს) - ჩვენი ბავშვობის და ადრეული ახალგაზრდობის სიმღერებიანი დისკო. თუნდაც "ბანძი" (

იგრძენი ქალი

* * * В гибельном фолианте Нету соблазна для Женщины. - Ars Amandi Женщине — вся земля. Сердце — любовных зелий Зелье — вернее всех. Женщина с колыбели Чей-нибудь смертный грех. Ах, далеко до неба! Губы — близки во мгле... — Бог, не суди! — Ты не был Женщиной на земле! М. Ц. ვგრძნობ ამ ლექსს, ძალიან მიყვარს. ორი სიტყვით რომ იყოს საჭირო რაიმეს თქმა ამ ლექსზე, ვიტყოდი - ქალი იგრძნობა

აუცილებლად!

ნახეთ! "რუსულის გაკვეთილები" "Уроки русского" "Russische Lektionen" "Russian Lessons" Regie: Andreij Nekrasow & Olga Konskaya, 2009 არც შეფასებას დავიწყებ. არც ემოციების გადმოცემას. არც გარჩევას. რაზეა ფილმი, ისედაც ყველამ იცით ალბათ. უბრალოდ ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ - ნახეთ. მხოლოდ იმას ვიტყვი - დიდი ხანია ასე არაფერს უმოქმედია ჩემზე (ლინკები უბრალოდ ინფორმატიულია. ფილმის გადმოსაქაჩი ლინკის ძიებას ნუ დაიწყებთ ან პოსტში ტყუილად) p.s. კომენტარში მინი-პოსტია, შეიძლება ითქვას. სხვაგან რაც დავწერე, ვერ მოვითმინე და აქაც გადმოვიტანე, მაგრამ უკვე საკუთარი კომენტარის სახით

Любовь во время свиного гриппа

არც მოთხრობა არც პოსტი არც(ა) შიოლა ყოფილა უბრალოდ სათაური (ფრაზა, რომელიც შევქმენ-გადავაკეთე და ავიჩემე) p.s. For more information visit... или Zu Risiken und Nebenwirkungen lesen Sie... მოკლედ, გადაიკითხეთ ბუმბერაზი (თუნდაც არა)კლასიკოსები აი

Луна у ворот твоих

ეს არც რაიმე თამაშის გაგრძელებაა, არც რჩევა მკითხველს, არც 5 ავტორი და არც 5 წიგნი. თუ რამე გეცნოთ ან რამეს დაემთხვა, უბრალო შემთხვევითობად და დამთხვევად ჩათვალეთ. წუხელის....... პოსტი დაბადებულა! ბოლო დროს ჩაძინებამდე და აზრების გააბსურდებამდე რაღაც მომენტში თავში draft მიყალიბდება და მერე ან მახსოვს ხოლმე ზუსტად და ან - არა. კუნდერა იყო პირველი, ვინც გამახსენდა. მანამდე სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი, ზუსტად ვიცი, რომ არ იყო კავშირში მასთან არანაირად, მაგრამ რა იყო - არ მახსოვს. მერე საიდანღაც ტერეზა გაჩნდა. დედა ტერეზა არა, ტომაშის ტერეზა, თავისი უცნაური, რაღაცნაირად (ემოციურად) მტკივნეული ჩვევით... მერე - კარენინი. მერე ზოგადად - კუნდერა. მერე? მერე მახსოვს, ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ემოციები მაქვს ამ მწერლის მიმართ. რომ წაკითხული მაქვს ყველა მოთხრობა და ყველა რომანი, გარდა ორისა. არ მაქვს წაკითხული ესსეები და ლექსები. და რომ პირველი, რაც წავიკითხე, იყო Невыносимая лёгкость бытия და მერე მიჰყვა და მიჰყვა. წიგნის სახლში, მეგობრების თაროებზე, სხვისი, ჩემი, მეგობრ

სმაილსკრიტი

იცით რას ვერ ვიტან? მომკალი და ვერ გავითავისე და არც მიცდია. უბრალოდ მიუღებლობა მჭირს: სმაილებს რომ წერენ სიტყვიერად. მმმმ, მაჟრიალებს ამის დანახვაზე. რა მაგალითი მოვიყვანო, არ ვიცი, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიყენებ ასე და არ მისწავლია დამწერლობა "სმაილსკრიტი". ვიცი, რომ ეს ფორუმულია. რა მნიშვნელობა აქვს. უხეში მაგალითი - :სმაილ: (ნუ, ასე ალბათ არც წერენ, მაგრამ ხომ გასაგებია, რასაც ვგულისხმობდი?). ნუ, რა არის ეს?! აბა, წავიდა ახლა მინუსებიი! დააგროვებს ეს პოსტი ალბათ ბლოგროლის ისტორიაში ყველაზე მეტ მინუსს და ალბათ შემდგომში ჩემი სხვა პოსტებიც (kak vso eto predskazuemo) :) რა მნიშვნელობა აქვს... ასე მგონია, ეს სიახლეც მალე მომბეზრდება (მიდის უკვე იქითკენ საქმე) და ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობ ბლოგვაწეობას. მხოლოდ ფოსტის საშუალებით შევიტყობ დაfავორიტებულ ბლოგებზე ახალი პოსტის გამოჩენის შესახებ და არ დავინტერესდები, საერთოდ გამოჩნდა თუ არა ჩემი პოსტი სადმე, წაიღო თუ არა ბლოგროლმა, გადაფარა თუ არა ის უკვე სხვა პოსტებმა და ა.შ. სხვა სარტყელშია ჩემი ბლოგი აშკარად. პერიოდულად სულ სხვა დრ

H1N1. ZDF-მა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს გაასწრო ანუ ვერ დაიჭირავს სიკვდილსა...

წეღან ვუყურებდი საინფორმაციოს ZDF-ზე. გადავრთე და შევრჩი... ე.წ. ღორის გრიპზე ლაპარაკობდნენ. სტუდიაში მოწვეული ჰყავდათ ბონის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, პროფესორი ვინმე... ნუ, სახელი არ მახსოვს, ცხადია. და არ იცით ეს კაცი - აი ითონი მეათე ხარისხში! (ითონს ვინც იცნობთ, მიხვდებით რას ვგულისხმობ და ვინც არ იცნობთ, რომ განაგრძობთ კითხვას, იმას მიხვდებით, ითონი რა ტიპია) - წამყვანის ყველა შეკითხვას მშვიდი და აუღელვებელი ტონით სცემდა ისეთ კატასტროფულ პასუხებს, რომ სიცოცხლე აღარ მოგინდებოდა. ფაქტიურად ასე - არაფერი გვეშველება, ყველა დავაავადდებით და ბევრი დაიხოცება. ბავშვებიც დაავადდებიან. როგორმე შეიძლება თავი ავარიდოთ ამ დაავადებას? - არა, არ შეიძლება. ძალიან გადამდებია და ყველგან შეიძლება დაგემართოთ. ტრანსპორტში, ქუჩაში, სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შეიძლება ვიღაცამ ქუჩაში თქვენს სიახლოვეს დაახველოს და თქვენ - დაავადდეთ. ნიღაბი? არ შველის. ნუ, კარგია, მაგრამ მაინც იხსნი - იკეთებ, ჩამოიწევ-აიწევ და რისკი დიდია. აცრებზე თქვა, კარგიაო, აიცერითო. 6თვემდე ბავშვებსაც კი ვცრითო. ნ

ვიაგრა. შვებულება. ex-job. 2008 წლის ზაფხული და...

როგორ იცვლება ყველაფერი. როგორი ადაპტაციის უნარი აქვს ადამიანს და ყველაფერს ეგუება. მერე ვერ იდგენს - აი ამას როგორ ვაკეთებდი, ეს როგორ იყო... 4 თვეზე ოდნავ მეტია, რაც ბოლო სამსახურიდან წამოვედი. იმ დღეს ვუყვებოდი ძველ ნაცნობს და უცებ დავფიქრდი და მივხვდი, უკვე მეოთხე სამსახურიდან წამოვედი + ერთში ვიცოდი რომ ვიყავი დროებით და + 1-დან მეორეში გადამიყვანეს (და მერე იქიდან წამოვედი). არა, კი არ ვნანობ ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ რა მინდოდა მეთქვა: წავიკითე ერთი ძველი პოსტი (ვეძებდი, შეგნებულად, რადგან ბოლო დროს მეფიქრებოდა იმაზე, რა იყო და რა -არის), სადაც აღწერილია ჩემი შვებულებაში გასვლის წინის წინა ერთი დღე სამსახურში. 2008 წლის 1 აგვისტო. პარასკევი. ეს არის პოსტი დამაინტრიგებელი სახელით "ვიაგრა?! არა, შვებულება!" ხანდახან ვიხსენებ, და ვეღარ ვიდგენ, როგორ ვმუშაობდი ასეთ რეჟიმში. ერთად ვიხსენებთ ხოლმე მე და თ. ორივე წამოვედით. არა იმიტომ, რომ რეჟიმს ვერ გავუძელით. არა, უბრალოდ ასე ჯობდა. რა თქმა უნდა, მუდმივი სახე არ ჰქონდა იმას, რაც იმ პოსტშია აღწერილი, მაგრამ იყო პერიოდები. უ

это длинная история о подробностях моей жизни, которые мы лучше обойдем молчанием

დროა ფარდა აეხადოს ყოველივეს და თუ ზაფხულში ვინმე შეცდომაში შევიყვანე და ჰგონია რომ მე.... თუმცა, ჯობს(.ge) თანმიმდევრობით მივყვეთ ყველაფერს: ჯერ შეიცადე! ვიდრემდე დაიწყებ კითხვას, მიპასუხე: შენ! წაკითხული გაქვს ჩემი ცხოვრების რამოდენიმე ეტაპის მოკლე მიმოხილვა? ! 1. კი?! ძალიან კარგი, მაშინ უბრალოდ გადახედე, საჭიროების შემთხვევაში, რომ კარგად მიჰყვე კომენტარებს 2. არა?! მაშინ ჯერ გაეცანი ზემოთ დიდი ასოებით დალინკულ პოსტს, ისე ქვემორე პოსტის (კომენტარების) წაკითვას არ ექნება აზრი. გაეცანი, არ ინანებ. და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხე: რამოდენიმე კომენტარი ზემოთხსენებულ პოსტთან (ანუ მიმოხილვასთან) დაკავშირებით: ქვედა პალეოლითი: მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა არ მინანია, და დღემდე კმაყოფილი ვარ :D ;) შუა პალეოლითი: დღემდე გრძელდება ჩვენი სპორტული მოღვაწეობა (სტატუსი დიდად არ შეცვლილა. არც სასტუმროს მფლობელები გავმხდარვართ და არც მილიონერები). მართალია, გვაქვს პერიოდული ჩავარდნები, რასაც ან დასავლეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები და ჭარბი ნალექი, ან ჩვენი სიზარმაცე და გვიან დაძინებ

ქალმა დამწყევლა, ლამაზმა, ანუ ბლოგერობით დათა(ნ)გულნი

კალომ დამ...tagა :) ეს არ აღმოჩნდა 1001 კითხვიანი "მეგობრობის დღიური"-ს ნოსტალგიით განმსჭვალული საოცარი კითხვარი შეკითხვებით - რა გიყვარს? რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს და ა.შ. :))) რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კალო ამაში არ გაერეოდა და არ გამრევდა :) ჩამითრია, მოკლედ, ვასილ კეჟერაძეობაში (თამაშია, ასეთი) და მეც მორჩილად ვასრულებ :)(ერთი სული მაქვს, გავიდე ბოლოში და მერე მისი პასუხებიც წავიკითო, თუ დაემთხვევა რამე, მაინტერესებს). პრინციპში, სპონტანური პასუხებია. რატომღაც, გადავწყვიტე, რომ ასე სჯობდა, ბევრი ფიქრის გარეშე, პირველივე, რაც მომივიდოდა თავში, ის დამეწერა. უფრო მშვიდად და დაფიქრებით წერისას, შეიძლება ცოტა სხვა პასუხებიც გამეცა. მოკლედ, აი, შედეგი: 1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი? - წიგნი არასქელტანიანი. მოკლედ, ნოველა - "Пикник на обочине". ავტორი? ები! - Аркадий и Борис Стругацкие. რაც წავიკითხე, იმის მერე ვემზადები ფილმის საყურებლად. მეორედ. დიდი ხნის წინ და წაუკითხავად ნანახს აშკარად სხვანაირად აღვიქვამდი. ახლ

"one". more. (then. "one"). evening.

ბუხარი. უფრო სწორად - შუაცეცხლი. პლედი, ანუ ადიალა. შორს. ტყეში და თან ცივილიზაციაში. სიმყუდროვე. სიმშვიდე. მეგობრები. ამჯერად ცოტა, მაგრამ - როგორი! საუბრები. ემოციები. სადღაც სიღრმიდან, როგორც ჩაძინების წინ ვიღაცის მიერ დაძახებული შენი სახელი, ისე უცებ გაგონილი ძახილი. ძალიან შორიდან. ყრუდ თითქოს. შუაცეცხლი ბუხარს გახსენებს. ადიალა - ადიალას. სკამი მაგარია. ჯდები, როგორც რბილზე და რჩები ღიმილშეყინული, რადგან ეს - სავარძელი არ არის. ეს სკამია. მყარი. მაგრამ ცოტა ხანში გავიწყდება და გგონია, რბილად ზიხარ. ასეც არის. ბალიშები - ბალიშები. კომფორტი. სახლში წასვლა აღარ გინდა. ზიხარ, რა თქმა უნდა არა ისე, როგორც ნორმალური ადამიანი ზის მაგიდასთან. არა, რამდენადაც შესაძლებელია ფეხმორთხმული. ხელებიც არ გიჩანს ადიალიდან. მხოლოდ სიგარეტის მოწევისას და ყავის დალევისას. მოპირდაპირე მხარეს - უცნობი სახეები. ერთ-ერთი მათგანი მალე ცნობილი გახდება. sun. არ ხმაურობენ. მშვიდად ერთობიან თუ მხიარულად ისვენებენ. хорошо сидим. არა და ეძინება, ვინც მოგიყვანათ, იმას. უნდა წახვიდე. ცოტაც. უცებ ჩაიბურტყუნებ რაღა

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდამ :) I

link: მე თქვენი თმები დამაბრუნებენ რამ გამახსენა ახლა ეს? არაფერმა. პრინციპში, ჯერ პოსტს გადავაწყდი, აქ ბოდიალისას, და მერე უკვე თვითონ ეს ნაწყვეტი გამახსენდა. გადავიკითხე, მერე კომენტარებიც მივაყოლე, გამეღიმა და ამოვაძვრინე დღის სინათლეზე წარსულის კარგა ხნის (ამ პოსტის დაწერისას უკვე) გამქრალი აჩრდილი :) პრინციპში, ესეც დამტვერილი პოსტების ციკლში შედის, მაგრამ ქვესათაური იყოს "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი..." ცოტა სხვა განწყობის პოსტები მოხვდება აქ.

ფრთხილად, თვალები იხუჭება!

შემდეგი გაჩერება - ძი ლი. ეს პოსტი გუშინ მწიფდებოდა. ალბათ სადღაც ღამის 3-4 საათზე. და მეგონა, დავწერდი. მაგრამ ახლა ვიხსენებ, და ვხვდები, რომ აბსურდში გარდამავალი აზრების დომხალი იყო და მეტი არაფერი. აბსურდის პოსტი. მე კი მეგონა, მეღვიძა და ვაზროვნებდი. რა უცნაური მდგომარეობაა, აი ის, სიფხიზლიდან ძილამდე რაღაც პატარა ტრანზიტული სადგურივით, ფიქრები საოცრად რომ ირევა, ვეღარ არჩევ და რაღაც მომენტში (ან მეორე დღეს) ხვდები, რომ საოცარ სისულელეებს ფიქრობ, აბსურდული აზრები მოდის, ალოგიკური და სადღაც სასაცილოც კი. ხო, მერე გეცინება. იმ მომენტში ვერ ხვდები, რომ სისულელეები გიტრიალებს თავში. ხოდა პოსტის 2 ვარიანტი იყო: 1. 3 საათზე დავწექი, შეიძლება ითქვას - ადრე. ასე ამერია რეჟიმი ბოლო დროს... ვიწრიალე, ვიწრიალე. გადავწყვიტე, არაფერი წამეკითხა, რადგან ბოლო დროს თვალებს საკმაო ტრამვა მივაყენე ამ დაწოლილი კითხვით. არა და საუკეთესო საშუალებაა დასაძინებლად. მერე გაწვიმდა. ხმაურით. მაგრად. ისე, რომ გგონია, გაწვიმს. სველდები. და თითქმის გამოვფხიზლდი. ძალა არ დამიტანებია. თვითონ წამოვიდა. ასე მოდის ხო

დამტვერილი პოსტები. ნაწილი III. მგზავრობის თემა გრძელდება ;)

რიგითი ...ძის გადასარჩენად, ანუ, ბატონო ვასო, თქვენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო - კიდევ ერთი მგზავრობის, ოღონდ ამჯერად ტროსიანი და არა ბორბლებიანი მგზავრობის ისტორია