Posts

Showing posts from November, 2010

"იქ, სადღაც, ჭეშმარიტებაა"

Стивен Кинг И пришел бука Хулио Кортасар Ночью на спине, лицом кверху Дино Буццати Капля Рэй Брэдбери Они были смуглые и золотоглазые ყველა ამ ავტორის და მოთხრობის ნახვა და წაკითხვა შეგიძლიათ lib.ru-ზე. მაგრამ მე ოთხივესთვის ალტერნატიული ვებ-გვერდები შეგირჩიეთ და ისე დავლინკე. რა ვიცი, იქნებ მერე იქ კიდევ სხვაც ნახოთ რამე, თქვენთვის საინტერესო. დაე გქონდეთ ფართო არჩევანი. რა თქმა უნდა, ამ მოთხრობებით არ ამოიწურება ჩემი ცხოველი ინტერესი და სიყვარული ამ მწერლებისადმი. უბრალოდ, ზოგი პირველივე, რაც თავში მომივიდა, და ზოგიც ყველაზე "მომნუსხველი", რაც ასევე უცებ თავში მომივიდა, ის შემოგთავაზეთ. დაინტერესების შემთხვევაში, ვფიქრობ, თვითონვე დაკვალიანდებით. რჩევისთვის კი აქ ვარ და მზად ვარ. და რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ეს თემატიკა? ჯერ ერთი, პერიოდულად მოთხოვნილება მიჩნდება მსგავსი რაღაცეების კითხვის. მეორე - ზოგადად მიყვარს ეს ჟანრი, მით უმეტეს კარგი მწერლის მიერ წარმოდგენილი. მესამე - ეს პერიოდი მქონდა ზუსტად ბოლო დროს. ოღონდ ცოტა ზედმეტი მომივიდა. სტივენ კინგით დავასრულე პ

საიუბილეო ბალადა ელგუჯაზე

ელგუჯავ, ცასა მფრინავო, რად ჩამოხვედი ბარადა, მაჯარიმებ და გულს მიკლავ, საქმე მიქციე შარადა, ოც ლარიანი წარმტაცე, ცრემლები მომდის ღვარადა, არ გაიხარე ელგუჯი, მამა შეგერთოს ქმარადა, მთელი სიცილის საღამო ამომადინე ძმარადა, თავში ხელს ვიცემ – ნეტავ რად გესიტყვე ენამწარადა. მაგრამ რად მინდა ლეჩაქი, მე თუ შური არ ვიძიე, თუ კაბის კალთა შენს თვალწინ მუხლამდე არ ავიწიე. მაინც ახლოში ცირკია, არავის გაუკვირდება ... შენი მოთაფლვა ჩემნაირ ქალს კი – არ გაუჭირდება შენი ხბოსებრი თვალები ათას სასწაულს მპირდება, შენი შავარდნის მუხლებსა კანკალი მოუხშირდება, და უნებლიე შარდვაში მუნ ჭმუნვა გადმოდინდება. ბედშაუ, რაზედ კანკალებ?! - მეწყვილე შაფიქრიანდა. ელგუჯა სახეს არიდებს, თვალები აუწყლიანდა. ტუალეტს ეძებს თვალებით, არადა დააგვიანდა, ახალ გარეცხილ შარვალზედ სისოვლე აუბრჭყვიალდა, და ცხონებული ბაბუა საფლავში გადატრიალდა. გასრულდა ესე ამბავი, ვითა პატრული ღამისა ელგუჯი გამოწყობილი, თვის მანქანაში ღნავისა. იმას ამბავი შეემთხვა – ვაი, მტრისას და ავისას. ქალს ტყუილად ნუ შაებმევით, არის მორალი ამისა! ავტორ
Баю-баю, завтра будет день опять სულ ეს არის მთელი პოსტი. აი ის, ერთი წინადადება ჩვენი ბავშვობის დროინდელი ძილისპირულიდან. სათაურიც ეგ არის და შინაარსიც. ოღონდ სინამდვილეში უზარმაზარი პოსტია ეს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ რაღაცას იტევს და გულისხმობს, რამდენი რაღაცის დაწერა მინდ(ოდ)ა, მაგრამ/და არ (და)ვწერ. ყოველ შემთხვევაში ჯერ. ზღაპარი "შიშველი მეფე" გახსოვთ? რომ ჰგონია, აცვია ტანსაცმელი და სინამდვილეში შიშველია. და ყველა რომ დუმს. დაახლოებით ასეა. ოღონდ პირიქით. გგონია, პოსტი ცარიელია, და სინამდვილეში რამდენიმე ფურცელია სავსე. იქ ბავშვი დაინახავს ჭეშმარიტ სახეს და წამოიძახებს. აქ - არ ვიცი. Баю-баю, завтра будет день опять завтра будет день опять будет день опять день опять опять

შკკკკკმრგნ

დღეს ალისა გადიოდა. პრინციპში, გუშინაც. და დღეს შაკიკი მესტუმრა. დიიიდი ხნის განშორების მერე. მივხვდი, რომ ეს ერთადერთია მყარი რაღაც არის ცხოვრებაში, რაც გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მიმატოვებს. ცოტა ფარდის იქითა აზროვნება მეწყება ამ დროს. ვერ აგიხსნით. და წერა მინდება. არა და არ იცით, რად მიჯდება ახლა ეს, ეკრანთან ჯდომა და თუნდაც 5 წუთით გადაწევა ძილის, ერთადერთი გამოსავალის ამ დროს. დღე იყო გრძელი. დავიღალე. მაგრამ მიხაროდა, რომ დავიღალე. სასარგებლო საქმეებით. და საღამოს ვიცოდი, რომ სულ რომ ვეღარ დავმდგარიყავი 2 ფეხზე, ოთხით წავიდოდი სადმე. "გასანიავებლად". საღამო თვითონ დაიგეგმა. ცხელი აბაზანა. უსწრაფესად ჩაცმა. ტაქსი. მეგობრის აყვანა გზად. და სტუმრად მეგობართან. ჩაი. სერიალი. რეკლამა. საუბრები. ჩაი. სიგარეტი - მათ... ნელ-ნელა წამოვიდა. ნელ-ნელა დამეკარგა მეტყველები უნარი. ნელ-ნელა სადღაც გამჭვირვალე ბლანტი ფარდის იქით დავრჩი და იქიდან ვუსმენდი მეგობრებს. ამ ფარდის იქიდან მოვისმინე ახალი ამბავიც. ამ ფარდის მიღმა გამეღიმა სრულიად გულით. ამ ფარდის იქით უკვე &q