Posts

Showing posts from May, 2021

""განწყობის თეორიის" ჩემეული ვერსია, ანუ არა ბანანა თევზის ამინდი

Image
სელინჯერს აქვს ერთი ასეთი მოთხრობა - ბანანა თევზის ამინდი. ახლა რომ მკითხოთ, რაზეა მოთხრობაო, არაფერი გამახსენდება. სათაური მახსოვს მხოლოდ და ასოციაციურად გამახსენდა, როგორც ვიცი ხოლმე. ამინდმა გამახსენა. ბანანა თევზის არ ვიცი, და სრული რელაქსაციის და სიმწვანესთან, სილურჯესთან (ცას ვგულისხმობ) და სიმშვიდესთან შერწყმის ამინდია. ნირვანაში ყოფნის ამინდია :) ყოველ შემთხვევაში - აქ.  ხმები, რომლებიც დილიდან მესმის - ჩიტების ხმებია და ბუნების. საღამოს ამას ზარების წკარუნი და აქა-იქ ძროხების ღმუილი (ღმუის, ხომ, ძროხა?) ემატება. იშვიათად - მათ გამოკიდებული ძაღლის ყეფა.  ცა არის იმდენი, იმდენი, გგონია, რომ დაასეივო, 1 თვე გეყოფა, რომც არ გამოიზოგო. რა მჭირს ამ ცაზე? ქალქში მცხოვრები ადამიანის სინდრომია ეს? მალტაში დამემართა ან რომში, ზუსტად არ მახსოვს. პირველი რაც "აღმომხდა" - ცა, რამდენი ცაა მეთქი! იმიტომ, რომ თბილისში ცას და ჰორიზონტს ფაქტობრივად ვერ ხედავ.  ნეტავ შეიძლებოდეს ამ ყველაფრის დასეივება. თუმცა, რაღაცნაირად ასეც ხდება. გადიხარ ქალაქიდან ასეთ ადგილას, იტენები და მერე გყოფნ