Posts

Showing posts from 2015

ზამთრისპირული

მე ყოველ ღამე გიკითხავ წიგნს ჩვენ ერთად ვწევართ ზამთარი კი გარეთ რჩება ჩემი ოთახის ფანჯრის მინაზე მიჭყლეტილი ცხვირით ცდილობს ჩახედოს წიგნს მე რომ გიკითხავ. მე ყოველ ღამე ვთხოვ ღმერთს მაღირსოს ცოდვით დაცემა შენთან შენ არ მოდიხარ ზამთარზე შორს ხარ და ისევ ყოველ ღამე გიკითხავ წიგნს ჩვენ ერთად ვწევართ მერე იძინებ.