Posts

Showing posts from January, 2024

ნელი ტალღა

Image
გავხსენი ცარიელი ფურცელი და ყველაფერი, აი სულ ყველაფერი დამავიწყდა, რისი დაწერაც, თუ მოყოლაც მინდოდა. არა და, სპეციალურად შევიარე სახლში, რომ სავარჯიშო ზურგჩანთა დამეტოვებინა, ლეპტოპი მეორე ზურგჩანთაში ჩამედო და სამი სავარაუდო ლოკაციიდან ერთ-ერთი ამერჩია, სადაც გემრიელად დავჯდებოდი, ვისაუზმებდი და თან დავწერდი. პრინციპში, თავიდანვე ვიცოდი გულის სიღრმეში, სადაც დავჯდებოდი, მაგრამ ერთ ახალს მივეცი შანსი, შევიარე, რომ მენახა, მენდომებოდა თუ არა გაჩერება, მეორე, უკვე ნაცნობს გვერდზე ჩავუარე და შევიხედე და ბოლოს ამ მოვლითი გზით თავიდანვე არჩეულ მესამეში წამოვედი. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ზუსტად ვიცი, რომ მუსიკა არ შემაწუხებს, უფრო სწორად ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ამ გარემოს, ამინდს და განწყობას შეესაბამება და მესიამოვნება.  სანამ ბენედიქტს მომიტანენ, ყავის სმას ვიწყებ და თითები, როგორც ყოველთვის, თვითონ წერენ სათქმელს.  ვფიქრობ, უკან თუ დგას მიმტანი, ალბათ წაკითხვასაც მოახერხებს. პრინციპში, რა არის ამაში ცუდი, ახალი მკითხველი შემოემატოს იქნებ აქაურობას. მე ხომ ისიც არ ვიცი, ვინ კითხულო

აწ უკვე მართლა დამდგარი ახალი წლის პირველი (?) წერილი

Image
მარტო წიგნები არ გაფიქრებს ცხოვრებაზე. ფილმებიც გაფიქრებს. და აუცილებელი არ არის, ეს კანის კინოფესტივალის გამარჯვებული და ოქროს პალმის მფლობელი, ან თუნდაც ნომინანტი იყოს.   აი, მაგალითად, ფილმი, რომელშიც მარგო რობი არც ისე მთავარ როლს თამაშობს, ხოლო მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი რაღაცით ახალგაზრდა ტომ იორკს მაგონებს. ალბათ თმით? apropos ტომ იორკი: The Smile (ბენდი, რომელიც radiohead-ის წევრებისგან შედგება და რაც მთავარია, აქედან ტომია) ევროტურნეს ფარგლებში აგვისტოში ვენაში მართავს კონცერტს. ჯერ არავისთვის მითქვამს ამის შესახებ, მარტო ჩემ ძმასთან ვილაპარაკე, პრინციპში, ვილაპარაკე კი არა, იმან შემატყობინა. ხოდა ვფიქრობ... :) მესამე და სამართალიო, ხომ გაგიგია? :) საიდან დავიწყე და რაზე გადავედი. ასე ვიცი ხოლმე, სხვადასხვა თემა უნდა განვავითარო.  რაც შეეხება იმ ფილმს, მოდი, თვითონ მიაგენი აბა, რა ფილმზეა ლაპარაკი. ვნახოთ, თუ გამოგივა. და თუ ნანახი არ გაქვს, ნახე. არ ინანებ. პირველად არ მინახავს. შეიძლება ამჯერად ცოტაოდენი კონიაკის ბრალიც იყო. არა, ბრალი არა, უბრალოდ ხელი შეუწყო ისეთ

In a sentimental mood

Image
სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ. არა, ცუდ ხასიათზე არა, არც მოწყენილი. აი უცებ დადგა სენტიმენტალ mood.  დასვენების და სადღესასწაულო დღეები დასასრულს უახლოვდება. ხვალ ჯადოსნური ღამეა, ხვალ ღამე უკვე შობაა. 7 იანვარს ასე ვთქვათ "შეიკვრება" სხვადასხვა ამქვეყნიური და არაამქვეყნიური მოვლენებით ეს არდადეგები და ეგ არის. მერე, 8 იანვრიდან ისევ გაჩვეულებრივდება ყველაფერი...   დილიდან გარეთ ვიყავი დღეს. ამ წელს პირველად წავედი ვარჯიშზე. ამ სეზონზე სავარაუდოდ ბოლოჯერ გავისეირნე ორბელიანზე და დავლიე glühwein. არასოდეს მაწუხებს ხოლმე საშობაო მუსიკა და სიმღერები. მაგრამ დღეს რომ ვსეირნობდით, ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ საკმარისია, საკმარისად მოვისმინეთ და კარგადაც "დავამრგვალეთ" დღესასწაულები.  ეს გაციებაც რაღაცნაირად უხდება ამ ამინდს და განწყობას. ხანდახან თავი რომ არ მტკივდებოდეს ცხვირით სუნთქვის გართულების და ჟანგბადის მიუწოდებლობისგან.  კიდევ? ბევრ ფილმს ვუყურე. ძალიან მიხარია, შტეფსელი როგორც იქნა, რომ გავაკეთებინე და ტელევიზორი ისევ მუშაობს. ვუყურე არა მხოლოდ საშობაო ფილმებს. 

meet me in...

Image
არა და სულაც არ მიყვარდა. მართლა. და საერთოდ, თავიდანვე ვიცოდი, რომ არაფერი გამოვიდოდა. რომ მხოლოდ მოკლევადიანი იქნებოდა ეს ყველაფერი და მაქსიმუმ, ჩემ თბილისურ არდადეგებს და ზაფხულის 1-2 ცხელ თვეს სასიამოვნოდ გადამატანინებდა. ვინ ვინ და ამაზე მართლა თავიდანვე ვიცოდი, რომ არ იქნებოდა ხანგრძლივი ურთიერთობა. არც რამე სერიოზული და მყარი გამოვიდოდა აქედან. ხო, ვიცი, არ უნდა გასწირო ჯერ კიდევ ახლად დაწყებული ურთიერთობა ასეთი განვითარებისთვის, მაგრამ ჰა, როცა იცი, რასაც (არ) უნდა ელოდო? და მიუხედავად ამისა, დღეს რატომღაც ზუსტად  და მაინცდამაინც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მეფიქრება. მეფიქრება, რომ შეიძლება, კარგი ყოფილიყო. ყველაფრის, ანუ გამოცდილების მიუხედავად მეფიქრება ასე.  ვფიქრობ, რატომ მე არ აღმოვჩნდი იქ, სადაც ის სხვა აღმოჩნდა? და არ მაქვს პასუხი. რატომ მე არ აღმოვჩნდი ის ბოლო ადამიანი, ქალი, ვისზეც შეაჩერებდა საბოლოო არჩევანს?  არ ვიცი. არ მაქვს პასუხი. არც იმაზე მაქვს პასუხი, რატომ მეფიქრება და რატომ მგონია, რომ  მე უნდა ვცხოვრობდე ახლა იმ ცხოვრებით, რომლითაც ვიღაც სხვა ცხოვრობს.  ვიცი,