Posts

Showing posts from June, 2018

dolce far niente

Image
გუშინდლიდან ვაპირებ დაწერას, გუშინ დილიდან, მას მერე, რაც წიგნი დავამთავრე. იმ წამსვე უნდა დამეწყო. ასეთ რაღაცას თუ გადადებ, შემდეგ ემოცია იკარგება და უნდა ელოდო, როდის დაბრუნდება. ან არ დაბრუნდება.  და არის ასე თავში არაერთი დრაფტი, რომლებიც ალბათ მუდმივარ დრაფტად დარჩება. უბრალოდ ახლა ძალიან მინდოდა რამე დამეწერა, სულ ერთია - რა. ხანდახან უბრლაოდ თითებს უნდებათ წერა, უფრო სწორად - ბეჭვდა. ხელით წერა მიჭირს :) გადაჩვეული ვარ, ამდენის ხელით წერას ალბათ ვერც მოვახერხებ. იშვიათი გამონაკლისი ბედნიერი სამი დღეა. დღესასწაული აქვთ აქ და ჩვენი სკოლაც ისვენებს (თითქმის არც ერთ დღესასწაულზე არ დაუსვენიათ, ამიტომ, ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, რომ მართლა არ უნდა მემუშავა შემდეგი 3 დღე. ჯიმ კერი ტომარამოკიდებული რომ გაუჩინარდება, დაახლოებით ასე გამოვსქურე ხუთშაბათს საღამოს, თითქოს მეშინოდა, ვინმეს არ მივებრუნებინე და არ ეთქვა, არა, შენ უნდა იმუშავოო :) ისე, ადრევე რომ მცოდნოდა, ადრევე რომ მომფიქრებოდა და მეზრუნა, ახლა მანდ ვიქნებოდი, თბილისში... მხოლოდ გუშინ საღამოს მომივიდა ეს

ფილმი და წიგნი. ერთმანეთთან არაფერ კავშირში მყოფნი. ანუ, სანამ კითხვა შეგიძლია

her ბოლო ალბათ 10 დღის მანძილზე მეორედ ვუყურე ამ ფილმს. ორივეჯერ შემთხვევით გადავაწყდი რომელიღაც არხზე, უკვე დაწყებულს, ორივეჯერ დაახლოებით ერთი და იმავე ადგილიდან და ორივეჯერ ბოლომდე შევყევი.. რაღაცნაირი ემოციები მაკავშირებს ამ ფილმთან. ცოტა მიჭირს გადმოცემა, ან შესაბამისი ზედსართავი სახელების მოძებნა. თბილი. მშობლიური. მშვიდი ტალღა. წყალში ზურგზე წოლა მშვიდად, ზემოდან რომ მზე გათბობს თან და წყალი ოდნავ გარწევს. საუნდტრეკზეც ანალოგიური შეგრძნებები მაქვს.  პირველად რომ ვუყურე, მახსოვს, განსაკუთრებულად იმოქმედა. მაშინ ავტომატურად რაღაც პარალელები გავავლე ჩემ იმ დროინდელ ცხოვრებასთნ. ასოციაციები გამოიწვია უბრალოდ.  ახლა იმ ეტაპთან აღარაფერი მაკავშირებს, აღარც ემოციურად, მაგრამ ფილმმა ხიბლი არ დაკარგა.  სავარაუდოდ, ყოველ ჯერზე რაღაც ახალზე მაფიქრებს, ან რაღაც ახალ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, მთავართან ერთად. დღეს, მაგალითად, ვფიქრობდი, რა მაგარი პროფესია აქვს მთავარ გმირს. ვფიქრობდი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ ადგილას და დავწერდი წერილებს სხვისი სახელით. ასეთ წერილ