Posts

Showing posts from December, 2008

help!

Image
იქნებ ვინმე დამეხმაროს. სავარაუდოდ, მეგობრებიდან რომელიმე, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი ჩვენი რეალობიდან არის აღებული. მოკლედ, ბლოგს ვათვალიერებდი და გადავაწყდი რამოდენიმე draft-ს. უმეტესობა მახსოვდა, ან თუ არ მახსოვდა, მაშინვე მივხვდი, რას ეხებოდა. და აი ეს?! იყო მხოლოდ ფოტო. მეტი არაფერი. რა მინდოდა მეთქვა, რას ვწერდი, რისი ფოტოა, სად არის გადაღებული?.... ვერაფრით ვერ ვიხსენებ. რომ ვთქვა, ძალიან ლამაზი ადგილია და იმიტომ დავდე, შთამაგონა და რამე მინდოდა დამეწერა მეთქი, მოგატყუებთ აშკარად. სხვა რაღაცაშია აშკარად საქმე და ვერ ვხვდები. თუ ვინმეს გეცნობათ, ან რამე ვარაუდი მაინც გაქვთ, მომწერეთ, მადლობელი ვიქნები :)

и так, дамы и господааа

აუ რამდენს ვწერ თურმე :)))))) ორი სიტყვის დაწერა მინდა ხოლმე და ბოლოს რომ გადავხედავ უზარმაზარი არზა გამომსვლია - ვხედავ რა მინდა ახლა გითხრათ :) რა და ის, რომ წინა პერიოდის განწყობა აორთქლდა, გაუჩინარდა, как рукой сняло. უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, კერძოდ კი გუშინ ასე ერთი ხელის მოსმით გაქრა დაძაბულობა, სტრესი, ნერვიულობა და ცუდი განწყობა და უცებ ენერგიის ისეთი მოზღვავება, დადებითი ენერგიის, ისეთი მუხტი და ხალისი ვიგრძენი, რომ... რა ვიცი, რა :) არ ვიცი, ნაწილობრივ (და ეს დიდი ნაწილი იყო) იმის დამსახურებაა, რომ რაღაც-რაღაცეები "გადავაგორე", მოვითავე, მორჩა, მოვაგვარე, სტრესული სიტუაციები აღარ იყო, რაღაც საქმეები ჩაეშვა, დაიძრა და ახლა წავა своим чередом. და რამდენიმე დღის მერე შევამჩნიე, რომ ლამაზი ნაძვის ხე დაუდგამთ სამსახურში (როცა დგამდნენ, მე ვერაფერს ვერ ვხედავდი, ისეთ დღეში ვიყავი), ლამაზად მოურთიათ მისაღები. მერე უკვე თითქოს ყველას სახე უღიმოდა, ყველა კარგ თუ არა თითქმის კარგ ხასიათზე იყო. ჩვენს ოთახში განსაკუთრებით დადებითი მუხტი ტრიალებდა. არაჩვეულებრივი განწყობა, საახ

გაგრძელება (ამჯერად სმაილებიანი) - როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე დეკემბერმა თუ მიმატოვა :)

გუშინ ვფიქრობდი, მეშინია მეთქი. რისი და რაც... არ მახსოვს ზუსტად როდის იყო, ალბათ 3-4 წლის წინ? შეიძლება 2? არ ვიცი, მოკლედ რომ იყო, მახსოვს და იგივე არ დამემართოს, უცებ არ დამერხეს მეთქი. nervni sriv-ს დავარქმევდი ამას. ასეც იყო. ოღონდ ახლა იმას ვფიქრობდი, რომ თუ დამემართა, რაღაც პონტში კარგია ის ფაქტი, რომ მარტო ვარ (ნუ, ხო...). ანუ, ხო, რა, რომ მარტო ვარ და მაქსიმუმ მეგობრის თანდასწრებით დამემართოს ეს. მაგრამ მერე მაინც ჩავთვალე, რომ საკმარისად გამძლე და ძლიერი ვარ და ბევრი მიზეზით ნაკლებია ახლა და არ დამემართება. მივაღწევ 31 დეკემბრამდე და მერე დიდი სმაილიკი გავიჩითები ისევ, მოხითხითე და მოგორავე :D დავწერე და წავშალე :) მე არ მეხებოდა, და იმიტომ. და გადავწყვიტე umalchat ab etam. მართლა მინდა რომ გაღიმებული სახეები იყოს გარშემო. მესმის. მაგრა მესმის... დღეს იყო განსაკუთრებული საგიჟეთი. ან შეიძლება მე მომეჩვენა ასე. უბრალოდ დაგროვდა. ერთ ასევე "მისტრესილ" თანამშრომელს (მისივე ტერმინია "მისტრესილი") შევთავაზე, ვინც გადავრჩებით წლის ბოლომდე, სურათი გადავიღოთ მეთქი

ბოდვა

(შენიშვნა- წუხელ დავწერე, მაგრამ როგორც თითქმის ყოველ ღამეს ამ ბოლო დროს, ისევ გაჭედა ინტმა და ვერ დავპოსტე. დღეს კი დრაფტებიდან აღვადგინე და პოსტად გარდავთქვი, სამქე ვქმენ საჭოჭმანები) რამდენჯერ და რამდენი რაღაცის დაწერას ვაპირებდი. ვერ მოვაღწიე აქამდე. ეხლა მარტო იმას დავწერ რომ დავიღალე, ძალიან დავიღალე და გადავიღალე. და ცოტა ხანი კიდევ გაგრძელდება ასე. დეტალებს არ მოვყვები, შანსი არ არის. დღეს შაბათია და ცოტა ხანი მაინც გამოვთიშო ტვინი. ფიზიკურადაც კი დავიღალე და საკუთარი თავის თავიც კი არ მაქვს. ცოტა ხანიც, ცოოტა ხანიც... ლაპარაკიც კი მეზარება დღის ბოლოს და ყველაზე მეტად რაც მინდა ხოლმე, არის სიმშვიდე და თბილი ხალათი, თბილი ოთახი, სავარძელი და ცხელი ჩაი. სახლში დაბრუნება - ეს არის ხოლმე ყველაზე მაგარი რაღაც ამ ბოლო დროს. თუ ჩერეზ ნე მაგუ და ჩერეზ სებjა გავედი მაინც სადმე, იქაც ისეთი ვარ, რომ აზრი არ აქვს ყოფნას. და ისევ სახლში დაბრუნება მისწორდება ყველაზე მეტად და ლაპარაკიც არ შემიძლია ამაზე. არც წუწუნი. არ მიყვარს უბრალოდ. უბრალოდ იქნება, იქნება ეს ყველაფერი და მერე მორჩება. ი ვს

უსახელოუსუნოუსათაუროუფერო

ხანდახან ვერ ვიტან ჩემს ინტუიციას, საოცრად მძაფრს, ოღონდ იშვიათი გამოხატულებით სულ სხვა რაღაცაზე მინდოდა დამეწერა ვაბშე ვეღარ ვწერ ბოლო დროს მივხვდი, რაც მიშლის ხელს, მაგრამ შევჯექი, და გადაგდება მიჭირს რაღაცნაირად უნდა დავაბალანსო და კიდე ბევრი რაღაც მინდა ვთქვა. მინდა, რომ ვგრძნობ და ვფიქრობ, ეგრევე ბლოგზე გადმოდიოდეს. როგორ აგიღწეროთ ახლა დღევანდელი ჩემი განწყობა? გუშინდელი? გუშინწინდელი? როგორ აგიღწეროთ ჩემი გაკვირვება და ჩემი სიცილი, ჩემი მოლოდინი და ჩემი ღიმილი, როგორ აგიღწეროთ დასკვნები, და ის გზა, რითიც ამ დასკვნებამდე მივედით? როგორ გადმოგცეთ ის განწყობა, რაც ამ ბოლო დროს ჩვენთან ხდება? ჩვენთან, სადაც დღის უმეტეს ნაწილს და ამ ეტაპზე ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ და ხანდახან ვგრძნობ რომ შემიყვარდა იქაურობა ძალიან. იმიტომ რომ სიტუაცია განმაწყობს ასე. და ის როგორ გითხრათ, რომ როცა ძალიან კარგად ვგრძნობ სადღაც თავს და ბოლომდე ვეჩვევი, სწორედ მაშინ ვფიქრობ იქიდან წამოსვლაზე. შიში რომ მაქვს ხანდახან, ეს როგორ აგიხსნათ? და როგორ გითხრათ, რისი და რატომ? ის როგორ გითხრათ, ერთეულებს რომ