Posts

Showing posts from 2021

მუსიკა ჩვენი არსობისა

Image
ჩვეულებრივ, უფრო სწორად, როგორც ბოლო დროს გახდა ჩვეული, დღესაც მუსიკით დაიწყო დილა. შევდივარ აბაზანაში, ვრთავ სპოთიფაის და დილის რუტინა სასიამოვნო ჰანგების ფონზე მიდის. ღამისაც. ბანაობისასაც კი მუსიკა მაქვს ჩართული. ისე, დილას და ღამეს სხვადასხვა მუსიკა აქვს, სხვადასხვა საუნდტრეკი. ხოდა საუნდტრეკზე გამახსენდა - ერთხელ ვთქვი, ან დავწერე, ყველას სიზმარს თავისი საუნდტრეკი აქვს მეთქი. მერე, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ცხოვრების საუნტრეკიც არსებობს, ან ცხოვრების ეტაპების მაინც. სხვადასხვა წლებს, ზაფხულებს, ზამთრებს, მოგზაურობებს რომ თავისი მუსიკა ადევს და სპეციფიური სურნელიც დაჰყვება, ეგ ხომ ისედაც  ნათელია და თავისთავადი. თუმცა, არის ეტაპები, როცა არაფერს უსმენ. დროებით ქრება მუსიკა ცხოვრებიდან. ან უბრალოდ გავიწყდება მისი არსებობა. შეიძლება დიდხანსაც გაგრძელდეს ეს. არა იმიტომ, რომ ცუდი პერიოდი გაქვს, არა, უბრალოდ რატომღაც გავიწყდება და აღარ უსმენ. და არის ეტაპები, როცა მუსიკა ბრუნდება. ხან თავისით, ხან ვინმეს შემოაქვს. ესეც გამახსენდა - ყოფილან ადამიანები, ახალი ადამიანები, რომლებს

Meet me in... Tbilisi

Image
დიდი ხანია, ვაჟა-ფშაველას ე.წ. "ალეა"ში არ მივლია ფეხით. დღეს გვიან საღამოს მშობლებისგან ვბრუნდებოდი და მიუხედავად მინუს უსასროლობა გრადუსისა, მაინც ფეხით გადავწყვიტე სახლში დაბრუნება. რაღაც მომენტში დავინახე, რომ დიდი ბურთი ნათურებით იყო განათებული პარკი. მონუსხულივით გადავჭერი ქუჩა და შევედი. ჯერ ფილტრებით ვითამაშე და რამდენიმე ფოტო გადავუღე, მერე კი ფეხით ავუყევი ცარიელ პარკს. მომნატრებია აქ ფეხით გავლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვუღალატე აქაურობას, იმ ადგილებს, რომლებმაც პანდემიის პირველი პერიოდი და ჩაკეტილობა გადამატანინა, სადაც კილომეტრებს გავდიოდი წინ და უკან ფეხით სიარულით, ხან ველოთი. სადაც პირბადეებით და დისტანციურად, ხანაც ყავით ხელში ვხვდებოდი მეგობრებს, ხან საღამოთი დავდიოდი მათთან ერთად. მოკლედ, გულში ბოდიში მოვუხადე, რომ ჩემ 10 000 ნაბიჯს საღამოობით სხვა ტერიტორიებზე გავდივარ და შევპირდი, ისევ დავბრუნდები ხანდახან, თუნდაც ძველი მოგონებების ხათრით მეთქი. პარკამდე სანამ მივიდოდი, გზად იმ ადგილს ჩავუარე, დღისით ყვავილები რომ იყიდება ხოლმე. სეზონზე ჩემი შემოსა

ჩემი არაადეკვატური სიყვარული და სამი დღე ბათუმში

Image
ბათუმს თავისუფლების სუნი აქვს - ასე უნდა დაიწყოს ჩემი წიგნი მეთქი, ვუთხარი ერთხელ ერთ მეგობარს. მართალია, წიგნი ჯერ არ დამიწერია, მაგრამ ბათუმს ალბათ არაერთი პოსტი მივუძღვენი უკვე. და დაე ეს პოსტიც დაიწყოს ამ წინადადებით.  ბათუმის არაადეკვატურ სიყვარულზეც ბევრჯერ მითქვამს ალბათ. მე თვითონ ვერ ვხსნი, რით არის ეს განპირობებული. სავარაუდოდ მეც იგივე მაკავშირებს ამ ქალაქთან, რაც სხვა, არა აქ მცხოვრებს, რომლებიც ზაფხულის შვებულებას, ან შვებულების ნაწილს ბათუმში თუ არა, შავი ზღვის სანაპიროზე მაინც ატარებენ. პრინციპში, ზაფხულში აქ დასვენებას, უფრო არასეზონზე ჩამოსვლას ვამჯობინებ. და სავარაუდოდ უკვე ყველა სეზონზე ვარ აქ ნამყოფი. 2-2 დღით მაინც. გარდა ზამთრისა. ზამთარში აქ დასვენება დიდი ხანია, მინდოდა და აი, აღსრულდა, სრული 3 დღე არაფრის კეთებისა და ნეტარებისა, ჩემი ერთი არაჩვეულებრივი მეგობრის დამსახურებით, ასევე არაჩვეულებრივ სასტუმროში.  ხო და იმას ვამბობდი, რატომ მიყვარს მეთქი. რა მაკავშირებს იმაზე მეტი, ვიდრე სხვას. კარგი, ნუ ვთქვათ პლუს 1-2 მივლინება (საკმაოდ მრავალფეროვანი და სასიამოვნო

რამდენიმე სურათი ზამთრის მზიანი დღიდან

Image
ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ცოტაც ვიყოყმანე, სახლში ავსულიყავი პირდაპირ, თუ დარჩენილი დრო გამომეყენებინა და სადმე გემრიელად მესაუზმა, ბოლოს მაინც ამ უკანასკნელს და საკუთარ სიამოვნებას მივანიჭე უპირატესობა, სახლის ასახვევს გავცდი და სტრადაში შემოვედი.  ტერასაზევე მომთხოვეს მწვანე პასპორტი. ამაყად წარვადგინე და შემოვედი. გზაში ვფიქრობდი, ალბათ ადგილი არ ექნებათ, ლანჩის დროა მეთქი მაგრამ, ჰოი საოცრებავ - ტერასაზე მხოლოდ 1 და შიგნით მხოლოდ 2 მაგიდა იყო დაკავებული. თავიდან დავიბენი და მერე მივხვდი - რეალურად მართლა ძალიან ბევრი აუცრელია ქალაქში, როგორც ჩანს. წინა კვირაში ერთ-ერთ კაფეში ანალოგიური სიტუაცია იყო. მიმტანსაც ვკითხეთ და დაგვიდასტურა, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდა, რაც მწვანე პასპორტი შემოიღესო. სამწუხაროა. სამწუხაროა როგორც ზოგადად, პანდემიის ოდესმე დასრულების თვალსაზრისით, ისევე ბიზნესისთვის და ა.შ. ქვეყნის 70%! ცოტა ხომ არ არის. რაზე მეტყველებს ეს? კარგი, ამაზე არ შევჩერდები. ამასობაში ჩემი ტოსტიც მოიტანეს, ავოკადოს ტოსტი და დღის 2 საათისთვის ვიწყებ გემრიელ გვიან საუზმეს. თუ გინ

არამექანიკური ფორთოხლის გოგონას განწყობიდან

Image
"როგორ მინდა, ისეთი ნუდნი ცხოვრება იყოს ქვეყანაში, მარტო პირად საკითხებზე ვნერვიულობდე/ვკონცენტრირდებოდე. ესეც არ დაგცალდება აქ ადამიანს :D"  - ამონარიდი ერთ-ერთი ე.წ. გრუპ ჩათიდან პოსტი არ შეიცავს შეხედულებებს და ინფორმაციებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მით უმეტეს, პოლიტიკურზე. რადგან, ეს თითქმის ერთად ერთი ადგილია, სადაც შემიძლია, ცოტა ხანი თავი შევაფარო და არ ვისმინო, არ ვილაპარაკო და არ ვიფიქრო ამ საგიჟეთზე.  პოსტი შეიცავს ინტეგრირებულ რეკლამებს (რომელშიც, რა თქმა უნდა, არავინ  არაფერს მიხდის :D ) 16.11.21 ხანდახან უბრალოდ არაფერი უნდა აკეთო. არის არაფრის კეთების ამინდები, თუნდაც კარგი ამინდი იყოს. პიჟამოს რომ ჩაიცვამ და ცხელ ჩაის დაისხამ, ამასობაში წვიმაც წამოვა და 0.1%-თაც აღარ ინანებ, რომ არ გასულხარ გარეთ. ფილმების ამინდი. კოკა-კოლას რეკლამის ამინდი. ფილმის დასასრულზე გულის აჩუყების ამინდი. რის გაკეთებასაც არ აპირებდი, იმის გაკეთების ამინდი. ცუდი არაფერი იფიქროთ.  ახლა ვზივარ და ვერაფრით ვიხსენებ, რაზე მინდოდა დაწერა. რაღაც კონკრეტულზე ვაპირებდი და გამომიფრინდა თა

სტარბაქსი - > ანტრე - > ანტრე -> ლუკა

Image
დავბრუნდი, ანტრეში დავბრუნდი. ვალმოხდილი დავბრუნდი ვალმოხდილი - ქალაქის წინაშე (ჩემი წილი მერი ავირჩიე). რატომ არ მოვდიოდი ხოლმე აქამდე ანტრეში სამუშაოდ მეთქი, ჩემ მეგობრებს მივწერე. არა და რამდენი ხნის ტრადიცია მაქვს უკვე. სად იყო ჰოუმ ოფისი და კორონა, მე რომ სტარბაქსიდან და ანტრედან ვწერდი და ვმუშაობდი. სტარბაქსი ჩვენ არ გვეღირსა და ანტრე მაინც გვაქვს. ხოდა დავსკუპდი ისეთ ადგილას, მე რომ მიყვარს, ფანჯარასთან, მაღალ გრძელ მაგიდასთან, მაღალ სკამზე და გაიღვიძა ძველმა ემოციებმა. ბაქოში ჩემი საყვარელი საქმიანობა და კვირის ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი იყო ეს: კვირაში ერთხელ, საღამოს ანტრეში ან სტარბაქსში ფანჯარასთან დაჯდომა და წერა, კავშირი ამ სამყაროსთან :) მაშინ ცოტა სენტიმენტებით იყო ალბათ ნაწერები გაჯერებული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვიყავი იქ, ასეთ (თავისუფალ) დროს "თბილისი იყო ურთიერთობა" მენატრებოდა.  და პრინციპში, ახლაც მენატრება, ასე გამოდის. აი საშინელი სადღეგრძელო რომ იყო 90-ებში: იმას გაუმარჯოს, გვერდზე რომ გყავს და გენატრებაო, ეგრე მენატრება :) რატომ და ი

ესეც ჩემი "ძალიან უბრალო სიმღერა"

Image
"მძღომა მძღოლს დაუძახა: - როგორა მყავხარ, ანგელოზო!  - შენ თითონ ანგელოზო, შენა!... ორივენი შავები იყვნენ, დიდპირები, ცხვირმოღრეცილები. გულიანად იცინოდნენ და ფოლადის კბილებს აკაშკაშებდნენ . მეც მეცინებოდა და იმ სიცილ-სიცილში დავინახე." .    .   .    .    .    .    . ასე იწყება რევაზ ინანიშვილის ერთი ძალიან საყვარელი მოთხრობა სახელწოდებით "ძალიან უბრალო სიმღერა". რატომ გამახსენდა და გამოვიყენე ჩემი პოსტის შესავალად და იმიტომ, რომ ასოციაციაურად მოვიდა: რამდენიმე დღის წინ, ასე, უბრალოდ, ქუჩაში მიმავალმა უეცრად ჩემი სიბერე დავინახე. უფრო სწორად, ხანში შესულობა. სიბერე რაღაცნაირი სიტყვაა, თითქოს უძლურებასთან ასოცირდება. მე კი რაღაც სხვა ხედვა მქონდა. შეიძლება ხედვა კი არა, უბრალოდ სურვილი იყო, რომელიც რეალობად მინდოდა მიმეღო. ხოდა რახან ასე "დავინახე", უეცრად ასოციაციურად გამახსენდა ეს შესავალი, რომელიც თითქმის ზეპირად მხსომებია. მოთხრობის გმირი ასე იწყებს ამბის მოყოლას. ხოდა მოდი, ვთქვათ, რომ მეც მძღოლების გადაძახილისას დავინახე ჩემი მომავალი: თმა ძალიან მოკლე

კვირა დილის განწყობა და უბრალო პოსტი საუზმის მოლოდინში

Image
ვფიქრობ, რაზეა დამოკიდებული წერის სურვილი? განწყობაზე, მოვლენებზე, მოვლენების არ არსებობაზე თუ უბრალოდ ფანტაზიაზე? ფანტაზიაზე კი, ცხადია, როცა მწერალი ხარ და არაფრიდან ქმნი ფერს. მე კი ძირითადად უფრო ფაქტების- ან განწყობისმიერი ჩანაწერები მაქვს, აღწერა, ან უბრალოდ ნაფიქრი / ნაგრძნობი. შეთხზვით არაფერს ვთხზავ, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია. ადრეულ რამდენიმე მცდელობას არ ვთვლი.  ყველაზე ხშირად ბოლოს როდის ვწერდი? ბაქოში ყოფნის დროს, თითქმის კვირაში ერთხელ, როცა ე.წ. #ბაქოს ქრონიკებს ვწერდი, ძირითადად სტარბაქსში, ან ანტრეში და ძირითადად კვირის ბოლოს. არა და ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ყველაზე მოვლენებუხვი იყო მეთქი ის პერიოდი. კი, განსხვავებული იყო, ახალი (ბოლოს უკვე აღარ ახალი), მაგრამ დიდად მოვლენებზე არ მიწერია, უფრო განწყობას გადმოვცემდი იქიდანაც. დღიურისებრი ჩანაწერი იყო და ლაივები ტექსტად გადმოცემული.  სავარაუდოდ კორონამ ჰქმნა თავისი. შეანელა ყველაფერი. რაღაცეები - შეაჩერა. დრო - არა. ძალიან არ მინდა, ცხოვრება კორონამდე და კორონას შემდეგ პერიოდებად დაიყოს: კ.წ. აღ.მდე და კ.წ.აღ. ხო, მოკ

""განწყობის თეორიის" ჩემეული ვერსია, ანუ არა ბანანა თევზის ამინდი

Image
სელინჯერს აქვს ერთი ასეთი მოთხრობა - ბანანა თევზის ამინდი. ახლა რომ მკითხოთ, რაზეა მოთხრობაო, არაფერი გამახსენდება. სათაური მახსოვს მხოლოდ და ასოციაციურად გამახსენდა, როგორც ვიცი ხოლმე. ამინდმა გამახსენა. ბანანა თევზის არ ვიცი, და სრული რელაქსაციის და სიმწვანესთან, სილურჯესთან (ცას ვგულისხმობ) და სიმშვიდესთან შერწყმის ამინდია. ნირვანაში ყოფნის ამინდია :) ყოველ შემთხვევაში - აქ.  ხმები, რომლებიც დილიდან მესმის - ჩიტების ხმებია და ბუნების. საღამოს ამას ზარების წკარუნი და აქა-იქ ძროხების ღმუილი (ღმუის, ხომ, ძროხა?) ემატება. იშვიათად - მათ გამოკიდებული ძაღლის ყეფა.  ცა არის იმდენი, იმდენი, გგონია, რომ დაასეივო, 1 თვე გეყოფა, რომც არ გამოიზოგო. რა მჭირს ამ ცაზე? ქალქში მცხოვრები ადამიანის სინდრომია ეს? მალტაში დამემართა ან რომში, ზუსტად არ მახსოვს. პირველი რაც "აღმომხდა" - ცა, რამდენი ცაა მეთქი! იმიტომ, რომ თბილისში ცას და ჰორიზონტს ფაქტობრივად ვერ ხედავ.  ნეტავ შეიძლებოდეს ამ ყველაფრის დასეივება. თუმცა, რაღაცნაირად ასეც ხდება. გადიხარ ქალაქიდან ასეთ ადგილას, იტენები და მერე გყოფნ

მზე, გარფილდი და შვებულება

Image
თითებს მოთხოვნილება აქვთ, წერონ. როგორც წესი, ასე ხდება. გავხსნი ლეპტოპს, თითებს შევახებ კლავიატურას, და მერე თვითონ დარბიან, თვითონ პოულობენ საჭირო ასოებს და კლავიშებს.  დღეს ფანტასტიური ამინდი იყო. ასეთ ამინდში მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არა, მგონია, რომ ყველაფერი უკვე კარგად არის და მომავალში საერთოდ - ფანტასტიურად იქნება. ბევრჯერ მითქვამს და ალბათ დამიწერია კიდეც - მზის ელემენტები მაქვს, მზეზე ვიტენები.  31 დეკემბრიდან გადავწყვიტე, მართლა შვებულება მომეწყო, დამესვენა კარგად. ხოდა ჯერ აგარაკზე, ოჯახთან ერთად შევხვდი ახალ წელს და გავხსენი "შვებულება". თბილისს გარეთ, სადაც კოვიდის არსებობა საერთოდ არ მახსოვდა, ჰაერზე პირბადის გარეშე სიარულის ხიბლი გავიხსენე და მოდუნება                                                    მერე კი ჩამოვედი და აქ, ჩემ სახლში მინდოდა შემერგო ეს თავისუფლება და dolce far niente. რა ვაკეთე? დავისვენე, გამოვიძინე, ფეხით და სპორტულად  ვიარე ბევრი, კილომეტრები ვკეცე და ბევრი, ბევრი ტკბილი ვჭამე და ბევრიც კალორია დავწვი, 1-2 ფილმი (მუშაობის პერ