Posts

Showing posts from December, 2019

friends, როგორც სერიალი და როგორც ასეთნი

Image
ჩვეული ადგილი დავიკავე სტარბაქსში. ისე შევეჩვიე სადმე ყავის ჭიქით ჯდომას და ისე წერას, სხვა გარემოში ვერც წარმომიდგენია. ამოჩემებული ადგილები... თან თავისუფალი რომ გხვდება :) გადაჭედილია სრულიად, ერთი ადგილი იყო ზუსტად დარჩენილი ფანჯარასთან, სწორედ იქ, მე რომ მიყვარს. გავიდა მორიგი 3 თვე. ხვალ ვბრუნდები. საათებს ვითვლი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რაც უფრო ახლოვდება, უფრო მიხარია. ისე მიხარია, ისე... სავარაუდოდ ამას ამძაფრებს ახალი წლის მოახლოება, ახალი ბინის რემონტის ამბებზე სირბილის მოლოდინი, და რა თქმა უნდა მონატრება (ეს - თავისთავად). არც ამ 3 თვის შეჯამებას ვაპირებ და არც წლის. თუმცა, წელზე მაინც ვიტყოდი ორიოდ სიტყვით, რომ კარგი იყო. ბევრი თუ არა, რამდენიმე ძალიან კარგი სიახლით და სასიამოვნო ამბებით. ვერ დავემდურები, მოკლედ :)  ზოგადად, ეს პოსტი კონკრეტული თემისთვის მინდოდა მიმეძღვნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვბოდიალობ და ყველაფერს მოვედე. friends - სერიალი, რომელსაც ჩემი აქ ყოფნის ბოლო 1 თვე დაეთმო აქტიურად, ანუ თითქმის ყველა თავისუფალი წუთი, როცა სახლში ვიყავი: