Posts

Showing posts from 2016

done ✓

to do listებს ვაკეთებთ მთელი ცხოვრება. პერიოდულად ვხაზავთ უკვე შესრულებულ/დასრულებულ საქმეებს და კმაყოფილებას ვგრძნობთ - job is done! და ერთ მშვენიერ დღეს, როცა გარდავიცვლებით, ვიღაც დიდი და ძლიერი გადმოიღებს უზარმაზარ, მრგვალად დახვეულ  პერგამენტს  - თავის to do list-ს, ჩამოშლის, ჩვენ გვარს იპოვის  და  გადახაზავს  სიტყვებით: "ესეც ასე, life is done".

ხვალ ხუთშაბათია

შენ? შენ ხან ვინ ხარ, ხან - ვინ. სცენარიც სხვადასხვაა. ხან ავარიაში ყვები და მტოვებ. ბავშვით. მუცელში ბავშით. ხან უბავშვოდ. მტოვებ. ყველა სცენარში მტოვებ. ხან ვინ ხარ და ხან - ვინ. ხან მეორე ხარ, რომელიც მერე მპოულობ. ყოველთვის ხარ, მაგრამ სცენარი ბოლომდე ვერ მიმყავს. ვერ მიმყავდა აქამდე. რას ვიფიქრებდი, ასეთი შემთხვევა თუ გახდებოდა ინსპირაციის წყარო. ახლა მახსენდება, თვალი მითამაშებდა რამდენიმე დღე. არ გამიჩერდა. ვწუხდი. ვიცოდი, რაც მოხდებოდა. შედეგი ვიცოდი. ვის მოუვიდოდა  - ეს არ ვიცოდი. რა სახით - არც ეს. ვიცოდი უბრალოდ, ვიღაცის სიკვდილი უნდა გამეგო. სავარაუდოდ უცნობის, ან უბრალოდ ნაცნობის. და ეს სიკვდილი, უცნობის სიკვდილი - ინსპირაციად იქცა. შაბათი საღამო ხუთშაბათამდე თითქმის მთელი კვირაა. მთელი კვირა შეუძლია მოვიდეს აქ ყოველ დღე და იტიროს. ან არ იტიროს. იდგეს გაშეშებული სახით და გრძნობდეს მისი მეგობრების მზერას. მერე სხვებიც გაიგებენ. ნათესავებიც. და გაკიცხავენ. ქალები. დიდი ქალები გაკიცხავენ. ყველაფრის მნახველი და უფლების მქონე ქალები, უფლების, სხვისი ცხოვრება

მალტის ქრონიკები

მალტის ქრონიკები - under construction coming soon

სანამ დილა დადგებოდეს / პირველ ჭიქა ყავამდე

დილით, სამსახურის გზაზე ჯერ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვარ. არა, არ გეგონოთ, რამე მეტყობოდეს. უბრალოდ ვგრძნობ, რომ აზრებით და შინაგანი მდგომარეობით ჯერ აქ არ ვარ. ბოლომდე არ ვარ. ამ დროს ყველაფრის აღქმა სხვანაიარია. ვიყურები მანქანის ფანრჯიდან. შუშიდან. მინები აწეულია და გრილა. რატომ არ რთავს ყველა კონდიციონერს ამ სიცხეში? ჯიპი ჯიპი ჯიპი... ძალიან ბევრი ჯიპია, ისედაც ამ მანქანათუხვ ქალაქში. შუქნიშანზე გვერდზე მდგომი მანქანის ფანჯარაში ვიხედები. საჭესთან ქალია. დავიძარით. კიდევ ერთი ჯიპი. კიდე გავიხედე ავტომატურად. იქაც ქალი. შემდეგი მზერა უკვე მიზანიმართული იყო. ისევ ქალი დამხვდა. ცოტა გამოვფხიზლდი. ფიქრებში იუმორი შეერია. და ცოტა ფანტასტიკა. 'ახლა რომ გავიხედო და ქუჩაში მარტო ქალები დავინახო. უეცრად ქალების ქალაქად რომ იქცეს აქაურობა.' ჩემ ფიქრზე მეღიმება და ვიშმუშნები. არც ისე სასიამოვნო პერსპექტივაა. ცოტა "ჟუტკიც" კი. ფილმი მახსენდება - "დაწნული ადამიანი". ნიკოლას კეიჯი თამაშობს. თუ სწორად მახსოვს, კუნძულია მხოლოდ ქალებით დასახლებული. ისეთი ფილმი იყო, მა

in football we trust

რიბერი იყო საფრანგეთის ცრუეროვნული ნაკრების საფეხბურთო ტრიადის ბავარიული ნახევარმცველი

ჟამები სიყვარულის დროს

ვიცოდი, რომ ოდესმე დავწერდი ამა(თ)ზე. და ვწერ. სავარაუდოდ, ორ პოსტს ვაერთიანებ, სხვადასხვა დროს თავში დრაფტებად დაბადებულებს. არსებობს სიყვარული, რომელიც თავს გაკარგვინებს და სიყვარული, როცა თავს პოულობ. პირველში არის რაღაც ავადმყოფური და ბრმა, უპირობო. არ ვიცი, რამდენად ნამდვილია ის. მაგრამ ძლიერი არის. იმ პერიოდში დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილია. მერე, თუ "არ გაგიმართლა" (თუმცა, მე უფრო ვიტყოდი - თუ "გაგიმართლა") და ისე არ დასრულდა, როგორც მაშინ გინდოდა, დროსთან ერთად თავისუფლდები მისგან და... საკუთარ თავს პოულობ. ან აღმოაჩენ. ნელ-ნელა იცილებ იმ გარსს, რომელიც შენ თვითონ შემოიხვიე, ფეხებიდან იძრობ ბორკილებით მობმულ მძიმე გირებს, მხრებიდან - მძიმე მოსასხამს, თვალებიდან - ფარდას და პირველ რიგში რასაც ხედავ, ეს - შენ ხარ. შენ თვითონ. ძალიან მაგარია საკუთარი თავის დაბრუნება / პოვნა. მერე უკვე თავისი გზით მიდის ყველაფერი, თავისით ვითარდება. მეორე შემთხვევაში - და ეს აუცილებლად მეორეა (და არამც და არამც პირველი) - ზოგადად უკვე ნაპოვნი გყავს საკუთარი თავი, გ

ჩაის თემა

ჩაის და ყავის სმის თემაზე დავფიქრდი დღეს: რამხელა შინაარსობრივი დატვირთვა და განსხვავებაა. სულ სხვაა - (ა)მოდი/წამოდი, ყავა დავლიოთ და სულ სხვაა - (ა)მოდი ჩემთან, ჩაი დავლიოთ. სალაპარაკო თემებიც სხვაა და განწყობა/მიზანი/დატვირთვაც. გასაგებია, რომ ზოგი საერთოდ არ სვამს ჩაის, ზოგი კი - ყავას. აზრი ხომ გაიგეთ?! :-)

real

პატარა, უბრალო საოქრომჭედლო "სალონი", სადაც ოქრომჭედლები ევროკინოს უყურებენ... ხანდახან როგორ მშურს ასეთი ხალხის, ზუსტად რომ იციან, რას აკეთებენ, ზუსტად იმას აკეთებენ, რაც კარგად იციან და გამოსდით და თან აშკარად გულით აკეთებენ. უყვართ თავიანთი ძალიან კონკრეტული და ნამდვილი საქმე. რაღაცნაირი სიმშვიდე მოდის ასეთი ხალხისგან. უბრალო ბედნიერება იგრძნობა

music (?) breaks free?

ისევ აქტუალურ კულტურულ მოვლენებზე: ყველა მუსიკალურ ღონისძიებას რომ დავესწრო, რომელსაც მინდა და ყველგან რომ წავიდე (თბილისი, ბათუმი, ანაკლია...), თან ისე, როგორც მინდა, კრედიტის აღება მომიწევს :) აქედან დამებადა იდეა - რა მოხდება, სპეციალური პროდუქტი რომ შექმნან ქართულმა ბანკებმა?! მაგ.: თიბისი ბანკი​ - სხვა დანარჩენისთვის "musicard"ი არსებობს საქართველოს ბანკი - აიხდინეთ თქვენი მუსიკალური სურვილები "musicredit"-ის საშუალებით და ა.შ. პ.ს. იდეის მოპარვას არ ვართ © ვაპატენტებ :))

dream on

I have a dream და მე არ ვარ მარტინ ლუთერ კინგი I have a dream და ამას არც ქართულ პოლიტიკასთან აქვს რამე კავშირი I have a dream ეს dream ძალიან მიწიერია, გამაღიმებელი, ახდენადი I have a dream ეს პრინციპში, სურვილი უფროა, მალე მიზანიც გახდება, მაგრამ... I have a dream და მე მომწონს, ამას dream-ს რომ ვეძახი ჯერ კიდევ I HAD a dream: დამესიზმრა, ვითომ ჩემი ძმა გამომყვა ველოსიპედის საყიდლად. ბაზრის კვლევა არ ჩაგვიტარებია, არც კი გვივლია, არც ფასები შეგვიდარებია, პირველივე შემხვედრისგან ვიყიდეთ 450 ლარად, შევაჭრების გარეშე. რაღაცნაირად პირდაპირ ვენდე და მარტივად გადავწყვიტე. ჰოდა ვიყავი ბედნიერი, მოვაჯექი ჩემ ოცნებას და გავაქროლე. მერე, მახსოვს, უცებ გამიფუჭდა. "ცეპი" გადაძვრა. ბავშვობიდან გამოყოლილი უნარი იყო ეტყობა, არც დავფიქრებულვარ, ისე დავიწყე შეკეთება (ბავშვობაში ხშირად დავმდგარვარ ასეთი ფაქტის წინაშე და ძირითადად თვითონვე ვაკეთებდი ხოლმე. (ხო, ანუ ამით ხაზი გავუსვი იმას, რომ ბავშვობაში მყავდა (თუ მქონდა?) ველოსიპედი. სულ.)). ისეთი ნაცნობი და სასიამოვნი შე