Posts

Showing posts from February, 2020

რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი (უფრო კადრი) ჩემი (ნამდვილი) ცხოვრებიდამ

Image
მგონი პირველად ვზივარ ასე, ამდენი ხანი გაშლილი ლეპტოპით სტარბაქსში და ეკრანს მივჩერებივარ. თითებიც ურჩად დუმან. უფრო სწორად მშვიდად სხედან. არ უნდათ წერა. არ იციან, რაზე დაწერონ. ვიხსენებ, რისი თქმა მინდოდა. რა იდეები / დრაფტები მქონდა თავში. დრაფტებს და იდეებს რა გამოლევს, მაგრამ ასე უბრალოდ ადგე, აიღო და დაამუშავეო რომელიმე, არ გამოდის, განწყობის ამბავია. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს.  დრაფტებს არ ენდოთ... სწორია, აწი ასე ვიზამ: თავში როგორც კი რამეს გავივლებ, შემოვალ და აქვე ვაქცევ დრაფტად, ორ სიტყვას მაინც დავწერ, რომ მერე გამახსენედეს, რაზე ვაპირებდი დაწერას.  ეს დავწერე და უცებ გამახსენდა საკუთარი სიტყვები: "თავში დრაფტადაც კი არ გაივლო!" რამდენიმე წლის წინ ვუთხარი ეს ერთ მეგობარს, ანუ გავაფრთხილე, რომ ამაზე რამე დაწერო კი არა, არც კი გაიფიქრო დაწერა მეთქი. მახსოვს, რომ ბევრი ვიცინეთ ფრაზაზე, მაგრამ რა მოვუყევი, რისი აღწერა ავუკრძალე - არ მახსოვს (ალბათ იკითხავთ, რატომ უნდა დაეწერა შენი ისტორიაო რატომ და ერთი პერიოდი აბსურდულ ისტორიებს თხზავდა, ნახე

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

Image
ყოველ ჯერზე, აი ყოველ ჯერზე ამ სიტყვების გაგონებაზე "კაკო ყაჩაღი" მახსენდება თავისი "ხოშ-გელდი ძმაო"თი. რა სიტყვების და xoş gəldin. რაც, როგორც მარტივად მიხვდებით, აზერბაიჯანულად ნიშნავს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".  სად ვზივარ? რა თქმა უნდა სტარბაქსში. შავი ჩაის და mosaic cake-ით. ხვალ პარასკევია, თან 14 თებერვალი და წარმომიდგენია, რა ამბავი იქნება აქ. საყვარელ ადგილას დაჯდები კი არა, ახლოსაც ვერ ჩაივლი. ხოდა დღეს, სამსახურიდან გამოსულს ნახევრად ცარიელი და ჩემი ადგილი - თავისუფალი დამხვდა და სასწრაფოდ განვთავსდი.  წინა დღეებში რამდენიმე სხვადასხვა თემა - ბლოგის თემა მიტრიალებდა თავში. ახლა ცოტა აიზილა და არ ვიცი, შემიძლია თუ არა აზრების დალაგება და ვარ თუ არა რომელიმეს წერის განწყობაზე. ამიტომ უბრალოდ თითებს მივყვები. ხომ არის, ფეხებს რომ მიყავხარ და შენც მიყვები, სადაც წაგიყვანს. მე თითებს მივყვები.  (უკან მივიხედე, და ამასობაში რიგიც კი დამდგარა. იმიტომ ისმის ასე გამუდმებულად ბარის უკან მდგომი გოგონას xoş gəldin.) ყურზე ხელი მომიხვ

"პირველი გაკვეთილი გვიცდება"

"პირველი გაკვეთილი გვიცდება" - ბურნუთას ძმის შეყვარებულის ინტონაციით. ვერასოდეს ვიხსენებ მაგ ბავშვის სახელს. კი არ მიცდება რეალურად, არამედ ერთი დღეა კვირაში, როცა ისეთ დროს ვბრუნდები სამსახურიდან, როცა სხვები იწყებენ მუშაობას. თამამად შემიძლია ვუთხრა, თქვენ რომ მოდიოდით მე მივდიოდი მეთქი, ან პირიქით. წარმომიდგენია, ეს ფრაზა პირდაპირ რომ ვთარგმნო და ვუთხრა, რა სახეები ექნებათ :) მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ჩემდა საბედნიედოდ 12 საათზე ადრე არ მეწყება გაკვეთილები. ესკი დილით გამოძინების, მშვიდად საუზმის, ჩცდ-ს დაგროვილი სერიების და ხანდახან ფილმის ყურების, და როცა არ ვზარმაცობ - ვარჯიშიაც საშალებასაც მაძლევს. სამაგიეროდ საღამოს ვამთავრებ მუშაობას ყველაზე გვიან, მარტო მე ვრჩები ოფისში და კიდევ ქალი, რომელმაც ჩემ შემდეგ უნდა დაკეტოს ყველაფერი. ბოლო დროს 8 საათზე ადრე ფაქტობრივად თითქმის არც ერთ დღეს არ გამოვდივარ სამსახურიდან. მაგრამ ეს ნაკლებად მაწუხებს. სახლამდე 7 წუთის ფეხით სავალი გზაა და საღამოობით არსად მეჩქარება. ეს აბალანსებს დილის თავისუფალ დროს, რაც ჩემთვის