Posts

Showing posts from 2007
დავიღალე...............

აქ უნდა ყოფილიყო....

ერთი მეგობრის ერთ-ერთი სახლის ერთ-ერთი სართულის ერთ-ერთი ბუხრის ერთ კუთხეში ნაპოვნ ერთ-ერთ ჟურნალში აღმოჩენილი ერთი ფოტო

Законы фостерс

მოკლედ, ასე იყო - კომენტარმა შვა ჩემი კომენტარი, რომელიც ჯერ არ მქონდა გამოქვეყნებული მერე იშვა დიალოგი, და სიცილით ვიხსენებდით фостерс-ის კანონებს და მერე - ანუ დღეს - გაჩნდა იდეა ამ პოსტისა და საიტიც ვიპოვე :) მოკლედ, გთავაზობთ რამდენიმე წესს/კანონს, რომელსაც თავის მხრივ фостерс გვთავაზობს პირადად მე მაგრა ვკაიფობ ასეთ რაღაცეებზე, ასეთ აზროვნებაზე, მხიარულსა და კრეატიულზე წავიდა: В метро девушкам нужно уступать место... Закон Жизни а красивых можно сажать себе на колени. Закон Фостерс. cкоро сессия... Закон Жизни, Ты - ректор института!!! Закон Фостерс! Пора сделать деушке предложение... Закон Жизни Футбольный матч - отличное предложение!!! Закон Фостерс. დანარჩენი იხილეთ აქ
закон подлости - როცა დრო მაქვს შედარებით და საშუალება, რომ დავწერო რამე, მაშინ ვერ ვწერ. არა და მინდა და როცა ათასი რაღაც ტრიალებს თავში, შიგნით, მაშინ ვერ ვახერხებ წერას, საშუალება არ მეძლევა... :( კაროჩე, რა

პარასკევს დღის ბოლოს :)

აი უძალიანესად დავიღალე. რომ მეგონა მოვრჩი მეთქი და ბოლო მეილი გავაგზავნე, თან გადავრეკე კიდეც, ნახეთ მეთქი, საპასუხოდ კიდე დავალება მივიღე, ვინ მრჯიდა ნეტა :) ნუ, არ დავიკიდე რა თქმა უნდა და ბარემ ისიც გავუკეთე კეთილსინდისიერად ხო და რას მოვაყოლე ეხლა ეს, დღეს არ ავმდგარვარ ამ სკამიდან ფაქტიურად და დღის ბოლოს, სახე რომ არ გაქვს და უცებ პროფესიულ ხუმრობას რომ მოისმენ... არ შემეძლო არ დამეწერა ეს დიალოგი, ვინმე მაინც დაამუღამებს: - ჰე ტსუ (დააცემინა ერთმა) - მილიონი - с НДС или без НДС? :)))) კარგი შაბათ-კვირა ყველას :)

რა ვიცი, რა ვიცი...

აი ასე, შემთხვევით გადავაწყდი, უფრო სწორად, წამაკითხეს, რა. მე არ მიპოვია. უბრალოდ ნებართვა ავიღე, შენს ნაპოვნს მეც გამოვიყენებ მეთქი :) რა ვიცი, განსაჯეთ თავად, რამდენად სწორია, ისე, არის რაღაც დამაფიქრებელი ამაში... Нет в мире ни Добра ни Зла. Есть только добрые или злые намерения, которые движут людьми. Все остальное - неумение предвидеть последствия или, как говорят люди, Судьба... Лора Андерсен. Дети Вечности

დღეს თოვდა

ამინდია საოცარი! მართლა! ჯერ შუადღისას გავედი ცოტა ხნით, საქმეზე, აქვე, ფეხით და მინდოდა რომ ასე მევლო დიდხანს, და რა თქმა უნდა აღარ მინდოდა უკან ამობრუნება :) კი, ცივა, ციოდა და ცივა, თან მზეც არ იყო როცა გავედი, მაგრამ რაღაცნაირად სუფთა იყო ჰაერი და იყო რაღაც დამამშვიდებლი და დადებითი, ჰაერში... აი, სიამოვნებით ვიბოდიალებდი ფეხით დიდხანს და უმისამართოდ, ისე, რომ არ გელოდებიან, მშვიდად რომ ხარ და არაფერზე ფიქრობ. უბრალოდ რომ ხარ. ხანდახან ასეც საჭიროა. და უცებ მივხვდი, რომ მაინც მაგრა მიყვარს ზამთარი. მთავარია ქარი არ იყოს. ხო, გეყვარება აბა რაო, მეტყვიან, თუ სადაც ხარ იქ კომფორტიაო... ნუ, სამსახურში более чем თბილა, მცხელა მე პირადად და ძალიან მსიამოვნებს გარეთ გასვლა და მერე გარედან სახემოყინულს შიგნით შემოსვლაც :) სახლშიც არა უშავს, თბილასავით, თუმცა ჩემს საძინებელში პინგვინების სამფლობელო უფროა ვიდრე ადამიანის, მაგრამ არც ეს მაწუხებს ჯერ - ჯერობით და როცა შემაწუხებს, გადავჭრი ამ საკითსაც უპრობლემოდ ისე, რა მაინტერესებს, იცით, ცუდია, იმპუსლური რომ ხარ ადამიანი? არა, ფეთქებადი არა,

Night & Snow

Image
taken by Dv0rsky

night & snow

Image
taken by Dv0rsky გაგრძელება იქნება... :)

ხო, რა...

არა, აღარ უნდა ჭამო როცა გრძნობ რომ გული გერევა. შეიძლება გიყვარს ეს საჭმელი, თუ სასუსნავი, არ აქვს ეხლა მნიშვნელობა და არის, დევს და გინდა რომ ჭამო, იმიტომ რომ გიყვარს და იცი რომ უნდა გინდოდეს, მაგრამ გული თუ გერევა უკვე, უნდა შეწყვიტო ჭამა, დროებით მაინც, გაწიო გვერდზე... დაიცადე. და მერე მიუბრუნდი. თუმცა, მერე შეიძლება აღარ იყოს. შეიძლება სხვამ შეჭამოს, თან ისე, რომ არც კი უნდოდეს, ეკიდოს ეს საჭმელი, ჭამოს იმიტომ რომ უბრალოდ დევს, საჭმელია, რა, და რატომაც არა. შიმშილი დაიკმაყოფილოს უბრალოდ. ნუ, ამ შემთვხვევაში ვეღარ შეჭამ. და დაიკიდებ. ან შეიძლება ისევ დაგხვდეს. და ისევ მოგინდეს და უკვე ძველი გემო ჰქონდეს, ან კიდევ უფრო უკეთესი, აი ისეთი, დიდხანს რომ დევს და უფრო რომ უჯდება საკმაზი საჭმელს და უფრო გემრიელი რომ არის და ჭამო. ანუ უბრალოდ აღარ მოგინდეს საერთოდ. მიხვდე რომ აღარ გიყვარს ეს საჭმელი, აღარ გინდა და ვსო. უკეთესიც არსებობს, ან შეიძლება უარესი მოგინდეს. კაცმა არ იცის. მაგრამ ეხლა, თუ გრძნობ რომ გემო შეცვლილი აქვს, თუ გრძნობ რომ რაღაც ნი ტოა, თუ გულს გირევს და ის არ არის, რისი

ორშაბათის დილა

დიახ, ფილმია ასეთი, ოთარ იოსელიანის. რამდენიმე წლის წინ ვნახე კინოფესტივალის გახსნაზე, თუ დახურვაზე... და საერთოდ, რა აქტიურად დავდიოდი იქ მაშინ და რა კარგი იყო... ხო, მოკლედ, რამდენადაც მახსოვს, კარგი ფილმი იყო, სხვანაირად ალბათ არც შეიძლება... :) და ეხლაც ორშაბათი დილაა :( და სულ არ არის ეს კარგი, მით უმეტეს, როცა უკან მოიტოვე საკმაოდ კარგი და გრძელი უიკენდი. ფაქტიურად პატარა ”შვებულებუკა” იყო :) და იცი რომ ასეთი სამდღიანი დასვენება კიდევ დიდი ხანი არ იქნება და წინ კი მთელი სამუშაო კვირაა.... მინდა, მინდა ჩემი საკუთარი საქმე, რომელსაც მშვიდად და როცა და როგორც მინდა ისე გავაკეთებ და ჩემს თავზე ვიქნები მხოლოდ დამოკიდებული, იქნება საინტერესო და რა თქმა უნდა შემოსავლიანი. მოკლედ, ძალიან მაგარია ”ჩემი თავი ჩემადვე მეყუდნეს” ამბავი, რა... ხო გესმით, რაც არ უნდა მოგწონდეთ სამსახური და რაც არ უნდა კმაყოფილი იყოთ გარემოთი, საქმით, იმით რომ თვითრეალიზაციას ახდენთ და რომ საჭირო ხართ, მაინც სხვაა შენი, საკუთარი... ნუ, მე ასე ვთვლი და დიიიდი იმედი მაქვს რომ ეს ოცნებად არ დარჩება და ოდესმე... რა

Андрей я алкаш?!

თავი მაქვს ცოტა არ იყოს დამძიმებული და ძალიან მეზარება სამსახურში ყოფნა. გარეთ მირჩევნია, მიუხედავად იმისა რომ წვიმს. სამაგიეროდ ჰაერია კარგი. ხო, ნუ გუშინ საღამოს ღირსეული თანამეინახეობა გავუწიე ორ მამრს :D არყითა და ტომატის წვენით... :) და არც დავმთვრალვარ, არც ცუდად გავმხდარვარ და დროც კარგად გავატარეთ ყველამ. და გამოვიძინე კიდეც, რაც სულ მაკლია, მაგრამ ეხლა მაინც მეძინება :( და საერთოდ, რამდენი რამის დაწერა მინდოდა და რამდენჯერ, მაგრამ პირობები არ მაქვს... და მერე - მერე ვეღარ ვწერ, მერე ამის დრო აღარ არის, მერე აქტუალური აღარ არის და ა.შ. არა, რაღაცეებს დავწერ მაინც, მე კიდევ დავწერ... ისე, ის რუსული ფრაზა გახსოვთ საიდან არის?! :P და პასუხი ამ შეკითხვაზე? ესეც გახსოვთ? ძალიან მაგარი ფილმია ნამდვილად :)

.......

გახუნდა, ხალხო, ეს ყველაფერი, გახუნდა... :( ეხ...

კვირა საღამო

კონიაკი, ცოტაოდენი ძვეეელი, ძალიან გემრიელი კონიაკი ტკბილეული ხალხი - ახლობელები და ცოტაც - ახალი სახე(ლ)ები საუბრები - პოლიტიკაზე და არა პოლიტიკაზე, საინტერესო ანეგდოტები - კარგად დავიწყებული ძველი და ცოტაც - ”პახაბნი” მაგრამ სასაცილო :D ტელევიზორი - ისეთი დოზით, რომ ურთიერთობებს არ უშლის ხელს, პერიოდულად ხმაჩაწეული და საერთო შეთანხმებით - ხმააწეული სიცილი და დასვენება მეორე დღეს - ორშაბათი...

გაწელილი პერიოდი ლანჩიდან სამუშაო დღის დასასრულამდე :D

აი ასე. გავედი შესვენებაზე. ავედი სახლში. წითელ ღვინოს მოვკარი თვალი. უგემრიელეს წითელ ღვინოს, სპეციალურად ჩემთვის გამოგზავნილს და ცდუნებას ვერ გავუძელი - ერთი მოზრდილი ჭიქა დავლიე სადილად. აუუუუუ რა სიამოვნებააა კარგი წითელი ღვინო! ვგიჟ დე ბი! :) მერე მოვედი გაპრანჭვის მუღამზე :D დავიხატე, რაღაც დეტალები დავამატე ჩაცმულობას და საოცრად მსუბუქი და აჟიტირებული დავბრუნდი სამსახრუში. არც მანამდე ვიყავი წარბშეჭმუხნული და მერე ხომ საერთოდ :) ეხლა ცოტა მოვითენთე. საქმე აღარ მქონდა რა უცნაურიც არ უნდა იყოს და ლამის ხმამაღლა ვითვლიდი დროს შვიდის ნახევრამდე, მთელს 1,5 საათს და სხვების აყოლიებაც მინდოდა. კარგია, როცა მოგწონს გარემო შენს სამსახურში. კარგია როცა მოგწონს საქმე, რომელსაც აკეთებ და კარგად გამოგდის. კარგია როცა არაჩვეულებრივი ხალხი გახვევია გარს და გადასარევი მეგობრები გყავს. კარგია ცხოვრება, საერთოდ, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან რაღაცეების და ვიღაცეების გამო ”გეჯმევა” (უკაცრავად ასეთ ნატურალისტურ გამოთქმაზე, მაგრამ პირდაპირ თქმა სჯობს {ჯობს.გე} :D ) განწყობაში და ა.შ. მთავარია რომ ეს

ეს კამორაა...

ეს კამორა. რაღაც საოცრება გახდა ეს ქალაქი. თითქოს ყველაფერი ერთ წერტილამდე დავიდა - ყიდვა-გაყიდვა.ზმანებისა და ძონძების ქალაქი. ბონძღების ქალაქი. ქალაქი ”სვეტსკებისა” და ვითომ ”სვეტსკებისა”. ბანძებისა და ბინძურებისა. ქალაქი, სადაც ტრანსპორტში ასულს ტოკსიკოზის ნიშნები გამოგივლინდება და მიზეზი ხალხია, ადამიანები, რომელთათვისაც ცნება ჰიგიენა უცხოა. ქალაქი, სადაც უეცრად საიდანღაც თავზე დამტყდარი ”თავისუფლებისგან” თავბრუდახვეულმა ახალგაზრდებმა არ იციან რა უყონ ამ უეცარ ”ევროპულობას” და ლამის საკუთარი ნარწყევი ალოკონ რომ თავიანთი განსაკუთრებულობა და ”მაგარი ტიპობა” დაამტკიცონ. სადაც ურჩევნიათ მანქანის ბორბლებს შეუვარდნენ, ვიდრე მწვანე შუქს დაელოდონ - wie uncool! სადაც ყვითელ შუქზე თუ უკვე 100-ით არ მიქრიხარ, შენს უკან მდგომი საუკეთესო შემთხვევაში სიგნალით და უფრო ხშირად კი სიგნალითა და გინებით აგიკლებს. ქალაქი, სადაც უგემოვნობა ზეიმობს. სადაც სიტვებიც კი მოდაში შემოდის. გულისამრევი სიტყვები, ვითომ მეგობრობასა და დიდ სიყვარულს რომ გამოხატავს. ქალაქი, სადაც შავი ფერი და გასწორებული თმა მაგარ ტ
Image
I wish I was special

"ისეთი სახლი მინდა გაჩუქო - შენ რომ იცხოვრებ"

Image
ასეთი სახლი მინდა
Image
I wish I was special

ich LIEBE den kerl!!! :)

Image

ну, как?!

Image

я, шива! :D

მინდა, მჭირდება ბევრი ხელი და ბევრი ტვინი, პარალელურ რეჟიმებში მომუშავე! ნეტა როდემდე გაგრძელდება ეს საგიჟეთი? უჟე ნაჩინაეტ ნრავიტსა მნე :D თან გუშინ დასვენებაც არ მაცალეს ხო, ჩამოვიდა, ჩამოვიდა ჩვენი სლოვენიელი მეგობარი, აი ის, რომელსაც რომ აეროპორტში დავხვდით და მორჩა თავის საქმეებს და ახლა ჩვენია 1 კვირა ხო... და გუშინ სამსერის მერე 1 საათიანი შუალედი და მერე ავედი სახლში და მოვიდნენ და აღარ წავიდნენ არასოდეს :D :D :D მართლა რა თქმა უნდა ვერ გამოვიძინე კი არა და მძინავს ეხლაც ფაქტიურად არა, არ ვწუწუნებ და არც ძილი და უძილობაა ჩემთვის დიდი პრობლემა, მაგრამ მაინც, როცა უკვე ძალიან გადაძაბული და საოცარი კვირა გაქვს, ცოტა ენერგია გჭირდება საიდანმე, რა და თან მით უმეტეს თუ ტვინი აღარ ითიშება და სიზმარშიც კი საქართველოს ბანკის მედია გეგმას აკეთებ და იმედის მენეჯერს ელაპარაკები და გიოს თხოვ ვიმბში შევიდეს და რამე გიშველოს და დათოს ურეკავ სტენდზე გაღირსოს პასუხი და ეთოს ეუბნები რომ ცოტა ხანი გაცალოს ბეტექსმა და ა.შ. და ა.შ. ისე, კაი საღამო იყო, აი, ამათი მოსვლის წუთიდან გადასარევ ხასიათზ

განტვირთვა

Image
რამდენი წლის პაუზის მერე გავიხსენე რომ არსებობს ასეთი უსაოცრესი სიამოვნება და რალაქსაციის, სტრესის მოხსნისა და განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება - ცხელი აბაზანა, ანუ აბაზანაში ჩაწოლა! აი, გაჭირვება მიჩვენეო დააა..... სახლში როგორ ავედი გუშინ არ ვიცი ხმა არ ამომიღია საერთოდ უცებ გამახსენდა ეს სასწრაფოდ ავდექი ვახშმის მერე და მივიღე შესაბამისი ზომები და ჩავწექიიიი.... და აღარ ამოვედი მგონი 1 საათი! აუ რა მაგარი რამეა მართლა! აი იცით როგორ შველის საშინელი და დაძაბული და სტრესული სამუშაო დღის შემდეგ?! :) აწი მეცოდინება! :) თვითონ უნდა მოიფიქრო ადამიანმა როგორ იყო კარგად აი, ასე :) აუ, რა საოცარი დღეებია, ასეთი საგიჟეთი კაი ხანია არ ყოფილა. მალე დამთავრდეს, რა...

დღის ბოლო...

მძიმე დღე გამოდგა სამშაბათი 9 საათი დაიწყო, მე კი ისევ სამსახურში ვზივარ მძიმე დღე იყო დღეს, გადატვირთული ძალიან და გადაძაბული ყველას ყველაფერი ერთად რომ უნდა, ისეთი და ყველაფერი სასწრაფო რომ არის ს...ობებიც რომ ურევია და რომ ისხლიტავენ, როცა უხსნი რომ ეს არ გამოვა, ფიზიკურად შეუძლებელია და მაინც გაყინული სახით გთხოვენ იქნებ რამე მოახერხო და შენც ზიხარ და "ახერხებ".... აი, ვინ მავალდებულებს ახლა აქ ჯდომას ამ დროს... უბრალოდ რაღაც ვერ შევეშვი და შევყევი და ჯობია ისე, შევეშვა, რამე არ ავურიო, ისე ვარ დღეს... + შეხვედრა... ორი. ერთი - საკმაოდ არასასიამოვნო სუნის მქონე კლიენტებთან, რომლებმაც ისიც კი არ გვითხრეს ნორმელურად, ვინ იყვნენ. ძალიან შევიკავე თავი რომ თანამშრომლისთვის არ გადამეხედა, რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა, ასევე თავს იკავებდა რომ ჩემთვის არ შემოეხედა... :D მეორე შეხვედრა - სასიამოვნო, არაჩვეულებრივად სიმპატიურ და საყვარელ ბიჭთან, რომელსაც მიუხედავად ჰასაკის სიმცირისა, ეტყობოდა, უკვე ერკვეოდა თავის საქმეში და თან ალბათ კლიენტების მოხიბვლის მიზნით უშვებენ შეხვედრებზე
кинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокино кинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокино кинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокино кинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокино кинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокино кинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокино кинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокино кинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокино кинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокинокино кинокинокинокинокинокинокинокино нокинокинокинокиноки... გახსოვთ? ოღონდ ეს ისე გადავუხვიე თორემ სხვა кино-ს ვგულისხმობდი, ცოი-ს..... просто так მიყვარს, რა და პერიოდულად ლომკა მემართება ისე მინდება მოსმენა და ახლა ვუსმენ :D

ჩემი weekendი

პარასკევი after სამსერი: შევხვდი მეგობრებს, პანაშვიდზე წავედით. არ დაველოდეთ მესამეს. წამოვედით. მერე - ბარი . და მეგო ბარი . მერე - მეორე. მერე - ჩემთან. მე და მეორე. ლოდინი. ღამის გათენება მოგვიწევს. მერე - მესამე. მერე კიდევ ერთი. ღამის 3-ის ნახევარზე ჩავიცვი. წავედით. ღამის თბილისი. გაუარე. ჩაისვი. მკიდია. ისიც. სხვაც. ვზივარ უკან. წყნარად. ვფიქრობ. არ ვუსმენ. მესმის. ღამის თბილისი, ტრასა. ახალი აეროპორტი ლოდინი? არა. არ მოგვიწია. მინდოდა. განწყობა იყო ასეთი - ველოდო დაფრენას. რა მოსაწყენია ასე უცებ. დაფრენილი იყო. ჩამოფრენილი. ვის ველოდებით? 8 წელი. ნუ კაი, 6. გავიცანით 8 წლის წინ. ვიმეგობრეთ ერთი თვე. გგონია რომ სულ ასე იქნება. რა თქმა უნდა - არა. მერე - 6 წლის წინ. დახვედრა და მეგობრობა გზად და ხიდად 1 კვირა. კაი იყო. მაშინაც გვეგონა. კაი, რა. დრო. თავისას შვება. ყოველთვის - არა. როცა ძლიერია - არა. როცა ზედაპირულია მაინც - კი. კი. გამეხარდა. ისე. როგორც მასწავლა ცხოვრებამ. სადამდეც მიშვებს ემოციები. სხვების - არ ვიცი. ცოტა ხანი ლოდინი. ხალხში - ნაცნობი სახე. ნაცნობი სიცილი. უიმ
Image
რაღაც საოცარ "ხოდზე" ვარ მოსული. ვერ ვჩერდები საქმე დღეს არ მაქვს და ვერ ვისვენებ ამიტომ ვწერ დილიდან და როცა სცალიათ სხვებს - ვლაპარაკობ :) ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი ბატარეები ჩამიდგეს, ენერჯაიზერი, პერეზარიადკა გამიკეთეს პრინციპში მე თვითონ ვუკეთებ ალბათ ამას ჩემს თავს აი, გადაწყვეტ და ვსო :D ვგიჟდები კარგად ყოფნაზე და მიყვარს ჩემი თავი ხალისიანი მინდა რომ ეს გაგრძელდეს სულ სულ

ნარცისის ფურცლობის ნიშანი არის, და დრო ახალი....

Image
დავიწყე შექმნა ალბომისა the best of Ally :) ფოტო-ალბომია. გავნარ ცის დი :D давно пора! :) შევა მხოლოდ ჩემი საუკეთესო ფოტოები. ანუ: ფოტოები სადაც ვარ მარტო, კარგად, რომლებიც მართლა მომწონს вот так вот! შეიძლება online ვერსიაც გავაკეთო მერე ერთს დავდებ აქ მხოლოდ

Амулет - свеча "Гармония"

Image
Амулет поддерживает положительные перемены в судьбе, помогает преодолеть всевозможные трудности. Сглаживает и уменьшает негативные последствия "черных полос" в жизни. Помогает хранить гармонию, взаимопонимание и верность в отношениях. Мужчинам дает силу и твердость характера, усиливает потенцию. Женщинам придает уверенности в себе. Поддерживает любовь и согласие. Материал: рог, бисер. Ручная работа, Восточная Африка. Свеча с определенным сочетанием цвета и аромата усиливает действие амулета и настраивает его на хозяина შემთხვევით გადავაწყდი, სრულიად შემთხვევით და თემატურად :D ხომ არ მეყიდა?! ;) :D :D :D

აი, ასე! :)

ქარი უბერავს ცვლილებათა ქარი ასე მგონია ასეა ეს მე მგონი ყველგან უბერავს, ნუ ბევრთან, მერ(მ)ე და მერ(მ)ე აღმოვაჩინე და კიდე აღმოვაჩინე რომ შევცვლილვარ ნელ-ნელა, ჩემი, სხვების, გარემოებების დამსახურებით. შევიცვალე და მიხარია :) უბრალოდ არ ვაკვირდებოდი ამას და ერთბაშად და უცებ გავიაზრე და მივხვდი! რაც მთავარია, მე - მივხვდი და დავინახე და სხვებიც მიხვდებიან ალბათ ნელ-ნელა და კიდე შევცვლი რასაც მინდა და როგორც და კიდევ - მივხვდი რომ ძლიერი ვარ და ესეც გამეხარდა და კიდევ ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება აღარ მიჭირს, რაც ადრე მჭირდა და ნერვებს მიშლიდა აღარ მჭირს - "არ ვიცი" და "რავი". ყველაფერი გადასარევად ვიცი ყოველ შემთხვევაში მე რა მინდა, ის - ვიცი აღარ მჭირს იდიოტური მერყეობები კიდევ - ვისაც მე არ ვუნდივარ და არ ვჭირდები (ისე, როგორც საჭიროა და ისე, როგორც მე მინდა), გადავწყვიტე არც მე მინდოდეს და მჭირდებოდეს ხომ სწორია? :D და ამასაც შევძლებ :)

Перемен требуют МОИ глаза

ცვლილებები ცვლილებები ცვლილებები შევიცვლები ვიცვლები ცვლები ვ(ე)ლები ლ(ელო)ები (ემალ)ები ბი (2) იიიიიიიიიი აუცილებლად! ა უ ცი ლებ ლად ! ! ! Перемен требуют наши сердца, Перемен требуют наши глаза. В нашем смехе и в наших слезах И в пульсации вен... Перемен, мы ждем перемен. პოსტი, რომელიც "მწიფდება, მწიფდება, მწიფდება" და გუშინ დაიბადა ფაქტიურად. წყლების დაღვრით დაიწყო და დღეს იშვა. და ეს მარტო პოსტი არ არის!...

მონატრება. ავსტრია. ველსი ღამით

Image
აი ეს ქუჩა მენატრება, მააგრა მენატრება :( :) და კიდევ მინდა იქ, კიიიიიიიიიდეეეევ! განწობა მახსენდება პერიოდულად და ვგრძნობ... ხო, ამ მეორე ფოტოზე მეც ვარ, ჩემი ფანჯრიდან ნახევრად გადმოსული, ახალგაღვიძებული, ძალიან ადრეა და 3 საათში სამშობლო მთებს უნდა დავუბრუნდე, ნუ, უნდა გამოვფრინდე ფოტო გვერდზე ოთახიდან არის გადაღებული :) პირველი კი წინა ღამეს, ხედი ჩემი ფანჯრიდან, ღამით

დიალოგი ღამის ლესელიძეზე

- გოგოებო ხომ არ იცით რომელი საათია? - 11-ს აკლია 10 წუთი - აუ გოგოებო რა ლამაზები ხააააართ! (ასე იხდიან მადლობას ქართველი ბიჭები :P ) და ქუჩის მეორე მხრიდან: - აუ ჩემი, ხოოო, მართლა რა ლამაზები ხაართ! :)

უმნიშვნელო/მნიშვნელოვანი დეტალები

იცით როგორი დილა მქონდა? ერთ ხელში მობილური მეჭირა, მეორე მხარით ქალაქის ტელეფონის ყურმილი, ამავე ხელით ექსელის ცხრილში გეგმას ვაკეთებდი, თან თავზე მდგარ ბიჭს პასუხებს ვაძლევდი და თან "ზამეტკებს" ვიწერდი პატარა ფურცლებზე რა ვქნა?! სამაგიეროდ ყველაფერი გავაკეთე და ვიამაყე ჩემი თავით ბოლოს, ისეთი რაღაცეები გავარკვიე დიდი წვალების შემდეგდა მეეეერე წავედი გარაჟში და უუუუუგემრიელესი სოკოს კრემ-სუპი ვჭამე! ასეთი ასეთი არსად გეჭამოთ! ნუ არაფერს ვამბობს მაკარონზე ოთხ ყველში.... მმმმ... ხოდა კიდე, არაფერი, რაპატარა ნიუანსები და კომპლიმენტები და თითქმის უცხო ადამიანები ხანდახან ძალიან გახალისებენ არა? :)
Image
Image
Ночь, улица, фонарь, аптека, Бессмысленный и тусклый свет. Живи еще хоть четверть века - Все будет так. Исхода нет. Умрешь - начнешь опять сначала И повторится все, как встарь: Ночь, ледяная рябь канала, Аптека, улица, фонарь. 10 октября 1912 Александр Блок

მიირთვით :P

Image
საინტერესოა, რა ჟანრის წიგნია

სიმშვიდე

Image
რაღაცნაირად მშვიდი სურათია/ფოტოა

"სეტყვს" :)

Image
სულ სხვა რაღაცეების დაწერა მინდოდა და მეზარება თუ განწყობა არ მაქვს, არა, განწყობა თავისთავად გადასარევი მაქვს, კარგად ვარ, საკაიფოდ, ბოლო დროს საერთოდ რაღაც ძალიან ლაითად ვარ და კარგად, კონკრეტული და განსაკუთრებული მიზეზების გარეშე და ეს კარგია ხოოოო და ეხლა რა ამინდია?! :) არჩვეულებრივი! ისე წვიმს რომ ლამის მინა გატეხოს სეტყვამ, კი არ წვიმს, - "სეტყვს" :D და მაგრა მისწორდება. თუ არც გადაიღებს, რა :D 3 წუთში სახლში ვიქნები ფეხით :) მართალია გავილუმპები თავიდან ფეხებამდე, მაგრამ ეგეც გამისწორდება წვიმის სუნი დადგა ჩვენს ოთახში, მართლა, და რაღაცნაირი სიმყუდროვე, დილისგან განსხვავებით. დღის პირველი ნახევარი საშინელი საგიჟეთი იყო, სტრესული და დაძაბული და ნერვების მომშლელი. მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოვედი მდგომარეობიდან და ბოლომდე მივიყვანე საქმე და მერე დამსახურებულ შესვენებაზე გავშპი თანამშრომელთან ერთად :) უკანა გზაზე საჩუქარიც ვიყიდე. როგორ მიყვარს ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება, უმიზეზოდაც და მიზეზითაც :) და ეხლა საქმე აღარ არის, მეილები შევამოწმე და საკაიფო რა

........................................................................

ჩერდები ბოლოდან იწყება გაწყდება ისევე მიპოვი დამკარგავ ინანებ გიშორებ გივიწყებ მგონია ისევე მპოულობ მიხუტებ ხელს მიშვებ ვინანებ დაწყებას სიჩუმეს თანხმობას უსიტყვოს შეხვედრას ხელები ვერ დავთმე დავყურებ სისველეს თითებზე წვიმაა ცრემლია დადნება ტკივილი ისევე საყურე ფოტოზე წაშალე ჩემია ვინა ვარ გეძებდი გპოულობ არ გიშვებ იარებს არ ვტირი არ ვყვირი გაქვავდა ისევე ტკივილი დაიმსხვრა რამდენი ვიარე შენამდე ყელამდე ტალახში ჭაობში მინდორში ზეცაში ჩალეწეს ფანჯრები ოცნების სასახლის შიშველი ფეხებით მატარეს შუშებზე მაწამეს ხანჯლებით აკუწეს ფიქრები მესროლეს სახეში ფიფქებად ქცეული დამდნარი ოცნება წამართვეს საათი ისრები დალეწეს ჩათვალეს წამები დაკარგულ კოცნებად აგზავნეს ჰაერში დაფანტეს აკინძეს აგროვეს მაჩუქეს მეგონა ვიჭერდი ისევე გამეშვა დაიმსხვრა ღიმილი ისევე ძლიერი ვიქნები იმედი არ მინდა წაიღეთ არ მაძლევს არაფერს იწყება გრძელდება ჩერდება მაგიჟებს დუნდება თითები ხელებიც ეშვება ნელ-ნელა მეტკინა და ბოლოს....... ...................გაგიშვებ.............

ისე, კაია :)

Image
დღის ბოლოა დღის პირველი ნახევარი პროფილაქტიკაში, თეგეტა მოტორსსა და მსგავს მაღაზიებში და ბოლოს კაფეში და ჭორაობაში გავატარე/თ :P რაღაც ლაითი თვეა затишье перед бурей :) აშკარად მერე კი ვიცი რომ დაიწყება საგიჟეთი და ვირგებ ამ თავისუფლებას ხო და მოკლედ დღის ბოლოა, ვზივარ და ვუსმენ ნაუშნიკებით hey Jude-ს და მეღიმება, ჩემი დაბადების დღე მახსენდება გონიოში, სულ რაღაც 8 დღის წინანდელი საღამო და ასე გაღიმებული გავალ აქედან საღამოს კიდევ ალბათ მეგობრებს ვნახავ და ა.შ. :) ხანდახან მაინც რა კაია.... რა? ისე :)

კიდევ ცოტა ally...

Image

მახსოვს... :)

Image
დიახ, ეს არის Ally Mcbeal, მთავარი გმირი ამავე სახელწოდების ამერიკული სერიალისა, რომელზეც სიოზულად "შემჯდარი" ვიყავი სიტყვა "სერიალი" ნუ დაგაფრთხობთ, это не то, что вы думаете :) მე ვუყურებდი ერთ-ერთ გერმანულ არხზე - VOX, შესაბამისად - გერმანულ ენაზე თარგმნილსა და გახმოვანებულს. რამდენიმე წლის წინ. რომელი წელი იყო არ მახსოვს ზუსტად... ალბათ 3-4 წლის წინ?! "ტონკი" იუმორით და რა ვიცი... კარგი რაღაცეებით იყო გაჯერებული და ყოველ სამშაბათს ღამე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, 2-ის წუთებზე სახლში ვჩნდებოდი, რომ მეყურებინა. ხომ არ ვცდები? ჩვენი დროით 01:15 იწყებოდა, თუ 02:15?!... ნუ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მე ცოტა გვიან ჩავერთე, სულ მგონი 5 სეზონი იყო და მე მეხუთეს მივუსწარი. შემსვეს, რა და ასე ვიჯექი სამშაბათობით ღამე გაღიმებული, სავარძელში, ხშირად - შოკოლადით ხელში, გვერდზე პულტით, წინ ტელევიზორით და მეორე გვერდზე ან ხელში ტელეფონით... რა თქმა უნდა სხვა ყველას ეძინა... კარგი პერიოდ/ებ/ი იყო... :) მენატრება... бывает...

:)

მოკლედ, დავბრუნდი, ნასიამოვნები, გაღიმებული და დადებითად დამუხტული, რაც იმედია დიდი ხანი გამყვება :) არაჩვეულებრივი 10 დღე იყო და ერთ - ერთი საუკეთესო დასვენება და შვებულება ბეეევრი სიცილითა და ხუმრობით, მხიარულებით. მეგონა პასიურად დავისვენებდი, ისე ვიყავი ყველანაირად გადაღლილი და გამოცლილი, მაგრამ.... სულ სადმე წასვლა მინდოდა, სახლში საღამოს არ ვჩერდებოდი, პირველვე დღეს ჩასული, დილის 7 საათზე გაღვიძებული ღამის 11 საათზე ატრაქციონების პარკში წავედი/თ :D სადაც მართალია ვიჯექი მხოლოდ.................................... სკამზე :D მაგრამ მაინც კარგი იყო :) ერთადერთი სადაც დაჯდომის სურვილი გამიჩნდა, ეშმაკის ბორბალი იყო და იქაც არავინ გამომყვა, სიმაღლის ეშინოდათ :Dმე კი 8 წლის წინ ჰამბურგში "გორკებ"ზე მიღებული შთაბეჭდილება დღემდე გამომყვა და აღარ მქონდა სურვილი მსგავს ატრაქციონებზე დაჯდომისა :) თან მაშინ პატარა ვიყავი მაინც :) კიიიდე გვქონდა ქართული სიმღერის ერთი საღამო გიტარის თანხლებით ჩვენს არაჩვეულებრივ აივანზე, ჩვენი ბავშვობა- ახალგაზრდობის თითქმის ყველა სიმღერის (არაქართული)

აი ვსო! გადავწყვიტე! :)

Image
მორჩა, გადაწყდა! ხვალიდან: მაგარი ცა! მაგარი მზე! მაგარი ზღვა! მაგარი განწყობა და მაგარი შვებულება! ყოველი წუთი უნდა შევირგო და ვისიამოვნო! :) და მერე დიიიდი ნათელი პოსტები, მხიარული პოსტები და ფოტოები! :) აბა, დროებით მეგობრებო და უცნობებო ;) :)

just

Image

ხედააავ მითვლიან წამეეებს :)

Image
.... და 11 დღით დაგემშვიდობებით, მეთორმეტე დღეს დავწერ რა კარგი იყო ზღვაზე :D იმედია :) ხო, მოკლედ არაფერი, რა საათებს ვითვლი :) არაფერსაც არ დავწერ ეხლა აი, ასე

Ну, вот и всё... :)

See the stone set in your eyes See the thorn twist in your side I wait for you Sleight of hand and twist of fate On a bed of nails she makes me wait And I wait without you With or without you With or without you Through the storm we reach the shore You give it all but I want more And Im waiting for you With or without you With or without you I cant live With or without you And you give yourself away And you give yourself away And you give And you give And you give yourself away My hands are tied My body bruised, shes got me with Nothing to win and Nothing left to lose And you give yourself away And you give yourself away And you give And you give And you give yourself away With or without you With or without you I cant live With or without you With or without you With or without you I cant live With or without you With or without you N.B. I can live with or without you.... :)

just

Отчаяние - какое странное чувство; и странно, что после этого выживают Франсуаза Саган

"хорошо иметь домик в деревне"

კარგია თბილისის ქაოსს და საოცარ ხმაურს, რომელსაც ვეღარც კი ვამჩნევთ, რომ მოწყდები თუნდაც ერთი დღე საკუთარი ხელით შეღებილი კედელი (მალიარი ხარ, გოგო?! :D) და დაკრეფილი თხილი. ხის სკამზე გემრიელად ჯდომა, თავქვეშ ხელებამოდებული, თავი თუნდაც ქვის მაგიდაზე, ფეხები გაშლილი და თვალები ცისკენ. ცა ისეთი, როგორიც თბილისში არ არის და ალბათ აღარასოდეს იქნება. და მთები?! ამშვიდებს მაგრა. მიყვარს მთების ყურება ასე... სიმშვიდე. უცებ რომ მიხვდები - საოცარი სიმშვიდეა და სიწყნარე, მარტო ჭრიჭინის ხმა ისმის, მართალია გაუთავებლად, დღისითაც, მაგრამ არ გაწუხებს, პირიქით. საჭმლის სულ სხვა გემო, როცა სასიამოვნოდ დაიღალე და მოგშივდა და ბოთლიდან დალეული - "ს გორლიშკა" - ოდნავ თბილი უგემრიელესი წითელი ღვინო. სადღაც იქვე ცხენი, რომელსაც გინდა ხელი გადაუსვა ზურგზე, მაგრამ გაფრთხილებენ, არ გინდა, ძალიან გიჟიაო... მტკვარი ახლოა.... მაგრამ არ გინდა, არაა, არ გინდა ის, რაც ერთ პოეტს უნდოდა. არ გინდა, იმიტომ რომ კარგად ხარ, თუნდაც ერთი დღე ძალიან კარგად ხარ და არ ფიქრობ არაფერზე. ძილი სავარძლის ბალიშზე - 70x35

поворот

სიზმარი დამთავრდა დაიწყო ახალი ვარიაციები თემაზე ცხოვრება გრძელდება დღეები მიჰყვება ერთმანეთს საათის გვიხდება ხშირად გასწორება. ავდგები წავიდეთ იქნება ისევე გველიან გვიცდიან ღამეებს ითვლიან იქნება ღიაა ისევე კარები იქნება სიჩუმეს ხმაურში გვიცვლიან. შორია ძნელია გზა აღარ მთავრდება სხივები ვარსკვლავებს უთმობენ ადგილებს შენ მარტო არა ხარ თითებზე შემეხე გვერდზე ჩემი სუნთქვა გზას გაგიადვილებს. ცისფერი ფურცელი ზედ თეთრი ლაქებით დისკოთი რომელიც ყველაფერს ანათებს მერე უხილევი ხელით დაქცეული მას შავი მელანი ღამედ გადააქცევს. თითქოს ფანტაზია არ აქვს ოპერატორს თენდება ღამდება ღამდება თენდება კადრები გარბიან ფონი კი ერთია და ბოლოს ამ ფონზე საათი ჩერდება...

ვარიაცია N... "მე თქვენი თმები დამაბრუნებენ"

- ც--, დამაბრუნებენ შენი მოკლე ქერა თმები? - :) - მიპასუხე, რა, დამაბრუნებენ შენი მოკლე ქერა თმები? - ............................ არ ვიცი, ---- ... იცოდა, სადღაც გულის სიღრმეში იცოდა რომ ვერ დააბრუნებდნენ, არ დააბრუნებდნენ... მაგრამ ვერ უთხრა, ასე ვერ ეტყოდა, ვერ ატკენდა გულს. მერე რა, რომ მანამდე ატკინეს, მერე რა, რომ თვითონ გამოცდილი ჰქონდა? არ უნდოდა სხვას ასე მოქცეოდა, არავის, არასოდეს. მერე რა, რომ არ უყვარდა და ამასაც გულის სიღრმეში ხვდებოდა - არ შეუყვარდებოდა, ვერ... მერე, რა... მაინც ვერ უშვებდა, არ ეთმობოდა ის სითბო, რომელსაც იღებდა და რომელსაც ასე მონატრებული იყო. მწყურვალი რომ დაეწაფები წყალს, ისე მოსდიოდა... ესეც დამთავრდა, რა თქმა უნდა :D მერე, რა... ეს ღიმილით ახსენდება, მაინც ღიმილით... :)

just

ისევ მომინდა წერა უნდა განვაახლო უკვე აქ....

Love actually...

Image

Creep

When you were here before, Couldn't look you in your eye You're just like an angel, Your skin makes me cry You float like a feather, In a beautiful world I wish I was special You're fucking special But I'm a creep, I'm a weirdo What the hell am I doing here? I don't belong here I don't care if it hurts, I wanna have control I want a perfect body, I want a perfect soul I want you to notice, When I'm not around You're so fucking special, I wish I was special But I'm a creep, I'm a weirdo What the hell am I doing here? I don't belong here Oh...Oh...She's running out again... She's running She's, run, run, run Run.... Whatever makes you happy, Whatever you want You're so fucking special, I wish I was special But I'm a creep, I'm a weirdo What the hell am I doing here? I don't belong here I don't belong here...

mmmmmmm

დავბრუნდი? რა ვიცი, რა ვიცი.... რამდენი დრო გასულა თურმე და შეიცვალა რაღაცეები. საბოლოო ჯამში თითქოს იგივე დარჩა ყველაფერი, მაგრამ მაინც რამდენი რაღაც მოხდა აუ, დროოო მაგიჟებს, რა ეს მოვლენა :D გახსოვართ? :)

p.s.

Image
ისე. განწყობისთვის. დაგიტოვებთ. ლამაზია. განწყობაა. Tschüss

Fi-n ;) :D :)

Image
ეს იქნება ალბათ ბოლო პოსტი და დიდი ხანი ვეღარაფერს დავწერ ხვალ კარგი დღეა. ორი კარგი მოვლენა. ორი სასიხარულო მოვლენა. მიხარია :) და ხვალ მთელი დღე გასული ვიქნები და აი ზეგ კი... ზეგ ალბათ წაიღებენ კომპს... ასე რომ... დროებით გემშვიდობებით მაგრამ მე დავბრუნდები! :) და ნუ დაივიწყებთ, რომ არსებობს ეს ბლოგი! კარგით? :) я дам о себе знать! дам знак, когда вернусь! :) სენტიმენტალური პოსტი არ გეგონოთ ეს ოღონდ, რა! უბრალოდ ფაქტები, ფაქტები, ჯიუტი და ხანდახან არასასიამოვნო, ვისთვის როგორ. მოკლედ, დროებით!

С днем сурка!

Image
მიყვარს ეს ფილმი! და ეს დღე და დღეს არ იქნება ”სადენსურკე” დღე, ზუსტად ვიცი :)

- . - . - . - . - . - ........................

...и ты встречаешь рассвет за игрой в дурака... ამაზე ბევრი უნდა დავწერო. რაღაცეები უნდა დავწერო. დავხატო. აღვწერო. გადმოვცე. თვალები დავხუჭო. დავინახო და დავწერო. ოღონდ მერე. ცოტა მერე. ახლა არ მცალია...

ნუ... ვერ...

ვერ ვმეცადინეოოოობ! ვეეეერ! რა ვქნა?! ვერ ჩავუჯექი! და წიგნებიც... ფუ ამისი... სად ვიშოვო?! :( არ გამომატანეს... :( არა და დროოო?! კაროჩე, რა.... надо федя, надо!!!

как ежик в тумане :)

Image
სანამ დასაძინებლად წავიდოდე, მინდა დავწერო, ვთქვა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, კიდევ ერთხელ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები! ძა ლი ან! :) და კიდევ, მიყვარს, მშვიდად რომ ვარ, რაღაც, რაც მანერვიულებდა позади რომ მაქვს უკვე, იმიტომ რომ გადავჭერი და დავისვენე. თან კმაყოფილი რომ ვარ საკუთარი თავით. :) და მიყვარს ასე მშვიდად, ოპტიმისტურად, რეალისტურ-ოპტიმისტურად განწყობილი რომ ვუყურებ ცხოვრებას, მოვლენებს და და ”სიცილის ხალისი” რომ მაქვს (რა სიტყვათშეთანხმებააა?! :D ) და საინტერესოდ გატარებული საღამოები მიყვარს :) და ასე მგონია... არ ვიცი რა მგონია :) რაღაცნაირი განწყობა მაქვს, სიტყვით ვერ გადმოვცემ. აი, ისეთი, ბუნდოვანი, თითქოს რაღაც ბურუსში ხარ გახვეული, სასიამოვნო ბურუსში, არ არის ისეთი სქელი რომ ვერ ხედავდე, ყველაფეს ხედავ. და იცი რაღაცეები თითქოს, წინასწარ იცი, და თან სახელებს ვერ არქმევ და არ იცი რა რა არის და რა იქნება, მაგრამ მშვიდად ხარ და არ ღელავ, როგორ ვთქვა... თითქოს იცი რომ ყველაფერი, რა თქმა უნდა კარგად იქნება, ზედმეტი აღელვების გარეშე, იცი რომ რაღაც უნდა იყოს, და ეს რაღაც შ

უბრალოდ ბოლო პოსტი ამ დროისათვის

Image
ისე, უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და ტექსტიც ძალიან მომწონს და სურათი, ანუ ფოტო რაღაცნაირად განწყობაში ჩაჯდა ამ სიმღერის, ნუ ჩემთვის - ჩაჯდა ისე, უბრალოდ არის რაღაცეები, რაც ალბათ ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად გეყვარება ადამიანს. ეს სიმღერა, მაგალითად. ხოდა აჰა, ვდებ, რა :) ისე, უბრალოდ И то что было на бело откроется потом Мой рок-н-ролл это не цель и даже не средство. Не новое, а заново один и об одном Дорога в мой дом и для любви это не место. Прольются все слова как дождь И там где ты меня не ждёшь. Ночные ветры принесут тебе прохладу. На наших лицах без ответа Лишь только отблески рассвета Того где ты меня не ждёшь. А дальше это главное похоже на тебя В долгом пути я заплету в волосы ленты. И не способный на покой я знак подам тебе рукой Прощаясь с тобой, как будто с легендой. Прольются все слова как дождь И там где ты меня не ждёшь. Ночные ветры принесут тебе прохладу. На наших лицах без ответа Лишь только отблески рассвета Того где ты меня не ждёшь.

ბოლოს წინა პოსტი ამ დროისათვის :D

მალე ალბათ აღარ მექნება comp და შესაბამისად აღარც ინტერნეტი და შესაბამისად აქაც ვეღარ დავწერ ასეთი სიხშირით... მერე იმედია ისევ მექნება :) და კიდევ იმედია და კიდევ იმედია.... და კიდევ (ამეკვიატა მგონი ეს ფრაზა, 2 დღეა, არა 3! ) - надежда умерает последней! сказала вера и пристрелила любовь :D მოკლედ, თავის დროზე ერთ მეგობარს რომ არ ეთქვა ეს ფრაზა (საიდან იცის, არ ვიცი), რა მეშველებოდა პირდაპირ არ ვიცი, რა :D სიახლეებს ველოდები. რაც მთავარია გადაწყვეტილება მივიღე, და ხვალ მოვახსენებ მონათმფლობელური წყობილების უკანასკნელ მოჰიკანს, ტელეფონით, ან უკეთესია - გაფუჭებული ტელეფონით.... და მერე კიდევ უფრო კარგად ვიქნები და დაველოდები რამეს, ისე, რომ არც კი ვიფიქრებ რომ ველოდები (ახალ სამსერს :) )

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Image
”ფანჯარა. ნახატი ნახატზე მთვარეა მთვარეზე კატაა მაღალი ფეხებით თვალი გამიშტერდა აზრი გამიჩერდა გაჩერდით! ჩემს ფიქრებს ხელით ნუ ეხებით! ოთახი. საწოლი. მაგიდა. სურათი. ფოტოზე სახეა ნაცნობი თვალებით ტყუილად მიყურებთ არა გაქვთ უფლება მკაცრი ვარ იცოდეთ არ შემებრალებით. კარადა. კარები. კარებზე სარკეა იქ სხვა სამყაროა რატომ გეცინებათ?! ფოტოდან გადმოვა კატასაც წაიყვანს იქ შევა როდესაც თქვენ ღრმად გეძინებათ...”

stairway to heaven. just

Image

Цой...

Image
ძალიან მომწონს, თუ - ”მიყვარს” - не громко сказано, მაშინ მიყვარს :) მოუსმინეთ ან მოისმინეთ :)

Cпокойствие, только спокойствие!

Image
спокойно Иполит, спокойно! :D აი, ასე ვაკეთებ ახლა :D ეხლა ერთს გულიანად შევიგინები და მერე ალბათ დავიძინებ. ძალიან კარგად რომ ხარ მაშინ უნდა მოგიშალოს ვიღაცამ ან რაღაცამ ნერვები აუცილებლად, რა. ან იქნებ მე ვარ ემოციური და მე ვუყურებ ამ საკითხს ასე და სინამდვილეში არაფერია სანერვიულო? არა, სანერვიულო არაფერია, მაგრამ ვერ ვიტან ს...ულად რომ იქცევიან, რა. და საერთოდ მოქცევა და ურთიერთობა რომ არ შეუძლიათ ადამიანურად. მედიტაციას ხომ არ მივყო ხელი?! :) და გამოვამჟღავნო ჩემი ნიჭი სიმშვიდისა და დაკიდებებისა? :) არა, ნუ ღირს ამ ცხოვრებაში სამსახური და მსგავსი რაღაცეები ნერვების აშლად? არა! უხ, Radiohead-ს ვუსმენ ახლა. Street Spirit-ს. ძალიან მიყვარს! უძალიანესად. მართლა! და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამათი მოსმენით, ანუ ამ ჯგუფის შემოქმედების სმენით გრც

...

ეს ზამთარი არ არის. ეს არის გაზაფხული. ვერ ვიტყვი, რომ გაზაფხული მიყვარს. არ მიყვარს პრონციპში. არ მიყვარს რაღაცნაირად რომ თბილა. რბილად რომ თბილა... არც შემოდგომა მიყვარს. ეტყობა მაქსიმალისტი ვარ. ზაფხული და ზამთარი! ! ! :) მაგრამ ისე, მაინც ”გამისწორდა” ეს ამინდი :) ხანდახან რამდენ რაღაცას ასწრებ, არა ადამიანი? მონდომების ამბავია . და განწყობის. და მიუხედავად იმისა რომ ადრე არ გავიღვიძე (ეს კი მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, რაღაცეები მქონდა მოსასწრები), წყნარად მოვასწარი ყველაფერი. ავედი. მივიტანე. ცოტა ხანი ვიჯექი. ჩამოვედი. შევხვდი. გადავეცი. წამიყვანა (ბარემ). ავედი. შევედი. ვიჯექი. ვიჯექი. ვიჯექი. ვიეჯექი...... მერე შევედი. ვილაპარაკე. დაბალი ხმით. მშვიდად. მივხვდი რომ აშკარად კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და მესიამოვნა. წამოვედი. ვიყიდე. გავაჩერე. ჩავჯექი. წავედი. გადავიხადე. მიმასწავლეს. შევედი. ავედი. გამოვართვი. წამოვედი. მოვედი. ველოდები. ვწერ. მოვა. იქნება. წავა. წავალ. და ალბათ დავლევ დღეეეეეს :) გამახსენდა უცებ :) კარგი ღვინო აქვათ ხოლმე იქ ;) ნუ, გააჩნია, ისე რა ხალხი შეიყრ

... :)

Image
კარგად დაიწყო დღე. მართალია გამაღვიძეს.... მივხვდი რომ საქმიანი ზარი იყო, ჩავახველე, ავიღე მობილური, ვითომ მეღვიძა :D ვილაპარაკე და 5 წუთში უკვე ჩართულ კომპთან ვიჯექი და საქმიან წერილს ვგზავნიდი. მერე რა? :) მერე გასასვლელი ვიყავი, და კინაღამ დავაგვიანე, იმდენი ხანი ველაპარაკებოდ-ვემშვიდობებოდი ჩეთში მეგობარს, და ძაააააააალიან ბევრი ვიცინე(თ) :D დილიდან რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი, სიცილის, მაიმუნობის, ცანცარის, მხიარულების და ამ საუბრის მერე კიდევ უფრო გამხიარულებული გავედი სახლიდან საქმეს სულ ნახევარი საათი დასჭირდა. მერე - მეგობართან, რომელთან სტუმრობაც ძალიან მიყვარს. და დღისით მასთან მისვლას ხომ კიდევ უფრო მეტი და სხვანაირი ხიბლი აქვს :) ვისაუზმეთ, ვუსმინეთ კლასიკას, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ვისადილეთ :) და წავედით სადღესასწაულო ლოცვაზე (გილოცავთ ”ნინოობას”) :) კარგი იყო ყველაფერი.... მმმ და ისა კიდე... არაფერი :) მერე ამოჩემებული კაფე, სადაც завсегдатые ვართ, + - რამდენიმე მეგობარი, მერე სეირნობა ფეხით და ბოლოს მოვედი სახლში და ელვის სისწრაფით გავანადგურე 1,5 შეკვრა MELLER მმმ (ეს სხ

მმმმმმმმმმ...... :)

Image
მიყვარს გვირილები! ძააალიიიააან ბევრი და ლამაზი :)

მიყვარს

Image
მზე მიყვარს! ძალიან პერიოდულად ვაცნობიერებ ამას და ვხვდები რომ მზის ენერგიაზე ვმუშაობ :D ასეთი ამინდი მიყვარს, დღეს რომ იყო და ასეთი დღეები праздный და სასიამოვნო ჩემი მეგობრები მიყვარს ძააალიიიაააან! ყველა ზოგიერთი - განსაკუთრებით ძალიან :) უძალიანესად :) მათთან ერთად ყოფნა მიყვარს :P მიყვარს სიცილი აი , არ ვიცი როგორ მიყვარს :) გულიანად სიცილი მეგობრებმა კი იციან როგორც მიყვარს :) სეირნობა მიყვარს ბოდიალი ღიმილი :) მიყვარს ჩემი დანახვა რომ უხარიათ მიყვარს რომ ვჭირდები და სიამოვნებთ ჩემთან ყოფნა მიყვარს ღიმილი მათ სახეზე ყველა ახლობელის სახეზე სიმშვიდე მიყვარს ხანდახან- თავის გაგიჟება :D სხვადასხვაგან და სხვადასხვანაირად აი, ეს მდგომარეობა მიყვარს, შიგნით რაღაც რომ გიღიტინებს და იღიმები ხანდახან - ეშმაკურად :) რამდენი რამე მიყვარს და რამდენი ვინმე ცხოვრება? მიყვარს აშკარად! ოღონდ ხანდახან მავიწყდება ეს! და რომ ვხვდები - ორმაგად მაგარი გრძნობა ჩნდება :) და - მრავალფეროვნება მიყვარს :) თუნდაც ელემენტარული, მაგრამ მაინც, გადახალისება ეს თემა ვატყობ, ამით არ ამოიწურება :)

ფართოდ დახუჭული თვალები

Image
”Иногда, чтобы увидеть главное, достаточно всего лишь широко открыть глаза. А чтобы открыть что-нибудь обсолютно новое, достаточно быть открытым для него. Ведь это так просто.” просто? ადვილია ვითომ? არ ვიცი. საერთოდ, ალბათ ასეა, მართალია, სწორია, მაგრამ რამდენად ადვილია... ასე მგონია მართლა ”ფართოდ დახუჭული თვალებით” ვცხოვრობთ და вращаемся в замкнутом кругу.... კიდე რომ მინდა რაღაცეების დაწერა და ვერ ვწერ?! :( წავალ და გავაგრძელებ ვირტუალურ საუბარს მეგობართან...

ისე.... :)

”Впервые в жизни я открыл для себя счастье моногамии. Приглашаю разделить его со мной.” оригинаьное предложение, не так ли?! :) პრაგმატულია, და თან დევს ყველაფერი ზუსტად. ჩემი საყვარელი წიგნიდან არის.... ეს წიგნი არ არის ინტერნეტში, ასე რომ არც ლინკს ვუთითებ და არც სათაურს :)

Почему не падает небо

Image
Он слышал ее имя - он ждал повторенья; Он бросил в огонь все, чего было не жаль. Он смотрел на следы ее, жаждал воды ее, Шел далеко в свете звезды ее; В пальцах его снег превращался в сталь. И он встал у реки, чтобы напиться молчанья; Смыть с себя все, и снова остаться живым. Чтобы голос найти ее, в сумрак войти ее, Странником стать в долгом пути ее; В пальцах его вода превращалась в дым. И когда его день кончился молча и странно, И кони его впервые остались легки, То пламя свечей ее, кольца ключей ее, Нежный, как ночь, мрамор плечей ее, Молча легли в камень его руки. უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ, ალბათ ასე 4-5 წლის წინ ჩამოსული იყო Борис Гребенщиков. კონცერტი ჩატარდა გრიბოედოვის თეატრში. იქ მოვისმინე პირველად, ეს. სახელი სიმღერის მაშინ არ ვიცოდი. და ჩემთვის დავარქვი он и она :) ახლა ვიცი რაც ჰქვია. ხოოო, და მოკლედ თუ გინდათ მოსმენა, ”დაკლიკეთ” სათაურზე და მერე გახსენით მეცხრე სიმღერა (09). ნუ, ერთ-ერთი ვარიანტია, რა, შესრულების :) სულ ეს იყო რაც ამაზე მინდოდა

დიალოგი

- Ты не думала стать писательницей? - Я подумаю об этом....

Zihuatanejo....

Image
მინდა აქ მინდა აქ პატარა სასტუმრო მინდა აქ პატარა სასტუმრო მქონდეს მაგრამ ჩემთვის არავის დაუტოვებია დიდ მინდორზე ერთ ხესთან დიდი ქვის ძირში ჩაფლული ყუთი... და არც.... მოკლედ, ეს ოცნება ცხადია ოცნებად დარჩება :) но: Wünsche sind nur gut solange man sie noch vor sich hat :) შეხედე ყველაფერს დადებითი მხრიდან. ყოველ შემთხვევაში ეცადე. ნუ, ფილმს მაინც ვუყურებ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დიდი სიამოვნებით. ამ ფილმს...

Десять вещей... которые не в состоянии понять мужчина...

Image
1. Маленькие сумочки Зачем нужна сумка, в которой не умещается даже кошелек? И что в ней вообще умещается? Блеск для губ и пачка бумажных платков? А если меня (его. твоего мужчины) не будет рядом, откуда ты достанешь зонт в случае дождя, огнетушитель в случае пожара и лыжи в случае внезапного снегопада? Уж лучше совсем без сумки, чем с такой! 2. Опасные вопросы Зачем задавать вопросы, на которые ты на самом деле не хочешь получить ответ? И какой ответ ты рассчитываешь услышать, спрашивая, нравится ли ему твоя подружка? "Это чучело?" А может быть: "Да, она супер, секси, настоящая звезда!" В первом случае ты обвинишь его в черствости и женоненавистничестве. Во втором - вообще перестанешь разговаривать. И с подружкой тоже. 3. Джинсы, джинсы, джинсы... Зачем тебе 100 пар джинсов, если у тебя только одна попа? К тому же все эти 100 пар абсолютно одинаковые. Логика где? 4. Салат и вода без газа Почему ты говоришь, что не голодна, и заказываешь только салат и стакан воды б

უბრალოდ. ისევ გავიღიმე :)

Image
აი. ეს არის განწყობა, რა. ისე მიდის და მოდის, ისე იცვლება.... დღეს კარგი ამინდი იყო. დღისით შევიგრძენი. ვიყავი საქმეზე, რომელზეც წასვლა მეზარებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში კარგ ხასიათზე დაბვრუნდი უკან. ხალხი, ნაცნობები, ძველი. საქმე. მსჯელობა. გაზიარება. გეგმები. ამჯერად ნერვების მოშლის გარეშე დამთავრა. +შოკოლადი საჩუქრად, ...ქვეყნიდან ჩამოტანილი ... სოციოთერაპია :) დასვენება კარგია, მაგრამ საქმეც კარგია... შორს წამოყვანს ახლა ამაზე ლაპარაკი. ახლა არ მინდა მერე? სადილი.ერთი ჭიქა გემრიელი ღვინო მერე მეგოვბართან. მოკლე, მაგრამ სასიამოვნო ვიზიტი. და ისევ ”შედიხარ ფორმაში” უცებ. ისევ ხუმრობ შენებურად. იცინი. და მერე გახსენდება - Но если есть в кармане пачка сигарет, Значит все не так уж плохо на сегодняшний день.... მერე ისევ მეგობრებს ეკონტაქტები. უკვე ვირტუალურად. კიდევ უფრო დამშვიდებული. და ხვდები რომ ამ ცხოვრებაში არაფერი ღირს ნერვების მოშლად. მით უმეტეს, როცა არ იცი რაზე გაქვს ნერვები მოშლილი :) ისევ გახსენდება რომ ბევრი წვრილმანია, რომელიც გახალისებს. ბევრი სასიამოვნო, თითქოს უმნიშვნელო

Когда женщины на грани нервного срыва

Image
да, я на грани ოღონდ აზრზე არ ვარ რატომ ასე, ნელ-ნელა მივედი და რაღაცეები ხდება შიგნით ის პერიოდიც დიდი ხანია აღარ მქონია, არანორმალურად კარგ ხასიათზე რომ ვიყავი ხოლმე უმიზეზოდ და თან ყველაფერში რომ შემეძლო მენახა ამის მიზეზი.... და საერთოდ, მინდა ვინმემ გააღოს რკინის კარი და დაიყვიროს მაგრად! დამიყვიროს. შემაჯანჯღაროს. გამომაფხიზლოს. მითხრას რა ხდება. რომ ასე არ შეიძლება. გამახსენოს რომ მე ასეთი არ ვიყავი. რომ მე სხვანაირი ვარ. მკითხოს სად გაქრა ის ხალისი. და დამანახოს რომ არ გამქრალა, რომ სადღაც მიმალული მაქვს. restore გაუკეთოს ჩემს ძველ ”-”ს. რას, არ ვიცი. რაც მომწონდა. რაც კარგია. იქ შემიყვანოს სადაც სიცილი შემიძლია. სადაც ისევ გულით ვიცინებ. სადაც ხალისი დამიბრუნდება. და ეს უსახელო მარაზმი გაქრება. ან იქნებ დრო მოვიდა უბრალოდ გადაფასების? ყველაფრის გადაფასების ცხოვრებაში. იქნებ დრომ მოვიდა მიხვედრის რომ სხვა რაღაც უნდა ვაკეთოთ უკვე. ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა и это пройдет......

მეტამორფოზა

არა, რა სიგიჟეა ახლა ეს? ოთხის ნახევარი ხდება. აღარ ვაპირებდი აქ შემოსვლას. და საერთოდ, დავწერე წეღან და მერე ვიფიქრე დავწვებიმეთქი, მაგრამ მივხვდი რომ არ მეძინებოდა და შევბოდიალდი სხვაგან. იქაც დავწერე. მერე იქიდან კიდევ სხვაგან გადავედი, იქიდან კიდევ სხვაგან და ა.შ. და ერთი-ორგან კიდევ დავწერე... გავაფრინე მგონი და საერთოდ, ასე თუ გაგრძელდა, ვინმე დაწერს კიდევ ერთ ”მეტამორფოზა”ს. და იქ იქნება აღწერილი როგორ გადაიქცა ახალგაზრდა ქალი (? ასეა, მგონი, ამ შემთხვევაში :) ) ღამის არსებად. ღამურად მეთქი ვერ დავწერ, ვერ ვიტან... ან მე თვითონ დავწერ მოთხრობას в стиле "Аксолотль” ... ;) წერა შველის. ათავისუფლებს. ამსუბუქებს. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბევრი რაღაცისთვის და მიხარია რომ აღმოვაჩინე.... ახლა კი მართლა უნდა დავიძინო. არ შეიძლება საკუთარი დროისა და რესურსების ასე ბოროტად გამოყენება. ბევრი ძილი მინდა. ბეეევრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი (პერსპექტივაში რომ პატარავდებოდეს ეს ასო ”ი” კარგი იქნებოდა :D )

დრო................

Image
ხვალ ისევ გათენდება. უკვე დღეს. რამდენიმე საათში გათენდება. მერე რა? მერე ისევ დაღამდება. ისიც რამდენიმე საათში. რამდენიმეა, აბა, რა.... გგონია რამეა ეს 12-13 საათი? ხო, შედარებითია ყველაფერი.... поворот გამახსენდა. ფილმი. ბოლოს ასე ელვის სისწრაფით იცვლება კადრები. ცა ჩანს. ჰორიზონტი. და დილა. შუადღე. საღამო. ღამე. სწრაფად ცვლის კადრები ერთმანეთს... ”...თენდება, ღამდება, ღამდება, თენდება, დღეები მირბიან ფონი კი ერთია და ბოლოს ამ ფონზე საათი ჩერდება....” ეს ”ბოლოს” არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ ხომ იქნება.... გაჩერდება. ჯერ კი დნება.... და დარბიხარ. სუნთქავ. აკეთებ. აფუჭებ. ნერვიულობ. იცინი. გულით. ისე. გიხარია. აღარ გიხარია. გტკივა. ძალიან. ცოტა. აღარ გტკივა. ისევ დარბიხარ. მიდიხარ. ლაპარაკობ. რისთვის? ხანდახან სავსე ხარ. ისე, რომ არ იცი სად წაიღო ენერგია, ვის გაუღიმო, ვის დაახარჯო ამდენი დადებითი მუხტი და რას. ისე, უმიზეზოდ ხარ შეიძლება. ხანდახან ცარიელი. folder empty. ეძებ. რას? ისე ეძებ, თვითონვე ვერ ხვდები. უნდა მოასწრო. რა? უნდა მოასწრო. რამე. რამე მაინც. მერე მიხვდები რა უაზროა