"მთვრალი არა ვარ, ეგოისტი ვარ მე!" :))))) ვგიჯდები ამ ფილმზე და კიდევ წითელ ღვინოზე. თუ შავზე? რა ვიცი, რაც ჰქვია, რა. ამ წუთას არ აქვს ამას ჩემთვის გადამწყვეტი და პრინციპული მნიშვნელობა და მივხვდი, წითელ ღვინოს რომ ვსვამ, ბოლო დროს, მერე ვიწყებ სიმღერას - "შავ ღვინოში ალუბლები ბანაობეეეეეეეეეენ" და ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები. პრინციპში წითელი ღვინის გარეშეც აჩემებული მაქვს ეს სიმღერა ბოლო დღეებია და თან, ასევე პრინციპში თითქმის ყოველ საღამოს ვახერხებ დავლიო ცოტა, ან საჭიროზე/საკმარისზე მეტი, მიუხედავად მამაჩემის პროტესტისა. აბა რა ეგონა, ასეთი ფანტასტიური ღვინო რომ მოჰქონდა?! დიახაც, მე მომიტანა, იმიტომ რომ სპეციალურად მე მიგზავნიან ხოლმე ასეთ წითელ ღვინოებს. მართალია გუშინ გამაფრთხილა, ეს მართლა ცოტა უნდა დალიო, თოფივით არისო, მაგრამ თოფთან ერთად უგემრიელესია და შავ ღვინოში ალუბლები ბანაობეეეეეეეეეეენ...... ვსო, ახლა მინდა სასწრაფოდ სადმე გარეთ, ან ბუნებაში და ან ვერანდაზე და ნუ ჯანდაბას, ნუ იქნება გიტარა და სიმღერა, კარგი განწყობა ყველა ვარიანტში იქნება ზაფხულია...
Comments
ვ ჩომ ძელო
გახუნდებოდა, აბა რას იზამდა, მერე რა
გაზაფხულზე ისევ შეფერადდება ხასხასა ფერებად, მააშ.
ნუ გაქ ეხლა შენ Hoch-ები და Tief-ები, იცი შენ, რასაც ვგულისხმობ.
ჰარც
კაი აბა, მივხედე საქმეს
ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ გახუნებულა და ამინდს და ზამთარს და ა.შ. აღარ ემორჩილება :) კაია, ხო?! :) და აღარ მივცემ უფლებას გაTiefების :D
სხვა რამეზე მქონდა ლაპარაკი, გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, პირველ ორ დღეს... და იმაზე რომ გახუნებული მეჩვენებოდა ეს ყველაფერი უკვე. ძველი დრო გამახსენდა, იგივე ფონი, იგივე ადგილი, ხალხი ფაქტიურად იგივე და სხვა სახელები. და - იდეა, რომელიც მაშინ იყო და ეხლა აღარ არის. და მომეჩვენა გახუნებული ეს ყველაფერი წლების მანძილზე...
აღარ მინდა მოკლედ ამაზე...