მშვენიერია, დილიდან ხელოსნების გარემოცვაში, შემდეგ ქავთარაძის და შემდეგ ჩვეულებრივ ბაზრობაზე რომ აღმოჩნდები კარგი, ხელოსნების და მჟონავი მილის ამბავი ახალ სახლში მალე მოგვარდა და გადაბარდა საჭირო პირს მერე "ქავთარაძის ბაზრობა"ზე აღმოვჩნდი საშხაპე მილით/შლანგით (თუ რა ქვია) ხელში, რომელიც წყალს ასხამდა. ახალი უნდა მეყიდა. აქაც ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერი. ჭაღარა გამყიდველი ხელმარჯვე ოსტატიც აღმოჩნდა და თან პატიოსანი. სანამ "შემომასაღებდა" რამეს, მკითხა, რა სჭირდა შხაპს, შლანგი გამომართვა, შეამოწმა და დაადგინა, რომ არსაიდანაც არ ასხამს. მერე სავარაუდო მიზეზიც მითხრა, პატარა რეზინებიც ჩამიდო პარკში და ასე გაღიმებული გამომიშვა უკან. ეს - კარგი. მერე დავიწყე შრომის წიგნაკზე ზრუნვა. ჩემდა გასაკვირად ერთ პატარა საკანცელარიო მაღაზიაში აღმოაჩნდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახალი ვერსია. რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე შევიძინე ბაზრობაზე. ახლა კი ძველს ვეძებდი, რომელიც მაშინ ფულის უქონლობის და მისი შედარებით სიძვირის გამო ვერ შევიძინე. და რად მინდა ორივე? არ ვიცი. მგონია რო...
Comments
ვ ჩომ ძელო
გახუნდებოდა, აბა რას იზამდა, მერე რა
გაზაფხულზე ისევ შეფერადდება ხასხასა ფერებად, მააშ.
ნუ გაქ ეხლა შენ Hoch-ები და Tief-ები, იცი შენ, რასაც ვგულისხმობ.
ჰარც
კაი აბა, მივხედე საქმეს
ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ გახუნებულა და ამინდს და ზამთარს და ა.შ. აღარ ემორჩილება :) კაია, ხო?! :) და აღარ მივცემ უფლებას გაTiefების :D
სხვა რამეზე მქონდა ლაპარაკი, გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, პირველ ორ დღეს... და იმაზე რომ გახუნებული მეჩვენებოდა ეს ყველაფერი უკვე. ძველი დრო გამახსენდა, იგივე ფონი, იგივე ადგილი, ხალხი ფაქტიურად იგივე და სხვა სახელები. და - იდეა, რომელიც მაშინ იყო და ეხლა აღარ არის. და მომეჩვენა გახუნებული ეს ყველაფერი წლების მანძილზე...
აღარ მინდა მოკლედ ამაზე...