Posts

Showing posts from November, 2019

ფიქრნი ვაპიანოდან სტარბაქსამდე, ანუ ღვინიდან ყავამდე.

Image
შესავალი, ანუ ბლოგის მაინსპირერებელი საკუთარივე პოსტი: მარტო კაცი სულაც არ არის ჭამაში ცოდო. ყოველ შემთხვევაში, მე სულ მიყვარდა მარტო ჭამა. და რომც არ მყვარებოდა, ბაქოში ჩამოსვლის მერე  შევიყვარებდი, რათა არ მომეწყინა. სპაგეტი ბოლონეზეზე მეფიქრება 3 დღეა. არ ვიცი, რატომ ამოვიჩემე, მაგრამ ორგანიზმი მთხოვდა ამ გემოების კომბინაციას და რადგან ფარში და ხორცის მანქანა არ მქონდა , მოვიცალე და იტალიური სამზარეულოს გერმანულ ქსელს ვეწვიე ბაქოში. რაღაცნაირი, ფილმური სიტუაციაა va piano -ში. არ ვიცი, განათებამ გამოიწვია, უფრო სწორად დაბნელებამ (მოსაღამოვებულა ამასობაში), საღამოსკენ ხალხის მატებამ და ამით გამოწვეულმა რაღაცნაირმა მყუდრო ფონურმა ხმებმა/ხმაურმა, რომელიც ასეთი ობიექტებისთვის არის დამახასიათებელი, მუსიკამ, რომელიც თითქოს რაღაც ვიდეოს გმირად გაგრძნობინებს თავს, თუ მაინც უბრალოდ იტალიურმა წითელმა ღვინომ... ან იქნებ, ყველაფერმა ერთად? ან იქნებ იმის ბრალია, როგორც იქნა სამუშაო კვირის ბოლო რომ დადგა, საქმე და საჩქარო არაფერი მაქვს და თავს უფლებას ვაძლევ, გარეთ ვივახშმო და ღვინო

როცა ორშაბათი იწყება სამშაბათს

Image
ამონარიდი ჩათიდან, უშუალოდ წერის დაწყებამდე:  - კაი გოგო ხარ - ახლა ვეცდები, რამე დავწერო და უფრო კარგი გოგო ვიქნები :) - მიდი. მინიმუ, 3 გვერდი, ისე არ წამოხვიდე მაქედან!  ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც შენი სულ სჯერათ, ხანდახან იმაზე მეტად, ვიდრე შენ თვითონ საკუთარი თავის. სჯერათ, ანუ შენ ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან და ამას როცა გამოხატავენ, ორმაგად გემატება ძალა. ასეთი მეგობრების ყოლა ბედნიერებაა.  დღეს ვფიქრობდი დილით, მე რომ თბილისში ვყოფილიყავი და რომელიმე ახლო მეგობარი სხვა ქვეყანაში გადასახლებულიყო, რა რეაქცია მექნებოდა მეთქი. ხოდა მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ სახლში ვიქნებოდი, სხვებიც დამრჩებოდნენ, სხვა ბევრი მეგობარიც. დიდ ასაკში ეს მგონი უფრო რთულია. გგონიათ, არავინ წასულა? რამდენიმე მეგობარი უკანმოუხედავად არის გადასახლებული. და არ გეგონოთ, არ განვიცადე მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ადრეულ ასაკში მოხდა ეს. განვიცადე, ცხადია. ძალიან. მერე ბევრი მოვლენა მოხდა კიდევ ცხოვრებაში, ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა თავის