Posts

Showing posts from 2012

კიდევ ერთხელ სუპერ მარიოს შესახებ

სუპერ მარიო გაფერმკრთალდა. ბრძოლების შედეგად. ბევრი ბრძოლის შედეგად გაფერმკრთალდა. კი, დიდი ნაწილი საკუთარ თავთან ბრძოლა იყო შეიძლება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იმარჯვებს, მაგრამ ჭრილობებს ხომ იღებს ბრძოლებში? ხოდა ამაშია საქმე. ამიტომაც ფერმკრთალდება. არა და სულით პაციფისტია სუპერ მარიო. და კატა ლეოპოლდის მსოფლმხედველობას იზიარებს: "Ребята, давайте жить дружно!" მაგრამ რად გინდა... კიდევ, ლენონისას: All ... is saying is give peace a chance. მაგრამ, რად გინდა... ამ თამაშში სხვანაირად არ მოსულა, როგორც ჩანს. იზრდება პერიოდულად, იღებს ახალ ძალებს, ისევ მკვეთრი ფერი ეძლევა და ისევ ძველებურად განაგრძობს თამაშს. ხანდახან უცნაური საუნდტრეკი აქვს, ატიპიური, t.a.T.u-სეული: Я продолжаю простые движения. ხოდა განაგრძობს. მერე ისევ ფერმკრთალდება. მერე ისევ ძლიერდება. გრენდაიზერ, გაძლიერდი!.. ხო, რა მოხდა? დიახაც, ჰგავს აბსურდის თეატრს ეს თამაში. ახლა მიხვდით? რამდენჯერ უნდა მოიყოლოს ხელი ამ კარებში? ხან ნელა, დიიდი ხანი და მძიმედ იხურება კარი, ხან – მოულოდნელად და ძლიერ