Posts

Showing posts from December, 2009

Прощай Берлин

რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ამ დროს მკითხეს, რა გინდა ახლა ყველაზე ძალიანო (ზოგადად არა, კონკრეტულად იმ დროს იგულისხმებოდა). ვერ გავეცი პასუხი. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ძილი მინდოდა, ხოდა წავედი და დავიძინე. აი, ახლა ვიცი, რა მინდა ყველაზე ძალიან, ამ წუთს. ხომ არის, რომ ხანდახან რაღაც თითქმის ტკივილამდე გინდა, ფიზიკურად გრძნობ, ისე. აი ასე მინდა ახლა იმ ქალაქში, რომელზეც ყოველთვის ვამბობდი, მაინცდამაინც არ მომეწონა მეთქი. ბერლინში. მართლა არ გადავრეულვარ. შეიძლება ეს იმ დაძაბული რეჟიმის, სტრესის და ნერვიულობის ბრალი იყო, ზოგადად სიტუაციის. არ ვიცი. კი, რა თქმა უნდა აღვიქვი მისი სილამაზეც, ისიც, რაც საინტერესო იყო და ყველაფერი, რაც იმ ძალიან მცირე თავისუფალ დროში შეიძლებოდა აღმექვა. ალბათ ამ დროის სიმცირის ბრალიც იყო ყველაფერთან ერთად. მოკლედ, აასეა თუ ისე, აი ახლა, ღამე, სახლში მომავალს, მანქანის ფანჯრიდან abwesend ყურებისას, /море причин зачем осколки берегут/ ჩუმად მყოფს, განათებული ღამის თბილისმა და ცარიელმა ქუჩებმა უცებ ძალიან მომანდომა ღამის ბერლინი. /в двух пустых город

Спасибо большое, я как нибудь сама... :)

дайте мне lithium! - Вот я всегда лотерейный билет покупаю. - Выиграла? - А как же! Два раза по рублю დღეს მგონი პირველად ვიყიდე ცხოვრებაში ლატარიის ბილეთი. ან შეიძლება პირველად არ მიყიდია, მაგრამ პირველად მოვიგე. ჯერ 3 ბილეთი. ანტილოპა გნუ. მერე კიდევ სამი და მოვიგე 1ლარი. იმით ავიღე კიდევ ერთი და კიდევ 1ლარი მოვიგე. ამითაც ავიღებ ბილეთს და ვერაფერსაც ვეღარ მოვიგებ. და საერთოდ, ამ აჟიტირებასაც ალბათ ბოლო ექნება. ან პაუზა მაინც. არ გეგონოთ, რომ ლატარიის გამო ვარ ასე. აქ არ ვიცი რამდენად ჩანს, უფრო ლაივში და fb-ში იგრძნობა ბოლოდროინდელი განწყობა. აფიშირებას არ ვცდილობ. თავისით მოდის, უბრალოდ ვერ ვაკავებ ხანდახან ამ ემოციებს და რატომაც არა, რა ჯობია კარგი განწყობის გაზიარებას. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ დამამშვიდებელს დამინიშნავენ, ან უბრალოდ შეეგუებიან და მეც შევეგუები იმ ფაქტს, რომ უბრალოდ ასე ვარ და კარგია. თუმცა: Есть моменты, когда все удается. Не ужасайтесь - это пройдет! არა, не то что удается, უბრალოდ რაც გაქვს იმას რომ დაინახავ და გაიაზრებ უცებ, იმის დაფასებას რომ შეძლებ,ელემენტარ

ძილისწინა ჩანაწერი на скорую руку

აი, ამიტომ მიყვარს პარასკევი. მეორე დილით არავინ ადრე ასადგომი არ არის ((პ)არანორმალური გამონაკლისების გარდა), ყველა ეშვება, ისვენებს, კარგ ხასიათზეა და ტრიალებს ყველგან, ჰაერში, სადაც არ უნდა მიხვიდე, ეს განწყობა. სიგარეტის ბოლით, ხმაურით და მუსიკის ჰანგებით მეტი რომ არ შეიძლება ისე გაჯერებულ ჰაერშიც კი. მერე გამოხვალ გარეთ და ზამთრის ყინვა შვებად მოგეჩვენება. ყველაფერი 'გისწორდება'. განსაკუთრებით კარგია, როცა მრავალფეროვანი საღამო გამოდის, სხვაგან და სულ სხვა ჰანგებით დაწყებული და სხვაგან და სხვანაირად + მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ხალხით დამთავრებული. როცა არსად გეჩქარება და საღამო გრძელია. ხვალ გამონაკლისად ადრე რომ ხარ ასადგომი, ესეც კი არ გთრგუნავს და "რატომ მიდიხართ?!" სიტყვებით "გამოტირებულ" მეგობრებს ბოლო სიტყვას უტოვებ: ყოველ პარასკევს, აქ, ამავე დროს. Место встречи изменить нельзя (ნუ, ცხადია შუალედში ბევრი სხვა შეხვედრაა, მაგრამ მაინც)! :)

მოკვდა ალი. მორჩა კინო. წადით ახლა სახლში!

ერთ დროს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის აქტიური სტუმარი ვიყავი. მაშინ დროც მეტი მქონდა, ენერგიაც და წლები კი - ნაკლები. ძალიან მიხაროდა ამ პერიოდის მოახლოება. გაგება - რა ფილმებია, სახლში საღამოს გვიან პროგრამის ფურცვლა, დაგეგმვა და წასვლა. მარტოც კი წავსულვარ (ნუ, იქ შანსი არ იყო ნაცნობ-მეგობრები არ შემხვედროდნენ. თუნდაც იმ დღეებში ახალ გაცნობილები). იყო გახსნა-დახურვაზე მოსაწვევებით და გამოპრანჭული მისვლა და კარგ ადგილებზე დაჯდომა; ვითომ "აკრედიტაციით" შესვლა და თუ გამიმართლებდა, მთელი ფილმი სადმე ჯდომა, თუ არა და ჯერ დაცდა და მერე დაჯდომა, ან სულაც კიბიდან ყურება (ეს ყოველივე ჩემი ძმის დამსახურებით, მაშინ ამ ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის წევრი იყო); ბილეთის ყიდვა და ჩვეულებრივი მოკვდავივით შესვლა...მაშინ ვნახე პირველად პოლანსკის "პიანისტი", იოსელიანის "ორშაბათის დილა" და კალატოზიშვილის "მე, კუბა".. და ნუ კიდევ ბევრი სხვა. დღეში ხან რამდენიმე ფილმზე შესვლას ვასწრებდი, ამირანში, კინოს სახლში, ისევ ამირანში...მოკლედ, ეს რაც შეეხება იმ წლ