Posts

Showing posts from January, 2009

Дороги, которые мы выбираем

Image
თავში მიტრიალებდა ეს დღეები ეს სათაური და ვერ ვიხსენებდი ვისი იყო. ვიპოვე - ო'გენრი. მაგრამ ისიც კი არ მახსოვს, წაკითხული მაქვს თუ არა. ალბათ - კი. საქმე სულ სხვა რამეშია

ორშაბათი - ტკივილი ჩემი

ირაკლი, რა მინდა გკითხო :)))) მოკლედ, რა მაინტერესებს და ის, რომ: რომელი უფრო მართალია, ის განწყობა, რომელიც მაქვს შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში, გინდა დილით, გინდა დღისით, გინდა საღამოს და გინდა ღამე, სახლში თუ გარეთ, მარტო თუ არა მარტო ყოფნისას, აი, სხვა როცა ვარ ხოლმე, სრულიად თავისუფალი იმ ყველაფრისგან და ლაღი, ან თუნდაც "დაგრუზული", თუნდაც იმით, რომ ვერ გავრკვეულვარ ჯერ კიდევ.... თუ ის განწყობა, რომელიც მაქვს მერე, სამუშაო კვირის განმავლობაში, როცა უკვე ჩართული ვარ თავით ამ უაზრო ფერხულში, თუნდაც კარგი და თუნდაც არაჩვეულებრივი განწყობა...?! ა? რომელი უფრო მართალია და რომელი ვარ მე?! მე რომელი ვარ ეგ კი ვიცი, მაგრამ რომელს უნდა მივყვე და ვენდო, რომელი გაამართლებს? ალბათ, ის, რომელიც უფრო ალალია და ჩემი... არ გაქვთ/არ გქონიათ ის შეგრძნება, რომ ორი სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობთ? ან შეიძლება მეტითაც კი. და რომ ერთ-ერთი - არასწორია და ან რომ მხოლოდ ერთია სწორი და შეიძლება ჯერ საერთოდ არც კი გიპოვიათ ის ერთი გზა, რომელიც სწორია. და იცით, რომ ისე შეიძლება გალიო ცხოვრება,

"a good year"

რამდენი ხანია ასე სიამოვნებით არ მიყურებია ფილმისთვის. თან კომპში. დიდად არ მიყვარს ასე. ტელევიზორთან სავარძელში მირჩევნია. მაგრამ აი, მოვიწყე ჩემს ოთახში სრული კომფორტი: სრული იზოლაცია, სითბო, სავარძელი, ფილმი მთელს ეკრანზე, ფეხები - სკამზე და ჩავუჯექიიი.... მიყვარს ასეთი ფილმები, რომლებიც, დასრულების მერე გაგრძნობინებენ, თუნდაც ცოტა ხანი, რომ ცოოოტა უფრო ბედნიერი გახდი, ცოოტათი უფრო კეთილი, ცოტათი უფრო მსუბუქი და მშვიდი. და რომ გგონია, თუნდაც ძალიან ცოტა ხანი, რომ ასეთი რაღაცეები შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც მოხდეს და რომ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს ცხოვრებაში, რომ შეიძლება ძალიან რადიკალური რაღაცეებს ელოდო, დადებითს და რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, სასიამოვნო მოულოდნელობებით და რომ შეიძლება в порыве მიღებული გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდეს და რომ ღირს გარისკვა ამ ცხოვრებაში, რომ ჯერ წინ არის ყველაფერი ერთადერთი но არის ის, რომ ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი და საინტერესოა როგორ უნდა გავიღვიძო?! :)

"ночь короткааа, цель далекааа..."

რაღაცნაირი weekend-ი იყო, რაღაცნაირი looooong weekend-ი. თითქოს ახალი წლის დღეები იყო ისევ. რატომ - არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი, დიდი ხნის უნახავი და მონატრებული მეგობარი ვნახე (ნუ, და არა მარტო დიდი ხნის უნახავი და მონატრებულები), ისეთ ადგილებში ვიყავი, დიდი ხანია რომ არ ვყოფილვარ და ისეთი დღეები იყო, რომ დილით გაღვიძებისთანავე გავდიოდი სახლიდან და მთელი დღე მიმოსვლაში ვიყავი და გვიან მოვდიოდი და ვიძინებდი (სამსახურის დღეებში რომ ძირითადად ასე ხდება ეს სხვაა). და კიდევ იმიტომ, რომ ყველაფერი პარასკევ საღამოდან დაიწყო... . ხო. ეს ისე, ძილის წინ შემოვლის პოსტი იყო. მინდა რომ ისევ ვწერო. და კიდე მინდა რომ... ჩემმა ერთ-ერთმა ნათლულმა, ოთხი გოგოდან ერთ-ერთმა გუშინ კატეგორიულად მოითხოვა ფერიის ჯოხი, ჯადოსნური. ხოდა მინდა მეც... სათაური წამღერებით წასაკითხია. მაგრამ პრინციპში თუ არ იცი ეს სიმღერა, რას წაიმღერებ...

"ეს"

ამ პოსტისთვის რაღაც სახელის დარქმევა მინდოდა, იქვე მომივიდა თავში, სადაც რომ ვიფიქრე, ამაზე დავწერ, სახლში რომ მივალ მეთქი. და აი, მოვედი, მაგრამ სათაური - არ მახსოვს და განწყობა, ცოოოტა დაირღვა და საერთოდ - რაღაც ვეღარ ვწერ ნუ, ამის თაობაზე იყო იქ ნათქვამი ხუმრობა, მუზებთან დაკავშირებით ;) და საპასუხო ხუმრობაც მიიღეს :)))) აქ თავს შევიკავებ მაინც ციტირებისგან :)))) როგორ მიყვარს დასვენების დღე პარასკევს ან ორშაბათს რომ უწევს ხოლმე. ორშაბათს - განსაკუთრებით მაგარია, იმიტომ რომ ლონგ უიკენდთან ერთად ხდება ის, რომ სამუშაო კვირა კი არ იწყება, არამედ პირდაპირ გრძელდება და თან ორშაბათის გარეშე! ეტა ნეჩტა! და ასეა ახლაც დღეს გამოვიდა ისე, რომ გავიღვიძე (რა თქმა უნდა გამაღვიძეს მობ-ზე ზარით), ვისაუზმე (ნუ დანარჩენ პროცედურებს არ ჩამოვთვლი) და წავედი და წავედიიი... მიმოსტუმრობის დღე მქონდა. დიდი ხნის უნახავი და რომ ვერა და ვერ გავაღწიე ისეთი ვიზიტებიც. და ბოლოს, უკვე 9-თვის გზაში კიდევ ერთი ზარი და.... მერე დაიწყო საღამო :) მიყვარს ის სახლი და ერთი მთელი პოსტი მაქვს მიძღვნილი თემისთვის - იქ ზა

ლექსი-განწყობა

"მომინდა თქვენი სპეტაკი ბინა აქ სოფელია, წვიმა, რუტინა..." არა. არსად არ წავსულვარ. არ სოფელში, არც დაბაში და არც სხვა ქალაქში. უბრალოდ გამახსენდა ეს ლექსი და მომინდა დამეწერა. განწყობა ლექსია. მეტის დაწერა არ მინდა. ვისია? ეჰ... გალა :) ტიციანს ხომ ჰქონდა ლექსი-მეწყერი, გალაკტიონს აქვს ლექსები-განწყობა :) ოღონდ ეს მე მოვუგონე სახელი, თვითონ არ ვიცი რამდენად უფიქრია ამაზე ნუ, გამოვიდა რომ პოსტი გალაკტიონს ეძღვნება. არა და მისდამი დიდი (შეიძლება უკვე ინერციული) სიყვარულის მიუხედავად, არ ეძღვნება. სულ სხვა ჩანაფიქრი დევს.