"a good year"

რამდენი ხანია ასე სიამოვნებით არ მიყურებია ფილმისთვის. თან კომპში. დიდად არ მიყვარს ასე. ტელევიზორთან სავარძელში მირჩევნია. მაგრამ აი, მოვიწყე ჩემს ოთახში სრული კომფორტი: სრული იზოლაცია, სითბო, სავარძელი, ფილმი მთელს ეკრანზე, ფეხები - სკამზე და ჩავუჯექიიი....

მიყვარს ასეთი ფილმები, რომლებიც, დასრულების მერე გაგრძნობინებენ, თუნდაც ცოტა ხანი, რომ ცოოოტა უფრო ბედნიერი გახდი, ცოოტათი უფრო კეთილი, ცოტათი უფრო მსუბუქი და მშვიდი. და რომ გგონია, თუნდაც ძალიან ცოტა ხანი, რომ ასეთი რაღაცეები შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც მოხდეს და რომ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს ცხოვრებაში, რომ შეიძლება ძალიან რადიკალური რაღაცეებს ელოდო, დადებითს და რომ ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, სასიამოვნო მოულოდნელობებით და რომ შეიძლება в порыве მიღებული გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდეს და რომ ღირს გარისკვა ამ ცხოვრებაში, რომ ჯერ წინ არის ყველაფერი

ერთადერთი но არის ის, რომ ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი და საინტერესოა როგორ უნდა გავიღვიძო?! :)

Comments

Anonymous said…
ო რაღაც ეგეთი ფილმი მინდოდა ახლა, მოვქექავ ჯინეტში და გადმოვწერ.
© said…
დოდი, მითხარი მერე (ანუ მომწერე აქვე), მოგეწონება თუ არა და ა.შ.
Tiko said…
ეგ მაგარი ფილმია :) ძალიან მიყვარს :)
ketketa said…
ვგიჟდები good year-ზე, ვგიჟდები:)
ულამაზესია მარტო ოპერატორული თვალსაზრისით, რასელ ქროუზე რო აღარაფერი ვთქვათ:)
© said…
თიკო, ქეთ, რა კაია ნანახი რომ გაქვთ :)

გამეხარდა :)

და მართლა ლამაზია ძალიან პირდაპირი და გადატანითი გაგებით. იქ ვიყავი თითქოს და ვგრძნობდი :)

ცოტა francuzski pacelui გამახსენა რაღაცით

და ბოლო დღეები კიდე მომინდა რამე მსგავსის ნახვა, მაგრამ ვერაფერი ვნახე. შაბლონური ჰოლივუდური კომედიები და რომანტიული ფილმები არ მინდოდა

და გადავაწყდი "ტოსკანის მზის ქვეშ", რომლის შინაარსმაც დამაინტერესა და რაღაც ახლოს იყო თითქოს იმასთან, რასაც ვეძებდი. მაგრამ რად გინდა. მხოლოდ ინგლისური ვერსია ვიპოვე :( ნათარგმნი არსად დევს? თუ ვინმემ იცით, მიმასწავლეთ, რაა

ხოოოდა რომ ვეძებდი ერთ-ერთ ლინკად ჩვენი ფორუმი ამომიგდო ;) და ვისი რეკომენდაცია იყო ფილმზე?! - თინასი :) :) :) და რა ძველიიი, ქეეეთ, რა დროინდელი, როცა ჯერ კიდევ ყველანი ერთად ვიყავით და სამსახური ფორუმის გვერდით ეფექტად მიგვაჩნდა... :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..