ვინაიდან და რადგანაც ბოლო თითქმის ერთი წელი ბანკში ანგარიში აღარ მქონდა და help us-ს ხელზე ვიღებდი, ბოლო რამდენიმე თვე კი финансы пели романсы და ახლა საერთოდ აღარ ვმუშაობ და free as a bird ვარ, შესაბამისად კიდევ დიდხანს ალბათ ვერ შევიძენ Flickr -ზე Pro Account-ს, რომელიც უკვე აუცილებელი მოთხოვნა გახდა, რადგან უკვე ამოვწურე ჩვეულებრივი მოკვდავის ლიმიტი და შემომითვალეს, დროა გენიცალე შეიძინოო :) სულ რაღაც ამდენად და ამდენადო :) ხოდა მოკლედ, ვეღარ ვდებ ფოტოებს იქ, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით და გადავწყვიტე ძალიან თუ მომინდება, გამოსავალი ბლოგზე ვეძიო და აქ დავდო that so :D არ შემიძლია არ დავდო ეს ფოტო. ბოლო დღეს გადავიღე სამსახურში, lunch-ის დროს. სუფთა მულწიკის გმირივით არის ეს ფისო. თვალები რომ უფართოვდებათ ხოლმე. მართლა ისეთი სასაცილო სანახავი იყო, ისეთი საყვარელი... :) "გაოცებული ფისო" ჰქვია ფოტოს :)
ზაფხულია და ენით აუწერლად ცხელა (განსაკუთრებით ბოლო ორი დღეა და რომ ბოლო 2 ღამეა სრული სასოწარკვეთილება მეუფლება იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ოდესმე უნდა დავწვე ლოგინში... ამ სიცხეში და მერე მაინც ვწვები და არ ვიცი როგორ, მაგრამ მეძინება. კითხვა მშველის. წიგნი მივარდება ხელიდან, ან ხელი მივარდება წიგნზე და მეორე ხელი ავტომატურად აქრობს "ნაჩნიკს". წამის მეათასედიც და... სადღაც ვარ უკვე, სხვა სამყაროში. და უკვე ყოველ დილით წინა დილაზე 1 საათით ადრე მეღვიძება. შუადღის სამ საათზე გაღვიძებით დავიწყე დასვენების პირველი დღეები და დღეს უკვე 9-ის ნახევარზე დავასწარი მაღვიძარას. ხო, ნუ დილით წასასვლელი ვიყავი. მერე რა, რომ შაბათია?! ჩემთვის ახლა სულ შაბათია ისედაც. ასე თუ გაგრძელდა, მალე დაძინებიდან 1 საათში გავიღვიძებ, მერე - 1 წუთში და ბოლოს ალბათ სულ აღარ დამჭირდება ძილი. გეომეტრიული პროგრესით ზრდადი სიფხიზლის სინდრომი დაერქმევა ამას. სიცხის ფონზე, ესეც. ) ?! ზაფხული და ეს (/ასეთი) ფილმ (/ებ) ი არაჩვეულებრივად კარგ ხასიათზე მაყენებს. აი, ახლაც :) (სანამ წავიდოდნენ, ერთ-ერთ მეგობარს...
"მთვრალი არა ვარ, ეგოისტი ვარ მე!" :))))) ვგიჯდები ამ ფილმზე და კიდევ წითელ ღვინოზე. თუ შავზე? რა ვიცი, რაც ჰქვია, რა. ამ წუთას არ აქვს ამას ჩემთვის გადამწყვეტი და პრინციპული მნიშვნელობა და მივხვდი, წითელ ღვინოს რომ ვსვამ, ბოლო დროს, მერე ვიწყებ სიმღერას - "შავ ღვინოში ალუბლები ბანაობეეეეეეეეეენ" და ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები. პრინციპში წითელი ღვინის გარეშეც აჩემებული მაქვს ეს სიმღერა ბოლო დღეებია და თან, ასევე პრინციპში თითქმის ყოველ საღამოს ვახერხებ დავლიო ცოტა, ან საჭიროზე/საკმარისზე მეტი, მიუხედავად მამაჩემის პროტესტისა. აბა რა ეგონა, ასეთი ფანტასტიური ღვინო რომ მოჰქონდა?! დიახაც, მე მომიტანა, იმიტომ რომ სპეციალურად მე მიგზავნიან ხოლმე ასეთ წითელ ღვინოებს. მართალია გუშინ გამაფრთხილა, ეს მართლა ცოტა უნდა დალიო, თოფივით არისო, მაგრამ თოფთან ერთად უგემრიელესია და შავ ღვინოში ალუბლები ბანაობეეეეეეეეეეენ...... ვსო, ახლა მინდა სასწრაფოდ სადმე გარეთ, ან ბუნებაში და ან ვერანდაზე და ნუ ჯანდაბას, ნუ იქნება გიტარა და სიმღერა, კარგი განწყობა ყველა ვარიანტში იქნება ზაფხულია...
Comments