Posts

Showing posts from November, 2023

Easy Donnerstag ნაშუადღევს დაწყებული წერილი

Image
ეს კაფე რამდენი ხანია გაიხსნა ჩვენ ეზოში? ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მესამე (?) წელია აქ ვცხოვრობ, ალბათ 1 წელი, არც კი. მოკლედ, შედარებით ახალია. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საკონდიტროს (რომლის "მედოკსაც" დიდი წვლილი აქვს ჩემი წონის მატებაში შეტანილი) მფლობელმა გახსნა. გარეთ სულ რაღაც 2 მაგიდა დგას და სულ მეგონა, შიგნით ფაქტობრივად არ იქნებოდა ადგილი, ან იქაც მაქსიმუმ 2 მაგიდა იდგებოდა. როცა არ უნდა ჩამევლო, რა თქმა უნდა, ძირითადად იქ მსხდომ რუსებს ვხედავდი ხოლმე, რაც ალბათ მთავარი მიზეზი იყო, რატომაც არ მიზიდავდა იქაურობა.  დღეს რაღაცნაირად თავისუფალი დღე მაქვს. უფრო სწორად დღის პირველი ნახევარი. საერთოდ, რაღაც ეტაპზე რომ გავიაზრე, ასე არ შეიძლება საკუთარი თავის ექსპლუატაცია, რაზეც წინა წერილში ვილაპარაკე კიდეც, რომ სტრესს არ უნდა გაანადგურებინო მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა და მას მერე, რაც რაღაცეები გადავიაზრე, აშკარად უკეთესობისკენ წავიდა საქმე. აქამდე უეცრად გამოჩენილი თავისუფალი დროისთვის რომ არ ვიცოდი, რა მექნა და მეგონა, რამეს ვაშავებდი და აუცილებლად უნდა მემუშავა,

წერილი N...

Image
ახლა რომ არ დავწერო და მეცადინეობა დავიწყო, ვერც იმას მოვასწრებ (მაქსიმუმ ნახევარ საათში უნდა იოგაზე წავიდე) და ეს განწყობაც დამეკარგება, შესაბამისად ამასაც ვეღარ დავწერ. ამიტომ, თეფში გადავდგი, ყავა მოვიდგი და უცებ დავწერ, რაც თავში მომივა. თითები ხომ, როგორც წესი, თვითონ კრეფენ სათქმელს, ხანდახან მგონია, ჩემგან დამოუკიდებლადაც კი.  დღეს დილით დაბრუნდა. აი უცებ, არსაიდან გაჩნდა ისევ ის, ბედნიერების უეცარი შეგრძნება, უეცარი გააზრება, რომ უპს, ბედნიერი ხარ. შეიძლება სულაც არ იყო უეცარი და რაღაცეების გა(და)აზრების ახლა დამდგარი შედეგია, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, დაბრუნდა. და გამახსენდა, როგორი იყო ამ შეგრძნებით გაღვიძება, როგორი იყო, შენ ოთახში რომ იღვიძებ, გარშემო ყველაფერი მოგწონს, თვალებს რომ ახელ, მაშინვე გეღიმება, ნელა მოიცმევ ხალათს (ხო, მიყვარს ხალათი დილით) და გამობოდიალდები აქეთ ოთახში, სადაც მზე კიდევ უფრო ცოცხალს და ბედნიერს ხდის ოთახის ნათელ ფერებს. ფერები შეიძლება ბედნიერი იყოს? ბედნიერი ყვითელი, მაგალითად. კი, კამერონ დიასი ამბობს ერთ ფილმში - სარეკლამო რგოლს იღებენ -