Posts

Showing posts from 2011
ასე ძალიან მგონი არასოდეს გამჭირვებია თბილისში (და საერთოდ, საქართველოში) დაბრუნება. I don't believe in life after... "არ ვიცი, რა უნდა დავარქვა". ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები, როგორ უნდა განვაგრძო ძველ რიტმში ცხოვრება. პრინციპში, რაც უფრო გვიან ჩამითრევს აქაურობა და რაც მეტხანს დავრჩები ჰაერში ოდნავ აწეული და ნეტარი, მით უკეთესი.

აგვისტოს რაფსოდია. ახლა. მერე?

მარტოობის 9 დღე-ღამე. კალიების გადაფრენა. ივლის-აგვისტოს ხვატი. ცარიელი თბილისი. სიმშვიდე. წიგნი. ტვ. გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ისე - არ ღირს. ცოტა საქმე. უკვე ბევრი - უსაქმურობა. მოგვარებული საკითხები. აღებული ნომერი. ყველაფრის ჯავშანი - უჯრაში. გამოუყენებელი ვიზა - პასპორტში. პასპორტი - უჯრაში. წასაღები ნივთები - კარადაში. შეზლონგზე წასაკითხი წიგნი - საწოლის გვერდზე/"ღამის მაგიდაზე". ჯერ ცარიელი ჩემოდანი - საძინებელში. კატა, რომელსაც სცხელა - სასადილო მაგიდაზე. კალია - ფარდაზე. მე - სავარძელში. სკამზე. ლოგინში. ოთახებში. ხანდახან - მე შინა და მე გარეთა. მე - მცხელა. გაფუჭებული ვენტილატორი - "ლოჯში". მაინც სიგრილე - სახლში. მე ც - სახლში. მხოლოდ მე და Echo/Sound Test - სკაიპში. სიმშვიდე - ჩემში. და 6 აგვისტოს მოლოდინი ც . სულ რაღაცას ელოდები ადამიანი. ამჯერად - დასვენებას. სრულ დასვენებას ყველაფრისგან. განცხრომის 9 დღეს, რომელმაც ისე უნდა დამმუხტოს, რომ 1 წელი გამყვეს. ყველა მიმოფანტულია. ოჯახიც. მეგობრებიც. ზოგი - აგარაკზე. ზოგი - სხვა ქალაქში. ზ
Вернейший способ сдержать слово — не давать его. ნაპოლეონმაო, და რა ვიცი... ეს უბრალოდ იმიტომ, რომ რამე დაიწეროს აქ. ლექსზე გაჩერება არ შეიძლება

მოსახატი კარი

ლექსის შესავალი-წინასიტყვაობა-ანოტაცია იხ. წინა პოსტში მიკვირდა, ვერ ვცნობდი გვერდზეც კი გავდექი მენახა ასეთი არასდროს აქამდე თითქოს მე - მე არ ვარ მე მაინც ავდექი და დავრჩი ბოლომდე ჩაკეტილ კარამდე და ხატვა მომინდა ამ კარის მოხატვა არ იცი! - დამცინა წამართვა ფერები მოასხა მიწაზე ფანქრებიც ამტვრია ჯიბეში გასაღებს ჩუმად ვეფერები იაროს, მიაროს იხტუნოს, იყვიროს დაადოს ბოქლომი დალუქოს კარიბჭეს მე მაინც გავაღებ მე შევიპარები მე შევალ! და ახალ ცხოვრებას დავიწყებ 30.10.09

შესავალი

ეს, შემდეგი პოსტის (ლექსის) ერთგვარი შესავალია. უბრალოდ, ცალკე დაწერა ვამჯობინე, ასე უფრო აღქმადი იქნება, ჩავთვალე. პერიოდულად, ალბათ უფრო ისეთ პერიოდებში, როდესაც რაღაცის კითხვას დავამთავრებ და ახალი ჯერ არ დამიწყია, არა და რაღაც მინდა, 5 წუთის საკითხავი მაინც, რომ ძილის წინ წავიკითხო და მერე თუნდაც ანთებულ სინათლეში ჩამეძინოს, ვაღებ ქვედა უჯრას და ვიქექები ბლოკნოტებში და ფურცლებში. არც ისე ძველია უკვე ეს ყველაფერი. ბევრი ძველი და ალბათ ძირითადად ყველაფერი გადავყარე. ხოდა, სადღაც უახლესი ისტორიაღა შემოინახა ერთმა უჯრამ. და ასეთ პერიოდებში ვაწყდები ძველ ჩანაწერებს და ვკითხულობ. ხანდახან ვიხსენებ, ვახერხებ აღვიდგინო განწყობა, ხან - ვერ. ან, კი ვიხსენებ, მაგრამ მიუხედავად წლებით არც ისე დაშორებისა, მაინც მეშორება და ცოტა მეუცხოება რაღაცეები. ხან - არა. ხან უბრალოდ ვერ ვიხსენებ, რატომ დავწერე. ამჯერად კიდევ ერთი ლექსი აღმოვაჩინე. არც ისე ძველი ყოფილა, მაგრამ სულ არ მახსოვდა, რომ დამიწერია. არც ის მახსოვს - რა დროს, რატომ, რა ეტაპი იყო... უბრალოდ შევუბერავ სულს, რომ მტვერი გადაიწმინდოს და
Я люблю жизнь и не боюсь признаться ей в этом :) ჩემი აღიარება

ქართული ტელევიზია და საზოგადოება ანფასში

მოდი, თავიდანვე ვიტყვი, რომ: ეს არც საპროტესტო წერილია ვინმეს პოსტზე, არც პასუხი (მით უმეტეს, რომ პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს), არც პასუხის პასუხი და მით უმეტეს, არც რომელიმე თქვენთაგანისკენ მიმართული კრიტიკა. მეტსაც ვიტყვი: ეს არც კონკრეტული გადაცემის კრიტიკაა. ეს არის ჩემი მცირედი გამოხმაურება გარშემო ამტყდარ აჟიოტაჟზე ყველასთვის უკვე ნაცნობი თემის შესახებ და ზოგადად ჩემი შეხედულება ჩვენს სანაქებო ტელესივრცეზე. სულ არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, თავში ჰაზრადაც არ მომივიდოდა, მით უმეტეს, რომ პროფილის ბოლო გადაცემა (ისევე, როგორც არს სხვა რომელიმე), მიუხედავად ამხელა აჟიოტაჟისა, არც myvideo.ge-ზე, არც tvali.ge-ზე და არც ტვ-ში განმეორებით არ მინახავს. რა ვქნა, მაინც არ დამაინტერესა, ან, იქნებ მონათხრობი/წაკითხული საკმარისზე მეტი აღმოჩნდა და შემივსო ის სიცარიელე, რომელსაც ყოველ ხუთშაბათს (ხომ არ მეშლება დღე?) ვგრძნობ და აქამდე ვერ ვაცნობიერებდი, რისგან. მაგრამ, მოხდა ისე, რომ მაინც შემომეფიქსირა ჩემი პოზიცია/აზრი ერთი-ორგან (რა ვქნა, ყველგან ცხვირაპრეხილი გოგოს პროფილი მეჩხირებოდა თვა

ო, ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი თ/ი/ბი/ლი/სი

Image
მიტინგებობანა მოდაში აღარ არის, 10 hyundai-ც უკვე გათამაშდა, iPod-ებიც და iPad-ებიც... არა და გაზაფხულია, მარტი, მზე და ხალხს გასართობი სჭირდება. ხოდა იზრუნეს მავანთ ერზე და ქალაქი მორიგმა ისტერიამ მოიცვა. ამჯერად ყველა დიდი W-ს საძებნელად დაირაზმა :) იმედია, ყველას გახსოვთ ეს ფილმი და არ გაგიჩნდებათ შეკითხვები: რა შუაშია თბილისი და ეს პალმები ან "რა უნდა აქ დუბლი ვეს?!" . მე კი, აი, ამ ტიპს ვუგულშემატკივრებ, ანუ მის ქართველ ანალოგს, არ არსებობს, ამდენ ხალხში ვინმე მსგავსი არ იყოს. ამ ტიპს, მის საცოლეს და დედას. მარტო ეს ცეკვა რად ღირს! აბა, წარმატებები, განძის მაძიებელნო! :)

egal

Image
რაც გინდათ, ის თქვით და იფიქრეთ, მაგრამ არანორმალური გაფანატება დამემართა ამ სერიალზე (პრინციპში, ნორმალური გაფანატება არც არსებობს.)! და ბოლო სეზონის ბოლო სერიაც დამთავრდა... რა ვქნა, ახლა, თავიდან ვუყურო?! ძალიან მინდოდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მინდოდა, დამეწერა რამე ამაზე (ფილმზე არა, სერიალზე), სხვა თვალით დანახულ ამ სერიალზე. იმაზე, რომ წერის სურვილი მიჩნდებოდა ამ პერიოდში და ბევრ პოსტს "პროვოცირებაც" გაუკეთა, ან შთაგონების წყაროდ იქცა ბევრი ნაწერისთვის. მინდოდა არაბანალურად დამეწერა და მეთქვა, რომ თურმე უფრო მეტის დანახვა შეიძლებოდა, ვიდრე ჩანდა (აუ ეს რა ღრმა სერიალია მეთქი, არ ვამბობ, ცხადია). რამდენიმე წლის წინ, ალბათ, სხვანაირად შევხედავდი. ახლა სხვა პარალელებს ვავლებ. უბრალოდ, ის, რაც ისედაც ვიცით, ის, რაც ალბათ ყველას ცხოვრებაში ხდება, ხდებოდა, მოხდება,ეს ყველაფერი ცოტ-ცოტა ოდენობით არის აქ თავმოყრილი. ცხადია, შეფუთულ-გალამაზებული, მაგრამ არსი იგივეა; იმიტომ, რომ მეგობრობა, სამსახური, კარიერა, ქალის და მამაკაცის ურთიერთობები ყველგან არის და ყველა ერთ პლანეტაზე

2 in 1 post გამოვიდა

დღეს დღის ბოლოს გავაანალიზე, რამდენად კარგია და მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ადამიანური ურთიერთობები. ოღონდ ნამდვილი, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი, და არა ყალბი და მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებული რიტუალები. რა თქმა უნდა, ყოველთვის იცი, მაგრამ არის მომენტები, როდესაც განსაკუთრებით ხვდები, რამდენად ბევრს ნიშნავს ახლობლები, ისინიც, რომლებიც შეიძლება დიდი ხანია არ გინახავს, მაგრამ გარკვეულ დროს და სიტუაციებში ხვდები, რომ ახსოვხარ და ფეხებზე არ კიდიხარ და თურმე არც შენ გკიდია ფეხებზე, იმიტომ რომ ეს ადამაინები შენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გარკეულ და არც თუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობდნენ. ეს ხშირად "არა ლხინში" ვლინდება, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ვლინდება. დიფერენციაცია უნდა შეძლო და პრინციპში, შეძლებ კიდეც. და საერთოდ, ბოლო დროს მივხვდი, რომ ბევრ რაღაცას ისე ბოლომდე ვერ აღიქვამს ადამიანი, სანამ თვითონ არ გამოცდის. სიტყვა "გადაანალიზება" არსებობს? არა? არა უშავს. მე დავამკვიდრებ. რელაქსაცია ჩატარებულია. თანამეინახობა გაწეულია. მოგონებები გამოხმობილი და გაჟღერებულია. სითბო
ასე მგონია, დრო გაჩერდა. ან ძალიან ნელა გადის. ამდენი დრო ფიქრისთვის (/размышление/ nachdenken) დიდი ხანია არ მქონია

старьё 2, ანუ არ ახალი, მაგრამ არც ისე ძველი

პუნქტუაციის წესების იგნორირებით да отстань ты вообще отстань видишь это не к чему не приводит да отстань ты навеки отстань это грусть да и только наводит думаешь мне это было легко да молчи ты не смей ухмыляться ты и так все прекрасно поймешь да не буду не буду я клясться не видать тебе слез моих нет и упреков - и тех не услышишь я из камня из льда я как степь и пустыня где воды не отыщешь миражи? да я их всех спугнула уничтожила чтоб не мечтать я в песке золотом утонула отучившись в небе летать тебе кажется это стихи? да какой из меня писатель?! просто мыслям так тесно в груди вот открыла им двери я настежь но ведь мыслям крылья нужны у меня их уже не осталось я сожгла их сожгла и мосты я с огнем у реки обвенчалась некого больше ждать я не стану а придет кто - в глаза посмотрю улыбнусь - а может оставлю? а может и сразу сотру

აბსურდის თეატრი, სატირა და დამკვირვებელი

ამ სტრიქონებს მიღმა იმალება პოსტი, რომელიც (პოლიტ)კორექტულობის გამო არ დაიწერა (არც დაიწერება)
არ ვიცი ეს ინტუიციაა, ერუდიცია თუ უბრალოდ დამთხვევა. ბოლო რამდენიმე დღეა ესენინის ორი ლექსი მახსენდება. მთლიანად არც ერთი მახსოვს ზეპირად, მაგრამ ორივედან რამდენიმე ნაწყვეტი მიტრიალებს თავში. წუხელ ძველ ჩანაწერებს გადავაწყდი. ზუსტად ამ პერიოდის ჩანაწერებს, ოღონდ რამდენიმე, პრინციპში ბევრი წლის წინანდელს. და რას გადავაწყდი იქ?! ესენინის ზუსტად ამ ორი ლექსის თარგმანს. ორივე მითარგმნია თურმე ოდესღაც ნაწილობრივ. რომ წავიკითხე, მერეღა აღვიდგინე. ვასრულებ და გადმომაქვს. ყოველგვარი პრეტენზიების და ამბიციების გარეშე. ორიგინალი იხ. ამ ბმულზე ***** გიყურებ, მტკივა და ვგრძნობ სინანულს და სულში ისევ სევდა მეღვრება ამ სექტემბრიდან შემოგვრჩა მხოლოდ ტირიფის ტოტის შემოფეთება სულ სხვა ტუჩებმა წამართვა ისევ შენი სხეულის გემო და სითბო და ჩემი სული, გადაქანცული წვიმად იღვრება და შველას ითხოვს მაგრამ არ ვნანობ, არც მეშინია სხვა სიხარული მომელის მალე აქ კი რა დარჩა, მხოლოდ-ღა ყვითელ დამჭკნარ ფოთოლთა ცივი სიმრავლე მე არც მინდოდა, არც მიცხოვრია ღიმილიანი, მშიდი ცხოვრებით არც გზა მივლია დიდი, თუმც ეს გზა მო

Spin Doctors - Two Princes

Image
რა მოხდა, რა, აქ არ შეიძლება სიმღერის დადება?! :)) ძალიან მომინდა უცებ! :) კარგ ხასიათზე მაყენებს. ცანცარული სიმღერაა, ტინგიცური :))) მიყვარს! :)

старьё

* * * Снег с утра как странник в белом Бродит по бульварам Может вправду я из стали - говорят недаром И следа нет от печали Странно, сладко, горько Словно к сердцу лед прижали - да не тает только Ляг на снег и сделай „ангел(а)“ Это пахнет детством Не поможет - так спасайся вымышленным бегством Разобей все стекла в сердце И взломай все двери Босиком помчись, ликуй как на свободе звери А потом на миг притихни Притворись, что спится Сказка, замок, снег и ...... пусть тебе приснится

Дороги, которые мы выбираем

ხანდახან ჯერ კი არ ვწერ, ჯერ ვხედავ პოსტს. უფრო სწორად უცებ კადრებად ჩნდება ის, რისი დაწერაც მინდა. მერე გადმომაქვს. ვიწყებ და თვითონ მოდის. წინასწარ არც ვფიქრობ და არც ვწერ დრაფტად. ამჯერად რა კადრმა დამაწერინა? ნაფეხურები. კვალი. ამაზე მინდა ვთქვა. ჯერ დავინახე, როგორ აბიჯებს ვიღაც მიწაზე ფეხს, ფეხი ოდნავ ეფლობა, ნაფეხური ჯერ აჩნდება მიწას და მერე ნელა ისევ ივსება და ზედაპირი ისევ სწორი ხდება. ეს ზედაპირი მიწისფერი არ არის. რაღაცნაირი თეთრია. თიხისფერი. გამოუმწვარი თიხისფერი. და ოდნავ რბილი. ისე, რომ ზედ კვალის დატოვება შეიძლება. ანაბეჭდი. ნაკვალევი. ნაფეხური. ან კვალი. ეს ადამიანების ნაფეხურებია. ის ნაკვალევებია, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანები ტოვებენ სხვადასხვა დროს. წარმოიდგინეთ, რამდენს უვლია ამ გზაზე. ახლა უფრო ფართე კადრი წარმოიდგინეთ, თითქოს კამერა შორს მიდის და დიდ არეალს გაჩვენებთ. აი ეს გზა, თუ თეთრი მიწა, თიხის მიწა, თქვენი ცხოვრებაა. და ზედ უამრავი ნაფეხურია. ზოგი - დინოზავრის ნაფეხურივით დიდი და ღრმა. უკვე გამომწვარი და გამშრალი. ზოგი ჯერ კიდევ ნედლი, მ

ფიქრნი ძილის პირას

კორტასარს მოთხრობა აქვს ასეთი - Axolotl. ტიპი ყოველ დღე მიდის დიდ აკვარიუმში და უყურებს ამ არსებებს. მინდოდა დამეწერა საშინელს მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ბოლოს თავად იქცევა ერთ-ერთ მათგანად და ამ ყველაფერს პირველ პირში ყვება. ეს ძალიან მოკლედ და უხეშად. დეტალები მეც არ მახსოვს და თუ დაგაინტერესებთ (მიუხედავად ასეთი არამხატვრული გადმოცემისა და სიტყვაზე მენდობით, რომ ღირს წაკითხვა), აქ შეგიძლიათ ნახოთ რუსული თარგმანი და აქ კი - ორიგინალი. რა კავშირში შეიძლება იყოს სერიალი Sex and the city და ხულიო კორტასარი ერთმანეთთან? ერთი შეხედვით არავითარი საერთო არ აქვთ. არც მეორე და არც მეასე შეხედვით. ერთი მეორეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგახსენებს, თუ ასეთი ასოციაციურარანორმალურარვიციამასრადავარქვა აზროვნება გაქვს ადამიანს. და მეხსიერება. ვუყურებდი და ვფიქრობდი, შეიძლება ადამიანი ერთხელაც აი ასე, უბრალოდ ეკრანს მიღმა აღმოჩნდე? მიღმა - ანუ არა აქეთ, არამედ იქით. კინოს ნაწილი აღმოჩნდე უეცრად? უბრალოდ მიხვდე, რომ იქ გადაინაცვლე? ან იქნებ უბრალოდ იმდენად ჩვეულებრივი და რეალურია ეს ყველაფერი, რო

herstory

თვალდახუჭული იწვა. აღარ ეძინა. უბრალოდ ელოდებოდა, როდის წავიდოდა ყველა. თავს იმძინარებდა. არ უყვარდა ახალგაღვიძებულს პასუხების გაცემა. нечленораздельный პასუხებს იძლეოდა ასეთ დროს. დაელოდა, სანამ სიჩუმე ჩამოვარდებოდა და მხოლოდ მერე გაახილა თვალები. გაიჭიმა, ხელები გაშალა და გაიღიმა. წინა დღეებიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები ამოტივტივდა ნელ-ნელა თავში. ”თმა ასე...”, ”რა ლამაზი....” ხელებს დახედა. თითქოს გადაამოწმა, მართლა ლამაზი თითები ჰქონდა თუ არა. ხოო... მოეწონა. ისევ გაეღიმა. მერე ნელა წამოდგა. პულტით ჩართო ტელევიზორი. პულტი იქვე საწოლზე მიაგდო და ნელა წავიდა აბაზანისკენ. გზაში გაჩერდა. სარკე გრძელი იყო და მთლიანად აჩენდა. რაღაცნაირად მაღალი ჩანდა. შეიძლება ეს ჩაცმულობა... არა, ”გახდილობა” აჩენდა ასე - მარტო საცვლები. ’ხოო, თმა მართლა კარგად მაქვს, ახალწამომდგარის მიუხედავად და... რაღაც... რაღაც მომწონს! რაღაც ძალიან მომწონს! ხო, ეს ქალური ახალგაღვიძებულობა, განსაკუთრებით, როცა არსად მეჩქარება. ქალურად ოდნავ ნავარჯიშები სხეული. არააა! როგორ შეიძლება არ გინდოდეს, როგორ არ უნდა გინდოდე

ცხოვრება, როგორც puzzle

იყო პერიოდი - "все казалось — не живу, а так, черновик пишу, успею еще набело перекатать" იყო პერიოდი - მეგონა, ვიცოდი, რა იყო წინ. კმაყოფილი ვიყავი და მეგონა, ყველაფერი ასე იქნებოდა სულ. თურმე რამდენი რამ იცვლება ცხოვრებაში, თურმე სულ სხვა გზები იყო წინ. სრულიად ვერგანსაჭვრეტი იყო პერიოდი - მაინტერესებდა, რა იქნებოდა წინ. აზრზე არ ვიყავი იყო პერიოდი - მეგონა ვიცოდი, რაც იყო წინ. დაახლოებით მაინც. ვგეგმავდი, ვაწყობდი მომავალს, გეგმებს, ვხედავდი თითქოს იყო პერიოდი - სავსე. რაღაცნაირად სავსე. ყველაფრით იყო პერიოდი - მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. მიუხედავად იმისა, რომ უსაქმურად არ ვიყავი. მუშაობაში, გართობაში, იქით-აქეთ წოწიალსა თუ ბოდიალში, კაფით-კაფედ, ბარით-ბარად, მეგობრით-მეგობრად და ა.შ. მეჩვენებოდა, ან ვგრძნობდი, რომ რაღაცას, ან ვიღაცას ვაკლებდი ჩემს ყურადღებას. რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ამას იმ იშვიათ მომენტებში ვგრძნობდი, როდესაც ვჩერდებოდი იყო პერიოდი - ისევ მეჩვენებოდა, რომ прожигаю жизнь. თან არაფერში. და ნერვები მეშლებოდა ამაზე. თუმცა, არ ვცდილობდ

სენტიმენტების გარეშე

სრულიად! ჩემს ერთ ფსიქოპ... უკაცრავად, ფსიქიატრ მეგობარს ერთ ზაფხულს ზღვაზე წამოღებული ჰქონდა წიგნი ფობიების, მანიების და ა.შ. შესახებ. წიგნის სათაური არ მახსოვს ზუსტად, სამაგიეროდ მახსოვს ავტორი (გამყრელიძე. და თუ ვცდები, შორეულ გერმანიაში - წიგნის პატრონმა დათომ და არსად საქართველოში - ავტორმა [არაგამყრელიძემ] მომიტევოს) და იქ აღწერილი რამოდენიმე შემთხვევა. ცხელი შუადღეების იმ მონაკვეთს, როდესაც სადილიდან საღამოს ზღვაზე გასვლამდე ჯერ კიდევ დროა და ისე სასიამოვნოდ ხარ მოთენთილი, საწოლზე წამოგორების და რამე მსუბუქის კითხვის გარდა პრინციპში ჯერ არაფერი გინდა, მშვენივრად ავსებდა ამ წიგნის ხმამაღლა კითხვა. წიგნი ხელიდან ხელში და საწოლიდან საწოზლე გადადიოდა. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იყო შემთხვევები, რომელთა კითხვისასაც წყლით მოსულიერება გვჭირდებოდა, ისე ვიცინოდით. ასეთ დროს ისედაც განწყობილი ხარ ადამიანი სიმსუბუქისა და სილაღისკენ (აქ -კენ ბოლოსართი რაღაც გრამატიკულად არასწორად მხვდება ყურში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვტოვებ), და თუ თან ისედაც გაქვს მიდრეკილება ადვილად გაცინებისკენ, მით უ

სიმსუბუქე უპირველეს ყოვლისა

каждый воспринимает по мере своей истеричности © by c. ანუ მე წერილობითი კომუნიკაციის დროს, სხვადასხვა ჩათ-სისტემებსა და სმს-ებში სმაილის გამოყენება ყოველთვის არ არის საკმარისი. ხშირად, მაინც თავისებურად ესმით ინტონაცია. ეს, ალბათ, გამომდინარე თანამოსაუბრის ტიპიდან და მოც. მომენტში მისი განწყობიდან; სრულიად სხვა ტონალობა /ჟღერადობა შეიძლება მივიდეს თანამოსაუბრემდე, რადიკალურად განსხვავებული შენი განწყობისა და ტონალობისგან. იმდენად განსხვავებული, რომ შეიძლება უბრალოდ დაიბნე, გაოცებული დარჩე რეაქციით. ან მე ვარ ასეთი და ძირითადად "გატარება"-ს ვამჯობინებ, სიტუაციის არაფრის გამო დაძაბვის და თანამოსაუბრის ტყუილ-უბრალოდ (გ)ანერვიულების თავიდან ასაცილებლად, და ან მართლა ასეა სწორი და ასე ჯობს(გე). მით უმეტეს, თუ ადამიანს კარგად იცნობ და უფრთხილდები, თუ შენს ინტერესებში არ შედის მისი გაბრაზება (და თუ ეს შენს ინტერესებშია, მაშინ, პრინციპში, იმაზე არ შეწუხდები, რომ რამე არასწორად გაიგო. პირიქით, ისე დ

სიმღერსპრომტი

რაებში იხარჯებიო, მერე მეტყვიან... რა ვქნა, მე არ ვჯდები და ფიქრს არ ვიწყებ, მოდი ახლა რამეს დავწერ მეთქი (სერიოზულს ან არასერიოზულს). რაც მოდის თავში/ენაზე, მომენტალურად გადმომაქვს (ეს საუკეთესო შემთხვევაში, როცა კლავიატურა ხელთ არის). აი ახლაც, მოვედი, ჩავრთე fეისბუქი და უცებ საიდანღაც, ღრმა ბავშვობიდან ამოტივტივდა მოტივი და ზედ ავტომატურად დაედო ჩემი სიტყვები. მეც აღარ დავახანე, ავდექი, მოვძებნე ის ნაცნობი მოტივი, რომელიც რობერტ ბარძიმაშვილის სიმღერა აღმოჩნდა (აი, კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ დასაფორმატებელი მაქვს მეხსიერება და კარგად გასაწმენდი. მაგრამ ამას ვერასოდეს ვიზამ და ცხოვრების ბოლომდე კიდევ რამდენი სისულელე, ნაგავი, საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაცია დაილექება, წარმომიდგენია. და რა სიტუაციაში და როდის ამონათდება აქედან სიტუაციურად "შესაბამისი" ინფო სკაიპის ფანჯარასავით, ეს წინასწარ არასოდეს ვიცი. აბა, გეგონათ ასეთ სიმღერებზე გავიზარდე?! :))) ოოო, არრააა! :))) უბრალოდ მაგნიტურად თუ არ ვიცი, რა მეთოდით მამახსოვრდება ვერ აგიხსნით რაები და რა ოდენობით...). ჩავრთე და სიმ

C'est la vie ანუ 25-ე კადრი

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი პოსტსაახალწლო განწყობიდამ და არეული ფიქრებიდამ (პოსტსაახალწლო პოსტი) № არც ისე ხშირად, მაგრამ ხდება: მოდის ვიღაც და ძალიან ფრთხილად მხსნის სათვალეს. აი ისე, კოცნის დროს რომ გხსნიან. უფრო სწორად, კოცნის წინ. არა, მე სათვალეს არ ვატარებ (თუ - არ ვხმარობ?). და იმედია, erst იმ ასაკში დამჭირდება, კოცნისთვის მოხნას რომ აღარ ექნება აზრი. სამწუხაროდ. ეს სათვალე ვარდისფერი არ გეგონოთ. უბრალოდ სათვალეა. თითქოს საქარე მინასავით არის და პერიოდულად მტვერი ედება, გასაწმენდი ხდება და შენი მხედველობის არეში მოქცეული ხალხი და მოვლენები ცოტა სხვანაირად აღიქმება. დაახლოებით, როგორც в кривых зеркалах (არც ქართული დამვიწყებია და არც რუსულით ვმარიაჟობ. იაპონურად რომ მომსვლოდა უცებ ეს ფრაზა თავში - რაც ცხადია არ მოხდებოდა, მაგრამ დავუშვათ - იაპონურად დავწერდი). პრინციპში, პერიოდულად კი არა, სულ დამტვერილია, სულ რაღაც "გაბლარებულივით" არის, მტვრის ეფექტი აქვს თანდაყოლილი, "заводской". ეს სნობიზმის მტვერია, საზოგადოებრივი მტვერია, "ინტელექტუალური"