Posts

Showing posts from 2018

ქრონიკები ქრონიკებში

Image
4:04 წიგნი დავამთავრე ვიღაც მჭირდება, რომ ამაზე დაველაპარაკო, ან გადავხედო მაინც. შევხედო და უსიტყვოდ ვუთხრა, რა მაგარი იყო. და ისიც უსიტყვოდ დამეთანხმოს. ხვალიდან ცოტა ხანი სიცარიელე იქნება. წიგნის შემდგომი სავსე სიცარიელე პ.ს. ახლა დავხედე პოსტს, სანამ ავტვირთავდი და 4:04-ზე გამეღიმა. ორნაირად აღიქმება... 404 blog not found

ჰანი, ამ ჰოუმ

Image
აქაურობისთვის ცალკე ბლოგი უნდა გამეხსნა, ახლა ვხვდები. შემოვიხედე და ბოლო ნაწერები ყველა ბაქოში მაქვს გაკეთებული. ძირითადად ბაქოს ქრონიკებია. სხვები კი ჩვ.წ.აღ.-მდე ერას ეკუთვნის. მაგრამ რაღა დროსია, იყოს, როგორც არის. ოდესმე ცხოვრების სხვა ეტაპზეც მომინდება ხოლმე წერა, იმედი მაქვს. მანამდე კი, რუბრიკა "ბაქოს ქრონიკები" გრძელდება.  დღიურის სახე პრინციპში არასოდეს ჰქონია ამ ქრონიკებს. დეტალურად არ აღმიწერია არც ჩემი მოღვაწეობა აქ და არც რომელიმე კონკრეტული დღე. პრინციპში, არც სხვა ბლოგებში მაქვს ჩემი დღეების დეტალური აღწერა არსად: დილით ავდექი, პირი დავიბანე, კიჭები გამოვიხეხე და ა.შ. ანტრეში ვზივარ პირველ სართულზე. ფანჯარასთან არსებულ ბარის ტიპის მაგიდასთან. ასეთი ტიპის კაფეებში ასეთ ადგილას ვამჯობინებ ჯდომას, და არა სავარძელში და ჩვეულებრივ პატარა მაგიდასთან, თუკი მარტო ვარ და მით უმეტეს, თუ ლეპტოპი მაქვს თან. რაღაც თავის ხიბლი აქვს ამ ყველაფერს. არასოდეს მესმოდა ხალხის, რომელსაც უყვარს წამოწოლა, წოლა ზოგადად (თუ ღამე არ არის და არ გეძინება) და ბევრი ძილი. ბო

მზიანი ფაზლი

Image
ღრმა თვალები არ ყოფილა მხოლოდ ხატოვანი გამოთქმა  ბოლო დღეს აღარ გვქონდა იმდენი დრო, ზღვაზე სხვაგან წავსულიყავით. დავრჩით ქალაქში. დილით ყველა ჩვენ-ჩვენ გზაზე წავედით, სხვადასხვა სურვილები გვამოძრავებდა.  ჩემთვის მარიამობა იყო. მერე ვისაუზმე მარტომ, ნელა, დიდ, მაღალჭერიან ლამაზ კაფეში, სადაც კარგი საუზმე და მზიანი გარემო აქვთ. მერე ცოტა ხნით სხვა კაფეში გადავიკვეთეთ. იქიდან სახლში წავედით, ჩავლაგდით და გზები ისევ გაიყო.  ორმა სალონს მიაშურა მატარებლამდე დროის გაყვანის მიზნით. ორმა დავასრულეთ მოწესრიგება, ჩალაგება და ქალაქში გავედით. ცხელოდა. დღისით  აქ განსაკუთრებით ცხელა.  სამი დღე ვუყურებდი ამ ქალაქს და ვფიქრობდი, რომ  გული მტკივა, ის ქალაქი აღარ არის, რომელიც მიყვარდა, აღარავინ ზრუნავს და მაქსიმალურად ამახინჯებენ. მეშინია, რომ ნელ-ნელა სრულიად დაკარგავს თავის ხიბლს და მომავალ წელს უკვე სულ სხვა ქალაქი დამხვდება. არა და მინდოდა, მთელი ცხოვრება გამყოლოდა ეს უპირობო და ცოტა არაადეკვატური სიყვარული. მეოთხე დღეს, დღისით ქუჩებში უმიზნოდ ბოდიალისას ისევ ვიგრძენი, რომ არ გ

dolce far niente

Image
გუშინდლიდან ვაპირებ დაწერას, გუშინ დილიდან, მას მერე, რაც წიგნი დავამთავრე. იმ წამსვე უნდა დამეწყო. ასეთ რაღაცას თუ გადადებ, შემდეგ ემოცია იკარგება და უნდა ელოდო, როდის დაბრუნდება. ან არ დაბრუნდება.  და არის ასე თავში არაერთი დრაფტი, რომლებიც ალბათ მუდმივარ დრაფტად დარჩება. უბრალოდ ახლა ძალიან მინდოდა რამე დამეწერა, სულ ერთია - რა. ხანდახან უბრლაოდ თითებს უნდებათ წერა, უფრო სწორად - ბეჭვდა. ხელით წერა მიჭირს :) გადაჩვეული ვარ, ამდენის ხელით წერას ალბათ ვერც მოვახერხებ. იშვიათი გამონაკლისი ბედნიერი სამი დღეა. დღესასწაული აქვთ აქ და ჩვენი სკოლაც ისვენებს (თითქმის არც ერთ დღესასწაულზე არ დაუსვენიათ, ამიტომ, ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, რომ მართლა არ უნდა მემუშავა შემდეგი 3 დღე. ჯიმ კერი ტომარამოკიდებული რომ გაუჩინარდება, დაახლოებით ასე გამოვსქურე ხუთშაბათს საღამოს, თითქოს მეშინოდა, ვინმეს არ მივებრუნებინე და არ ეთქვა, არა, შენ უნდა იმუშავოო :) ისე, ადრევე რომ მცოდნოდა, ადრევე რომ მომფიქრებოდა და მეზრუნა, ახლა მანდ ვიქნებოდი, თბილისში... მხოლოდ გუშინ საღამოს მომივიდა ეს

ფილმი და წიგნი. ერთმანეთთან არაფერ კავშირში მყოფნი. ანუ, სანამ კითხვა შეგიძლია

her ბოლო ალბათ 10 დღის მანძილზე მეორედ ვუყურე ამ ფილმს. ორივეჯერ შემთხვევით გადავაწყდი რომელიღაც არხზე, უკვე დაწყებულს, ორივეჯერ დაახლოებით ერთი და იმავე ადგილიდან და ორივეჯერ ბოლომდე შევყევი.. რაღაცნაირი ემოციები მაკავშირებს ამ ფილმთან. ცოტა მიჭირს გადმოცემა, ან შესაბამისი ზედსართავი სახელების მოძებნა. თბილი. მშობლიური. მშვიდი ტალღა. წყალში ზურგზე წოლა მშვიდად, ზემოდან რომ მზე გათბობს თან და წყალი ოდნავ გარწევს. საუნდტრეკზეც ანალოგიური შეგრძნებები მაქვს.  პირველად რომ ვუყურე, მახსოვს, განსაკუთრებულად იმოქმედა. მაშინ ავტომატურად რაღაც პარალელები გავავლე ჩემ იმ დროინდელ ცხოვრებასთნ. ასოციაციები გამოიწვია უბრალოდ.  ახლა იმ ეტაპთან აღარაფერი მაკავშირებს, აღარც ემოციურად, მაგრამ ფილმმა ხიბლი არ დაკარგა.  სავარაუდოდ, ყოველ ჯერზე რაღაც ახალზე მაფიქრებს, ან რაღაც ახალ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, მთავართან ერთად. დღეს, მაგალითად, ვფიქრობდი, რა მაგარი პროფესია აქვს მთავარ გმირს. ვფიქრობდი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ ადგილას და დავწერდი წერილებს სხვისი სახელით. ასეთ წერილ

იქ

ხანდახან მინდა, რომ სტრუგაცკების გამოგონილ რომელიმე სამყაროში ვცხოვრობდე. ნებისმიერში არა ოღონდ. ვიცხოვრებდი მაგალითად იქ, სადაც "ორშაბათი იწყება შაბათს"... 💜

დღე 29-ე. happy :)

Image
Phil: Anything different is good. Do you know what  today  is?  Rita: No, what?  ... არასოდეს, არასოდეს არ მომნატრებია სხვაგან ყოფნისას აქაურობა. არასოდეს გამხარებია დაბრუნება ასე ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად ამეწყო იქაც.  ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება.   ღამის თბილისი.  "თურმე როგორ მყვარებიხარ, ბიჭო" 😄   ერთი დიდი პოსტი მაქვს დასაწერი. ბევრი მოვლენა და თემა დაგროვდა. მაგას მერე მივხედავ. დავწერ. soon 😉  ახლა კი, ახლა უკვე აქ ვარ, ძალიან მონატრებული, გახარებული და ბედნიერი.  Phil:  Today is tomorrow . It happened :) . ...

მარტოობის 28 დღე. lost in translation.

Image
ფილმი არ მინახავს რამდენი ხანია. რაც ჩამოვედი. უცნაურიც არის, ალბათ. ასეთ ადგილას, თუ საღამოს მარტო ხარ, სავარაუდოდ ფილმის ყურებით უნდა შეიქციო თავი. მე კი ჯერ არც ერთხელ არ ჩამირთავს. ჩცდ-ს თუ არ ჩავთვლით. არა და თან სულ გვიან ვიძინებ. ამასაც ვერ ვხვდები, როგორ ვახერხებ. ან რატომ. და დღეს საღამოს, მას მერე რაც ბულვარში ინტერნაციონალური (თუმცა მთლიანად გერმანულენოვანი) night jogging-ის და შემდეგ ინტერნაციონალურივე ჩაი-ლუდის სმის შემდეგ სახლში მოვედი, მას შემდეგ, რაც დადგა ჟამი მოდუნებისა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა, (სინანულით) გამახსენდა, რომ წიგნი დავამთავრე... და გამახსენდა, რომ არსებობს ფილმი "lost in translation". უფრო სწორად, ამ უკანასკნელის არსებობა კი არ გამახსენდა უბრალოდ, არამედ უცებ ძალიან მომინდა, მენახა. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ხდება მოქმედება და მოქმედი პირებიც სულ სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, მაინც რაღაც ძალიან ახლობელი და ნაცნობია ამ ყველაფერში. რაღაც დიდი მსგავსება. თითქოს ერთი და იგივე ხდება ჩვენ თავს და ერთ

შუალედური ჩანაწერი

როცა არსად გეჩქარება, მაგრამ მაინც ადრე გეღვიძება/გაღვიძებენ. მერე აღარ გეძინება, შედიხარ აბაზანაში,  ცხელი შხაპი, ცხელი, ახალგამშრალი თმა და მერე ისევ ჯერ კიდევ  ოდნავ თბილი ლოგინი. ხანდახან რა ცოტა გინდა ადამიანს ბედნიერებისთვის. ხო,  ბანალურია, მაგრამ მართლა დეტალებშია ხშირად ბედნიერება. გაჩერდე უნდა უბრალოდ და შეირგო. პ.ს. ახლა წავალ, სადმე კარგ ადგილას ვისაუზმებ, გემრიელ ყავას დავლევ. დანარჩენი - მერე, შემდეგ ჩანაწერში

მარტოობის 28 დღე. მესამე კვირის დასასრული

Image
წიგნის დასრულების ფობია. არსებობს ასეთი? იარსებებს ალბათ. ლიბროფინიშფობია ერქმევა, ან რამე მსგავსი 😊 ბოლო დროს ძირითადად ელექტრონულ წიგნებს ვკითხულობ. კი, მიყვარს წიგნის სუნიც, წიგნის ხელში შეგრძნებაც, მაგრამ ძალიან მივეჩვიე ქინდლს.  იმას, რასაც ახლა ვკითხულობ, რეალურად დიდი ხანი მოვუნდი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ რაღაც მომენტში შევწყვიტე უბრალოდ კითხვა. თავიდან - კარგად წავიდა. მერე არ ვიცი, დრო აღარ მქონდა თუ უბრალოდ ცოტა ხნით ინტერესი დამეკარგა, ან იმ პერიოდში კითხვა არ მინდოდა, მოკლედ, რაღაც პერიოდი, აღარ ვკითხულობდი. და ახლა ისევ დავიწყე. დავიწყე და ვეღარ ვწყდები. და უცებ, როცა გავიაზრე, რომ სავარაუდოდ მალე დავამთავრებ, შიშმა შემიპყრო. შიშითვე გავაპარე თვალი მარჯვენა კუთხეში, სადაც პროცენტებით არის აღნიშნული, რამდენი დარჩა წიგნის ასრულებამდე და ცივი წყალი გადამესხა...  93% წამიკითხავს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საყვარელი მეგობარია ჩამოსული და რაღა დარჩა მის წასვლამდე. ცოტაც და დამტოვებს. სერიოზულად შემეშინდა იმ სიცარიელის, რომელსაც წიგნის დამთავრების შემდეგ ველოდები. ეს

მარტოობის 28 დღე. მესამე კვირის დასაწყისი

Image
ეს არ არის ნამდვილი ეს არ არის ნამდვილი ეს არ არის ნამდვილი ეს რომც გამრავალფეროვნდეს, აქ ყოველი დღე და საღამო ახალი და საინტერესო ადამიანებითაც რომ აივსოს, მაინც არ იქნება ეს ნამდვილი. ნამდვილი იქნება მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ ყველაფერს ვერ ამოავსებს (ეს ნაწილი თავისი მონაწილეებიანად ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო, მნიშვნელოვან და მზიან ნაწილად დარჩება ჩემი აქ ყოფნისა). :": The truth is... we were much too young   Coop island ჩავრთე. Coop island blues . სადღაც აქ ცენტრში, სადაც ძირითადად ვმოძრაობ, რაღაც წარწერაა - scoop. ისიც კი არ ვიცი, მაღაზიაა, კაფე თუ რამე დაწესებულება. უბრალოდ თვალში მხვდება ჩამოსვლის დღიდან და ამ სიმღერის ასოციაციას მიჩენს მომენტალურად. მერე ცოტა ხანი ვღიღინებ ხოლმე. ან არც. გააჩნია ამინდს და განწყობას. დღეს, azercell-ში მორიგი სტუმრობის შემდეგ ისევ ამ გზით მომიწია წამოსვლა და ისევ გამახსენდა ეს სიმღერა. ხოდა, როგორც ჩანს, მერესთვის დაასეივა გონებამ. ჩცდ-ს ყურებას მოვრჩი, უცებ საოცრად გამიჩნდა წერის მოთხოვნილება. თან ამის ფ

მარტოობის 28 დღე. მეორე კვირის დასასრული

Image
უკვე მეთხუთმეტე დღეა აქ ვარ. ეს იყო ის, რაზეც ვოცნებობდი, რაზეც მხოლოდ ვოცნებობდი და ადგა და თავზე დამეცა. ხოდა ახლა მიჭირავს ეს ოცნება ხელში, ვატრიალებ აქეთ იქით და ვერ გამიგია, ეს მინდა მართლა, თუ შემეშალა? მაინც ძალიან მადლობელი ვარ ამ თავზე დაცემის, იმიტომ რომ ხანდახან აუცილებელია საკუთარ თავთან გარკვეული ხნით მარტო დარჩენა, რასაც ფაქტობრივად ვერ ვახერხებ(თ) სამშობლოში ყოფნისას და ამის საშუალება მომეცა დამანახა რისი კეთება მომწონს, მსიამოვნებს და მინდა დამანახა, რისი კეთება კატეგორიულად აღარ მინდა (ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ ახლა ბევრად უფრო ცხადი გახდა) გავიცანი (ამ ეტაპზე) რამდენიმე ძაალიან კარგი ადამიანი (კერძოდ, ერთი ფანტასტიური ოჯახი) დავინახე, რომ საკმაოდ განვითარებულები ვართ  გამახსენდა, საიდან მოვდივართ (და მიხარია, რომ იქ აღარ ვართ) დამანახა, რა მყვარებია  კიდევ უფრო მძაფრად დამანახა, რა მაკლია მაგრამ საკუთარ თავში გარკვევა მაინც არ ყოფილა ადვილი შეიძლება, მარტო ყოფნის გამო საკუთარი სურვილების და აზრების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინო, რაც შედეგად