Posts

Showing posts from February, 2023

მთვარე უკვე ამოსულა (?)

Image
დილიდან მინდოდა ტკბილი. არა, დილიდან არ მინდოდა. დილიდან წერა მინდოდა მგონი. უბრალოდ, ახლა მოვიცალე დღის სხვადასხვა ეტაპზე თავში მოსული ფიქრების თუ ემოციების გადმოსაცემად.  დილა/შუადღე: ვასაძე, ბედნიერებას ძებნა მართლა არ სჭირდება. ბედნიერება ხშირად უბრალო დეტალებშია, აი ასეთ ელემენტარულ დეტალებში: ბედნიერებაა, როცა გაქვს შესაძლებლობა, დილით წახვიდე ვარჯიშზე, ისიამოვნო იოგას კლასით, მერე კიდე არასაქმიან საქმეზე, მერე მოხვიდე სახლში და წინასწარ გიხაროდეს, რომ ახლა ძალიან გემრიელ რამეს მოიმზადებ და მშვიდად ისიამოვნებ გვიანი საუზმით.  ბედნიერებაა სტუდენტებთან ურთიერთობა, ბედნიერებაა, როცა დამშვიდობებისას გეტყვიან,  მადლობა, რომ ასეთი კარგი იყავიო (იყავი იმიტომ, რომ სულ 1 სემესტრი მოგვიწია მუშაობა).  საღამო: შაკიკის პირველი ნიშნების მიუხედავად, მაინც წავედი ივენთზე. მერე, უკვე სახლში დაბრუნებულს, ჩემი თავი მახსენდებოდა ადრეული ახალგაზრდობის ეტაპზე. ყველგან რომ უნდა წავსულიყავი, დაღლილობის მიუხედავად, თითქოს მეშინოდა, რამეს არ გამოვკლებოდი. ხოდა დღესაც წავედი. ხმაურიან ნაწილს თავი ავარიდე დ