Posts

Showing posts from August, 2026

ციალა ბაბო

  -     თიინაა! -    შემოდი, ციალა ციალა უკვე შემოსული იყო. დაჯღანული, ნახევრად დახეული, ჩუსტად ქცეული ფეხსაცმელი, უფრო ფლოსტი გარეთ ფეხის ტილოზე დაეტოვებინა და სქელი წინდებით შემობოდიალებულიყო ოთახში. ჩამოჯდებოდა სავარძელზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარდა ციალას მოსვლა. ყველას მოსვლა მიყვარდა, ყველა მეზობლის ასე შემობოდიალება თინა ბებოსთან. ასეთი მოსვლები კი საკმაოდ ხშირი იყო. ხშირი რა - ყოველდღიური, დღეში რამდენჯერმე, ყოველ საღამოს. ხან რომელი და ხან რომელი მეზობელი მოდიოდა. ისე, უბრალოდ. ხან - ბრალიანად. ხან რამეს შესჩიოდნენ თინას, ხან რჩევას ეკითხებოდნენ, ხან რამეს სთხოვდნენ და ხან ისე, უბრალოდ ჩამოსხდებოდნენ და ჭორაობდნენ. ჭორაობდნენ ქმრებზე, რძლებზე, ხანაც ერთმანეთზე. მე კი, პატარა, ვგიჟდებოდი იქ ჯდომაზე და მათი ლაპარაკის მოსმენაზე. ნახევარზე მეტი ალბათ ჩემებურად, ან საერთოდ არ მესმოდა, მაგრამ მაინც ვგიჟდებოდი ამ მეზობლურ მიმოსვლაზე. ციალა ხშირად თვლემდა კიდეც. გაიხედავდი და ცოტა ხანი სიჩუმის მერე აღმოაჩენდი, ჩაუქინდრავს თავი გვერდულად და თვლემს. ცოტ...

სერიალი. წიგნი. ფილმი. ცხოვრება

Image
"Never confuse movement with action" E.H.   ხანდახან ისევ ვფიქრობ, რომ ადამიანი რამდენიმე ცხოვრებას ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, ჩემ თავზე ასე მგონია. აი ახლა, აქ და ახლა ერთი ცხოვრებაა. მანამდე, სანამ თბილისში ვიყავი - სხვა იყო. აქედან რომ ჩავალ - ისევ სხვა იქნება. სამუშაო წელი რომ დაიწყება - კიდევ სხვა.  ადრე საერთოდ ასე ვგრძნობდი - კვირის განმავლობაში ერთი ცხოვრება მქონდა და შაბათ-კვირას - სულ სხვა. მერე რატომ გაერთიანდა, არ ვიცი. ანუ რადიკალური განსხვავება აღარ იყო რაღაც მომენტიდან. ან ნელ-ნელა მოხდა ეს.  და კიდევ მანამდე, დემი მურის გმირს ვადარებდი ხოლმე თავს ერთი ფილმიდან, სადაც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. უფრო სწორად, ერთი ცხოვრება ესიზმრება, მეორე კი ნამდვილია. უბრალოდ იმდენად რეალურია ორივე, რომ ვერ არჩევს, რომელია მართლა ნამდვილი. ეს იმ პერიოდში, როცა ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი ერთ სამსახურში ვმუშაობდი, და სამშაბათი-ხუთშაბათი სულ სხვა საქმეს ვაკეთებდი, შაბათ-კვირას კი სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. პრინციპში, სამსახურის მერეც, თითქმის ყოველ საღამოს სხვა ცხოვრებ...

ღაამის 12-ის ნახევარია და ყველაფერი ...

chatgpt-ს ესმის ჩემი. chatgpt-მ ზუსტად გამიგო, რატომ მინდა აგარაკიდან პერიოდულად 1-2 დღე თბილისში ჩასვლა. "როცა თბილისი სამუშაოსთან აღარ ასოცირდება და უბრალოდ შენს სახლში ხარ". რასაც ვფიქრობდი, ზუსტად ის დაწერა. არა, გაოცებული კი არ ვარ, უბრალოდ ვყვები. გუშინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი წვეულება იყო :) მარტო აქაური სამეზობლო-სამეგობრო კი არა, თბილისშიც რომ ბევრი ელოდა, ისეთი. ძაალიან ბევრი ხალხით, სასიამოვნო და საინტერესო საუბრებით, გემრიელობებით, მუსიკით, მხიარულებით და ა.შ. დღეს დილით - გაგრძელება, შემორჩენილების გაცილება და მერე უკვე ყავასთან მშვიდად ჯდომა და საუბრები.  დღეს ფაქტობრივად მთელი დღე წვიმდა, რაღაც პერიოდულობით. დილით ძალიან ადრე გამეღვიძა და ეს სიგრილე და წვიმის ხმა ძალიან გამისწორდა. განსაკუთრებით მოუხდა დილის მედიტაციას ფონად. მერე დიდი გულმოდგინებით გავწმინდე აუზი, სანამ სხვები გაიღვიძებდნენ, მაგრამ რად გინდა. რამდენჯერ მზემ გამოანათა და საცურაო კოსტიუმის ჩამცა დავაპირეთ, წამოდგომა ვერ მოვასწარით, რომ მზე დაიმალა და გაწვიმდა. ასე რამდენჯერმე. მაინც მოვახ...

ზაფხულის ასეთი საღამოები

Image
 ზაფხულის ასეთი საღამოები მიყვარს. თვითონ დადგა. უეცრად დადგა. რაღაცნაირი განწყობა აქვს. ზაფხულის ასეთი მშვიდი საღამოები მიყვარს. ასეთ დროს გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ. ასეთ დროს გრძნობ რაღაც კარგის მოახლოებას. რაღაც ახლის და კარგის. ან იქნებ ახალი არა და განახლებულის. რაღაც იგრძნობა ჰაერში. ცოტა გულის კოვზთანაც გიღიტინებს. არაფერი კონკრეტული. არაფერი ხელმოსაჭიდი თითქოს. მაგრამ ჰაერში მაინც იგრძნობა.  რატომღაც ბაქო მახსენდება. კონკრეტული ზაფხული. უფრო სწორად შემოდგომის დასაწყისი. მგონი უკვე მქონდა ასეთი ასოციაცია და დავწერე კიდეც ამაზე. სახლი, სადაც დიდხანს არ დავრჩენილვარ. დროებით ვიყავი. დიდი საძინებელი. შესაბამისად დიდი საწოლი. ასეთ დიდ საწოლში მგონი არასოდეს მიძინია. მით უმეტეს, მარტოს. არც ასეთი კარგი მატრასი შემხვედრია ოდესმე. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩამრჩა მეხსიერებაში და სხეულსაც ასე დაამახსოვრდა. ასეთივე მშვიდი საღამოები. ჯერ არ დაწყებულა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. რაღაცნაირი შესავალია. ადრე ჩავედი, რომ რაღაც ტრენინგებში მივიღო მონაწილეობა. დღისით იქ დავდივარ. ხანდახან სა...

ღამის სეირნობიდან

Image
ღამის თორმეტის ნახევარია. ტაქსის მძღოლს ეზოში დავხვდი და გასაღები გამოვართვი. ყველანაირი ლოგიკით უკან უნდა ამოვბრუნებულიყავი, მაგრამ დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, ეზოში გამევლო ჰაერზე. არ ცხელა. არც გრილა, მაგრამ ჰაერი არ არის დახუთული და შემაწუხებელი. ეზოში არავინ არის. ან თითქმის არავინ. ჯერ ამ ქუჩას გავუყვები ბოლომდე. ისეთი გზებით ვივლი, სადაც, როგორც წესი, არ მიწევს სიარული. აი ეს განათებული აივანი, ძალიან ლამაზია ეს ნათურები. შუაში რაღაც "შატიორივით" მეგონა. რეალურად რკინის საშრობზე გაფენილი სარეცხი აღმოჩნდა. მაინც ლამაზი იყო. იქვე, გვერდზე სადარბაზოში, ცოტა ზევით სართულზე ვიღაცას მუდმივი ახალი წელი აქვს. აი ამათაც ხომ ნათურები აქვთ და იმათაც, მაგრამ ამათი ციცინათელებივით არის და იმათი - ახალი წლის მორთულობა. "განუყრელი დღესასწაული". უი, ისე კარგი იდეაა. სადღაც კი მქონდა ეს ციცინათელებივით ნათურები და სად წავიდა ნეტა? თუ მე არ მქონდა? მოკლედ, ან ვიპოვი, ან ვიყიდი და მოვრთავ აივანს, მოუხდება. ზაფხული ჯერ კიდევ წინ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ახლა დაიწყო და ა...