Posts

Showing posts from August, 2009

Это все, что возьму я с собой...

Image
Ночь, улица, фонарь, аптека... კი, კი, ეს ყველა დეტალი ამ გზის შემადგენელი ნაწილი იყო უკვე რამდენი წელი. რამდენჯერ გავლილი, გატკეპნილი გზა. ღამე. გრილა, თითქმის მცივა. მარტო მოვდივარ. მიყვარს ამ გზაზე სახლში გვიან დაბრუნება ფეხით. არა და ფეხით იშვიათად მიწევდა ბოლო დროს. გზა მარიკას სახლიდან ჩემს სახლამდე. დღეს ბოლოჯერ გავიარე ეს Strecke ფეხით. მარტომ. ბოლოჯერ შევიარე სახლში ასვლის წინ საბედნიეროდ ჯერ კიდევ ღია მაღაზიაში. პრინციპში ადრე იყო მაინც, ასე ადრე არ მოვდივარ ხოლმე როგორც წესი. მინდოდა დღეს დაძინებამდე ბოლოჯერ "ვყოფილიყავი" ამ სახლში და წამოვედი. იცის შეჩვევა. ნივთმაც, სახლმაც, ადგილმად. კატები ხომ თან ადგილს ეჩვევიან :))) 14 1/2 წელი ერთ სახლში ვიცხოვრე. მერე 15 1/2 წელი მეორეში, ანუ აქ. ხვალიდან და რამდენი ხანი ვიცხოვრებ ახალ სახლში? კი, ის აწი სულ იქნება, უბრალოდ მე მთელი ცხოვრება, კიდევ 17 1/2 წელი, 1/2 წელი თუ რამდენი ხანი დავყოფ იქ, ეგ უკვე არ ვიცი :) დღეს ვიხსენებდი, რა ემოციები მქონდა, იქიდან რომ გადმოვდიოდი. მაშინ პატარა ვიყავი. ძალიან განვიცადე, მახსოვს. სა