Posts

Showing posts from 2010

სეზონი - პოსტი. მოვლენა. კომენტარი.

ვპოვე და პოსტად გარდავთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები კომენტარი კალოს პოსტზე "სეზონი – გავლანძღოთ თუ შევაქოთ?" იმდენად დიდი გამომივიდა, გადავწყვიტე პირდაპირ გადმომეკოპირებინა და თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი და არა მარტო ჩემი შეხედულება ამ ფილმის შესახებ. მოკლედ, იხ. ჩემი კომენტარი და კალოს პოსტი, რომელიც ზემოთ ლინკის სახით არის მიბმული. "ჩვენთან დამკვიდრდა მოდა. მოდა იმისა, რომ ყველაფერში დავინახოთ მხოლოდ ცუდი და არაფრით არ აღვნიშნოთ არაფერი კარგი." - გეთანხმები 100%-ით! სწორედ ეს დავწერა ახლა უკვე აღარ მახსოვს ვის და რომელ კრიტიკულ თუ "ანტიკრიტიკულ" სტატიაზე. მართლა მომართული და ჩასაფრებულია ყველა, რომ რაღაც უარყოფითი დაიჭირონ. არა და ამაზე ადვილი არაფერია. პრინციპში, ყველაფერში გეთანხმები. ზუსტად ამ შეგრძნებებით და აზრებით დავტოვე დარბაზი. და არაპროფესიონალი მსახიობების კვალობაზე კარგად თამაშობდნენ კი არა, მე ვიტყოდი ბევრ "პროფესიონალ" მსახიობზე უკეთაც კი გაართვეს თავი, იმ პროფესიონალ მსახიობებზე, რომლებიც ზუსტად ვიცი, სიყალბის "გემოს"

"იქ, სადღაც, ჭეშმარიტებაა"

Стивен Кинг И пришел бука Хулио Кортасар Ночью на спине, лицом кверху Дино Буццати Капля Рэй Брэдбери Они были смуглые и золотоглазые ყველა ამ ავტორის და მოთხრობის ნახვა და წაკითხვა შეგიძლიათ lib.ru-ზე. მაგრამ მე ოთხივესთვის ალტერნატიული ვებ-გვერდები შეგირჩიეთ და ისე დავლინკე. რა ვიცი, იქნებ მერე იქ კიდევ სხვაც ნახოთ რამე, თქვენთვის საინტერესო. დაე გქონდეთ ფართო არჩევანი. რა თქმა უნდა, ამ მოთხრობებით არ ამოიწურება ჩემი ცხოველი ინტერესი და სიყვარული ამ მწერლებისადმი. უბრალოდ, ზოგი პირველივე, რაც თავში მომივიდა, და ზოგიც ყველაზე "მომნუსხველი", რაც ასევე უცებ თავში მომივიდა, ის შემოგთავაზეთ. დაინტერესების შემთხვევაში, ვფიქრობ, თვითონვე დაკვალიანდებით. რჩევისთვის კი აქ ვარ და მზად ვარ. და რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ეს თემატიკა? ჯერ ერთი, პერიოდულად მოთხოვნილება მიჩნდება მსგავსი რაღაცეების კითხვის. მეორე - ზოგადად მიყვარს ეს ჟანრი, მით უმეტეს კარგი მწერლის მიერ წარმოდგენილი. მესამე - ეს პერიოდი მქონდა ზუსტად ბოლო დროს. ოღონდ ცოტა ზედმეტი მომივიდა. სტივენ კინგით დავასრულე პ

საიუბილეო ბალადა ელგუჯაზე

ელგუჯავ, ცასა მფრინავო, რად ჩამოხვედი ბარადა, მაჯარიმებ და გულს მიკლავ, საქმე მიქციე შარადა, ოც ლარიანი წარმტაცე, ცრემლები მომდის ღვარადა, არ გაიხარე ელგუჯი, მამა შეგერთოს ქმარადა, მთელი სიცილის საღამო ამომადინე ძმარადა, თავში ხელს ვიცემ – ნეტავ რად გესიტყვე ენამწარადა. მაგრამ რად მინდა ლეჩაქი, მე თუ შური არ ვიძიე, თუ კაბის კალთა შენს თვალწინ მუხლამდე არ ავიწიე. მაინც ახლოში ცირკია, არავის გაუკვირდება ... შენი მოთაფლვა ჩემნაირ ქალს კი – არ გაუჭირდება შენი ხბოსებრი თვალები ათას სასწაულს მპირდება, შენი შავარდნის მუხლებსა კანკალი მოუხშირდება, და უნებლიე შარდვაში მუნ ჭმუნვა გადმოდინდება. ბედშაუ, რაზედ კანკალებ?! - მეწყვილე შაფიქრიანდა. ელგუჯა სახეს არიდებს, თვალები აუწყლიანდა. ტუალეტს ეძებს თვალებით, არადა დააგვიანდა, ახალ გარეცხილ შარვალზედ სისოვლე აუბრჭყვიალდა, და ცხონებული ბაბუა საფლავში გადატრიალდა. გასრულდა ესე ამბავი, ვითა პატრული ღამისა ელგუჯი გამოწყობილი, თვის მანქანაში ღნავისა. იმას ამბავი შეემთხვა – ვაი, მტრისას და ავისას. ქალს ტყუილად ნუ შაებმევით, არის მორალი ამისა! ავტორ
Баю-баю, завтра будет день опять სულ ეს არის მთელი პოსტი. აი ის, ერთი წინადადება ჩვენი ბავშვობის დროინდელი ძილისპირულიდან. სათაურიც ეგ არის და შინაარსიც. ოღონდ სინამდვილეში უზარმაზარი პოსტია ეს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ რაღაცას იტევს და გულისხმობს, რამდენი რაღაცის დაწერა მინდ(ოდ)ა, მაგრამ/და არ (და)ვწერ. ყოველ შემთხვევაში ჯერ. ზღაპარი "შიშველი მეფე" გახსოვთ? რომ ჰგონია, აცვია ტანსაცმელი და სინამდვილეში შიშველია. და ყველა რომ დუმს. დაახლოებით ასეა. ოღონდ პირიქით. გგონია, პოსტი ცარიელია, და სინამდვილეში რამდენიმე ფურცელია სავსე. იქ ბავშვი დაინახავს ჭეშმარიტ სახეს და წამოიძახებს. აქ - არ ვიცი. Баю-баю, завтра будет день опять завтра будет день опять будет день опять день опять опять

შკკკკკმრგნ

დღეს ალისა გადიოდა. პრინციპში, გუშინაც. და დღეს შაკიკი მესტუმრა. დიიიდი ხნის განშორების მერე. მივხვდი, რომ ეს ერთადერთია მყარი რაღაც არის ცხოვრებაში, რაც გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მიმატოვებს. ცოტა ფარდის იქითა აზროვნება მეწყება ამ დროს. ვერ აგიხსნით. და წერა მინდება. არა და არ იცით, რად მიჯდება ახლა ეს, ეკრანთან ჯდომა და თუნდაც 5 წუთით გადაწევა ძილის, ერთადერთი გამოსავალის ამ დროს. დღე იყო გრძელი. დავიღალე. მაგრამ მიხაროდა, რომ დავიღალე. სასარგებლო საქმეებით. და საღამოს ვიცოდი, რომ სულ რომ ვეღარ დავმდგარიყავი 2 ფეხზე, ოთხით წავიდოდი სადმე. "გასანიავებლად". საღამო თვითონ დაიგეგმა. ცხელი აბაზანა. უსწრაფესად ჩაცმა. ტაქსი. მეგობრის აყვანა გზად. და სტუმრად მეგობართან. ჩაი. სერიალი. რეკლამა. საუბრები. ჩაი. სიგარეტი - მათ... ნელ-ნელა წამოვიდა. ნელ-ნელა დამეკარგა მეტყველები უნარი. ნელ-ნელა სადღაც გამჭვირვალე ბლანტი ფარდის იქით დავრჩი და იქიდან ვუსმენდი მეგობრებს. ამ ფარდის იქიდან მოვისმინე ახალი ამბავიც. ამ ფარდის მიღმა გამეღიმა სრულიად გულით. ამ ფარდის იქით უკვე &q

ნაწილი

- Одиночество?! Я вам расскажу про одиночество!  И уселась возле камина, не обращая внимания на вопросительный взгляд серых глаз.  უცებ თავში წამოუტივტივდა ფრაზა, უფრო სწორად ნაწყვეტი ფრაზისა - ”когда всего этого добьешся, больше всего волком завыть хочеться”… ’Да вот и захотелось уже… Дошла до этого…’ ცოტა ხანი კიდევ დაჰყურებდა გასაღებების ასხმულას ხელში და ბოლოს ბუხარში მოისროლა. რაღაცნაირად ზანტად ადევნებდნენ თვალს, როგორ დნებოდა რკინა. ’ესე იგი დღეს აქ ვრჩები’ - გაიფიქრა. არა, გამიზნული ჟესტი არ იყო ეს. უბრალოდ საოცარი სიცხადით იგრძნო, როგორ უნდოდა უცებ ეს ყველაფერი აეღო და ცეცხლში შეეყარა; მერე თითქოს ამ "ყველაფერმა" ერთად მოიყარა თავი რამდენიმე გასაღებში და ახლა მის თვალწინ იწვოდა მანქანა, ის საოცარი სიახლის სურნელი მანქანაში, რომელიც ასე მოსწონდა პირველი სამი თვე, იწვოდა სახლი, ყვავილები. job? - ისიც აქ იწვოდა. ყველაფერი, ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ”აგროვებდა” და რაც მის ხელში იყო უკვე. და რა? “Viel lieber würde ich Augenblicke sammeln” - თავისთვის ჩაილაპარაკა და ცარ
წითელი ღვინო. красное вино. Rotwein. red wine. vin rouge. vino tinto. vino rosso. vinho tinto Sah ein Knab' 'n Rotwein steh'n Rotwein in den Gläsern ........ ...... ...... ...... ... Rotwein Rotwein Rotwein rot Rotwein in den Gläsern

***

творить хочется исписать бумагу красками чудить творить хочется идти на атаку талант будить творить хочется излить душу себя не беречь творить хочется все рассказать а потом все стереть

მუზა მე

როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები სდუმანო... ან მე დავყრუვდი და ან მუზებს აქვთ სმენითი ჰალუცინაციები

"უცნობი"-ს შესახებ. მათთვის, ვინც თვალს ადევნებდა

პრინციპში, სხვებმა შეგიძლიათ დრო არ დახარჯოთ ამის კითხვით. ბოდიში უნდა მოვუხადო მათ, ვინც თვალს ადევნებდა ამბავს "უცნობი"ს შესახებ. ეჭვი მაქვს, თხრობას შევწყვეტ. უნდა მომესწრო, დამესრულებინა დღემდე. ახლა უკვე გვიანია. მიზეზზე დეტალური საუბარი არ არის საჭირო. უბრალოდ აი ასე, უცებ, ერთბაშად, ერთი (არა ზეპირი) სიტყვის შემდეგ უკვე დასრულებული ისტორია საბოლოოდ კიდევ ერთხელ დასრულდა და წერის სურვილიც გამიქრა. მოკლედ, როგორც ალბათ მიხვდით, ეს წარსულში (საკმაოდ ახლო, მაგრამ მაინც) წარსულში ხდებოდა. უკვე იმდენად დისტანცირებული ვიყავი ამ მოვლენებისგან, იმდენად "მეკიდა" და მეცინებოდა (ჯერ კიდევ), რომ თავისუფლად შემეძლო ამაზე დამეწერა. ალბათ სმაილები და გრაფიკული გამოსახულებები არ იყო საჭირო იმისთვის, რომ მიმხვდარიყავით, იუმორით, ცოტა სარკაზმით და ხალისით ვწერდი. უბრალოდ მეხალისებოდა ამ სისულელის მოთხრობა. სისულელის, რომელიც როგორც "არანაირად" დაიწყო, ისევე დასრულდა. ვიცი, რომ გაინტერესებთ და ამიტომ გეტყვით მოკლედ (აი ადრე სერიალის დასასრულს ვინც ვერ ნახავდა და განმეო

უცნობი. (ნახევრადdraftი პოსტის) ნაწილი III

(დასაწყისი იხ. აქ , ნაწილი II - აქ ) დამიდასტურა და დადუმდა. არც შეკითხვა, არც არაფერი. როგორც ჩანს, ჩვეულებაში ჰქონდა გამჯდარი უცხო ხალხის მიერ შეთავაზებული მეგობრობის მიღება. как должное, ასე იღებდა და მერე დუმდა. ან იქნებ, "უცხო ქალად რომ შემიცნო შერცხვა და თავი დახარა?" არა, არ მგონია. არც ისე რთულად გამოდიოდა თითქოს კონტაქტზე, როგორც შემდგომში მივხვდი. თუმცა, იქნებ პირიქითაც იყო... მოკლედ, მივყვეთ მოვლენებს. კიდევ ერთი ვირტუალური მეგობარი დაემატა სიას. უბრალოდ სიას. არ ვიცოდი, რა მიმეწერა, რა მეთქვა, რა მექნა. ოდნავი აქტივობა მაინც რომ გამოეჩინა თავის გვერდზე, ერთი ლინკი მაინც რომ დაედო, მერე კი, მე ვიცი რასაც ვიზამდი, მაგრამ ასე? რა მექნა? ინბოქსში მიმეწერა ყველაფერი? დიდი ხანია მომწონხარ, ახლახანს გავიგე შენი ვინაობა და შეიძლება გაგიცნომეთქი? რა მარაზმი იქნებოდა! ამიტომაც დავდუმდი მეც და მივყევი დინებას. დინება კი მდორე იყო. არსად მივყავდი. ნელ-ნელა გაუფერულდა თემა. ამოიწურა. ვიცინეთ, ვიხუმრეთ, ვიხალისეთ და დავივიწყე/თ. და ისევ გამოხდა ხანი. ფარდა იხურება. ისევ იხსნე

Friday 13 / კონიაკი - ლონგ აილენდი - კონიაკი

- კონიაკს დალევ? - მანგოს წვენს - უნდა გაკოცო - მაკოცე, ჰა, ვინ დაგიშალა - ..... (ფაქტის წინაშე დაყენებით გამოწვეული დაბნევა) - ოიმმმმ. კოცნის ...ც არ გაქვს? თუ არ გინდა, მაშინ ნუ ამბობ ამინდმა თუ შეიძლება ბედნიერება მოგანიჭოს, უბედნიერესი ვიყავი, როცა გავიღვიძე (ნუ, გამაღვიძეს მოლოცვის ზარით და ჰა, ახლა, მე სამსახურში ვარ უკვე და ადექი შენცო - ტექსტით) და დავინახე, რომ მზე ავბედითად არ ანათებდა. და საერთოდ, სიგრილის შორეული მინიშნება იგრძნობოდა ფადრის მიღმა. მოსაგვარებელი მქონდა რაღაც საქმეები, სასიარულო ვიყავი და ნამდვილად არ მეხატებოდა გულზე შუადღის მზის გულზე ბოდიალი, არა და მე სანამ სახლიდან გავიდოდი, სწორედ ეს დრო იქნებოდა. გემრიელად გავიზმორე, ტვ არ ჩავრთე, ცოტა ხანი თვალებღია ვიწექი, მერე ნომერი, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ ზარი შემოვიდა მობში ჩავიწერე (მერამდენე ტელ უნდა გამიფუჭდეს და მერამდენედ უნდა ჩავიწერო მეგობრების ნომრები?! სხვებს უკვე ვიკიდებ) და ბოლოს ავდექი. კევინი ხომ არ დავირქვა რამდენიმე დღით? მარტო სახლში, მარტო თბილისში, მარტო... არც ისე აჩქარებულად მომზადების, სერ

უცნობი. (ნახევრადdraftი პოსტის) ნაწილი II

(დასაწყისი იხ. წინა პოსტში ) (თხრობას ახლა უკვე პირველ პირში განვაგრძობ) რააააა? - ოღონდ ეს შინაგანი ხმა იყო. თავი გავაკონტროლე, რომ ემოცია ძალიან არ გამომეხატა. პრინციპში დიდი კონტროლი და ძალისხმევა არ მჭირდება, დამეთანხმება, ვინც მიცნობს. სტუდიაში ის შემოვიდა. ჩემი დიდი ხნის უცნობი. რა თმა უნდა ვიცანი, რა თქმა უნდა!!! და სკამს დავეყინე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით... პერიოდულად მშობლების რეპლიკები მესმოდა. ბუნდოვნად მახსოვს, რომ ამოვილუღლუღე, ეს ტიპი დიდი ხანია შემჩნეული მყავს, რა სიმპატიურია მეთქი. და ერთი ისღა მოვახერხე, რამდენიმე მეგობრისთვის საერთო სმს გამეგზავნა. ტექსტი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შინაარსობრივად "იმ ერთადერთის" პოვნას ეხებოდა და იმპერატიულ მოთხოვნას შეიცავდა, გადაერთოთ მითითებულ არხზე. რეაქცია მართალი გითხრათ არ მოჰყოლია ჩემს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. მერე გავიგე, ტვ-სთან არ იყვნენ. ჩანართი: თუმცა, მოგვიანებით, როდესაც სრულიად საქართველომ თუ არა სრულიად სამეგობრომ გაიგო ჩემი გატაცების შესახებ, ამ დიიიდი წრიდან ისედაც სულ რაღაც 2-3 ადამიანი აღმოჩნდა ჩ

უცნობი (ნახევრადdraftი პოსტი)

ხოდა.... მოგსვლიათ ასეთი რაღაც?! 10 წლის წინ? ალბათ. დაახლოებით. მინიმუმ 8! ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ მეგობრის დაბადების დღეზე რესტორანში ერთ მაგიდაზე შეკრებილი გოგოები. ე.წ. "ძევიშნიკი". ქმრები, შეყვარებულები და მამრობითი სქესის სხვა წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ საიდუმლო შეკრებას. გვერდზე მაგიდებზე სხვები ისხდნენ. ისინი - თავისთვის. და უცებ.... დენი რომ დაგივლის სხეულში, მოულოდნელობისგან, აღფრთოვანებისგან, შოკისგან, არ ვიცი კიდე რისგან. დაინახა და მერე მთელი საღამო იმას უყურებდა. აღარც საერთო საუბრებში ჩარეულა, აღარც ჭამა-სმა ადარდებდა. მონუსხულივით მისჩერებოდა მთელი საღამო. უქართულესი და უსიმპატიურესი! მაშინ ამდენი გამბედაობა არ ჰქონდა, არც ზოგადად ურთიერთობის გამოცდილება... ვერ გაბედავდა მისვლას. უბრალოდ უყურა მთელი საღამო. მერე წამოვიდა. მერე? მერე გამოხდა ხანი და სავარაუდოდ ჯანმრთელობის ელემენტარული პრობლემის (მოდი, დავაკონკრეტოთ, რომ ავადმყოფიო არ იფიქრონ), კერძოდ კი ჰაიმორიტის გამწვავების გამო ვაკის "ლეჩ.-კომბინატში" უწევდა სიარული. და იქ შენობაში უ

მე.ზღვა.ტალღები.არაზღვა.დღეს

საოცარი სიმშვიდის შეგრძნებამ მომიცვა უცებ. მთელი არსება მოიცვა. და შეგრძნებამ იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე; უბრალოდ მშვიდად უნდა იყო. ფიზიკურ შეგრძნებას რომ შევადარო, აი ეს გამოვა: ზღვა. საღამოს მზე, რომელიც აღარ წვავს. წყალზე ვწევარ გულაღმა, ანუ ზურგზე. მოდუნებული და ზღვას მინდობილი. ოდნავ მაქანავებს ზღვა და ოდნავ საგრნძნობ "ტალღებად" მივლის ზედ. მზის სხივებიც ტალღებად მივლის, არამცხუნვარედ. ეს შეგრძნებაც ამ ტალღებს ჰგავს

სოლო

all inclusive ანუ ყველას, ვინც ოდესმე... ხელზე შემეხე „შემთხვევით“ ხელით თუ გაგიშტერდა ჩემ მკერდზე მზერა მე არც გელოდი, არც ახლა გელი რისიც მჯეროდა, იმისვე მჯერა ხელში აგყავდი ცეკვის დროს უცებ ხანაც ხუმრობით წყალში მაგდებდი ხან გარიდებდი კოცნის დროს ტუჩებს ბერძენ ქალღმერთის სახელს მარქმევდი თითქმის გიყვარდი, თავს გარიდებდი შენ გხიბლავდი თუ მიყვარდი თვითონ ხან არ გიცნობდი, ხან ვერ გიტანდი ხან შენ ფიქრობდი - გამოვა ვითომ?! ხან გპოულობდი, ხან შენ მეძებდი ვიკვეთებოდით ხანაც გზადაგზა ხან ვინ ვიყავი, ხან ვინ იყავი და სახელები გერქვა სხვადასხვა არ იცვლებოდა ფონი გარშემო და იცვლებოდნენ რითმები მხოლოდ ვიმახსოვრებდი სახე(ლ)ებს, ხელებს და ჩემ პარტიას ვმღეროდი სოლოდ

@@@ @@@ შუქნიშანი @@@ @@@

. @*1*@ პირველი, რაც თვალში მოხვდა, თეთრი ფერი იყო. ყველაფერი თეთრი. თითქოს მშვიდად თეთრი. მერე გაახსენდა საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპი: „გონზე მოსულს არაფერი ახსოვდა“. დაფიქრდა და მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად ახსოვდა. ყველაფერი. გონების დაკარგვამდე. კადრები ნელ-ნელა ამოტივტივდა გონებაში. თითქოს ნახევრად გახელილი თვალებით უყურებდა: მშვიდად იდგა და მწვანე შუქს ელოდა, მიუხედავად ცარიელი ქუჩისა (ასეთ რეჟიმზე გადასასვლელად 1თვე არ დასჭირვებია. ჩამოსვლის დღიდანვე ისე გადაეწყო, თითქოს ამათი სისხლი ჰქონდა ძარღვებში და უბრალოდ ხანმოკლე განშორების მერე ისევ დაბრუნებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაგრამ ეს მხოლოდ მსგავს დეტალებში. ისე - უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ არც პირველად იყო ამ ქვეყანაში და არც უცხო იყო მისთვის ეს ყველაფერი). როგორც იქნა აინთო. შუამდე გადასულმა მარცხენა თვალის კუთხით წითელი ფერი შეამჩნია. თვალშისაცემად წითელი. ახლად წითელი. იდგა. ისიც იცდიდა. რატომღაც იფიქრა, რომ პორშე უნდა ყოფილიყო. არც შეუხედავს, ისე იფიქრა. მერე გადახდილი თავი შეამჩნია, მაგრამ საჭესთან მჯდომისთ

fibonacci sequence 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13...

როცა ფაეტონი-მოჩვენება ჩემი აივნის ქვეშ ჩაიქროლებს როცა მეათასედ მეგონება შენი დაძახება გავიგონე როცა მეათასედ მოვტყუვდები როცა მეათასედ გაცრუვდება როცა დავივიწყებ ყველაფერს და ძველი ტკივილებიც გაყუჩდება მაშინ კიდევ ერთხელ დავინახავ კიდევ ერთ წყვილ თვალებს გავუღიმებ კიდევ ერთ წყვილ ბაგეს ვაკოცებ და კიდევ ერთხელ მშვიდად წავუძინებ მერე კიდევ ერთხელ მომბეზრდება გაუცხოებული სარეცლები მერე კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ეს ის არ ყოფილა. გავეცლები

კუჩხი ბედინერი 2, ანუ (ცრუ-) წინასწარმეტყველი რვაფეხას შურისძიება

პროლოგის ნაცვლად. იოახიმ ლöვის მიმართვა მიხაელ ბალაკს: "მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მწვრთნელს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი გუნდისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, არგენტინას ვებრძოდი, მეშინოდა ესპანეთის ნაკრებისა, კაშნეუბრალოდმოხვეულიც ვიყავი და გაციებულიც, მაგრამ ჩემი ბიჭებისთვის არასოდეს მიღალატნია, მიხა..." ჩემპიონატი დასრულდა (თითქმის), უვუვუზელობის გეშინოდეთ, ხალხო! ცხელი ზაფხული და ცხელი ემოციები. გრილ გარემოში და ცივი სასმელით ხელში. არ მეგონა, ამდენი ემოცია თუ მქონდა კიდევ შერჩენილი. თურმე მქონია. კარგად გამოვიზოგე. გერმანიის ყველა თამაშისთვის. ეს არ იყო მატრაკვეცობა და ტიპობა: "მე ფეხბურთს ვუყურებ,მე ჩემპიონატის საყურებლად ტერასაზე დავდივარ". ეს იყო ნამდვილი, მძაფრი და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები მეგობრებთან ერთად. რომელთა დიდ ნაწილს შეიძლება ფეხებზე ეკიდა ფეხბურთი :) მუდმივი და ყველაზე აქტიური მაყურებლები ორნი ვიყავით. მე კალოსთან ცხადია ვერ მოვალ, კალოსთან, რომელსაც ლამის 74 წლის ჩემპიონატის გოლები

W = We Were the First!!!

ეს დაუწერელი კანონია. მერე მარკეტინგში უკვე მაგალითებით გაფორმებული და ნაწილობრივ დაწერილ კანონად ქცეული. ეს დაახლოებით მგლური კანონს ეფუძნება: შეჭამე, თორემ შეგჭამენ -ს. ეს უხეშად ნათქვამი. უფრო მარტივად და დღევანდელობასთან მორგებულად კი: როდესაც რაღაცას გაიფიქრებ - თქვი! მაშინვე, ხმამაღლა, ბოლო ხმაზე იყვირე! თან დააყოლე, რომ ეს - შენ მოგივიდა თავში პირველს, შენი აზრია, შენი! თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს! როდესაც პასუხი გაქვს შეკითხვაზე - თქვი! რაც არ უნდა დაურწმუნებელი იყო. მერე როგორც წესი, სხვა აჟღერებს იგივე პასუხს და აღმოჩნდება, რომ სწორი ყოფილხარ. თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს! როდესაც რაღაც იცი, აუცილებლად თქვი, რომ იცი, შეგიძლია, კარგად შეგიძლია, რა თქმა უნდა შეძლებ, რა თქმა უნდა გამოგივა! ცოტა ეჭვიც რომ გეპარებოდეს, მაინც ჯობია ასე თქვა. გონება თუ გაქვს და ინტელექტი, რაც იცი, იმას გააკეთებ და დახვეწ ბოლოს და ბოლოს. როცა არ იცი მაშინაც თქვი, რომ იცი, აზრზე რომ არ ხარ, მაშინაც კომპეტენტური და ჭკვიანური სახით მშვიდად თქვი, რომ კი, კაცო, ექსპერტი ხარ ამ დარგში, შეგიძლია

ერთ სიტყვამდე დაყვანილი დიდი საფეხბურთო ემოციები

ჩამოგვალაბორანტეს :)

(თითქოს) ამოხეულ ქაღალდზე უცებ დაწერილი პოსტი

საიდან დავიწყო? ან რა უნდა დავიწყო? უბრალოდ მინდა რომ წამი ჩავიჭირო და განწყობა იქნებ გადმოვიტანო ბოლოს და ბოლოს ფურცელზე/ბლოგზე და მხოლოდ fb სტატუსით არ შემოვიფარგლო :) არ ვაპირებ ახლა იმაზე ვწერო, რა ხდება, როგორ ვცხოვრობ, რა არის ახალი, რა მოხდა და რა არ მოხდა, და სად ვუყურებ ჩემპიონატს :) ამ უკანასკნელზე კი დავწერდი ისე, სიამოვნებით, იმიტომ რომ მააააგარი შეგრძნებებია და სადაც და როგორც ვუყურებ ძირითადად, ას წო რებს! :) დღეს საღამო, უბრალოდ. ძალიან კარგ ხასიათზე მოვედი. ერთი პრინციპში საკმაოდ სულელური ფილმიდან, რომლის მეორე ნაწილიც ვნახე უკვე და რომლის ყურებაც ძალიან მისწორდება ჩემს მეგობრებთან ერთად :) კომენტარებით, გადალაპარაკებებით, ერთნაირი ასოციაციებით, პოპკორნით და პეპსით :) არ არის აუცილებელი, მუდმივად მაღალ ღირებულებებზე ისაუბრო და ყველგან რაღაც "ზე"-ს ელოდე. უბრალოდ იხალისე, ნუ! ხოდა ვიხალისეთ. როგორც პრინციპში ხდება მუდმივად, თითქმის მუდმივად. წინასწარ ლიტ კაფეში დაჯდომით, ამბებით, ჭორაობით, გარჩევით და ვერსიებით, მერე პეპსით და პოპკორნით ხელში. კიდევ გაგრძელებით

sch sch sch scheiße!

facebook მუზებს კლავს, სტატუსები - პოსტებს, youtube - playlist-ს შენს comp-ში, skype - რეალურ ურთიერთობებს და ვირტუალური რეალობა - რეალობას საერთოდ! მუზების მასობრივი ჟლეტა არ მომწონს განსაკუთრებით! დანარჩენს რაღაცნაირად აბალანსებ-აგვარებ-დადებით მხარეებს იყენებ. არ მომწონს, რომ ვეღარ ვწერ. არ დამაწყებინოთ ჩამოთვლა, კიდევ რა არ მომწონს. უბრალოდ ამ ეტაპზე ეს მაწუხებს...

ღამის იდილია. წუხელ.

აივანზე წვიმის სუნია. სახლში - სველი იასამნის (ღამე წვიმაში მდგარი ბავშვისგან ვიყიდე, ამოსვლისას). მაგიდაზე ცხელი ჩაი და Kinder გოცირიძე (Kinder delice. {საავტორო უფლებები ამ სახელზე - ჩემი}) :) კომპში - მეგობრები, fb და ცოტა საქმეც. მოკლედ ძილის წინა იდილია წვიმიან ღამეს :) 20.04.10 00:11

პილატე, ლუის კეროლი, სიზმარი, შაკიკი, მე და სხვ.

უკვე ორი თვეა, შეიძლება მეტიც, ამის დაწერას ვაპირებ და მავიწყდება/მეზარება/ვერ ვიცლი/ვერ ვახერხებ. ჰოდა ასე გადავდებდი კიდევ საუკუნოდ, ჩემგან დამოუკიდებლად რომ არ გააქტიურებულიყო ეს თემატიკა ჩემ სამეგობროში.  ნუ გააქტიურებულიყო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხშირად საუბრობთ სიზმრებზე და სიზმრისეულ შეგრძნებებზე? არა, ალბათ. და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ის, რაც ბოლო დროს სულ მიტრიალებს თავში, ის ერთი-ორი დღეა აქტიურად განიხილება ჩემ ერთ-ერთ სამეგობრო წრეში: აღმოჩნდა, რომ ჩემ ერთ მეგობარს, კერძოდ კი კალოს, განუხორციელებია კიდეც ის, რაც მე ამდენი ხანია ჩაფიქრებული მაქვს (მაგრამ არა გახმოვენებული). კიდევ აღმოჩნდა (და ეს მისგან გავიგე), რომ ის, რაზეც ვფიქრობდი, წინა საუკუნის დასაწყიში განუხორციელებია რამდენიმე დიდ სურეალისტს. ჰოდა უკვე აღარ შეიძლებოდა, ზოგადად მაინც რომ არ შევხებოდი ამ თემას (მეგობრებო, მადლობელი ვარ თემის გააქტიურებისათვის და თქვენდაუნებურად სტიმულის მოცემისათვის - ბოლოს და ბოლოს დავმჯდარიყავი და დამეწერა). არა და აზრზე არ ვარ, რა დავწერო. უბრალოდ, ჯერ გეტყვით, რა მინ

გაიღიმეთ, ფარული ს...ობაა!

ბრავო! ბრავოო! ბის! წინადადება შემომაქვს, 2 წელიწადში ერთხელ კი არა, წელიწადში ორჯერ გავაკეთოთ ასეთი იმიტაციები, ოღონდ უფრო გავამრავალფეროვნოთ და მცხეთასთან ომის ინსცენირება მოვაწყოთ. პირდაპირ ეთერში ყველა არხით გავაშუქოთ! აბა ეს რა იყო, ასე კარგად ვერ დაიზაფრა ხალხი. слабо! ერის გენოციდი თუ გვინდა უიარაღოდ, ცოტა უნდა დავიხვეწოთ. ასე მხოლოდ გულით ავადმყოფებს, მოხუცებს და მაქსიმუმ ჯერ არ დაბადებულებს შეიძლება მოვუღოთ ბოლო. კადრები უნდა იყოს აუცილებლად შესაბამისი: მაგალითად, ზამთარში - ზაფხულის და ზაფხულში -ზამთრის კადრები დაეჭვებას გამოიწვევს. გარდა ამისა, დღისით არავის გაუგია აფეთქების ხმა და არსად გასულა სიუჟეტი, არა და ბევრი კადრი დღის იყო. ესეც არასწორია. ესეც ჩვენი მინუსი. ნუ, ის, რომ არც ექსპერიმენტი და არც სიმულაცია/იმიტაცია არ ეწერა ზედა/ქვედა მარჯვენა/მარცხენა კუთხეში, ეს მაგარია, რა თქმა უნდა, ვერ დაგვიკარგავენ ამ მიგნებას! ისიც დასაფასებელია, რომ საქმეში ქრონიკა ჩაერთო მთელი სერიოზულობით. მაგრამ მაინც слабо! ხო, კიდევ, საპირველაპრილოდ რომ არ გავიდა ეს გადაცემა, ან ბოლოს რომელ

ჭერი ასწიეთ, დურგლებო!

ჭერი ასწიეთ კი არა, მგონი იმ ჩემს მიერ შექმნილ "parfüm"-ს ავხადე თავი. დაყნოსეთ - გუშინ. ორი წლის წინ

პოსტთაშორისი სპეც-ჩანართი - შეკითხვა მკითხველს

თუ ვინმეს გეცნობათ ეს სიუჟეტი და შეგიძლიათ დამეხმაროთ, არ დაიზაროთ :) ან ფილმი, ან წიგნი, სულ ერთია. მიმასწავლეთ ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში. ამაოდ ვეძებე :) მოკლედ, ამოვიკითხე ერთ წიგნში და დამაინტერესა. დიალოგს მოვიყვან იქიდან და რამეს თუ გეტყვით ეს დიალოგი, მომწერეთ - Это напоминает мне одну старую картину. Там участвовал Джон Гарфилд. Они сели на корабль, на котором не было ни одного моряка, и в конце концов это оказался корабль смерти. - Да, это по пьеса Сеттона Вейна სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა

синдром Алисы

ჩათვალეთ რომ ეს draft-ია. გამოქვეყნებული. შაკიკის შესახებ უნდა დავწერო. უბრალოდ ისეთი შეტევა მაქვს ახლა სწორად შაკიკის, რომ ვიცი, ძილის გარდა ვერაფერი მიშველის. ასე რომ ისტორია, შედარებები, შეგრძნებები და იქნებ საინტერესო პოსტიც - მერესთვის. ეს უბრალოდ რეკლამა იყო. ჩემი ლუის კეროლისადმი სიყვარულის და ალისასთან თავის გაიგივების ქვეცნობიერი მიზეზები - რეკლამის (ძილის) შემდეგ. ც-ს ბლოგზე. არ გადართოთ Мигрень - благородная болезнь...

Shhh, Shhh... ;)

2-3 დღეა პერიოდულად მიტრიალებს თავში ეს სახელი, ბრედბერის მოთხრობის სახელი: Время в полёте твоём. აღმოჩნდა, რომ სხვა ვერსიაც არის, სხვისი თარგმნილი და შესაბამისად ოდნავ განსხვავებული, სახელიც ოდნავ სხვა - Время, вот твой полет. მე ის, პირველი მომწონს! Время в полёте твоём... შინაარსი? არ მახსოვს. გადავიკითხავ, არ არის პრობლემა. ბრედბერის ხასიათზე ვარ. თუ განწყობაზე. მუსიკაც კი მესმის, როცა ამაზე მეფიქრება ( ოღონდ ის მუსიკა არა, პოსტის ბოლოს რომ ისმის. პრინციპში, 2 ნაწილიანი პოსტი გამოვიდა. სხვანაირად დავიწყე და სხვანაირდა განვითარდა :) შეერია ცოტა სხვა ნოტები. თუმცა, плавно გადავიდა, ასე რომ - იყოს. ეს ბოლოს ჩამატებული კომენტარია, პოსტის გადაკითხვის მერე ჩამატებული. სათაურიც მერე დაიბადა, ბოლოს.). სიმშვიდე. სიმშვიდე მიყვარს. ის, რომ მშვიდი ვარ, ერთია, მაგრამ მეორე ის არის, და ძალიან სასიამოვნო, უცებ საიდანღაც რომ მოვა და დარჩება, დიდი ხნით რჩება სიმშვიდე, შინაგანი და სითბოსჩამღვრელი. შენგან დამოუკიდებლად რომ მოდის (დაახლოებით 6 თვის წინ მოვიდა და დარჩა :) უბრალოდ პერიოდულად მავიწყდება

"ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები"

Image
ფანქარი მინდაა, ფან ქა რი! თან ზუსტად ასეთი! ისე ვერ ვაგრძელებ წერას. არა და მინდა. ხოდა ჩემი ფანქარი მიითვისეს :)) დამეზარა ახსნა, რომ მჭირდება და მინდა ეს ფანქარი და თან რაღაც პატარა ბავშვივით ქცევა გამოვიდოდა. და დავიკიდე. და ახლის ყიდვა კი მავიწყდება. ნუ, ორიგინალს ვეღარსად ვნახავ, ცხადია. მაგრამ არა უშავს. რას არ იპოვი ინტერნეტში. და აი, ვნახე მეც ჩემი ბლოკნოტი, ჩემი საყვარელი ბლოკნოტი. მართალია გვერდის მისამართი არ იყო ზედ მითითებული, მაგრამ მონდომებული და აზრიანი ადამიანი... მოკლედ, აი, ასეთი ბლოკნოტი მაქვს, რაც ფოტოზეა, ზუსტად ამ ფირმის , ოღონდ წითელი, ოდესღაც თავისი ფანქრით, handmade in Italy. წითელი რატომღაც არ უდევთ საიტზე. ბლოკნოტი არ მახსოვს რამდენი ხნისაა. არც ისე დიდია ჰასაკით. ყოველ შემთხვევაში სულ ახლად გამოიყურება და თუ არ გადაშლით (და ცხადია არ გადაშლით :)) ), ახალი გეგონებათ. სულ რაღაც 7-8 (ჩა)ნაწერიან და 1 ნაჯღაბნიან (!). სუნი აქვს რაღაცნაირი. მაგარი. და მიყვარს. მოკლედ, დავასრულებ ოდესმე იმის წერას, რაც იქ გასულ ზაფხულს დავიწყე და ვეღარ დავასრულე. გონებაში დიდი