Posts

Showing posts from June, 2009

სველი მუსიკალური ლოგიკა

უხერხული სიჩუმის დასარღვევად ამინდზე ვისაუბროთ :)))) სიჩუმის კი არა და გადავირიე, ჩვეულებრივ მოვლენად, მზიანი დღის ყოველდღიურ ლოგიკურ დასასრულად იქცა ეს წარღვნის მსგავსი წვიმა. ხანდახან მგონია, რომ რაღაც ხდება. რამდენიმე დღის წინ, შინ გაურკვეველი ძალებით მშრალად დაბრუნებულს და დაძინებულს გვიან ღამე გამეღვიძა. ხმაურმა გამაღვიძა. ისეთი შეგრძნება იყო, რომ კი არ წვიმდა, ვიღაცას დიიიდი წყალსაცავი აეღო და ღვრიდა. თან, რა თქმა უნდა, შემზარავად ქუხდა და ელავდა. ფობიები არ მაქვს და არც უაზრო შიშები მქონია ოდესმე. მაგრამ უკვე მაშფოთებს ეს ამინდი და ძალიან არ მომწონს ეს ჭექა-ქუხილი. გამოგიტყდებით და ცოტა მეშინია კიდეც. კონკრეტულად - მეხის. რამე ალოგიკურს ვამბობ? შაბათს მაგალითად სამჯერ დაეცა ანძას. პირველწყაროდან ვიცი, ახლობლისგან, რომელიც იქ მუშაობს და იმ დროს იქ იყო. ნუ, ანძამ გაატარა მაგრამ ყველაფერი ხომ არ ატარებს... მოკლედ, ახლაც ახალი შემოსული ვარ სახლში. მეგობარმა ვერ გავიგე რა მიზეზით და რა ლოგიკით მანქანის წინა ფანჯარა ნახევრად ჩამოწეული დატოვა. შედეგად მივიღეთ სრულიად გაჟღენთილი წინა სკ

especially for Marusja oder «Прощай, оружие!» :)

მოგეხსენებათ (უმეტესობას), რომ რამდენიმე თვეა ქალაქის ტრ...ში გადმოვიდა ჩვენი ოფისი. ამის იქით აშკარად აღარაფერია. მაქსიმუმ - ტურები ღამე. ჩვენს გვერდით ორი პრესტიჟული დაწესებულების შენობაა და წინ - ერთი არანაკლებ პრესტიჟული სკოლა. ხოდა ქალაქის უკანალი ეძახე შენ ამას. ვიწრო შემოსახვევში მანქანების ტევა არ არის. მიკვირს, როგორ ახერხებენ კიდევ დაყენებას. მოკლედ, "პეროიანი უკანალია", შეიძლება ითქვას :) ხო, უნდა ავღნიშნო, რომ შენობა ეზოში დგას, სადაც ყვავილებიც არის, ბალახიც და მებაღე საკმაოდ კარგად უვლის ჩვენს ამ პატარა ”ედემს”. ორი კატა და ერთი ძაღლიც ბინადრობს საკმაოდ შეხმატკბილებულად. მოსაწევად გარეთ გავდივარ როგორც წესი, განაკუთრებით კარგ ამინდში და განსაკუთრებით უსაქმურობის და/ან უინტერნეტობის ჟამს. კი, ასეთებიც ხდება. და როცა ამ ბოლო მოვლენას აქვს ადგილი, თანამშრომელთა მთელი მწეველი ნაწილი გარეთ ეფინება. ძირითადად ასე ველსამები(თ) (ერთმანეთს) - ”ვაა, ჩემი ძმა, ეფიცხები იამაიკის მზეს?!” მერე მიდის იქ ლაზღანდარობა. ხანდახან - ბურთის თამაში. ხანდახან - ველოსიპედით სეირნობა ბი

უბრალოდ დროის ამბავია

შარშანდელ ივნისის პოსტებს გადავხედე თავისი აღფრთოვანებული კომენტებით რა საოცრად აღმატებული, დადებითი და მოღიტინე მხიარული განწყობა მქონდა... куда ж все подевалось?! მიყვარს ის, აი ზუსტად ის განწყობა. და ჩემი თავი ისეთი. მაშინ - ნამდვილი ვარ, ასე მგონია, ასე ვგრძნობ. ახლა - ბევრი ფიქრით და ბევრი გადაწყვეტილებით და ბევრი მოვლენით ცოტა დამძიმებული. არ მიყვარს, როცა ცეცხლს მიქრობენ. არ მიყვარს! არააა! მე ისევ დავანთებ ჭიაკოკონას! ჭინკებსაც ავახტუნავებ თვალებში ისევ! ასე ვერ გავძლებ დიდხანს. მე ისევ...! ;) :)

იგრძენით

ისეთი ჩემიანი ხარ, ისეთი... რა სიტყვა უნდა ვიხმარო, არ ვიცი... მშო... არა, ქართულად არ გამოვა ეს... ისეთი ახლობელი, ღმერთის მეშინია, რომ გეხვევი. რ.ი.

!!!!!

კომენტარის გარეშე ვდებ ამ ლინკს. წაიკითხეთ სტატია მე-9 გვერდზე. რამდენი ბოღმიანი, შურიანი და კლიმაქსიანი ადამიანი არსებობს... თავიდან თმა ყალყზე დამიდგა, კითხვა რომ დავიწყე. მერე მივხვდი, რომ ამას უბრალოდ არ უნდა შეხედო სერიოზულად. ასეთთან უბრალოდ კამათში შესვლაც არ ღირს, და დროის დახარჯვა შენი მოსაზრების და პოზიციის დაფიქსირებაზე ხომ მით უმეტეს. бред!... მარტო ”სამოსელი....” მარტო... საკმარისი იქნებოდა... არა, მოკლედ მეტს აღარ დავწერ :) წაიკითეთ და მერე თუ გინდათ კომენტარებში ვიმსჯელოთ :)