Posts

Showing posts from 2020

dreaming of a golden christmas

Image
   ეს პოსტის შესავალი არ არის, უბრალოდ… არ ვიცი, რა არის, კომენტარია ჩემი ბლოგის შესახებ, ალბათ: მოკლედ, ბლოგის წერა უკვე აღარ მახსოვს, როდის დავიწყე, უხსოვარ დროს,  before it was cool  :)  მაშინდელი ნაწერები ახლა რომ გადავიკითხო, ალბათ მეუცხოვება, ან შეიძლება გამეცინოს კიდეც, იმდენად სხვა ცხოვრებიდან იყო. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვენლობა. მაშინ Facebook ჯერ არ იყო და არ ვიცი როგორ, მაგრამ უფრო ვაგნებდით ერთმანეთის ბლოგებს და ჩემი მკითხველი მყავდა, ცოტა, მაგრამ მყავდა. კომენტარებიც მიხაროდა. მეც მქონდა საყვარელი ბლოგები.  დღეს უფრო დიდ სივრცეში ვართ გაჭრილები. მე კი აღვადგინე ისევ წერა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, კერძოდ კი ბაქოში გადასვლისას. ბაქოს ქრონიკებით ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემმა ბლოგმა და მას მერე, ასე თუ ისე, ვცდილობ, პერიოდულად ვწერო. თავიდან ვფიქრობდი, შეიძლება არც არავინ კითხულობს მეთქი, მაგრამ მთავარია, მე მქონდა მოთხოვნილება წერის და განვაგრძობდი. მერე ფბ-ზე დაშეარებულ ლინკზე ლაიკები და ბოლოს კომენტარებიც რომ წამოვიდა, მივხვდი, (მ)კითხულობენ და გამიხარდა. ხოდა დღეს რაღაცნაირ

მანდარინისფერი განწყობა

Image
შესავალი როგორც ხვდებით, აქ (ბლოგზე) ვცდილობ, ნეგატივს, პრობლემებს და ცუდ  განწყობას, თუ აზრებს თავი  ავარიდო  და ამაზე არ ვწერო. ყველაფერი ამისთვის ტვ, კოვიდ რეალობა და ფბ არსებობს და ამაზე აქ მეტად ჩაღრმავებას არ ვაპირებ. ამიტომ, მარტივი რჩევა მაქვს - თუ ჩემი მცდელობები, კარგი განწყობა შევიქმნა და თუ მოვახერხე, სხვებსაც შევუქმნა, ან გავუზიარო მაინც, ვინმეს არ  მოსწონს, უბრალოდ ნუღარ განაგ რძობს კითხვას. skip ცისია :) დანარჩენებისთვის კი - მორიგი ქრონიკები ჯიქიადან: თუ საშობაო / საახალწლო განწყობა თვითონ არ მოდის შენთან, შენ მიდიხარ და მოათრევ მას ყურით - გადავწყვიტე მე და ორივე ყურში მოვკიდე ხელი. განწყობასაც და ჩემ თავსაც. ჩამოყრილ ყურებში. ეს შენ არ ხარ, ვერ გცნობ მეთქი და დავაცქვეტინე ყურები, ცხვირიც ავაწევინე, თავიც.  ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს, მაგრამ ნაძვის ხემდე სხვა ნაბიჯებიც არსებობს.  გამახსენდა, წინა კვირას გერმანელმა მეგობარმა ვიდეო გამომიგზავნა. არაფერი ისეთი, ყველასთან რომ აგზავნიან მისალოცად, ისეთი ვიდეო იყო. მე კი არც მიპასუხია მილოცვით :/ განწყობა არ მქონდა. და დღევა

ვისკი, ველო და street spirit

Image
ისევ რაღაც ფილმს ვუყურებ. დისტანციას იცავენ 1,5 მეტრს. სხვა მიზეზით: კისტური ფიბროზი აქვთ და გადადების თავიდან აცილების მიზნით, ამაზე მეტად მიახლოება აკრძალული აქვთ. არა და ერთმანეთი უყვარდება ორ ახალზაგზრდას. უფრო სწორად - თინეიჯერები არიან. და იციან, რომ ადრე თუ გვიან, და უფრო ადრე, ვიდრე გვიან, აღარაფერი უშველით და წავლენ. ჯერ ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ მგონია, ცოტა მაინც დაიკიდებენ რაღაც ეტაპზე. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რამე უნდა დავიკიდოთ, რადგან მაინც ყველას ერთი ბოლო გვაქვს მეთქი. პირიქით, საკმაოდ ვფრთხილობ. და არა მარტო (უფრო სწორად, უფრო მეტად არა) ჩემი თავისთვის. სხვა რამე მინდოდა, მეთქვა: რაღაცეები არ უნდა გადავდოთ ალბათ ცხოვრებაში. სულ იმაზე მეფიქრება, რა გავაკეთე და მოვასწარი კორონამდე. კორონას წელთ აღრიცხვამდე. კ.წ.აღ.მდე. ასე თუ ისე ბევრი მოგზაურობა რომ მოვასწარი, ეგ მიხარია. არ უნდა ელოდო უკეთეს შემთხვევას, რომელიც არ იცი, როდის დადგება. არ შეინახო ის, რაც მოგწონს და რისი გამოყენებაც გინდა. მოგწონს - ჩაიცვი სახლში. გარეთ როდის გახვალ, არ იცი. ნამცხვარი გინდა - შეჭ

კორონას ორი მხარე აქვს

Image
რაღაც ფილმს ვუყურებ. ვუყურებ რა - ჩართულია და ცალი თვალით გავხედავ ხოლმე, ყურითაც ცალით ვუსმენ. და ერთ-ერთ ასეთ გახედვაზე კადრი დავინახე კაფეში. გარედან, ფანჯრიდან გადაღებული კადრი: საღამოს კაფე. შეგრძნება იყო, რომ ზამთარია. და უცებ ისე მომინდა, ისე მომინდა, ისევ ძველებურად შემეძლოს, აი ასე მშვიდად საღამოს გასვლა ვისთან ერთადაც მინდა, როცა მინდა, სადაც მინდა... არა სიჩქარე, არა შიში, მშვიდად ჯდომა მეგობრებათან ერთად და უდარდელობა, სილაღე.. ისიც კი მომენატრა, ბაქოში მარტო რომ მივდიოდი ხოლმე ანტრეში, ან სტარბაქსში, სამუშაო დღის და / ან კვირის ბოლოს, ვჯდებოდი ამოჩემებულ მაგიდასთან და ყავის ჭიქის თავსახურის მოხდასთან ერთად ლეპტოპსაც ვხსნიდი და "ბაქოს ქრონიკებს" ვწერდი...  მოგზაურობა რომ მომენატრა, ამაზე არც ვლაპარაკობ. თან სწორედ გუშინ ამომიგდო მემორიმ ფოტოები - შაბათ-კვირას კონცერტზე რომ გადავფრინდით თურქეთში, სულ რაღაც 2 ღამით. ლონგ უიქენდი იყო... წინა ცხოვრება მგონია, ასეთი რაღაცეები რომ მახსენდება. კიდევ ის მომენატრა, თბილისში 2-2 კვირით დაბრუნებული, ლამის გუგლის კალენდარში რ

ყველას თავისი თელავი აქვს

Image
 აქ სხვანაირი სიჩუმეა და სიმშვიდე.  აქ დრო სხვანაირად გადის. შენელებულად. და საერთოდ, აქ სხვა სამყაროა.  როგორ შეიძლება თითქოს, სულ რაღაც 1,5 საათის სავალ მანძილზე სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდე. არა და, შეიძლება. ასეთ დროს ვფიქრობ, რომელია უფრო ნამდვილი - ეს, თუ ის? თუ ის, რასაც იმ მომენტში გრძნობ? იქნებ ნამდვილი არა ადგილია, არამედ დრო. უფრო სწორად დროის გარკვეული მონაკვეთები, და მომენტები, როდესაც ამ სინამდვილეს შეიგრძნობ. ასეა, თუ ისე, მგონი ბავშვობის მერე ამდენი ხანი (მთელი ერთი კვირა) არც დავრჩენილვარ აქ. ნუ, ბავშვობის მერე შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ სტუდენტობის მერე მაინც, ალბათ. ვმერყეობდი, საერთოდ წამოვსულიყავი, თუ არა. და ყველაფერს ველოდი იმის გარდა, რომ ასე ვისიამოვნებდი, ასე "გამისწორდებოდა" თელავი ამდენი ხნის შემდეგ.... თურმე როგორ მყვარებიხარ / მომნატრებიხარ ბიჭოო... (თელავი ხომ ბიჭია?). ახლიდან შევიგრძენი ის ხიბლი, რაც გარკვეული დროის მანძილზე დაკარგული ჰქონდა ჩემთვის აქაურობას. ან, უბრალოდ, ვეღარ ვიჭერდი. ის და ცოტა ალბათ კიდევ სხვა ხიბლი, რომელიც ა

რასაც ვერ ავცდებ(ოდ)ი

Image
მართალი ხართ, გამოიცანით! რას და კორონავირუსის ხსენებას. ახალი კორონავირუსის ხსენებას. COVID19-ის ხსენებას... თემა, რომელსაც უბრალოდ ვერ აუვლი გვერდს ვერც საუბარში და სამწუხაროდ, ვერც ფიქრებში. ხან ხუმრობით, ხან - სერიოზულად.  გადავხედე ჩემ ვოლს და 2011 წლიდან გავიძახი ხან "სიყვარული ღორის გრიპის დროს", ხან "სიყვარული ებოლას დროს". დადგა მესამე ჟამი - "სიყვარული კორონას დროს".  მთელი აბზაცი დავწერე და წავშალე. მივხვდი, ბლოგზეც ამაზე რომ ვწერო, სულ არ მინდა. ფბ-ზე ნახევრად ხუმრობით დაწერილი სტატუსებიც საკმარისია. და პირადი მიმოწერებიც.  დღეს დასვენების დღეა. რადგან გუშინდელი 8 მარტი კვირას დაემთხვა, 9-ში გადმოიტანეს დასვენება და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენც დაგვასვენეს. ხოდა მთელი 2 დღეა, ან თითქმის 2,5 დღეA (!), ვისვენებ. ასეთი რამ იშვიათად ხდება ჩემ სამსახურში, რადგან შაბათს ვმუშაობ. ხანდახან კარგი ყოფილა.  საბედნიეროდ ეს ორივე დღე მზიანია. ბევრს დავბოდიალობ ბულვარზე. მზის სხივებს ვისრუტავ. დამლაგებელი მოვიყვანე, რომ სრულად შემეგრ

რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი (უფრო კადრი) ჩემი (ნამდვილი) ცხოვრებიდამ

Image
მგონი პირველად ვზივარ ასე, ამდენი ხანი გაშლილი ლეპტოპით სტარბაქსში და ეკრანს მივჩერებივარ. თითებიც ურჩად დუმან. უფრო სწორად მშვიდად სხედან. არ უნდათ წერა. არ იციან, რაზე დაწერონ. ვიხსენებ, რისი თქმა მინდოდა. რა იდეები / დრაფტები მქონდა თავში. დრაფტებს და იდეებს რა გამოლევს, მაგრამ ასე უბრალოდ ადგე, აიღო და დაამუშავეო რომელიმე, არ გამოდის, განწყობის ამბავია. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს.  დრაფტებს არ ენდოთ... სწორია, აწი ასე ვიზამ: თავში როგორც კი რამეს გავივლებ, შემოვალ და აქვე ვაქცევ დრაფტად, ორ სიტყვას მაინც დავწერ, რომ მერე გამახსენედეს, რაზე ვაპირებდი დაწერას.  ეს დავწერე და უცებ გამახსენდა საკუთარი სიტყვები: "თავში დრაფტადაც კი არ გაივლო!" რამდენიმე წლის წინ ვუთხარი ეს ერთ მეგობარს, ანუ გავაფრთხილე, რომ ამაზე რამე დაწერო კი არა, არც კი გაიფიქრო დაწერა მეთქი. მახსოვს, რომ ბევრი ვიცინეთ ფრაზაზე, მაგრამ რა მოვუყევი, რისი აღწერა ავუკრძალე - არ მახსოვს (ალბათ იკითხავთ, რატომ უნდა დაეწერა შენი ისტორიაო რატომ და ერთი პერიოდი აბსურდულ ისტორიებს თხზავდა, ნახე

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

Image
ყოველ ჯერზე, აი ყოველ ჯერზე ამ სიტყვების გაგონებაზე "კაკო ყაჩაღი" მახსენდება თავისი "ხოშ-გელდი ძმაო"თი. რა სიტყვების და xoş gəldin. რაც, როგორც მარტივად მიხვდებით, აზერბაიჯანულად ნიშნავს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".  სად ვზივარ? რა თქმა უნდა სტარბაქსში. შავი ჩაის და mosaic cake-ით. ხვალ პარასკევია, თან 14 თებერვალი და წარმომიდგენია, რა ამბავი იქნება აქ. საყვარელ ადგილას დაჯდები კი არა, ახლოსაც ვერ ჩაივლი. ხოდა დღეს, სამსახურიდან გამოსულს ნახევრად ცარიელი და ჩემი ადგილი - თავისუფალი დამხვდა და სასწრაფოდ განვთავსდი.  წინა დღეებში რამდენიმე სხვადასხვა თემა - ბლოგის თემა მიტრიალებდა თავში. ახლა ცოტა აიზილა და არ ვიცი, შემიძლია თუ არა აზრების დალაგება და ვარ თუ არა რომელიმეს წერის განწყობაზე. ამიტომ უბრალოდ თითებს მივყვები. ხომ არის, ფეხებს რომ მიყავხარ და შენც მიყვები, სადაც წაგიყვანს. მე თითებს მივყვები.  (უკან მივიხედე, და ამასობაში რიგიც კი დამდგარა. იმიტომ ისმის ასე გამუდმებულად ბარის უკან მდგომი გოგონას xoş gəldin.) ყურზე ხელი მომიხვ

"პირველი გაკვეთილი გვიცდება"

"პირველი გაკვეთილი გვიცდება" - ბურნუთას ძმის შეყვარებულის ინტონაციით. ვერასოდეს ვიხსენებ მაგ ბავშვის სახელს. კი არ მიცდება რეალურად, არამედ ერთი დღეა კვირაში, როცა ისეთ დროს ვბრუნდები სამსახურიდან, როცა სხვები იწყებენ მუშაობას. თამამად შემიძლია ვუთხრა, თქვენ რომ მოდიოდით მე მივდიოდი მეთქი, ან პირიქით. წარმომიდგენია, ეს ფრაზა პირდაპირ რომ ვთარგმნო და ვუთხრა, რა სახეები ექნებათ :) მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ჩემდა საბედნიედოდ 12 საათზე ადრე არ მეწყება გაკვეთილები. ესკი დილით გამოძინების, მშვიდად საუზმის, ჩცდ-ს დაგროვილი სერიების და ხანდახან ფილმის ყურების, და როცა არ ვზარმაცობ - ვარჯიშიაც საშალებასაც მაძლევს. სამაგიეროდ საღამოს ვამთავრებ მუშაობას ყველაზე გვიან, მარტო მე ვრჩები ოფისში და კიდევ ქალი, რომელმაც ჩემ შემდეგ უნდა დაკეტოს ყველაფერი. ბოლო დროს 8 საათზე ადრე ფაქტობრივად თითქმის არც ერთ დღეს არ გამოვდივარ სამსახურიდან. მაგრამ ეს ნაკლებად მაწუხებს. სახლამდე 7 წუთის ფეხით სავალი გზაა და საღამოობით არსად მეჩქარება. ეს აბალანსებს დილის თავისუფალ დროს, რაც ჩემთვის

strangers in the... life

Image
მაშ ასე, ოდესმე ამაზე უნდა დამეწერა. ყოველთვის ასე ვფიქრობდი, რომ ოდესმე დავწერდი და ალბათ ეს ოდესმე დადგა. ან დადგა ის ოდესმე, როცა ვიწყებ მაინც ამაზე წერას. არ მგონია, ერთი ამოსუნთქვით და ერთ ჯერზე დაჯდომით ამოიწუროს თემა და თხრობა. ამასობაში ანტრეში ე.წ. perfect stranger შემოვიდა. რა თემატურია. და რა საინტერესოა გემოვნება და როდის ვის რა თვალზე შეხედავ. ვიღაცას შეიძლება ამ ტიპისთვის სულ არ შეეხედა. ან შეეხედა და რაღაც არადადებითი ეთქვა. მე თვალში მომხვდა. თავი რომ ავწიე, დახლთან ახალგაზრდა ქალი და ეს კაცი იდგნენ. ძალიან ახლოს არა, მაგრამ ორივე ნამცხვრებიან ვიტრინას ათვალიერებდა და თავიდან ვიფიქრე, ერთად არიან მეთქი. ამასთან ისიც გავიფიქრე, რომ ძალიან შეუსაბამო წყვილია. არა, სიმაღლე არაფერ შუაში იყო. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მამაკაცი ბევრად მაღალი იყო. როგორც წესი, მაინც ასე ხდება ხოლმე. არა, უბრალოდ ვიფიქრე, რატომ მოეწონა ამას ეს ქალი მეთქი. მერე ჩემ თავს შემოვუძახე, შენ ვინ გეკითხება, რა სნობიზმიამეთქი. ადრე ალბათ უფრო "მკაცრად" განვიხილავდი ასეთ რაღაცეებს. უფრო &qu

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს

"კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი". არა და, მინდა, ვწერო. "გინდა წერო? უნდა წერო!" "წერე!" და კიდევ რამდენი სლოგანი მომიწოდებს. თემები თითქოს ბევრია. დამიგროვდა. მაგრამ დომხალიც არ მინდა გამომივიდეს. არა და, იმაზეც ვერ ვყალიბდები რა და საიდან დავიწყო.  ბოლო რამდენიმე დღეა (და სულ რამდენიმე დღეა ისედაც, რაც ჩამოვედი. ანუ 1 კვირაა), პრიმიტიულ საშობაო ფილმებს ვუყურებ. არ იფიქროთ, რომ ზოგადად საშობაო ფილმებზე მაქვს ასეთი წარმოდგენა. არა, მართლა ასეთ ფილმებს ვუყურებ. ჰოლივუდურსაც კი არა. ჰოლმარკის. არ ვიცი, პირველად რა და რატომ, ან როგორ მოვძებნე, მაგრამ რომ დავამთავრე და მერე მეორეც მსგავსი დავიწყე, შევყევი და ვეღარ გავჩერდი. ოღონდ სრულიად გააზრებული მაქვს ბოლომდე, რას ვაკეთებ. იცით როგორი ფილმებია? - აი მარტივ ჰოლივუდურ მელოდრამებში მთავარი გმირის საუკეთესო მეგობრების როლს რომ ასრულებენ, ისინი არიან აქ მთავარ როლებში. არა, ვაჭარბებ. ამ მეგობრების მეგობრები. თითქოს პაროდიაა ჰოლივუდურ ფილმებზე, იმდენად პრიმიტიულია. პაროდიაც არ არის, არა. საკურსო ნამუშე