Posts

Showing posts from January, 2023

No Daisies

Image
ბავშვობაში, როცა ავად ვხდებოდი, დედაჩემი მეუბნებოდა, მაღალი სიცხე რომ გაქვს, ბევრ ლაპარაკს იწყებ და ამით ვხვდები, რომ აგიწიაო. ამას მოჰყვებოდა შუბლზე ტუჩების შეხება და მერე თერმომეტრი. მოგვიანებით უკვე მეც ვხვდებოდი ამას :) ახლა არ ვიცი. იმდენად იშვიათად ვხდები ავად, სიცხე ბოლოს როდის მქონდა მაღალი, არც მახსოვს. ხოდა ეტყობა დრო იყო.  *********************************************************************************** პარასკევს დილიდან ვერ ვიყავი კარგად (უფრო სწორად წინა საღამოდან), მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, ხან რას დავაბრალე, ხან რას. ჩვეულებრივ რეჟიმში ვიმუშავე, ჩვეულებრივზე მეტიც. მეორე დილას (შაბათს) იოგაზე წასვლას ვაპირებდი, მერე მუშაობას, სტომატოლოგთან წასვლას, უნივერსიტეტში გამოცდის ჩატარებას და საღამოს მთელი კვირის სამეცადინოს ერთ საღამოში მეცადინეობას. მაგრამ ბოლოს ყველაფერს რომ მოვრჩი, ამობეჭდილი ტესტები ჩანთასთან დავალაგე და ლეპტოპი დავხურე, უცებ საშინლად ამაკანკალა. ესეც გადაღლას დავაბრალე ჯერ. რა ჯიუტი ვარ :) მაგრამ მერე მივხვდი, ბოლოს და ბოლოს უნდა გამეზომა სიცხე: 38. სულ