Posts

Showing posts from November, 2020

ვისკი, ველო და street spirit

Image
ისევ რაღაც ფილმს ვუყურებ. დისტანციას იცავენ 1,5 მეტრს. სხვა მიზეზით: კისტური ფიბროზი აქვთ და გადადების თავიდან აცილების მიზნით, ამაზე მეტად მიახლოება აკრძალული აქვთ. არა და ერთმანეთი უყვარდება ორ ახალზაგზრდას. უფრო სწორად - თინეიჯერები არიან. და იციან, რომ ადრე თუ გვიან, და უფრო ადრე, ვიდრე გვიან, აღარაფერი უშველით და წავლენ. ჯერ ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ მგონია, ცოტა მაინც დაიკიდებენ რაღაც ეტაპზე. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რამე უნდა დავიკიდოთ, რადგან მაინც ყველას ერთი ბოლო გვაქვს მეთქი. პირიქით, საკმაოდ ვფრთხილობ. და არა მარტო (უფრო სწორად, უფრო მეტად არა) ჩემი თავისთვის. სხვა რამე მინდოდა, მეთქვა: რაღაცეები არ უნდა გადავდოთ ალბათ ცხოვრებაში. სულ იმაზე მეფიქრება, რა გავაკეთე და მოვასწარი კორონამდე. კორონას წელთ აღრიცხვამდე. კ.წ.აღ.მდე. ასე თუ ისე ბევრი მოგზაურობა რომ მოვასწარი, ეგ მიხარია. არ უნდა ელოდო უკეთეს შემთხვევას, რომელიც არ იცი, როდის დადგება. არ შეინახო ის, რაც მოგწონს და რისი გამოყენებაც გინდა. მოგწონს - ჩაიცვი სახლში. გარეთ როდის გახვალ, არ იცი. ნამცხვარი გინდა - შეჭ

კორონას ორი მხარე აქვს

Image
რაღაც ფილმს ვუყურებ. ვუყურებ რა - ჩართულია და ცალი თვალით გავხედავ ხოლმე, ყურითაც ცალით ვუსმენ. და ერთ-ერთ ასეთ გახედვაზე კადრი დავინახე კაფეში. გარედან, ფანჯრიდან გადაღებული კადრი: საღამოს კაფე. შეგრძნება იყო, რომ ზამთარია. და უცებ ისე მომინდა, ისე მომინდა, ისევ ძველებურად შემეძლოს, აი ასე მშვიდად საღამოს გასვლა ვისთან ერთადაც მინდა, როცა მინდა, სადაც მინდა... არა სიჩქარე, არა შიში, მშვიდად ჯდომა მეგობრებათან ერთად და უდარდელობა, სილაღე.. ისიც კი მომენატრა, ბაქოში მარტო რომ მივდიოდი ხოლმე ანტრეში, ან სტარბაქსში, სამუშაო დღის და / ან კვირის ბოლოს, ვჯდებოდი ამოჩემებულ მაგიდასთან და ყავის ჭიქის თავსახურის მოხდასთან ერთად ლეპტოპსაც ვხსნიდი და "ბაქოს ქრონიკებს" ვწერდი...  მოგზაურობა რომ მომენატრა, ამაზე არც ვლაპარაკობ. თან სწორედ გუშინ ამომიგდო მემორიმ ფოტოები - შაბათ-კვირას კონცერტზე რომ გადავფრინდით თურქეთში, სულ რაღაც 2 ღამით. ლონგ უიქენდი იყო... წინა ცხოვრება მგონია, ასეთი რაღაცეები რომ მახსენდება. კიდევ ის მომენატრა, თბილისში 2-2 კვირით დაბრუნებული, ლამის გუგლის კალენდარში რ