Posts

Showing posts from August, 2021

ესეც ჩემი "ძალიან უბრალო სიმღერა"

Image
"მძღომა მძღოლს დაუძახა: - როგორა მყავხარ, ანგელოზო!  - შენ თითონ ანგელოზო, შენა!... ორივენი შავები იყვნენ, დიდპირები, ცხვირმოღრეცილები. გულიანად იცინოდნენ და ფოლადის კბილებს აკაშკაშებდნენ . მეც მეცინებოდა და იმ სიცილ-სიცილში დავინახე." .    .   .    .    .    .    . ასე იწყება რევაზ ინანიშვილის ერთი ძალიან საყვარელი მოთხრობა სახელწოდებით "ძალიან უბრალო სიმღერა". რატომ გამახსენდა და გამოვიყენე ჩემი პოსტის შესავალად და იმიტომ, რომ ასოციაციაურად მოვიდა: რამდენიმე დღის წინ, ასე, უბრალოდ, ქუჩაში მიმავალმა უეცრად ჩემი სიბერე დავინახე. უფრო სწორად, ხანში შესულობა. სიბერე რაღაცნაირი სიტყვაა, თითქოს უძლურებასთან ასოცირდება. მე კი რაღაც სხვა ხედვა მქონდა. შეიძლება ხედვა კი არა, უბრალოდ სურვილი იყო, რომელიც რეალობად მინდოდა მიმეღო. ხოდა რახან ასე "დავინახე", უეცრად ასოციაციურად გამახსენდა ეს შესავალი, რომელიც თითქმის ზეპირად მხსომებია. მოთხრობის გმირი ასე იწყებს ამბის მოყოლას. ხოდა მოდი, ვთქვათ, რომ მეც მძღოლების გადაძახილისას დავინახე ჩემი მომავალი: თმა ძალიან მოკლე