Posts

Showing posts from September, 2009

ვარიაციები თემაზე iPod

Image
iრჩიეთ ;) :)

"არის კონტაქტი(?!). არის ჯეოსელი!" - სüრპრიზი ჩემს ერთგულ მკითხველს/მაყურებელს

გახსოვთ, ხომ, ჩემი ერთ-ერთი ბოლო პოსტი, ასოციაციებზე ?! მეორე ასოციაციას მინდა გადახედოთ, ან გაიხსენოთ. ჯეოსელის ახალ რეკლამასთან დაკავშირებულს. გაიხსენეთ/გადახედეთ? და ახლა მითხარით, მართალი მითხარით, პაპუნა ოქრომჭედელი ხომ არ გეგონათ ცოცხალი? არა, ხომ არ გეგონათ? :))) ხო, კაი, ვმაიმუნობ და მარტო ჩემი თაობისთვის იქნება ეს მაიმუნობა გასაგები ალბათ, უფრო პატარებს ეს ფილმი ან სულ არ გექნებათ ნანახი და ან ასე არ გემახსოვრებათ. ახლა სერიოზულად: არც სახელი მახსოვდა, აზრზე არ ვიყავი სად და როგორ მენახა, და უაზროდ და უშედეგოდ ვეძებდი, მერე კი ხელი ჩავიქნიე. კომენტარებიდან და პირადი საუბრიდან გამოირკვა, რომ სხვებსაც ჰქონდათ მსგავსი ასოციაცია და სხვებიც ცდილობდნენ ამ მულტფილმის პოვნას. ოღონდ აქაც უშედეგოდ. და აი, სულ რაღაც 1 საათის წინ ჩემი ძმა მიცხადებს, რომ უf, კაცო, ეგ უკვე იპოვა და გადმოწერა სახლში და ახლა მეც გადმომიწერს. "გითხარი უკვე?" - აშკარად არ მითქვამს და ახლა პირველად ვუმხელდი ჩემს ასოციაციას. როგორც ჩანს აქ წაიკითხა. მერე ეძია და ჰპოვა. მაგიჟებს ხანდახან :) მოკლედ, გადმო

მმმმმმმმმ........

Image
ვინ იცის, როგორ მიყვარს...... აუუუუ.... მაკანკალებს, ისე მიყვარს ხანდახან :)))

НТВ+....жизнь :D

"Смотри чтобы выбрать, выбирай чтобы смотреть!!!" представьте себе, что он/а (результат вашего выбора) "будет мелькать у вас перед глазами...туда-сюда, туда-сюда" - всю жизнь :D так что... будьте поосторожней ;) ну а если нечем смотреть или ж вы просто ..., то это уже ваша проблема :)

ა(ბე/ცე/დე)სოციაციები :)

Image
1. თბილისის ქუჩები მაგონებს ჩვენს ბავშვობაში თამაში რომ იყო, "за рулем", გახსოვთ? აი იმას! ძალიან მიყვარდა. და ახლა, თბილისში რაღაც საოცარი გზის, ტროტუარის, მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოძრაობის, ადამიანების და მანქანების, მარშუტკების და ავტობუსების და ა.შ. სახის გზის გამყოფებით რომ დაყვეს გზები, პირველი ასოციაცია რაც გამიჩნდა, ეგ იყო: თბილისი გახდა "за рулем"ი დამეთანხმა ერთი მეგობარი თქვენ რას იტყვით? :) 2. ჯეოსელის ახალი რეკლამა და კერძოდ ის გაუგებარი იასამნისფერი არსება, ქალაქში რომ დაფრინავს, მაგონებს ასევე ჩვენს ბავშვობაში მულტფილმი რომ იყო, სახელი ნამდვილად არ მახსოვს. იყო მხატვარი და ასევე გაუგებარი არსება, რომელიც მღეროდა მელოდიას, რომელსაც აქ ვერ დავპოსტავ, ცხადია. მღეროდა არასწორად და მერე ეს მხატვარი შეუსწორებს და დაუმეგობრდება. რაღაცნაირი სურეალისტური მულტფილმი იყო :) და ბავშვობის მერე არ მინახავს. აქაც აღმოჩნდა, რომ ერთ მეგობარს უქმნის ეს რეკლამა იგივე ასოციაციას. გაგახსენდათ? დავდებდი მულტფილმსაც, სახელი რომ მახსოვდეს. 3. (შესავალი: არასოდეს ვუყურე

Rock/Rock n roll is king :)

ამ ბოდიალ ბოდიალში ხან რას ვუსმინე, ხან რას, ხან რა თემაზე ვისაუბრეთ, ხან რაზე და უცებ გამახსენდა Elvis Presley. იმიტომ ალბათ, რომ დღეს საღამოს მეგობრებთან საუბრისას თემამ მოიტანა და ვახსენე, როგორც ერთ-ერთი ლეგენდა. ხოდა მოვუსმინე - Jailhouse Rock -ს. დავდე კიდეც იქ სადაც ჯერ არს. ამან მერე თავის მხრივ შემდეგი ასოციაცია გამოიწვია - ELO - Rock n roll is king . ესეც დავდე და უცებ გამახსენდა სცენა არც ისე შორეული (თუ უკვე შორეული?) - ადრეული ახალგაზრდობის წლებიდან. იმ პერიოდიდან, რადიო ყველაზე მეტად როცა იყო "ხოდში". გემოვნებიანი რადიოები და შესაბამისი მუსიკა რომ ჭარბობდა ეთერში. პერიოდი, როცა ლოგინში ბალიშის გვერდზე ჩართული რადიოთი ვიძნებდი. მახსოვს ცივ ზამთარში უკვე თბილად ჩაწოლილს ეს ჰანგები რომ ჩემესმა, როგორ წამოვხტი უცებ ლოგინში და ლოგინზევე თავდავიწყებით ვიცეკვე მთელი სიმღერის განმავლობაში. ეს იყო და ეს. უბრალოდ ამ სცენას მახსენებს ყოველთვის Rock n roll is king და კიდევ დაემატა ერთი ასოციაცია/მოგონება - "ბიჭები საზანდარიდან". შარშან ცნობილი მოვლენების გამო ვეღ

ნახეთ!!!

ამ ხალხის შემშურდა.... fb-ზე ex-თანამშრომელს ედო. გადავირიე. გადმოვქაჩე. იქაც დავდე. აქაც ვდებ. წაიღეთ, კი ბატონო, ვისაც გსურთ და სხვა... რა ბედნიერებაა, როცა ადამიანმა ზუსტად იცის, რა უნდა და იმას აკეთებს, რაც უყვარს და სიამოვნებს...

დილა-საღამო მშვიდობის

რაღაც მინდოდა დამეწერა, მაგრამ იმდენად ბურანში ვარ, რომ თავს ვერ ვუყრი და ვერ ვიხსენებ. 14 საათი მეძინა. ასე არ მემართება ხოლმე... როგორც ჩანს, წინა დღეებში გვიან დაძინებამ და ადრე ადგომამ საბოლოოდ თავისი ქნა. ხოდა წუხელ დაწოლისას ვფიქრობდი, როგორ მინდოდა გამოძინება. და აი, დღეს წვიმიანმა ამინდმა გარკვეულ მოვლენებს ხელი შეუშალა და სამაგიეროდ ხელი შეუწყო ჩემს გამოძინებას. ძალიან კარგი. მართალია, ახლაც ძილ-ბურანში ვარ და ჩემს ოთახში ჯერ კიდევ ღამეა, ასე მგონია, მაგრამ ალბათ გამოვფხიზლდები. ხოოო. კარგი დღე იყო გუშინ. ადრე დილიდან გვიან ღამემდე. ანუ არა მარტო დღე - დილა, შუადღე, საღამო, გვიანი საღამო და ღამე. გვიან - ამას წინ უძღოდა აქედან სად წავიდეთ? და მერე გადაწყვეტა სადაც უნდა განვაგრძოთ/დავასრულოთ საღამო. და მერე ამის სისრულეში მოყვანა - მივხვდი, რომ ამდენი სიცილისგან უკვე მიმიკური კუნთები აღარ მემორჩილებოდა. მართალია, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო? აბა, ჩვენ ხანშიშესული ყვავის თუ არა მოწიფულ ასაკში მყოფი მათუსალას ხნის მაინც უნდა "მოვიყაროთ". და თან თუ გავითვალისწინებთ

ტექნიკური ხარვეზების გამო წუხელ ვერ დადებული პოსტი

Image
ეს ფოტო რომ არ დამედო, ვერ დავიძინებდი მშვიდად. დღეს გადავიღე. საავტორო უფლებები დაცულია და თუ გადაიწერთ, ავტორიც (წყარო) მიუთითეთ :))) საკმაოდ დიდი ხანია ეს ქაღალდი დევს ერთ-ერთ მაღაზიაში (დელისთან), pay box-ის თავზე. სულ მინდოდა, გადამეღო და ხან მავიწყდებოდა და ხან მობილურში ადგილი არ მქონდა. მერე გადმოვედით... და აი, დღეს დილით მოვხვდი იმ ტერიტორიაზე, სპეციალურად შევედი სწორედ იმ მაღაზიაში, ბარათის ანგარიშის შესავსებად. ქაღალდი იდო, ოღონდ უკუღმა, წარწერით ქვემოთ. როგორც მერე მივხვდი, გაკეთდა ავტომატი, ქვითარს კვლავ იძლეოდა და ამიტომ გადაატრიალეს წარწერა. მაგრამ არ აიღეს - რა იცი, რა ხდება. ახლიდან დაწერას, იყოს უკვე არსებული. თან ხომ ხედავთ, როგორ დახარჯულან, გაუფორმებიათ, დაუხატიათ. მე თუ მკითხავთ, ბოლოში ასე უნდა ეწეროს: სიყვარულით შპს "პური არსობისა"-ს ადმინისტრაცია! დიახ, დიახ! ახლა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ადრე ამ მაღაზიაზე სწორედ ეს აბრა იყო გამოკრული: შპს "პური არსობისა". ბევრი მიხვდება, რომელ მაღაზიაზეც არის ლაპარაკი ;) 20.09.09 02.01

კიდევ ერთი ღამის p.s.

Image
დალაგდა. ბოლომდე დალაგდა ჩემი ოთახი. თუ არ ჩავთვლით "ერთ პარკ წარსულს". დაკვირვებული ვარ, ჩემი ოთახი და კარადა როგორც წესი ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავს ხოლმე. ახლაც. რაღაცნაირად გარშემოც დალაგდა უკვე ყველაფერი თითქოს. ცოტაც, სულ ცოტაც და საბოლოოდ გაირკვევა და გადაწყდება. ანუ ბოლო აკორდები - თვის ბოლოს. მერე - ახალი მარში. დავმშვიდდი. და ამ საღამოს უცებ არსაიდან, ან საიდანღაც ვიგრძენი ახალი ძალით ახალი ენერგიის შემოტევა. ენერგიის და განწყობის, რომელიც მეგონა გონიოს მერე აღარ მექნებოდა ან ძალიან ცოტა ხანი გამყვებოდა. არა. ახალი ტალღა წამოვიდა :) ხანდახან ძალიან ელემენტარული მოვლენა. სრულიად უცხო ადამიანი ან 2-3 სიტყვიანი ფრაზა შეიძლება დადებითი ენერგიის ბიძგის მიმცემი გახდეს. ხოდა წამოვიდა ენერგია. "ევროპიდან მოდის ენერგიაა". რეკლამების ზეგავლენას ვერასოდეს მოვიშორებ. ხო, ხო, "ევროპიდან" წამოსული ენერგია აღარ მჭირდება და არ მინდა ნამდვილად ;) (მაპატიეთ, ეს მხოლოდ მეგობრების გარკვეული წრის წარმომადგენლებისთვი გასაგები ფრაზა იყო. უბრალოდ გაატარეთ). რას ვა
Image
უბრალოდ გამახსენდა

Очень приятно, царь, царь, очень приятно, царь...

Image
Gedeon Burkhard. прошу любить и жаловать

no name

Image
originally upload by http://ffffound.com/ რა უცნაურია, აი ასეთი რაღაც არსება დავხატე ერთხელ. მთხოვეს/მომთხოვეს დამეხატა და ჩემი ფანტაზიით შევქმენი. ხატვა არ მეხერხება. საერთოდ. ანუ მიხვდებით ალბათ, რომ არანაირად არ იყო ეს "ნახატი". მაგრამ, ნუ, თავისი საქმე გააკეთა მაშინ. და ახლა, ამ წამს გამომიგზავნეს რაღაც ვებ-გვერდი, სადაც ასე, na ugad გადავდიოდი გვერდებზე, ვათვალიერებდი და უცებ წავაწყდი ამ არსებას, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, ჩემს მიერ დახატულს. ნუ, შეიძლება "ჰგავს" ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ როგორც კი დავინახე, მაშინვე გამახსენდა. ისეთივე ტიპია, რა. უბრალოდ ეტყობა, რომ ვინც დახატა, ის ჩემგან განსვხვებით ერკვეოდა ამ საქმეში. სახელიც კი ჰქონდა ჩემსას. ოღონდ არ მახსოვს. к чему я все это? რიე ვიცი... да просто так

* * * * * * * (фиеста)

აი, ვიპოვე. ეს რამდენიმე დღეა თავში მიტრიალებს ოთარ ჭილაძის ერთი ლექსი, უფრო სწორად ნაწყვეტი ლექსიდან - "თაკო და ზაზა", დასაწყისი. ყველაფერი კი ასე დაიწყო: როცა დრო ბევრი გაქვს, ბევრს ფიქრობ. რა თქმა უნდა შენს ცხოვრებაზეც. ხოდა დავიწყებდი რაღაცეებზე ფიქრს, ცვლილებებზე, სიახლეებზე, გარკვეულ და გაურკვეველ საკითხებზე და ა.შ. და მერე ამოტივტივდებოდა საიდანღაც ფრაზა: "ჩემი ცხოვრება აეწყო ასე..." მერე გამახსენდებოდა, საიდანაც არის ეს ფრაზა. მერე ვიხსენებდი იმ სტროფს, მაგრამ სრულყოფილად ვერ ვიხსენებდი, მეორე ხაზი მაკლდებოდა. ახლა გადმოვიღე წიგნი. როგორ გვაზარმაცებს კომპ. სარჩევში მოძებნა დამეზარა უცებ. ctrl + f მინდოდა მქონოდა, რომ მომეძებნა მარტივად... მაგრამ საბედნიეროდ ჯერ არ გადავჩვეულვარ "განსხეულებულ წიგნებთან" ურთიერთობას. და ვიპოვე. ნუ, თუ ოთარ ჭილაძე თქვენთვის არ არის უცხო, მაშინ ისიც გეცოდინებათ, ვისზეა ლექსი და ახსნა განმარტებებს არ დავიწყებ. მაშ ასე, მხოლოდ პირველი სტროფი: "ჩემი ცხოვრება აეწყო ასე, ბევრი სურვილი გაქრა თავისით, ფრთები კი შემრჩა და

ყველაფერი ახალი და კარგად არ დავიწყებული არც ისე ძველი

დავიწყო ასე, ბანალურად? - გავიდა ზაფხულიც.. დადგა ყვითელი შემოდგომა :)))))))))))))) არა, რა თქმა უნდა! ან ასე, ერთ ძველ ქართულ მულტფილმში („გოგონა და შადრევანი“) რომ იყო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... ოღონდ შესაბამისი ინტონაციით უნდა ამას წაკითხვა, ისე ხიბლი ეკარგება. თუ უკვე მიწერია ეს სადმე, ან პოსტი მაქვს რომელიმე დაწყებული ასე, ნუ გამკიცხავთ :)) მიყვარს ამ ფრაზის ამ ინტონაციით გამოყენება :)) გული მიგრძნობს, დიდი პოსტი გამოვა (ვითომ პირველად ხდება ასეეე). ხო, ნუ წინასწარვე რომ განეწყოთ. ეს იქნება მიქსი ალბათ რამდენიმე თვის და რამდენიმე ეტაპის. ასე რომ, ქვესათაურებად დავალაგებ სავარაუდოდ. პერიოდულად "ვწერდი" თავში, და მერე არ გადმომქონდა. სულ მინდოდა და მერე... ხოდა არ ვიცი ახლა რა გამოვა. შეიძლება რაღაც მოვლენები ან ფაქტები, ან თუნდაც რაღაც წვრილმანები, რის შესახებაც იმ მომენტში დაწერა მინდოდა, აღარ გამახსენდეს. არ გამახსენდეს ფრაზები, რომლებზეც ბევრი ვიცინეთ და გაგიზიარებდით, რომ მახსოვდეს, არ გამახსენდეს ზაფხულის ყველა მხიარული საღამო... განწყობები მიკარგულია