Posts

Showing posts from July, 2023

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

Image
წადი, გამოიცვალე, გადაივლე, იცურავე, ამოდი, გადაივლე, გამოიცვალე... სანამ აუზზე მიხვალ, ყოველთვის გეზარება ცოტა მაინც მთელი ეს პროცედურები. მაგრამ ხელის პირველი მოსმა და ყველა ფიქრი ქრება. გასახდელში ხმაურია. მუსიკის გამო არა, მომხმარებლების გამო. ეს ის გოგოა, ძალიან რომ ჰგავს ერთ მსახიობს და დარწმუნებული ვარ, იცის კიდეც. კი, მომწონს გარეგნულად. ტანიც ძალიან კარგი აქვს, მაგრამ... სასტიკად მეგოიმება. გინდა სნობი მიწოდეთ და რაც გინდათ. მე ვფიქრობ, გოიმობაა, დიახ, ზუსტად და უკულტურობაა, ასეთ ადგილას, სადაც საჯარო სივრცეა და მარტო არ ხარ, ამხელა ხმაზე ილაპარაკო და იხმაურო. არა, არ მაწუხებს მე პირადად, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია ამ ქცევაზე. ეხ, იხმაურონ სადაც უნდათ, ჩავედი მე აუზზე.  ვიცოდი, რომ შაბათს საღამოს ცოტა ხალხი დამხვდებოდა. სამიდან 1 ბილიკი შევარჩიე, სადაც მხოლოდ 1 ადამიანი დაცურავდა და დავიწყე... სადღაც 15 წუთის შემდეგ შუა ბილიკი სრულიად გათავისუფლდა. იქ გადავინაცვლე და ზურგზე დავწექი. ვაშა! ფანჯრები გაუწმენდიათ! ერთი სიამოვნებაა ღამის აუზში ზურგზე ცურვა და საკუთარი ანარეკლის დანახვ