გატეხილი გულის სინდრომი და კიდევ რაღაცეები ყველაფრის და არაფრის შესახებ
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები წამალს მიიღებენ. პერსეოპოლისის ავტორი "გატეხილი გულის სინდრომით" გარდაიცვალა. ეს - გლობალური მოვლენები ... გატეხილი გულის სინდრომი ფიზიოლოგიური მოვლენაც რომ ყოფილა, 5 წუთის წინ სალომე ასათიანის პოსტიდან შევიტყე. მანამდე კინოში მივდიოდი ღია ცის ქვეშ. ავტობუსით ერთი გაჩერება გავიარე 22-დან და ჩამოვედი. უკან ამოვბრუნდი. და საბოლოოდ ჩემ ეზოში აღმოვჩნდი. შტოშში, წინ ბეზეს და ყავის რულეტით და უკოფეინო ყავით. ძალიან დიდი ხანია, ნამცხვარი არც მიყიდია და არც გამომიცხია. და საერთოდ, ტკბილს ფაქტობრივად აღარ ვჭამ. არა, თავს არ ვიგვემ. უბრალოდ ნელ-ნელა თვითონ მოხდა ასე და არც მინდებოდა. ახლა მომინდა. კონკრეტული ნამცხვარი ანტრეში, რომელიც დიდი ხანია, მინდა გავსინჯო და რამდენჯერაც მაგ მიზნით მივედი, იმდენჯერ აღარ ჰქონდათ. არც დღეს. ამიტომ ალტერნატიულად აქ მოვედი და ჩემი უსაყვარლესი რულეტი ავიღე, რომელსაც ბოლო 2 კვირა ძალიან გულგრილად ვუვლიდი გვერდს და ვერც კი წარმომედგინა, როგორ უნდა მეჭამა. დღეს წარმოვიდგინე. მანამდე ისევ ავტობუსში ვიყავი. სახლისკენ...