Posts

Showing posts from September, 2020

ყველას თავისი თელავი აქვს

Image
 აქ სხვანაირი სიჩუმეა და სიმშვიდე.  აქ დრო სხვანაირად გადის. შენელებულად. და საერთოდ, აქ სხვა სამყაროა.  როგორ შეიძლება თითქოს, სულ რაღაც 1,5 საათის სავალ მანძილზე სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდე. არა და, შეიძლება. ასეთ დროს ვფიქრობ, რომელია უფრო ნამდვილი - ეს, თუ ის? თუ ის, რასაც იმ მომენტში გრძნობ? იქნებ ნამდვილი არა ადგილია, არამედ დრო. უფრო სწორად დროის გარკვეული მონაკვეთები, და მომენტები, როდესაც ამ სინამდვილეს შეიგრძნობ. ასეა, თუ ისე, მგონი ბავშვობის მერე ამდენი ხანი (მთელი ერთი კვირა) არც დავრჩენილვარ აქ. ნუ, ბავშვობის მერე შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ სტუდენტობის მერე მაინც, ალბათ. ვმერყეობდი, საერთოდ წამოვსულიყავი, თუ არა. და ყველაფერს ველოდი იმის გარდა, რომ ასე ვისიამოვნებდი, ასე "გამისწორდებოდა" თელავი ამდენი ხნის შემდეგ.... თურმე როგორ მყვარებიხარ / მომნატრებიხარ ბიჭოო... (თელავი ხომ ბიჭია?). ახლიდან შევიგრძენი ის ხიბლი, რაც გარკვეული დროის მანძილზე დაკარგული ჰქონდა ჩემთვის აქაურობას. ან, უბრალოდ, ვეღარ ვიჭერდი. ის და ცოტა ალბათ კიდევ სხვა ხიბლი, რომელიც ა