Posts

Showing posts from August, 2008

აზრები ნაწყვეტ-ნაწყვეტ

все не так просто რამდენი ვილაპარაკეთ დღეს საღამოს ხანდახან უსმენ ადამიანს და გგონია რომ შენ ლაპარაკობ. ეს ხომ შენს სათქმელს ამბობს, ზუსტად იმას, რასაც შენ ფიქრობდი და თან ზუსტად ამ ბოლო დროს სასიამოვნოა ასეთი ურთიერთობები და გადახალისებაა სასიამოვნო. პერიოდული გადახალისება. ურთიერთობებისაც. გარემოსიც. ყველაფრის. ხშირად შენი საკუთარი თავი გაოცებს. ხანდახან - აღგაფრთოვანებს კიდეც. არის ემოციები, რომელთა მართვაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. და ძალიან მაგარია, როცა მოულოდნელად და გგონია არაადეკვატურად, ამ დროს ზუსტადაც რომ ადეკვატურად და დროულად მოდის ძალიან დადებითი ემოცია. ანუ კარგად გრძნობ თავს. გგონია - ყველაფრის მიუხედავად. მერე ხვდები რომ კაკ რაზ - ყველაფრის გამო. იმიტომ რომ ხედვა ისწავლე სხვანაირი. სწორი. და შეფასება - სწორი. რეალისტური. და რაღაც მომენტში ხვდები, რომ გაგიმართლა უბრალოდ. და ალბათ ბედნიერიც ხარ. კარგია. მომწონს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყოველგვარი ძალისხმევის და ძალდატანების გარეშე მოდის. თავისთავად და ლოგიკურად. კომპლიმენტი (გაფართოებული თვალებით და შეუნიღბავად აღფ

ფოტოები from зазеркалья oder ზაფხული, ზამთარი და ისევ ზაფხული

Image
p.s. მეტყობა ზაგარი, პირველ ფოტოზე?! ;) უახლესია, რაც მოვასწარი

სარკეში

საღამოა. მაგრამ მზე. ალბათ კვირაა. ან შაბათი. არ მახსოვს. ან შეიძლება შვებულების ერთ-ერთი ბოლო დღე. ცალ ხელში ღვინის ჭიქით, რა თქმა უნდა წითელი ღვინის, სარკის წინ. ჩემს თავს ვათვალიერებ გასვლის წინ. და უცებ კადრი იცვლება. ფილმიდან მოდის კადრი სარკეში. კაბა ჰგავს ძალიან, და ამან გამიჩინა ალბათ ასოციაცია. და კიდევ - იქაც ასე დგას ქალი, ხელში ჭიქით და ასეთი კაბით. სტუმრად არის ისიც (მე ახლა მივდივარ). სარკესთან უკვე მერე მიდის. სახლში. იქიდან ადრე წამოსული. სარკესთან რომ მიდის უკვე გამოცვლილი აქვს ტანსაცმელი.... თმას იშლის, გრძელ თმას, იჭრის თვითონ, დიდი მაკრატლით და მერე.... მერე გასროლის ხმაა. თავს იკლავს.... მანამდე კიდევ ტექსტია (სულ ერთი წინადადება), რომელსაც ამ ქალს ეუბნება მისი... ნუ, ვთქვათ, რომ ახლობელი, ორივეს ახლობელი :) და რომელიც მე მითხრეს დღეს... სიტყვასიტყვით არა, მაგრამ თითქმის, და აზრი ის იდო ზუსტად... და ისევ გამახსენდა ეს ფილმი და უკვე ის მომენტი, ის წინადადება... ეს დრაფტი რამდენიმე დღისაა. დაუწერელი. თავში სადღაც ფოლდერში მეგდო, და დღეს საღამოს, გვიან, ისევ სახლიდან

განწყობა - გვირილა

ორი ამოჩემება მქონდა ბოლო დროს, ბოლო რამდენიმე დღე, ალბათ - თეთრი კაბა, რომელიც ზუსტად ვიცოდი რომ მაგრა მოუხდებოდა ჩემს რა უცნაურიც არ უნდა იყოს და მაინც მიღებულ ზაგარს, რომელიც თავის მხრივ მე მიხდება (სკრომნასწიუ ნე ბალეიუ) და ყვავილი თმაში გასაკეთებლად, სასურველი იყო - გვირილა, რომელიც ასევე დარწმუნებული ვარ რომ მოუხდება მზისგან გახუნებულ ჩემს თითქმის ქერა თმას :))) ჯიუტი აჩემება. ხანდახან ძალიან ჯიუტი ვარ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ზომა არც თუ ისე ადვილი საშოვნელია, და რაც მომეწონა ყველაფერი დიდი მქონდა, რა თქმა უნდა, მაინც მივაგენი და ვიყიდე, გადავრჩი ბამბინოში წასვლას :) და გვირილაც - გვირილა ხვალისთვის შემპირდნენ :) ორივე საჩუქარი გამოვიდა :) და მიხარია მიყვარს სარკეში ჩახედვისას რომ მეღიმება ნარცისი არ ვარ, არა :) პ.ს. ასე უცებ და მარტივად რომ მისრულდებოდეს ყველა სურვილი, რა მაგარი იქნებოდა :)

გიოების დილა :)

მოკლედ, ეხლა დავაფიქსირე, რომ ჩემი დილა გიოებით იწყება. დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეს, და ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა გიოებზე მოკლედ. just. ესე იგი, შენობაში შესულს, პირველი ნაცნობი ვინც შემხვდა ლიფტთან - გიო ოყო, ერთ-ერთი IT, შორიდან მიღიმოდა. მოკლე დოსიე - გიო. ეროვნება - ჩემთვის აქამდე გაუგებარი. მეტყველებს ჩემთვის გასაგებ ორ ენაზე. მეხმარება როცა მჭირდება. ცოტა უცნაურია, როგორც ყველა IT, მაგრამ კეთილგანწყობილი. გადამიკეტა ყველა საკომუნიკაციო საშუალება :))) თან მეუბნებოდა, ასე მითხრა კ-მ (უფროსი IT), მაგის ღიმილმა არ მოგხიბლოს იცოდე, არ შეცდეო. მტკიცედ იდგა :))) მაგრამ მე მაინც მოვახერხე და არ ვიცი, მისი შეცდომის თუ უბრალოდ გამართლების წყალობით მაინც ჩამოვტვირთე რაც მინდოდა (ცოტა მაინც). არ იცის, რა თქმა უნდა :)))) ამოვედი ჩვენს სართულზე. ასევე პირველი ვინც შემხვდა - გიო. მოკლე დოსიე - დაცვა. ქართველი. რაღაცნაირი გულიანი კომპლიმენტები იცის :) ოთახის კარს მიღებს (ჯერ არ გაუღია, ცხადია, ძალიან ადრეა და მგონი ჩემს გარდა არავინ არის მოსული. ასე ახლოს ალბათ არავინ ცხოვრობს). გი

და ისევ სხვა თემა! ! ! :)

ხალხო, მეგობრებო.... რაც ეს ამბები დაიწყო და საერთოდ, რაც ეს საშინელი აგვისტო დადგა და ყველაფერი ერთმანეთს გადაება (არა და როგორ მიყვარს აგვისტო, ჩემი დაბდღის გამო, თუნდაც), ამდენი არ მიცინია.... :)))) დღეს შუადღისას რომ დაიწყო მეგობრის მანქანაში, მერე ერთ ბარში, მერე ქალაქში, მერე მეორე კაფეში, მერე სხვა მეგობართან და ეხლა ჩეთში..... არააა, იუმორი არის სამყაროს გადამრჩენელი ძალა! მე მჯერა ეს! იუმორი რომ არა, და უნარი, ასე შეხედო მოვლენებს (აღარ მინდა, აღარ ვწერ იმ საშინელებებზე, რაც მოხდა და ხდება. აქ, ამ ბლოგზე დავხურე თემა), ალბათ ძალიან ძნელი იქნებოდა ცხოვრება. მინდა რომ ერთი ფანჯარა ჩეთის ავიღო, და ჩავაკოპირო აქ მთლიანად :)))) როგორც პარალელურად ვაკოპირებ სხვა ფანჯარაში. თან ჩუმად ვიცინი, მოგუდულად, ლამის ბოთლში ვიცინო და მერე აივანზე გავიტანო და გავუშვა... :))))))) გავსკდები ალბათ, ასე თუ გავაგრძელე :) ამაღამ რა დამაძინებს, ისე ვარ აჟიტირებული :) არა, არ შეიძლება, აქ ვერ დავაკოპირებ, მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იქნება ამის წაკითხვა, მე მაპატიეთ :P უბრალოდ განწყობა მინდოდა გადმომეცა :)

პოსტი განსხვავებულ/სხვა თემაზე

ამაზე ერთხელ უკვე დავწერე, მაგრამ მაშინ ცოტა განსხვავებული განწყობით. ახლა ისე, როგორც არასდროს მომინდა, მართლა მინდა Zihuatanejo-ში... და ის ყველაფერი, რაც მაშინაც მინდოდა, + კიდევ რაღაც ფაქტორები ბერვი არაფერი მინდა, მინდა იქ, მშვიდად... წყნარ ოკეანეს მეხსიერება არ აქვსო.... კიდევ, დღეს საღამოს ერთი დრაფტი ჩამომიყალიბდა თავში, მაგრამ სახლიდან ახალი გასული ვიყავი და ვერსად დავწერდი, გვიან მოსულს კი თავი აღარ მქონდა.... ასე რომ ჯერ-ჯერობით დრაფტად რჩება, როგორც ალბათ კიდევ ბევრი რამ...

p.s.

მეგობრებო, ვისაც გახსოვთ, რომ ვიძახდი, არ მინდა დავბერებე, მინდა ახალგაზრდა მოვკვდე მეთქი, ახლა ვამბობ - არ მინდა ამისრულდეს ეს... :( მიუხედავად იმისა რომ არ მეშინია... რამდენი რაღაცის გადაფასება მოხდა ამ მოკლე დროში. თურმე რა სისულელეებს განიცდის და რამდენ სისულელეზე ნერვიულობს ადამიანი. რეალური სანერვიულოს წინაშე რომ დგები და უშუალოდ შენს თავზე გამოსცდი ამას, ნაწილობროვ მაინც, მერე ხვდები, როგორ უფერულდება ყველაფერი დანარჩენი. და კიდე ყველამ თავისი თავი გამოსცადა. ძლიერი ფსიქიკა მქონია, მივხვდი. ჯანსაღი - არ ვიცი, მაგრამ ძლიერი. და კიდევ უფრო მობილიზებული და ცივი გონებით მოაზროვნე ვიყავი ამ დღეებში, ვიდრე სხვა ყოველდღიურ ჩემთვის სანერვიულო სიტუაციებში. თუმცა ემოციაც რამდენი მქონია და რამდენი საშინელების თქმა შემძლებია. ოღონდ არ მინდა გავბოროტდე. ეს არ მინდა. და სწორი გადაწყვეტილების მიღება მოვახერხო მინდა ყოველთვის, ისე, როგორც ამ ოთხი დღის წინ მოვახერხე. ღმერთო, სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინე მეთქი. და წამოვედით. გავრისკეთ. ასე არასოდეს გამხარებია ალბათ სახლში დაბრუნება. ესეც სხვა
ხალხო... სიტყვები არ მყოფნის და არც არის საჭირო... ერთი ის ვიცი, , რომ 5 დღიანი სასაკლაო მოაწყეს, კიდე ვერ ვაცნობიერებთ მგონი რა ხდება, რამდენი ადამიანი დაიხოცა, რამდენი ოჯახი გაუბედურდა, რამხელა ტრაგედია დატრიალდა... უკვე მეორე თაობას გვიწყვეტენ, ერთი ხომ ამოწყვიტეს შედეგი? ომს რაღაც შედეგი მაინც მოყვება და ის უბედურები რამე აზრიან მიზანს მაინც შეწირვოდნენ მაცოფებს თბილისის ქუჩებში მოსიარულე დროშიანი მანქანები, მიტინგზე გასართობად და სეირის საყურებლად, პონტის გულისთვის მისული ხალხის დიდი ნაწილი და ახალგაზრდობა, რომელიც იქ სემიჩკის ჭამით იქცევს თავს და ერთობა რა გვემიტინგება და რა გვემღერება ხალხო?! რა ისტერიული ერი ვართ, ეს რა უბედურებაა, ხანდახან მგონია რომ სწორადაც რომ ვისჯებით, ბევრი რაღაცისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ აფხაზეთში ხალხი რომ იხოცებოდა, აქ (რახან უშუალოდ თბილისს და მათ ახლობლებს არ შეხებიათ) ხალხი ქეიფებს და ქორწილებს მართავდა, დაბადების დღეებს იხდიდა და მხიარულობდა რა, გავიმარჯვეთ თუ რა უხარიათ, რააა?! ?! ?! სიმღერის და მხიარულების დროა? აუცილებელი არ არის ჩვენს ახლობელ

tradiciul blogerul sashvebulebo postis nacvlad

chemi compi xandaxan urevs, da ratomgac qartuli shrifti, romelic rom maqvs dakenebuli da emtxveva klaviaturas - ikargeba periodulad da mere tvitonve chndeba. anu avtolikvidacia da avtoagdgena - aset movlenebtan maqvs saqme xoda magra mezareba exla chalichi, da zedmetad tavis shecuxeba. sadgac kargic aris - vfiqrobdi, damedo is posti, romelic rom sheiqmna 7-10 dgis cin da dro ar mqonda aq gadmotanis. amasobashi ganckobam gaiara, davikide da mere gadavckvite, radgan davcere - davdeb metqi ise, imisda miuxedavad kidev im ganckobaze viqnebi tu ara. xoda exla mit umetes ver davdeb :))) da zalian kargi, imitom rom magra mezineba, da saertod, magra mkidia exla kvlaferi, imitom rom xvalidan var tavisupali da 2 kvirit ufro bednieriii :) amindic ki mkidia, rogori iqneba. gadavckvite rom arachveulebrivad kargad unda davisveno da arafers shevashlevino xeli, arc mzes da arc cvimas :) xo, zgva, jasnia ;) mne obeshchali skazku. posmotrim ;) :)))))))) mai kurcxali moicmindet tvalze da ise daakomentet

ვიაგრა?! არა, შვებულება!

გადავირიე! შვებულებაში გასვლის წინა სიხარული სულ ცხვირში ამომადინეს. ვითომ ივლისი აგვისტო წყნარი სეზონიაო... რა წყნარი. ყველას ახლა აუდგა მართლა, რა! ვიაგრას ზემოქმედების ქვეშ არის ყველა! ხანდახან, როცა საქმე არ არის და ბევრი ფიქრის საშუალებაა, თან მით უმეტეს რომ მაინც ვერ გადიხარ სამსახურიდან და უნდა იყო აქ, მაშინ თითქოს უფრო დაგრუზული ხარ და არ მოგწონს, და ფიქრობ, აუ ნეტა ახლა სულ თავისუფალი ვიყო და არ ვმუშაობდე. მერე - საქმე გამოჩნდება, ბევრი, და უცებ ისევ მოგწონს ის, რომ ყოველ დილას უნდა ადგე ადრე, მოხვიდე ფორმაში და წამოხვიდე სამსახურში, ეკონტაქტო ბეევრ ხალხს, ყველა საკომუნიკაციო საშუალებით, რაც კი გამოუგონია სამყაროს, ბევრი საქმე აკეთო, ძალიან ბევრ კითხვას გასცე პასუხი, იყო საქმიანი, შენზე იყოს ბევრი რამ დამოკიდებული, ხელში შემოგყურებდეს ბევრი, შენ გელოდებოდნენ, შენ აგვარებდე უამრავ რაღაცას და ამით სიამოვნებას იღებდე, იმით, რომ შენ ეს შეგიძლია და რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ... და ასე გრძელდება გარკვეული ხანი, და არ გაქვს სისულელეებზე ფიქრის დრო და ხარ დაკავებული, ახალგაზრდა საქმიან