supergirls just fly
- საღამო მშვიდობის - გულითადი ღიმილით შემხვდა კონსულტანტი გოგონა, რომელიც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მცნობს. - საღამო მშვიდობის :) მმმ ... ჩაი მინდა - რომელი? გვაქვს პიტნის ... - პიტნის! - პატარა თუ დიდი? - თან გასაკეთებლად დაიძრა - პატარა - პარალელურად ნამცხვრებს ვათვალიერებ, რომელთა ჭამაც რატომღაც არ მინდა, თუმცა, თეორიულად მაინც მინდა :)) - შაქარი? - არა, მადლობა. - აი ჩაიც :) :) კიდევ რამე? - არაა, ჯობს რომ არა - მეცინება - ისე უყურებდი, ვიფიქრე, რამეს ამატებს მეთქი. - მინდა, მაგრამ თან არ მინდა :) - ასე იცის საღამოს - ეცინება. - აი პიტნის ჩაი დაგამშვიდებს ახლა და ... - და აღარ მომინდება ტკბილი, ხო? :) ორივე ვიცინით, კარგ საღამოს ვუსურვებთ ერთმანეთს. გამოვდივარ და იქვე კაფის ღია ნაწილში ვუჯდები მაგიდას. ალბათ მისი ტოლი შვილი შეიძლებოდა, მყოლოდა, ის კი, ის აშკარად თავის ასაკისად აღმიქვამს. არასოდეს აღმიქვამს მისი მომართვა ფამილარულად ან უზრდელურად. უფრო - შინაურულად. ოღონდ ახლა რატომ გადაწყვიტა,...