Posts

Showing posts from October, 2016

done ✓

to do listებს ვაკეთებთ მთელი ცხოვრება. პერიოდულად ვხაზავთ უკვე შესრულებულ/დასრულებულ საქმეებს და კმაყოფილებას ვგრძნობთ - job is done! და ერთ მშვენიერ დღეს, როცა გარდავიცვლებით, ვიღაც დიდი და ძლიერი გადმოიღებს უზარმაზარ, მრგვალად დახვეულ  პერგამენტს  - თავის to do list-ს, ჩამოშლის, ჩვენ გვარს იპოვის  და  გადახაზავს  სიტყვებით: "ესეც ასე, life is done".

ხვალ ხუთშაბათია

შენ? შენ ხან ვინ ხარ, ხან - ვინ. სცენარიც სხვადასხვაა. ხან ავარიაში ყვები და მტოვებ. ბავშვით. მუცელში ბავშით. ხან უბავშვოდ. მტოვებ. ყველა სცენარში მტოვებ. ხან ვინ ხარ და ხან - ვინ. ხან მეორე ხარ, რომელიც მერე მპოულობ. ყოველთვის ხარ, მაგრამ სცენარი ბოლომდე ვერ მიმყავს. ვერ მიმყავდა აქამდე. რას ვიფიქრებდი, ასეთი შემთხვევა თუ გახდებოდა ინსპირაციის წყარო. ახლა მახსენდება, თვალი მითამაშებდა რამდენიმე დღე. არ გამიჩერდა. ვწუხდი. ვიცოდი, რაც მოხდებოდა. შედეგი ვიცოდი. ვის მოუვიდოდა  - ეს არ ვიცოდი. რა სახით - არც ეს. ვიცოდი უბრალოდ, ვიღაცის სიკვდილი უნდა გამეგო. სავარაუდოდ უცნობის, ან უბრალოდ ნაცნობის. და ეს სიკვდილი, უცნობის სიკვდილი - ინსპირაციად იქცა. შაბათი საღამო ხუთშაბათამდე თითქმის მთელი კვირაა. მთელი კვირა შეუძლია მოვიდეს აქ ყოველ დღე და იტიროს. ან არ იტიროს. იდგეს გაშეშებული სახით და გრძნობდეს მისი მეგობრების მზერას. მერე სხვებიც გაიგებენ. ნათესავებიც. და გაკიცხავენ. ქალები. დიდი ქალები გაკიცხავენ. ყველაფრის მნახველი და უფლების მქონე ქალები, უფლების, სხვისი ცხოვრება