Posts

Showing posts from April, 2023

დრაფტი, რომელიც შეიძლება დავპოსტო :)

აქ და ახლა რომ გაჩერდეს დრო, ალბათ იდეალური იქნებოდა. მაგრამ ცხადია, არ აპირებს და არ გაჩერდება. არ ვიცი, იქნებ ოდესმე, შორეული მომავალში შეძლონ ეს ჩვენზე უფრო განვითარებულმა ადამიანებმა. ტექნოლოგიურად არ ვიცი და სულიერად განვითარებულებმა. ახლა კი ასეთია ჩვენი რეალობა, რომელიც, მართალი გითხრათ, მომწონს. ზოგადადაც და ამ წამსაც.  წელს პირველად დავჯექი ასე აივანზე, საღამოს. ამაზე უკეთესი ამინდებიც იყო კი, მაგრამ, როგორც ჩანს დროს ვერ ვნახულობდი. მერე ისევ ციოდა, ისევე, როგორც მანამდე. ახლა კი, ახლა უბრალოდ ჰაერის ჩასაყლაპად გამოვედი და აღმოვაჩინე, რომ მოპირდაპირედ მშენებარე სახლის ტერიტორიიდან მუშები როგორც იქნა წასულან, სიმშვიდეა, ძალიან სასიამოვნო ტემპერატურა, სიჩუმე და ჩემ მარცხნივ არსებული ე.წ. "რეკრეაციული ზონიდან", გინდაც ტყესავით რაღაც პატარა სიმწვანის ნაგლეჯიდან ჩიტების მშვიდი ხმები მოდის. ნელ-ნელა უფრო და უფრო გამძაფრდება ეს ხმები, უფრო გაბევრდება და უფრო გამახარებს. მეც უფრო ხშირად ვიჯდები აივანზე ღვინის ბოკალით მაგიდაზე და ლეპტოპით მუხლებზე. მეგობრებსაც უფრო ხშირად მი