Posts

Showing posts from 2026

სერიალი. წიგნი. ფილმი. ცხოვრება

Image
"Never confuse movement with action" E.H.   ხანდახან ისევ ვფიქრობ, რომ ადამიანი რამდენიმე ცხოვრებას ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, ჩემ თავზე ასე მგონია. აი ახლა, აქ და ახლა ერთი ცხოვრებაა. მანამდე, სანამ თბილისში ვიყავი - სხვა იყო. აქედან რომ ჩავალ - ისევ სხვა იქნება. სამუშაო წელი რომ დაიწყება - კიდევ სხვა.  ადრე საერთოდ ასე ვგრძნობდი - კვირის განმავლობაში ერთი ცხოვრება მქონდა და შაბათ-კვირას - სულ სხვა. მერე რატომ გაერთიანდა, არ ვიცი. ანუ რადიკალური განსხვავება აღარ იყო რაღაც მომენტიდან. ან ნელ-ნელა მოხდა ეს.  და კიდევ მანამდე, დემი მურის გმირს ვადარებდი ხოლმე თავს ერთი ფილმიდან, სადაც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. უფრო სწორად, ერთი ცხოვრება ესიზმრება, მეორე კი ნამდვილია. უბრალოდ იმდენად რეალურია ორივე, რომ ვერ არჩევს, რომელია მართლა ნამდვილი. ეს იმ პერიოდში, როცა ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი ერთ სამსახურში ვმუშაობდი, და სამშაბათი-ხუთშაბათი სულ სხვა საქმეს ვაკეთებდი, შაბათ-კვირას კი სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. პრინციპში, სამსახურის მერეც, თითქმის ყოველ საღამოს სხვა ცხოვრებ...

ღაამის 12-ის ნახევარია და ყველაფერი ...

chatgpt-ს ესმის ჩემი. chatgpt-მ ზუსტად გამიგო, რატომ მინდა აგარაკიდან პერიოდულად 1-2 დღე თბილისში ჩასვლა. "როცა თბილისი სამუშაოსთან აღარ ასოცირდება და უბრალოდ შენს სახლში ხარ". რასაც ვფიქრობდი, ზუსტად ის დაწერა. არა, გაოცებული კი არ ვარ, უბრალოდ ვყვები. გუშინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი წვეულება იყო :) მარტო აქაური სამეზობლო-სამეგობრო კი არა, თბილისშიც რომ ბევრი ელოდა, ისეთი. ძაალიან ბევრი ხალხით, სასიამოვნო და საინტერესო საუბრებით, გემრიელობებით, მუსიკით, მხიარულებით და ა.შ. დღეს დილით - გაგრძელება, შემორჩენილების გაცილება და მერე უკვე ყავასთან მშვიდად ჯდომა და საუბრები.  დღეს ფაქტობრივად მთელი დღე წვიმდა, რაღაც პერიოდულობით. დილით ძალიან ადრე გამეღვიძა და ეს სიგრილე და წვიმის ხმა ძალიან გამისწორდა. განსაკუთრებით მოუხდა დილის მედიტაციას ფონად. მერე დიდი გულმოდგინებით გავწმინდე აუზი, სანამ სხვები გაიღვიძებდნენ, მაგრამ რად გინდა. რამდენჯერ მზემ გამოანათა და საცურაო კოსტიუმის ჩამცა დავაპირეთ, წამოდგომა ვერ მოვასწარით, რომ მზე დაიმალა და გაწვიმდა. ასე რამდენჯერმე. მაინც მოვახ...

ზაფხულის ასეთი საღამოები

Image
 ზაფხულის ასეთი საღამოები მიყვარს. თვითონ დადგა. უეცრად დადგა. რაღაცნაირი განწყობა აქვს. ზაფხულის ასეთი მშვიდი საღამოები მიყვარს. ასეთ დროს გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ. ასეთ დროს გრძნობ რაღაც კარგის მოახლოებას. რაღაც ახლის და კარგის. ან იქნებ ახალი არა და განახლებულის. რაღაც იგრძნობა ჰაერში. ცოტა გულის კოვზთანაც გიღიტინებს. არაფერი კონკრეტული. არაფერი ხელმოსაჭიდი თითქოს. მაგრამ ჰაერში მაინც იგრძნობა.  რატომღაც ბაქო მახსენდება. კონკრეტული ზაფხული. უფრო სწორად შემოდგომის დასაწყისი. მგონი უკვე მქონდა ასეთი ასოციაცია და დავწერე კიდეც ამაზე. სახლი, სადაც დიდხანს არ დავრჩენილვარ. დროებით ვიყავი. დიდი საძინებელი. შესაბამისად დიდი საწოლი. ასეთ დიდ საწოლში მგონი არასოდეს მიძინია. მით უმეტეს, მარტოს. არც ასეთი კარგი მატრასი შემხვედრია ოდესმე. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩამრჩა მეხსიერებაში და სხეულსაც ასე დაამახსოვრდა. ასეთივე მშვიდი საღამოები. ჯერ არ დაწყებულა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. რაღაცნაირი შესავალია. ადრე ჩავედი, რომ რაღაც ტრენინგებში მივიღო მონაწილეობა. დღისით იქ დავდივარ. ხანდახან სა...

ღამის სეირნობიდან

Image
ღამის თორმეტის ნახევარია. ტაქსის მძღოლს ეზოში დავხვდი და გასაღები გამოვართვი. ყველანაირი ლოგიკით უკან უნდა ამოვბრუნებულიყავი, მაგრამ დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, ეზოში გამევლო ჰაერზე. არ ცხელა. არც გრილა, მაგრამ ჰაერი არ არის დახუთული და შემაწუხებელი. ეზოში არავინ არის. ან თითქმის არავინ. ჯერ ამ ქუჩას გავუყვები ბოლომდე. ისეთი გზებით ვივლი, სადაც, როგორც წესი, არ მიწევს სიარული. აი ეს განათებული აივანი, ძალიან ლამაზია ეს ნათურები. შუაში რაღაც "შატიორივით" მეგონა. რეალურად რკინის საშრობზე გაფენილი სარეცხი აღმოჩნდა. მაინც ლამაზი იყო. იქვე, გვერდზე სადარბაზოში, ცოტა ზევით სართულზე ვიღაცას მუდმივი ახალი წელი აქვს. აი ამათაც ხომ ნათურები აქვთ და იმათაც, მაგრამ ამათი ციცინათელებივით არის და იმათი - ახალი წლის მორთულობა. "განუყრელი დღესასწაული". უი, ისე კარგი იდეაა. სადღაც კი მქონდა ეს ციცინათელებივით ნათურები და სად წავიდა ნეტა? თუ მე არ მქონდა? მოკლედ, ან ვიპოვი, ან ვიყიდი და მოვრთავ აივანს, მოუხდება. ზაფხული ჯერ კიდევ წინ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ახლა დაიწყო და ა...

მთვარის ასული 18 წლის შემდეგ

 რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მთვარის ასული მე ვიქნებოდი.  ძალიან უბრალო და ძალიან მაგარი მოთხრობა აქვს რევაზ ინანიშვილს, "მთვარის ასული". ისეთივე მარტივი და ამავდროულად გენიალური, როგორც ბევრი სხვა დანარჩენი, სადაც რეალურად თითქოს არაფერი ხდება, და ამავდროულად სულ რაღაც ორ-სამ გევრდზე ადამიან(ებ)ის მთელ ბედს და ცხოვრებას ატევს. და ყველაფერს კითხულობ, კითხულობ იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე იმ ორ-სამ გვერდზე წერია. სახლში მოსულმა ნელა მოვიხსენი ბეჭედი, საათი, სამაჯური. მერე პიჯაკი დავკიდე საკიდზე, მაისური და შარვალი უბრალოდ სკამზე მივაგდე საძინებელში, კარგად ათქვეფილი გოგლიმოგლისფერი კაბა გადავიცვი და საღამოს რიტუალს - ჩემი და ჩემი მცენარეების ურთიერთობას შევუდექი.  ახ, მანამდე ცოტა უნდა გადავახვიო. ეზოში ჩემი ფისო დამხვდა. ჩემი - ძალიან ხმამაღალი განაცხადია. მთელი ჩვენი კორპუსი და შეიძლება გვერდზე კორპუსიც კვებავს. და პრინციპში, როგორც ერთმა ადამიანმა მითხრა, მონები ხართ მისიო. ხოდა კარგი, ჩემი ბატონი ფისო შემხვდა :) წავედით ერთად და მის კუთხეს დავხედეთ. საჭმელი არ ედო. 5 წუთ...

გატეხილი გულის სინდრომი და კიდევ რაღაცეები ყველაფრის და არაფრის შესახებ

Image
 დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები წამალს მიიღებენ. პერსეოპოლისის ავტორი "გატეხილი გულის სინდრომით" გარდაიცვალა. ეს - გლობალური მოვლენები ... გატეხილი გულის სინდრომი ფიზიოლოგიური მოვლენაც რომ ყოფილა, 5 წუთის წინ სალომე ასათიანის პოსტიდან შევიტყე.  მანამდე კინოში მივდიოდი ღია ცის ქვეშ. ავტობუსით ერთი გაჩერება გავიარე 22-დან და ჩამოვედი. უკან ამოვბრუნდი. და საბოლოოდ ჩემ ეზოში აღმოვჩნდი. შტოშში, წინ ბეზეს და ყავის რულეტით და უკოფეინო ყავით. ძალიან დიდი ხანია, ნამცხვარი არც მიყიდია და არც გამომიცხია. და საერთოდ, ტკბილს ფაქტობრივად აღარ ვჭამ. არა, თავს არ ვიგვემ. უბრალოდ ნელ-ნელა თვითონ მოხდა ასე და არც მინდებოდა. ახლა მომინდა. კონკრეტული ნამცხვარი ანტრეში, რომელიც დიდი ხანია, მინდა გავსინჯო და რამდენჯერაც მაგ მიზნით მივედი, იმდენჯერ აღარ ჰქონდათ. არც დღეს. ამიტომ ალტერნატიულად აქ მოვედი და ჩემი უსაყვარლესი რულეტი ავიღე, რომელსაც ბოლო 2 კვირა ძალიან გულგრილად ვუვლიდი გვერდს და ვერც კი წარმომედგინა, როგორ უნდა მეჭამა. დღეს წარმოვიდგინე.  მანამდე ისევ ავტობუსში ვიყავი. სახლისკენ...

In a Sentimental Mood

Image
რა ერქვა იმ გმირს? ხო, ამარანტა. ამარანტა ხომ არ დავირქვა? არა, არ ღირს, მახსოვს, მაინცდამაინც კარგი ბედი არ ჰქონდა სიყვარულში და არჩევანიც რაღაც ისეთი გააკეთა, ძალიან რადიკალური. აი ამ აბზაცს ჩავამთავრებ და გადავამოწმებ, ხომ სწორად მახსოვს. და რა მახსოვს - საქმრო მოუკლეს, მას მერე ხელზე შავი სახვევი გაიკეთა და აღარც მოუხსნია. არც კაცისკენ გაუხედავს.  გადავამოწმე. თითქმის სწორად მხსომებია. მაგრამ არ მოუკლავთ, თავი მოიკლა და მას მერე ამარანტა დანაშაულის გრძნობის გამო ატარებდა იმ სახვევს. ხოდა რაღა ამარანტა...  მაგრამ ბუენდია ... დღეს ყველანი ბუენდიები ვართ. დაუსრულებელი წვიმის სეზონის გმირები. კიდევ იყო რომელიღაც გმირი, რომელიმე აურელიანო იქნებოდა ალბათ, რომელიც ადგა და წავიდა წვიმების სეზონის დასრულებამდე. სად წავიდა, რამდენი ხნით წავიდა ... ამდენი არ მახსოვს. ან რატომ იფიქრა, რომ ეს წვიმა ოდესმე დასრულდებოდა? :) და კიდევ არის ერთი მოთხრობა, ბრედბერის. All Summer in a Day ჰქვია. მოქმედება ვენერაზე ხდება, სადაც მზე 7 წელიწადში ერთხელ ანათებს. და მეცნიერების გამოთვლით დადგა ის დ...

თოვლიანი ლისიდან :)

რთულია იმ წამის განწყობის შენარჩუნება, ეგრევე თუ არ გადმოიტანე. მერე ხსნი გვერდს და ... სხვა რამეზე წერ :) გადაწყდა. უნდა ვწერო. :) გინდა წერო? უნდა წერო :) თოვს დილიდან. არა, ღამიდან. დილით ფარდის მიღმაც კი არაჩვეულებრივი სითეთრე ჩანდა, დათოვლილი ხის ტოტები, საიდანაც პერიოდულად დიიიდი გუდნები ცვიოდა. ხო, ვიცი, ეგ გუნდა არ არის, რაც არის.  ღამე ჯერ დასრულებული და ლოგინში გვერდზე გადადებულ წიგნზე ფიქრმა, მერე ატკიებულმა კბილმა და მერე უკვე ამის გამო სქროლვის დაწყებამ (რაზეც უარი მინდა, ვთქვა ბოლომდე) ცოტა დიდხანს არ დამაძინა. მაგრამ ძალიან გვიანაც არ გამიღვიძია. ალბათ ამ სითეთრემ მომჭრა თვალი. მერე მედიტაცია, რეფლექსია, ცოტა გულის აჩუყება, მერე ყავის მოდუღება ბიალეტით და ფანჯრის წინ ისე დაჯდომა სასაუზმოდ, რომ კარიც და ფანჯარაც ჩანდეს და თოვას ხედავდე. პარალელურად აფირმაციები და ცოტა ხანში ხვდები, რომ გადასარევ ხასიათზე ხარ. თანაც კბილიც აღარ გტკივა. კბილი რა, ნაკბილარი, ჭრილობა.  დილიდან ფიქრობ, რომ სადმე გახვიდე საწერად. ერთი-ორი ადგილი გეგულება, სადაც გინდა და ფიქრობ, სა...

შობა ღამის მწვანე ჩაი

შობის ღამეს ბლოკნოტში ხელით დაწერილი პოსტი. ეს შეიძლება, ტრადიციადაც იქცეს. მხოლოდ ჩაის ფერი შეიცვლება ხოლმე. სანამ ჯერ კიდევ ციმციმებს ნაძვის ხის განათებები, მანამდე უნდა გადმოვიტანო აქ. ახლა: ყველა სანთელი დავანთე, რაც მქონდა. ანუ სულ სამი ცალი დეკორატიული სანთელი. თეთრი, მწვანე და ოქროსფერი. შუშხუნებიც ავანთე. სამი ცალი. და კიდევ ნათურები ანათებს სახლში, საახალწლო ნათურები. შუქები ჩამქრალია. მანამდე: პურის ცომი მოვზილე ვიდეოქოლის თანხლებით. და იქვე შევთანხმდით, რომ ზუსტად 12 საათზე კიდევ ერთი ვიდეო ზარი გვექნებოდა შობის შესახვედრად. პურის ცომი ლამაზად და თბილად შეფუთული დგას მაგიდაზე. მელოდება, როდის მოვრჩები სახლის მილაგება-დასუფთავებას საშბაოდ, ცხელი შხაპის მიღებას და მომზადებას.  შობას შევხვდი. ალოლოსაც ვუსმინე ბევრჯერ. ვიტირე კიდეც, მგონი უკვე ტრადიციულად. სიხარულისგან და ბედნიერებისგან, სისავსისგან. ხომ შეიძლება. სენტიმენტალურ განწყობაზე იყო და თან ბედნიერი? 2020 წლის მემორიში შობის დილას ჩემ ახალ სახლში მოვედი, კონიაკით და შოკოლადით მივულოცე  ჩემ მუშებს შობა. გადავკარ...

თერთმეტი წუ .. კი არა და თერთმეტი ფიქრი ან ფიფქი :)

Image
ერთი * პოლარული ლიუკი ახალ წელს აქ შემოსვლამ რაღაცნაირი ამბივალენტრუი გრძნობები გამოიწვია. ლუკა პოლარეში შემოსვლას არა, ბლოგზე შემოსვლას ვგულისხმობ. იქნებ იმიტომ, რომ დიდი ხანია, ვპირდები ჩემ თავს და აქაურობას, რომ შემოვალ და დავწერ. რამეს დავწერ. იქნებ იმიტომ, რომ უკვე ათასი დრაფტი მაინც შევინახე თავში. ზოგი შეიძლება აუდიო ფაილებადაც მაქვს ტელეფონში, ქუჩაში მიმავალმა და უცებ წერის ჟინით შეპყრობილმა რომ ჩავწერე. იქნებ ნოუთებშიც კი გადავაწყდე რამეს. მაგრამ ძირითადად მაინც თავში იყო დრაფტებად შენახული და მერე ამ დრაფტებს ვადა გაუვიდა, გაფერმკრთალდნენ და გაქრნენ. ყველაფერი ქრება, თუ არ მოუარე ... ლუკაში რომ შემოვედი, არ იყო თითქოს ბევრი ხალხი. თუმცა რეალურად მხოლოდ ორი მაგიდა იყო თავისუფალი ამ დიდ სივრცეში. მაგრამ დავჯექი თუ არა, უეცრად გადაივსო, მოძრაობა დაიწყო კაფემ თითქოს.  ორი ** მიაძაკის დრო კაფის მოძრაობაზე გამახსენდა - მიაძაკის "მოსიარულე სასახლე" ვნახე გუშინწინ. თუ გუშინ იყო ეს? სადღაც გადიოდა. რატომღაც მომინდა ნახვა. ჩავრთე და ვეღარ მოვწყდი, მონუსხული. მერე ის გავაკეთე,...