Posts

Showing posts from May, 2009

"ჩვენისთანა ბედნიერი...

რა ვქნა, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და უნდა დავწერო :))) -ისტები ალბათ გაბრაზდებიან და რა არის ეს დაცინვაო, იტვიან, მაგრამ მეცინება მართლა გულით. სასაცილოა მართლა, ოღონდ ასევე მართლა სატირალი რომ არ იყოს. კავკასიაზე "გადამერთო" და სანამ შემდეგ არხზე გადავრთავდი, მზერა მიმეყინა ეკრანზე: წითელ ხალიჩაზე რაღაც ხდებოდა. აი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალი ხომ გინახავთ? დაწყებამდე მსახიობები რომ მოდიან და აჟიტირებული ფანები ისტერიული კივილით რომ ხვდებიან, არანაკლებ აჟიტირებული ჟურნალისტები კი წითელ ხალიჩაზე რომ მისდევენ უკან ვიტრინების საწმენდი "ღრუბელი"ს სადარი მიკროფონებით ხელში, ფეხში, პირში და ა.შ. რომ გავარჩიე, ვინ იყო ის თეთრებში ჩაცმული კაცი მათ გარემოცვაში, კინაღამ გავგორდი. არც ერთ ჰოლივუდელ მსახიობს არ ჩამოუვარდებოდა მისი ჟესტიკულაცია და ღიმილი. ხალხს თბილად, ჰაეროვანი კოცნებით და ხელების ქნევით ესალმებოდა და წითელ ხალიჩაზე თავდაჯერებული მიაბიჯებდა.... შალვა ნათელაშვილი!..... სანახაობით მოხიბლულმა აღარ გადავრთე და სმს-ების კითხვაც დავიწყე. ეს არანაკლებ სახალისო აღმ

just without smiles

ტობლერონე ჯობია თუ რიტერ შ/სპორტი? პორგი და ბესი, ბებერი ტაო... (შენ ისე ღრმა ხარ...) თეთრი ტობლერონეს გემო დამრჩა. და შავი - გამახსენდა. ამახსენდა. მახსენდა. ახსენდა. ხსენდა. სენდა. ენდა. ნდა. და. ა. ხო თარიღიც კი გამახსენდა უცებ ძალიან მომინდა ცოტა ხანი სახლში ვიჯდე და ვწერო.... თან რაღაცნაირი სიმშვიდეა ბოლო დროს სახლში. კომფორტი - მაქვს. დღისით - სულ მარტო ვიქნებოდი... საღამოსაც არ გავიდოდი, ან ისე, იშვიათად და არა "ძალიან". ანუ ერთ-ორ-სამ ადგილას. სამიოდ ამოჩემებულ ადგილას. მაქს. - 4. და მერე ისევ მოვიდოდი და დავწერდი. ცოტა ხანი. სამსახურიდან? მალე შეიძლება ასეც მოხდეს. ამისთვისაც მზად ვარ. არ ვნერვიულობ. ვიცი, რაღაც იქნება. მშვიდად ვარ. სადღაც მინდა კიდეც. რაც გადასაწყვეტია, იმაზეც დავიწყებ ნელ-ნელა ფიქრს შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ... კარგად ჩაჯდა ისე, "პორგი და ბესი" ქართული ცის გვერდით. მიყვარს, როცა გვიან სახლში მომავალს უცებ მახსენდება, რომ კარგი წიგნი მელოდება და მივალ და ჩავუჯდები. თან თუ ძალიან გვიანი არ არის და ჯერ არ მეძინება - მით

Important!!!

ჩემი უსამსახუროდ დარჩენილი მეგობრების და უბრალოდ ბლოგის უმუშევარი მკითხველების საყურადღებოდ! დღეს დილით შემთხვევით გადავაწყდი ამ განცხადებას. ვადა თვის ბოლომდეა, იჩქარეთ! კომპანია kerdzo თანამდებობა qseroqsi სქესი ქალი ასაკი 22-40 ხელფასი 15 GEL სამუშაო ადგილი ორგანიზაციაში სამუშაო განრიგი სრული დაქირავების ტიპი დროებითი დამატებითი ინფორმაცია სასწრაფოდ გვესაჭიროება ქსეროქსისი აპარატზე ენერგიული ქალბატონი ქალაქი თბილისი მისამართი havhavadzis gamziri ..... მოკლედ, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მდედრობითი ქსეროქსი, 22-40 წლამდე. ანაზღაურება სავარაუდოდ თვეში 15ლ იგულისხმება, თან -დღგ, - საშემოსავლო და -საგადასახადო. და რაც რჩება ის არის ნეტო... მშვენიერი ვაკანსიაა. ადგილიც კარგია (მისამართს ვგულისხმობ)... საკონტაქტო ინფორმაციაც გინდათ?! ;) განცხადების სრული ტექსი იხ. აქ . ცრემლებამდე ვიცინე. ჯერ სანამ გავხსნიდი მანამდე გავხდი ცუდად, ვაკანსიების ჩამონათვალში "qseroqsi" რომ დავინახე, ესეც საკმარისი იყო... ნუ, ამ საიტზე რატომ შევედი, არ მკითხოთ, ალბათ იმიტომ, რომ ეს მენახა :))) რა გვეშველებ

? od. ?

ვინ დაგაცდის ან შთაბეჭდილებების დაწერას, ან რამის მოყოლას.... არაა! პირდაპირ c бала - на корабль... ამჯერად დუმილით და უკომენტაროდ ვუვლი გვერდს მიმდინარე მოვლენებს. ყოველ შემთხვევაში - აქ და ახლა. დავიღალე. არა და... გამყვეს მეთქი, იქნებ არ ჩაკვდეს და გამყვეს მეთქი ეს განწყობა და ენთუზიაზმი. რა კარგი შეგრძნებაა მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნა, სულ მსუბუქად და მშვიდად ყოფნა. რა კარგი შეგრძნებაა. ისევ ვიპოვე ცოტა ხნით ჩემი თავი. ნამდვილი. მაგრამ ვინ დამაცადა... დაგვაცადეთ, რა, ცხოვრება, დაგვაცადეთ! p.s. რა კარგი იქნებოდა, რაღაც ფორმულა რომ არსებობდეს, რომელსაც შეიყვან ვთქვათ ექსელში, ან იმ პროგრამაში, რომელშიც ვმუშაობ ხშირად და რომელიც გამომითვლის და მაჩვენებს, რა არის სწორი. ვგეგმავ, ვგეგმავ, ვუგეგმავ სხვებს კამპანიებს და ჩემი ცხოვრება კი ვერ დამიგეგმია :) "არიანა"-ში ოპტიმიზაციით რომ შეიძლებოდეს სავარაუდო ოპტიმალური ვარიანტის გამოყვანა, რა კარგი იქნებოდა :)))) შევიყვანდი გარკვეულ მონაცემებს, მონახაზს, რაც თავში მაქვს იმ რამდენიმე ვარიანტისას და ვნახავდი, რომელ შემთხვევაში გაამა
momenatret