Posts

Showing posts from June, 2021

კვირა დილის განწყობა და უბრალო პოსტი საუზმის მოლოდინში

Image
ვფიქრობ, რაზეა დამოკიდებული წერის სურვილი? განწყობაზე, მოვლენებზე, მოვლენების არ არსებობაზე თუ უბრალოდ ფანტაზიაზე? ფანტაზიაზე კი, ცხადია, როცა მწერალი ხარ და არაფრიდან ქმნი ფერს. მე კი ძირითადად უფრო ფაქტების- ან განწყობისმიერი ჩანაწერები მაქვს, აღწერა, ან უბრალოდ ნაფიქრი / ნაგრძნობი. შეთხზვით არაფერს ვთხზავ, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია. ადრეულ რამდენიმე მცდელობას არ ვთვლი.  ყველაზე ხშირად ბოლოს როდის ვწერდი? ბაქოში ყოფნის დროს, თითქმის კვირაში ერთხელ, როცა ე.წ. #ბაქოს ქრონიკებს ვწერდი, ძირითადად სტარბაქსში, ან ანტრეში და ძირითადად კვირის ბოლოს. არა და ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ყველაზე მოვლენებუხვი იყო მეთქი ის პერიოდი. კი, განსხვავებული იყო, ახალი (ბოლოს უკვე აღარ ახალი), მაგრამ დიდად მოვლენებზე არ მიწერია, უფრო განწყობას გადმოვცემდი იქიდანაც. დღიურისებრი ჩანაწერი იყო და ლაივები ტექსტად გადმოცემული.  სავარაუდოდ კორონამ ჰქმნა თავისი. შეანელა ყველაფერი. რაღაცეები - შეაჩერა. დრო - არა. ძალიან არ მინდა, ცხოვრება კორონამდე და კორონას შემდეგ პერიოდებად დაიყოს: კ.წ. აღ.მდე და კ.წ.აღ. ხო, მოკ