აგვისტოს რაფსოდია. ახლა. მერე?

მარტოობის 9 დღე-ღამე. კალიების გადაფრენა. ივლის-აგვისტოს ხვატი. ცარიელი თბილისი. სიმშვიდე. წიგნი. ტვ. გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ისე - არ ღირს.

ცოტა საქმე. უკვე ბევრი - უსაქმურობა. მოგვარებული საკითხები. აღებული ნომერი.
ყველაფრის ჯავშანი - უჯრაში. გამოუყენებელი ვიზა - პასპორტში. პასპორტი - უჯრაში. წასაღები ნივთები - კარადაში. შეზლონგზე წასაკითხი წიგნი - საწოლის გვერდზე/"ღამის მაგიდაზე". ჯერ ცარიელი ჩემოდანი - საძინებელში. კატა, რომელსაც სცხელა - სასადილო მაგიდაზე. კალია - ფარდაზე. მე - სავარძელში. სკამზე. ლოგინში. ოთახებში. ხანდახან - მე შინა და მე გარეთა. მე - მცხელა. გაფუჭებული ვენტილატორი - "ლოჯში". მაინც სიგრილე - სახლში. მე - სახლში. მხოლოდ მე და Echo/Sound Test - სკაიპში. სიმშვიდე - ჩემში.
და 6 აგვისტოს მოლოდინი.

სულ რაღაცას ელოდები ადამიანი.

ამჯერად - დასვენებას. სრულ დასვენებას ყველაფრისგან. განცხრომის 9 დღეს, რომელმაც ისე უნდა დამმუხტოს, რომ 1 წელი გამყვეს.

ყველა მიმოფანტულია. ოჯახიც. მეგობრებიც. ზოგი - აგარაკზე. ზოგი - სხვა ქალაქში. ზოგი - სხვა ქვეყანაში. ზოგიც - სხვა კონტინენტზე. მეც წავალ. 74 საათსაც გადავაგორებ. და წავალ.

მერე ყველა დაბრუნდება. მერე აგვისტოც გავა.

მერე?

Comments

ბაჩო said…
მერე?
მერე ახლიდან დაიწყება ისევ.
მერე ეს წელიც გავა
Kate said…
საით გაგიწევია???

კარგი დასვენება.

აბა მე მთელი ზაფხული თბილისში ვარ და ვმუშაობ.
© said…
მადლობა, kate!

თურქ-სელჩუკებში :))) ქემერში მივდივარ, სრული არაფრისკეთებით და კომფორტით უნდა დავისვენო, გადავწყვიტე :))



ბაჩო, კი, მერე ის წელიც გავა, მოვა აგვისტო, მერე შემდეგიც და ა.შ. :))
Kate said…
აუ რა კარგია. და მარტო მიდიხარ ხო???
kalo said…
მერე ნაცრისფერი თბილისი, სადაც დადგება შემოდგომა, რომელსაც მოყვება ცივი ზამთარი. ვახ, რა ცუდი პერსპექტივაა. არ მინდა, არაააააა
ketty said…
kalo,"da es zamtari xom mainc gava da gazafxuli xom mainc mova"
:)
© said…
კალოს ციტირებ? :))) მე ვიტყოდი: გაეთრევა როცა იქნება :)) მაგრამ თბილ ქვეყნებში რომ გამოვიზამთროთ, არა? :))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..