- თიინაა! - შემოდი, ციალა ციალა უკვე შემოსული იყო. დაჯღანული, ნახევრად დახეული, ჩუსტად ქცეული ფეხსაცმელი, უფრო ფლოსტი გარეთ ფეხის ტილოზე დაეტოვებინა და სქელი წინდებით შემობოდიალებულიყო ოთახში. ჩამოჯდებოდა სავარძელზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარდა ციალას მოსვლა. ყველას მოსვლა მიყვარდა, ყველა მეზობლის ასე შემობოდიალება თინა ბებოსთან. ასეთი მოსვლები კი საკმაოდ ხშირი იყო. ხშირი რა - ყოველდღიური, დღეში რამდენჯერმე, ყოველ საღამოს. ხან რომელი და ხან რომელი მეზობელი მოდიოდა. ისე, უბრალოდ. ხან - ბრალიანად. ხან რამეს შესჩიოდნენ თინას, ხან რჩევას ეკითხებოდნენ, ხან რამეს სთხოვდნენ და ხან ისე, უბრალოდ ჩამოსხდებოდნენ და ჭორაობდნენ. ჭორაობდნენ ქმრებზე, რძლებზე, ხანაც ერთმანეთზე. მე კი, პატარა, ვგიჟდებოდი იქ ჯდომაზე და მათი ლაპარაკის მოსმენაზე. ნახევარზე მეტი ალბათ ჩემებურად, ან საერთოდ არ მესმოდა, მაგრამ მაინც ვგიჟდებოდი ამ მეზობლურ მიმოსვლაზე. ციალა ხშირად თვლემდა კიდეც. გაიხედავდი და ცოტა ხანი სიჩუმის მერე აღმოაჩენდი, ჩაუქინდრავს თავი გვერდულად და თვლემს. ცოტ...
Comments
ვ ჩომ ძელო
გახუნდებოდა, აბა რას იზამდა, მერე რა
გაზაფხულზე ისევ შეფერადდება ხასხასა ფერებად, მააშ.
ნუ გაქ ეხლა შენ Hoch-ები და Tief-ები, იცი შენ, რასაც ვგულისხმობ.
ჰარც
კაი აბა, მივხედე საქმეს
ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ გახუნებულა და ამინდს და ზამთარს და ა.შ. აღარ ემორჩილება :) კაია, ხო?! :) და აღარ მივცემ უფლებას გაTiefების :D
სხვა რამეზე მქონდა ლაპარაკი, გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, პირველ ორ დღეს... და იმაზე რომ გახუნებული მეჩვენებოდა ეს ყველაფერი უკვე. ძველი დრო გამახსენდა, იგივე ფონი, იგივე ადგილი, ხალხი ფაქტიურად იგივე და სხვა სახელები. და - იდეა, რომელიც მაშინ იყო და ეხლა აღარ არის. და მომეჩვენა გახუნებული ეს ყველაფერი წლების მანძილზე...
აღარ მინდა მოკლედ ამაზე...